საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი დედები და მათი შვილები, რომლებიც დედმამიშვილებს უფრო გვანან - "როცა ქუჩაში დედას მეძახიან, გაოცებულ სახეებს ვხედავ"
ქართველი დედები და მათი შვილები, რომლებიც დედმამიშვილებს უფრო გვანან - "როცა ქუჩაში დედას მეძახიან, გაოცებულ სახეებს ვხედავ"

ერთ-ერთ ფე­ის­ბუქ-ჯგუფ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა ნონა გი­უ­ნაშ­ვილ­მა შვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. დედა-შვი­ლი დებს უფრო გვა­ნან და მათი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბა ნამ­დვი­ლად გა­გი­ჭირ­დე­ბათ.

"აბა, ახალ­გაზ­რდა დე­დე­ბი და­მე­ნა­ხეთ უფ­როს შვი­ლებ­თან ერ­თად, ვინც დებს, და-ძმებს გავ­ხართ. ამ სუ­რათ­ზე მე და ჩემი გოგო ვართ და ყვე­ლას დები ვგო­ნი­ვართ... რა­ღაც და­დე­ბი­თი მა­ინც აქვს ამ ნა­ად­რევ დე­დო­ბას" - წერ­და ნონა გი­უ­ნაშ­ვი­ლი. პოსტს უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და ბევ­რმა დე­დამ გა­ა­ზი­ა­რა შვი­ლებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი.

AMBEBI.GE რამ­დე­ნი­მე მათ­განს და­უ­კავ­შირ­და და დღეს გა­გაც­ნობთ 11 ქალს, რომ­ლე­ბიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფორ­მა­ში არი­ან და გა­რეგ­ნო­ბით შვი­ლებს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან. დე­დებ­სა და შვი­ლებს შო­რის ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი თით­ქმის წაშ­ლი­ლია და დედ­მა­მიშ­ვი­ლებს უფრო გვა­ნან.

ბევ­რმა ქალ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ნა­ად­რე­ვად შექ­მნა ოჯა­ხი, ახლა ამას არას­წო­რად მი­იჩ­ნე­ვენ და შვი­ლებ­საც ურ­ჩე­ვენ გა­აზ­რე­ბულ ასაკ­ში მი­ი­ღონ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ნონა გი­უ­ნაშ­ვი­ლი: "34 წლის ვარ, სამი შვი­ლის დედა. ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი გიგა 17 წლი­საა, გვან­ცა 16-ის და ნიცა კი - ექ­ვსის. 17 წლის ვი­ყა­ვი, როცა დედა გავ­ხდი. მო­მი­ტა­ცეს... მა­შინ ასეც ხდე­ბო­და და სამ­წუ­ხა­როდ, პა­ტა­რა ასაკ­ში გო­გო­ნას გა­თხო­ვე­ბა არა­ვის უკ­ვირ­და. აქვე მინ­და ისიც და­ვა­ფიქ­სი­რო, რომ ნა­ად­რე­ვად ოჯა­ხის შექ­მნა არ არის კარ­გი. ძნე­ლია, რო­დე­საც არ ხარ მზად დე­დო­ბის­თვის...

მე გა­მოვ­ტო­ვე ბავ­შვო­ბის ლაღი წლე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ხომ აქვს რა­ღაც და­დე­ბი­თი? ვუ­ყუ­რებ ჩემს შვი­ლებს და არ მჯე­რა, რომ მე გა­ვა­ჩი­ნე, ისე­თი დი­დე­ბი არი­ან, მე­გობ­რე­ბი­ვით ვართ. რო­დე­საც შვი­ლებ­თან ერ­თად ქუ­ჩა­ში გავ­დი­ვარ და დე­დას მე­ძა­ხი­ან, გა­ო­ცე­ბულ სა­ხე­ებს ვხე­დავ, ამა­ზე მე­ღი­მე­ბა, ყვე­ლას და-ძმე­ბი ვგო­ნი­ვართ.

მე­უბ­ნე­ბი­ან რომ ასაკ­თან შე­და­რე­ბით უფრო პა­ტა­რა შე­ხე­დუ­ლე­ბა მაქვს და ვერ იჯე­რე­ბენ, რომ ეს დიდი ბიჭი და გოგო ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან. ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი პრო­ცე­დუ­რა არ ჩა­მი­ტა­რე­ბია, არც ძვი­რა­დღი­რე­ბულ პარ­ფი­უ­მე­რი­ას ვხმა­რობ - მომ­წონს ბუ­ნებ­რი­ვო­ბა და თმა­საც არ ვი­ღე­ბავ. გა­მი­მარ­თლა, რომ მიდ­რე­კი­ლე­ბა არ მაქვს სიმ­სუქ­ნის­კენ.

მე და გვან­ცა ხან ერ­თად გავ­დი­ვართ გა­სარ­თო­ბად ბარ­ში და ვამ­ბობთ, რომ დები ვართ. მერე ბევ­რს ვი­ცი­ნით და ვხა­ლი­სობთ ამა­ზე, ვჭო­რა­ობთ, ვგი­ჟობთ. დღეს მარ­ტო­ხე­ლა დედა ვარ... რთუ­ლია ჩემი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ვარ"

მერი ბეგ­ლა­რიშ­ვი­ლი: "22 წლის ვი­ყა­ვი ზუკა რომ გა­ვა­ჩი­ნე, ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლი. ფაქ­ტი­უ­რად ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ და დღეს ძა­ლი­ან ახლო და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ჩემი მე­სა­ი­დუმ­ლეა და ასე­ვე ვარ მეც მის­თვის, ყვე­ლას და-ძმა ვგო­ნი­ვართ. თუმ­ცა, ეს არ მიშ­ლის ხელს, ამავდრო­უ­ლად მისი დედა ვიყო, მრჩე­ვე­ლი, მი­მარ­თუ­ლე­ბის მიმ­ცე­მი.

ზუ­კას შემ­დეგ კი­დევ ორი შვი­ლი შეგ­ვე­ძი­ნა. პა­ტა­რე­ბი ბაღ­ში და­დი­ოდ­ნენ აქამ­დე, ახლა შუ­ა­თა­ნა - გო­გო­ნა სკო­ლა­ში მი­დის. მარ­ტო ვცხოვ­რობთ და ბავ­შვე­ბის მოვ­ლაც მე მი­წევს, სახ­ლის საქ­მეც, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი, რაც დი­ა­სახ­ლისს ევა­ლე­ბა. ბავ­შვე­ბის მოვ­ლა-აღ­ზრდა­ში მე­უღ­ლე და მისი მშობ­ლე­ბიც დიდ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ.

შვი­ლე­ბის მოვ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ და სხვა­ნა­ი­რად ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია. ვმუ­შა­ობ ერთ-ერთ ბან­კში კლი­ენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის მე­ნე­ჯე­რად. ზო­გა­დად, სა­ბან­კო სფე­რო­ში უკვე 15 წე­ლია ვარ. მე­უღ­ლეც ბან­კში მუ­შა­ობს და ჩვე­ნი უფ­რო­სი ვაჟი კი ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ერთ-ერთ კა­ფე­ში მუ­შა­ობს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, თა­ვის მოვ­ლის რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხერ­ხე­ბი არ მაქვს, არც არა­ნა­ი­რი ოპე­რა­ცია და პრო­ცე­დუ­რე­ბი ჩა­მი­ტა­რე­ბია. უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ ვი­ვარ­ჯი­შო და წონა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო, არ მო­ვი­მა­ტო".

ეკა­ტე­რი­ნე გე­ლაშ­ვი­ლი: "17 წლის ვი­ყა­ვი, როცა შვი­ლი - მე­რაბ გი­გო­ლაშ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა. მა­შინ მე თვი­თონ ბავ­შვი ვი­ყა­ვი... სა­ო­ცა­რი მე­გობ­რო­ბა გვაქვს მე და ჩემს შვილს, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ... გა­რეთ რომ გავ­დი­ო­დით სა­სე­ირ­ნოდ და "დეეს" და­მი­ძა­ხებ­და, ხალ­ხის რე­აქ­ცი­ას ვგრძნობ­დი, ისე უკ­ვირ­დათ. მე­რაბ­მა სკო­ლა რომ და­ამ­თავ­რა და ბან­კეტ­ზე მი­ვე­დი, გი­გო­ლაშ­ვი­ლის დედა სად არი­სო, მე­ძებ­დნენ, დას­თან ერ­თად რა­ტომ მო­ვი­დაო.

ჩემი შვი­ლის ოც­ნე­ბაა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­დეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ნორჩ დი­ნა­მო­ში თა­მა­შობ­და და როცა მივ­ხვდი, რომ უფრო მეტი უნ­დო­და, 2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში მად­რიდ­ში წა­ვიყ­ვა­ნე, იქ რომ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა სპორ­ტუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა. ეს იყო უბედ­ნი­ე­რე­სი წუ­თე­ბი მის­თვი­საც და ჩემ­თვი­საც!

ერთი შვი­ლი მყავს და ძა­ლი­ან მი­ჭირს მის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ახლა მის­თვის ასე უკე­თე­სია. მე­რა­ბის სურ­ვი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დეს, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი"

ნინო ღა­რი­ბაშ­ვი­ლი: "ზუს­ტად 18 წლის შევ­სრულ­დი და გი­გიც მო­ევ­ლი­ნა ჩემს ცხოვ­რე­ბას. ხში­რად მას­თან ერ­თა­დაც კი მი­ტი­რია ღამე, რომ ვერ ვი­გებ­დი რა­ტომ ტი­რო­და... მერე ნელ-ნელა შე­ვეჩ­ვი­ეთ ერ­თმა­ნეთს. ძა­ლი­ან ცელ­ქი ბავ­შვი იყო, მახ­სოვს სი­ა­რუ­ლი რომ და­ი­წყო, იმ დღის მერე სახ­ლში სკა­მე­ბი მა­გი­და­ზე გვე­წყო. იგის გარ­და კი­დევ ერთი, უმ­ცრო­სი ვაჟი მყავს.

გარ­და დედა-შვი­ლი­სა, კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ, როცა ქუ­ჩა­ში ერ­თად გვხე­დავ­დნენ, ჩემი პა­ტა­რა ძმა ეგო­ნათ და იყო მერე და­შო­კი­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბი: "კი მაგ­რამ შენ თვი­თონ რამ­დე­ნი წლის ხარ?" სპორ­ტსმე­ნი ვი­ყა­ვი და ორი შვი­ლის შე­ძე­ნის შემ­დე­გაც ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი ფორ­მა­ში ყოფ­ნას. დღემ­დე ვვარ­ჯი­შობ, რად­გან ვარ­ჯი­ში ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

მე და გი­გის ხში­რად ერ­თა­დაც გვი­ვარ­ჯი­შია, პარკში ვე­ლო­თი ერ­თად გვი­სე­ირ­ნია. გა­რე­თაც, როცა ჩემ­თვის დედა და­უ­ძა­ხია, გა­ო­ცე­ბა და თბი­ლი სი­ტყვე­ბი მოჰ­ყვე­ბა ამას, რაც ორი­ვეს­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა. ჩემი შვი­ლე­ბი და მე ვა­მა­ყობთ ერ­თმა­ნე­თით, მე იმით, რომ ამ­ხე­ლა შვი­ლე­ბი მყავს და ისი­ნი იმით, რომ ახალ­გაზ­რდა დედა ჰყავთ".

ეკა გო­გო­ლა­ძე: "17 წლის ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი რომ შე­მე­ძი­ნა, ნინო. ფაქ­ტობ­რი­ვად ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. ახლა 24 წლი­საა და ნამ­დვი­ლად მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ეს არ არის ჰა­ერ­ზე მო­ტა­ნი­ლი სი­ტყვე­ბი - რაც შე­იძ­ლე­ბა ქა­ლებს გვა­ერ­თი­ა­ნებ­დეს, ყვე­ლა­ფერ­ზე ვსა­უბ­რობთ და აღარ არის ბა­რი­ე­რი ჩვენს შო­რის. მე­ო­რე გო­გო­ნა 18 წლი­საა. შვი­ლებ­თან ერ­თად როცა ვარ, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი ვგო­ნი­ვართ.

ვი­ცი­ნით ხოლ­მე ამა­ზე, მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან დე­დის ძა­ხილს, სა­ხე­ლით არას­დროს მომ­მარ­თავ­დნენ. მცდე­ლო­ბა ჰქონ­დათ ერთი პე­რი­ო­დი სა­ხე­ლით მო­ე­მარ­თათ, მაგ­რამ რომ წა­მოც­დათ „დედა“, თვა­ლებ­და­ჭყე­ტი­ლე­ბი გვი­ყუ­რებ­დნენ.

ის ასა­კი, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია დე­დამ შვილ­თან გა­ა­ტა­როს, მე არ მი­მუ­შა­ვია. სკო­ლა, ცეკ­ვა, წრე­ებ­ზე სი­ა­რუ­ლი, გარ­და­ტე­ხის ასა­კი - მა­შინ არ ვმუ­შა­ობ­დი და როცა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო მათ გვერ­დით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ჯან­სა­ღი დედა-შვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, მზრუნ­ვე­ლო­ბას არ ვაკ­ლებ­დი, რაც ახლა დე­ფი­ცი­ტია ხში­რად...

ბოლო შვი­დი წე­ლია ვმუ­შა­ობ, და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, ჩემი საქ­მე მაქვს, გო­გო­ნე­ბიც უკვე ზრდას­რუ­ლე­ბი არი­ან, ვის­ვე­ნებთ, ვჭო­რა­ობთ, ვერ­თო­ბით ერ­თად, ახლა მე­გობ­რუ­ლია ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. გო­გო­ნებს თა­ვი­ან­თი აზრი გა­აჩ­ნი­ათ ყვე­ლა სა­კი­თხზე, პრაქ­ტი­კუ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან".

ნინი ფა­რე­შიშ­ვი­ლი: "36 წლის ვარ, 5 შვი­ლის დედა. ჩემი უფ­რო­სი გო­გო­ნა 19 წლის არის. არა­ვინ იჯე­რებს, რომ დედა-შვი­ლი ვართ, ყვე­ლას დები ან მე­გობ­რე­ბი ვგო­ნი­ვართ. მყავს 6 წლის ტყუ­პი გო­გო­ნე­ბი, ასე­ვე 3 წლის ბიჭი და 1 წლის ბი­ჭუ­ნა. მინ­და გი­თხრათ, რომ არა­ფერს ვა­კე­თებ ფორ­მე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ ახალ­გაზ­რდავ­დე­ბა ჩემი გა­რეგ­ნო­ბა!

აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა რომ არ მქონ­დეს, ამ­დენს ვერ შევ­ძლებ­დი - ჩემი ჰო­ბია აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი! ვმუ­შა­ობ გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში მთა­ვარ ბუ­ღალ­ტრად, ასე­ვე მაქვს სა­კუ­თა­რი სა­ლო­ნი და ვცხოვ­რობ აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბით. მარ­თა­ლია ძი­ძე­ბი მყავს, მაგ­რამ შვი­ლებ­თან მა­ინც ვა­ტა­რებ საკ­მა­რის დროს.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას, ჩემს შვი­ლებს ნამ­დვი­ლად არ ვურ­ჩევ ადრე შექ­მნან ოჯა­ხი, მე გა­მი­მარ­თლა, შე­მი­წყო დე­დამ და ოჯახ­მა ხელი, რომ მეს­წავ­ლა და და­ვიმ­კვიდ­რე ჩემი ად­გი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. თუმ­ცა, ხში­რად ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის გამო, სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას, კა­რი­ე­რის აწყო­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ, ამი­ტომ ზო­გა­დად, წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის".

მაკა ჩა­გა­ნა­ვა: "17 წლის ასაკ­ში გავ­ხდი დედა. ჩემ­თვის ეს მდგო­მა­რე­ო­ბა იმ ასაკ­ში ძა­ლი­ან უჩ­ვე­უ­ლო იყო, ამი­ტომ ბავ­შვის აღ­ზრდა­ში დედა მეხ­მა­რე­ბო­და. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ჩემი შვი­ლის დედა დე­და­ჩე­მი ეგო­ნათ იმ­დე­ნად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, ასე პა­ტა­რა გო­გოს შვი­ლი ჰყო­ლო­და.

ახლა ჩემი გო­გო­ნა 21 წლის არის და თსუ-ს მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტია. მის არ­ჩე­ვან­ში ყო­ველ­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლია, აქვს სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ე­ბი და ზუს­ტად იცის, რისი კე­თე­ბა უნდა სა­მო­მავ­ლოდ.

სა­ხე­ლით მომ­მარ­თავს და ეს ფაქ­ტი სუ­ლაც არ მწყინს, პი­რი­ქით ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. მეც და ჩემი მე­უღ­ლეც და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ვართ, ორი­ვეს საკ­მა­ოდ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო სამ­სა­ხუ­რი გვაქვს, ზოგ­ჯერ გვი­წევს და­ძა­ბულ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ვა­ხერ­ხებთ სა­მი­ვე ერ­თად ყოფ­ნას. ცხოვ­რე­ბა­ში ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი მე­გო­ბა­რი მა­ინც ჩემი შვი­ლია და ეს ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბი­და­ნაც ნათ­ლად ჩანს".

შო­რე­ნა კე­პუ­ლა­ძე: "16 წლის ვი­ყა­ვი, როცა გა­მიჩ­ნდა ჩემი სა­ოც­რე­ბა გოგო. მალე 18-ის გახ­დე­ბა... სი­მარ­თლე გი­თხრათ, როცა გა­ვა­ჩი­ნე, მა­შინ ვერც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ­დი და ვერც იმას, რომ დედა ვი­ყა­ვი... როცა ბაღ­ში მი­ვიყ­ვა­ნე და მშობ­ლე­ბის რი­გებ­ში დავ­დე­ქი, მა­შინ აღ­ვიქ­ვი რომ გა­ვი­ზარ­დე... იმ­დე­ნად მო­მე­ძა­ლა გრძნო­ბა დე­დაშ­ვი­ლო­ბის, რომ ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ მშობ­ლად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი...

ბავ­შვის ნიჭ­მაც შე­მი­წყო ხელი და ჩემ­მა სურ­ვილ­მაც, ყვე­ლა­ფერ­ზე დამ­ყავ­და, სა­ბო­ლო­ოდ ცეკ­ვა აირ­ჩია და მო­ი­ა­რა ევ­რო­პა, ყო­ველ მის წარ­მა­ტე­ბას სი­გი­ჟემ­დე მივ­ყავ­დი და ყო­ველ­თვის ამა­ყად ვამ­ბობ­დი, რომ მე დედა ვარ ამ სა­ოც­რე­ბის... ეხლა აბი­ტუ­რი­ენ­ტია და ალ­ბათ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დიდი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­გებ­ში ვნა­ხავ, რად­გან ამის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ვშრო­მობთ ორი­ვე...

მი­ხა­რია, რომ ის ყო­ველ­თვის ამა­ყობს, რომ მე დე­და­მი­სი ვარ, ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან ბრწყი­ნავს, როცა მხე­დავს, რომ ლა­მა­ზად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხში­რად არ მაქვს ხა­ლი­სი გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თავს და­ვუთ­მო დრო, მა­შინ გა­ორ­მა­გე­ბუ­ლად ცდი­ლობს, არ მომ­ცეს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა...

გა­მო­გი­ტყდე­ბით, 34 წლის ვარ და სა­ხე­ზე არა­ნა­ი­რი კრე­მი არ მიხ­მა­რია, მა­კი­აჟ­საც იშ­ვი­ა­თად ვი­ყე­ნებ სა­ღა­მო­ებ­ზე... გე­ნე­ტი­კაც არის ალ­ბათ ამის მი­ზე­ზი, თუმ­ცა წო­ნის პრობ­ლე­მა­ში გე­ნე­ტი­კამ არ მიშ­ვე­ლა და რაც თავი მახ­სოვს, სულ დი­ე­ტა­ზე ვარ.

მომ­წონს ხალ­ხის გა­ო­ცე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი იმის გა­გე­ბა­ზე, რომ ჩვენ არა დები, არა­მედ დედა-შვი­ლი ვართ. მყავს მე­ო­რე შვი­ლი, ვაჟი, რო­მე­ლიც 9 წლის არის და მყავს მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც ტკბე­ბა იმით რომ, ჩვენ მისი ოჯა­ხი ვართ... მთა­ვა­რი ცხოვ­რე­ბა­ში სიყ­ვა­რუ­ლია და ყვე­ლას გი­სურ­ვებთ ეს გან­ძი გე­პო­ვოთ!"

მა­ი­კო მა­მუ­ლაშ­ვი­ლი: "ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი მყო­ლო­და და, რად­გან ვერ მო­მი­ხერ­ხეს ჩემ­მა მშობ­ლებ­მა, ავიხ­დი­ნე სურ­ვი­ლი და თა­ვად გა­ვა­ჩი­ნე! ეს რა თქმა უნდა, ხუმ­რო­ბით. ნა­ად­რე­ვად გავ­თხოვ­დი და შე­სა­ბა­მი­სად ად­რე­ვე გავ­ხდი დედა. პირ­ვე­ლი შვი­ლი ბიჭი მყავს, რო­მე­ლიც 15 წლი­საა, გო­გო­ნა მა­რი­ა­ნა კი 14-ის და დღეს მარ­თლაც დე­ბი­ვით გა­მო­ვი­ყუ­რე­ბით.

მა­რი­ა­ნა ისე­თი პრან­ჭია და საყ­ვა­რე­ლი იყო, სულ მინ­დო­და გა­და­მე­ღო, შე­მე­ნა­ხა მისი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა პე­რი­ო­დი. 4 წლი­დან ჩა­ერ­თო სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში, შემ­დეგ ცეკ­ვა და დღემ­დე ცეკ­ვავს, ან­საბლ “ივე­რი­ა­ნის” მო­ცეკ­ვა­ვეა... შე­მაყ­ვა­რა ფო­ტოგ­რა­ფია, დი­ზა­ი­ნი...

მაქვს მცი­რე ბიზ­ნე­სი, მთელ ჩემს დროს შვი­ლებს ვუთ­მობ­დი და ვუთ­მობ, ახლა კი როცა წა­მო­ი­ზარ­დნენ, ჩემს სა­ფუს­ფუ­სე ად­გილს მო­ვი­წყობ - მალე გავ­ხსნი ჩემს სტუ­დია-ატე­ლი­ეს, სა­დაც გვექ­ნე­ბა ულა­მა­ზე­სი კა­ბე­ბი, ფო­ტო­სე­სი­ე­ბი. მა­რი­ა­ნა იქ­ნე­ბა ატე­ლი­ეს სახე. იმ­დე­ნად სწრა­ფი ტემ­პით გა­ვი­ზარ­დეთ, მარ­თლაც მი­წევს დო­ბას, და­ქა­ლო­ბას, მე­გობ­რო­ბას...

ანო ქე­ბუ­ლა­ძე: "ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლი - ლიზი 19 წლი­სამ გა­ვა­ჩი­ნე. ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ერ­თმა­ნეთს საკ­მა­ოდ ვგა­ვართ. როცა იგე­ბენ, რომ თი­ნე­ი­ჯე­რი შვი­ლი მყავს, ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი რჩე­ბა.

ლიზი უფრო დე­და­ჩემ­მა გა­ზარ­და, რად­გან როცა გა­ვა­ჩი­ნე, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და ვერ ვა­ხერ­ხებ­დი ბო­ლომ­დე ჩემ თავ­ზე ამე­ღო ბავ­შვის გაზ­რდა. დღეს მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა ვარ: მყავს 13 წლის ლიზი, 7 წლის საბა და ტყუ­პე­ბი - დე­მეტ­რე და ელე­ნე, რომ­ლე­ბიც 4 თვის არი­ან.

ვცდი­ლობ ვიყო მე­გობ­რუ­ლი დედა და მგო­ნი გა­მომ­დის კი­დეც. ვცდი­ლობ ჩემი შვი­ლე­ბი გა­ი­ზარ­დონ თა­ვი­სუ­ფა­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

შვი­ლე­ბის აღ­ზრდის გარ­და, ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ა­შიც, ვცდი­ლობ ერ­თმა­ნეთს შე­ვუ­თავ­სო სამ­სა­ხუ­რი, ბავ­შვე­ბი და მე­გობ­რე­ბი, ვა­ხერ­ხებ და უკ­ვირთ კი­დეც, რო­გორ ვა­ხერ­ხებ ყვე­ლა­ფერს ერ­თად.

ალექ­სან­დრა მა­მა­ლა­ძე: "19 წლის გა­ვა­ჩი­ნე უფ­რო­სი შვი­ლი ლუკა. 22 წლის ასაკ­ში მე­ო­რე შვი­ლი გი­ორ­გი. ფაქ­ტია, რომ ეს ასა­კი დე­დო­ბის­თვის ცოტა ნა­ად­რე­ვია, მაგ­რამ ვთვლი რომ მა­ინც ვუმკლავ­დე­ბო­დი და ცოტა მკაც­რი დე­დაც ვი­ყა­ვი.

მე­სა­მე გო­გო­ნა, ჩვე­ნი ნა­ნატ­რი ქალ­ბა­ტო­ნი 34 წლის ასაკ­ში გა­ვა­ჩი­ნე და ვთვლი, რომ სწო­რედ ამ ასაკ­ში ვიგ­რძე­ნი ნამ­დვი­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი და ჩემი ბი­ჭე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბას, ვცდი­ლობ კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვი­ყოთ. ჩემ­მა ნიჭ­მა იხეთ­ქა მათ გე­ნებ­ში და მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბით და­ჯილ­დოვ­დნენ.

როცა კი იგე­ბენ, რომ დედა და შვი­ლე­ბი ვართ არა­ვის სჯე­რა, ალ­ბათ ეს ჩემი გე­ნე­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ხში­რად ჰგო­ნი­ათ, რომ და-ძმა ვართ ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბიც კი. ეს კომ­პლი­მენ­ტი, რომ სა­ერ­თოდ არ გე­ტყო­ბა ასა­კი და რამ­ხე­ლა შვი­ლე­ბი გყავს, ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს და მომ­წონს. მინ­და ყვე­ლა დედა ახალ­გაზ­რდა, მოვ­ლი­ლი და ბედ­ნი­ე­რი იყოს სულ!"

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
888
0

ეკატერინე გელაშვილი სკოლაში პირველად შვილის ბანკეტზე მივიდა გასაოცარი ყურადღებაა ვერაფერს იტყვი

 

ნანი
8

ადრეულ ასაკში გათხოვებას ყოველთვის პლიუსი აქვს ჩემის აზრით,ახალგაზრდა დედა და ცოლი ხარ, რაც შეეხება იმას რომ ენგრევათ ოჯახებიო.კარგი მეუღლე ბედია და გამართლებაა.30 და 40 წლის ასაკში გახოვილებსაც დაენგრათ ოჯახი.ასე რომ ასაკი არაფერ შუაშია

ავტორი:

ქართველი დედები და მათი შვილები, რომლებიც დედმამიშვილებს უფრო გვანან - "როცა ქუჩაში დედას მეძახიან, გაოცებულ სახეებს ვხედავ"

ქართველი დედები და მათი შვილები, რომლებიც დედმამიშვილებს უფრო გვანან - "როცა ქუჩაში დედას მეძახიან, გაოცებულ სახეებს ვხედავ"

ერთ-ერთ ფეისბუქ-ჯგუფში ინტერნეტმომხმარებელმა ნონა გიუნაშვილმა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დედა-შვილი დებს უფრო გვანან და მათი ერთმანეთისგან განსხვავება ნამდვილად გაგიჭირდებათ.

"აბა, ახალგაზრდა დედები დამენახეთ უფროს შვილებთან ერთად, ვინც დებს, და-ძმებს გავხართ. ამ სურათზე მე და ჩემი გოგო ვართ და ყველას დები ვგონივართ... რაღაც დადებითი მაინც აქვს ამ ნაადრევ დედობას" - წერდა ნონა გიუნაშვილი. პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმა დედამ გააზიარა შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები.

AMBEBI.GE რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა და დღეს გაგაცნობთ 11 ქალს, რომლებიც არაჩვეულებრივ ფორმაში არიან და გარეგნობით შვილებს არ ჩამოუვარდებიან. დედებსა და შვილებს შორის ასაკობრივი ზღვარი თითქმის წაშლილია და დედმამიშვილებს უფრო გვანან.

ბევრმა ქალმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ნაადრევად შექმნა ოჯახი, ახლა ამას არასწორად მიიჩნევენ და შვილებსაც ურჩევენ გააზრებულ ასაკში მიიღონ ეს გადაწყვეტილება.

ნონა გიუნაშვილი: "34 წლის ვარ, სამი შვილის დედა. ჩემი უფროსი შვილი გიგა 17 წლისაა, გვანცა 16-ის და ნიცა კი - ექვსის. 17 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი. მომიტაცეს... მაშინ ასეც ხდებოდა და სამწუხაროდ, პატარა ასაკში გოგონას გათხოვება არავის უკვირდა. აქვე მინდა ისიც დავაფიქსირო, რომ ნაადრევად ოჯახის შექმნა არ არის კარგი. ძნელია, როდესაც არ ხარ მზად დედობისთვის...

მე გამოვტოვე ბავშვობის ლაღი წლები, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს რაღაც დადებითი? ვუყურებ ჩემს შვილებს და არ მჯერა, რომ მე გავაჩინე, ისეთი დიდები არიან, მეგობრებივით ვართ. როდესაც შვილებთან ერთად ქუჩაში გავდივარ და დედას მეძახიან, გაოცებულ სახეებს ვხედავ, ამაზე მეღიმება, ყველას და-ძმები ვგონივართ.

მეუბნებიან რომ ასაკთან შედარებით უფრო პატარა შეხედულება მაქვს და ვერ იჯერებენ, რომ ეს დიდი ბიჭი და გოგო ჩემი შვილები არიან. ჯერჯერობით არანაირი პროცედურა არ ჩამიტარებია, არც ძვირადღირებულ პარფიუმერიას ვხმარობ - მომწონს ბუნებრივობა და თმასაც არ ვიღებავ. გამიმართლა, რომ მიდრეკილება არ მაქვს სიმსუქნისკენ.

მე და გვანცა ხან ერთად გავდივართ გასართობად ბარში და ვამბობთ, რომ დები ვართ. მერე ბევრს ვიცინით და ვხალისობთ ამაზე, ვჭორაობთ, ვგიჟობთ. დღეს მარტოხელა დედა ვარ... რთულია ჩემი ცხოვრება, მაგრამ ბედნიერი ვარ"

მერი ბეგლარიშვილი: "22 წლის ვიყავი ზუკა რომ გავაჩინე, ჩემი პირველი შვილი. ფაქტიურად ერთად გავიზარდეთ და დღეს ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ჩემი მესაიდუმლეა და ასევე ვარ მეც მისთვის, ყველას და-ძმა ვგონივართ. თუმცა, ეს არ მიშლის ხელს, ამავდროულად მისი დედა ვიყო, მრჩეველი, მიმართულების მიმცემი.

ზუკას შემდეგ კიდევ ორი შვილი შეგვეძინა. პატარები ბაღში დადიოდნენ აქამდე, ახლა შუათანა - გოგონა სკოლაში მიდის. მარტო ვცხოვრობთ და ბავშვების მოვლაც მე მიწევს, სახლის საქმეც, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც დიასახლისს ევალება. ბავშვების მოვლა-აღზრდაში მეუღლე და მისი მშობლებიც დიდ მონაწილეობას იღებენ.

შვილების მოვლის პარალელურად ვმუშაობ და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ვმუშაობ ერთ-ერთ ბანკში კლიენტთა მომსახურების მენეჯერად. ზოგადად, საბანკო სფეროში უკვე 15 წელია ვარ. მეუღლეც ბანკში მუშაობს და ჩვენი უფროსი ვაჟი კი ზაფხულის პერიოდში ერთ-ერთ კაფეში მუშაობს.

რაც შეეხება იმას, რომ ახალგაზრდულად გამოვიყურები, თავის მოვლის რაიმე განსაკუთრებული ხერხები არ მაქვს, არც არანაირი ოპერაცია და პროცედურები ჩამიტარებია. უბრალოდ, ვცდილობ ვივარჯიშო და წონა შევინარჩუნო, არ მოვიმატო".

ეკატერინე გელაშვილი: "17 წლის ვიყავი, როცა შვილი - მერაბ გიგოლაშვილი გამიჩნდა. მაშინ მე თვითონ ბავშვი ვიყავი... საოცარი მეგობრობა გვაქვს მე და ჩემს შვილს, ერთად გავიზარდეთ... გარეთ რომ გავდიოდით სასეირნოდ და "დეეს" დამიძახებდა, ხალხის რეაქციას ვგრძნობდი, ისე უკვირდათ. მერაბმა სკოლა რომ დაამთავრა და ბანკეტზე მივედი, გიგოლაშვილის დედა სად არისო, მეძებდნენ, დასთან ერთად რატომ მოვიდაო.

ჩემი შვილის ოცნებაა წარმატებული ფეხბურთელი გახდეს. საქართველოში ნორჩ დინამოში თამაშობდა და როცა მივხვდი, რომ უფრო მეტი უნდოდა, 2019 წლის თებერვალში მადრიდში წავიყვანე, იქ რომ გაეგრძელებინა სპორტული მოღვაწეობა. ეს იყო უბედნიერესი წუთები მისთვისაც და ჩემთვისაც!

ერთი შვილი მყავს და ძალიან მიჭირს მის გარეშე საქართველოში ცხოვრება, მაგრამ ახლა მისთვის ასე უკეთესია. მერაბის სურვილია საქართველოში დაბრუნდეს, როგორც საუკეთესო ფეხბურთელი"

ნინო ღარიბაშვილი: "ზუსტად 18 წლის შევსრულდი და გიგიც მოევლინა ჩემს ცხოვრებას. ხშირად მასთან ერთადაც კი მიტირია ღამე, რომ ვერ ვიგებდი რატომ ტიროდა... მერე ნელ-ნელა შევეჩვიეთ ერთმანეთს. ძალიან ცელქი ბავშვი იყო, მახსოვს სიარული რომ დაიწყო, იმ დღის მერე სახლში სკამები მაგიდაზე გვეწყო. იგის გარდა კიდევ ერთი, უმცროსი ვაჟი მყავს.

გარდა დედა-შვილისა, კარგი მეგობრები ვართ, როცა ქუჩაში ერთად გვხედავდნენ, ჩემი პატარა ძმა ეგონათ და იყო მერე დაშოკილი შეძახილები: "კი მაგრამ შენ თვითონ რამდენი წლის ხარ?" სპორტსმენი ვიყავი და ორი შვილის შეძენის შემდეგაც ყოველთვის ვცდილობდი ფორმაში ყოფნას. დღემდე ვვარჯიშობ, რადგან ვარჯიში ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

მე და გიგის ხშირად ერთადაც გვივარჯიშია, პარკში ველოთი ერთად გვისეირნია. გარეთაც, როცა ჩემთვის დედა დაუძახია, გაოცება და თბილი სიტყვები მოჰყვება ამას, რაც ორივესთვის სასიამოვნოა. ჩემი შვილები და მე ვამაყობთ ერთმანეთით, მე იმით, რომ ამხელა შვილები მყავს და ისინი იმით, რომ ახალგაზრდა დედა ჰყავთ".

ეკა გოგოლაძე: "17 წლის ვიყავი პირველი ქალიშვილი რომ შემეძინა, ნინო. ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ. ახლა 24 წლისაა და ნამდვილად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ეს არ არის ჰაერზე მოტანილი სიტყვები - რაც შეიძლება ქალებს გვაერთიანებდეს, ყველაფერზე ვსაუბრობთ და აღარ არის ბარიერი ჩვენს შორის. მეორე გოგონა 18 წლისაა. შვილებთან ერთად როცა ვარ, დედმამიშვილები ვგონივართ.

ვიცინით ხოლმე ამაზე, მიჩვეულები არიან დედის ძახილს, სახელით არასდროს მომმართავდნენ. მცდელობა ჰქონდათ ერთი პერიოდი სახელით მოემართათ, მაგრამ რომ წამოცდათ „დედა“, თვალებდაჭყეტილები გვიყურებდნენ.

ის ასაკი, რაც აუცილებელია დედამ შვილთან გაატაროს, მე არ მიმუშავია. სკოლა, ცეკვა, წრეებზე სიარული, გარდატეხის ასაკი - მაშინ არ ვმუშაობდი და როცა აუცილებელი იყო მათ გვერდით ვყოფილიყავი, ჯანსაღი დედა-შვილის ურთიერთობა გვქონდა, მზრუნველობას არ ვაკლებდი, რაც ახლა დეფიციტია ხშირად...

ბოლო შვიდი წელია ვმუშაობ, დაკავებული ვარ, ჩემი საქმე მაქვს, გოგონებიც უკვე ზრდასრულები არიან, ვისვენებთ, ვჭორაობთ, ვერთობით ერთად, ახლა მეგობრულია ჩვენი ურთიერთობა. გოგონებს თავიანთი აზრი გააჩნიათ ყველა საკითხზე, პრაქტიკული და თავისუფალი ადამიანები არიან".

ნინი ფარეშიშვილი: "36 წლის ვარ, 5 შვილის დედა. ჩემი უფროსი გოგონა 19 წლის არის. არავინ იჯერებს, რომ დედა-შვილი ვართ, ყველას დები ან მეგობრები ვგონივართ. მყავს 6 წლის ტყუპი გოგონები, ასევე 3 წლის ბიჭი და 1 წლის ბიჭუნა. მინდა გითხრათ, რომ არაფერს ვაკეთებ ფორმების შესანარჩუნებლად, ყოველი მომდევნო შვილის გაჩენის შემდეგ ახალგაზრდავდება ჩემი გარეგნობა!

აქტიური ცხოვრება რომ არ მქონდეს, ამდენს ვერ შევძლებდი - ჩემი ჰობია აქტიური ცხოვრების სტილი! ვმუშაობ გარემოს დაცვის სამინისტროში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში მთავარ ბუღალტრად, ასევე მაქვს საკუთარი სალონი და ვცხოვრობ აქტიური ცხოვრებით. მართალია ძიძები მყავს, მაგრამ შვილებთან მაინც ვატარებ საკმარის დროს.

რაც შეეხება ადრეულ ქორწინებას, ჩემს შვილებს ნამდვილად არ ვურჩევ ადრე შექმნან ოჯახი, მე გამიმართლა, შემიწყო დედამ და ოჯახმა ხელი, რომ მესწავლა და დავიმკვიდრე ჩემი ადგილი საზოგადოებაში. თუმცა, ხშირად ნაადრევი ქორწინების გამო, საკუთარი თავის რეალიზებას, კარიერის აწყობას ვერ ახერხებენ, ამიტომ ზოგადად, წინააღმდეგი ვარ ნაადრევი ქორწინების".

მაკა ჩაგანავა: "17 წლის ასაკში გავხდი დედა. ჩემთვის ეს მდგომარეობა იმ ასაკში ძალიან უჩვეულო იყო, ამიტომ ბავშვის აღზრდაში დედა მეხმარებოდა. გამომდინარე აქედან, ჩემი შვილის დედა დედაჩემი ეგონათ იმდენად დაუჯერებელი იყო, ასე პატარა გოგოს შვილი ჰყოლოდა.

ახლა ჩემი გოგონა 21 წლის არის და თსუ-ს მეოთხე კურსის სტუდენტია. მის არჩევანში ყოველთვის თავისუფალია, აქვს საკუთარი ინტერესის სფეროები და ზუსტად იცის, რისი კეთება უნდა სამომავლოდ.

სახელით მომმართავს და ეს ფაქტი სულაც არ მწყინს, პირიქით ძალიან მსიამოვნებს. მეც და ჩემი მეუღლეც დასაქმებულები ვართ, ორივეს საკმაოდ საპასუხისმგებლო სამსახური გვაქვს, ზოგჯერ გვიწევს დაძაბულ გარემოში მუშაობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვახერხებთ სამივე ერთად ყოფნას. ცხოვრებაში ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი მაინც ჩემი შვილია და ეს ჩვენი ურთიერთობიდანაც ნათლად ჩანს".

შორენა კეპულაძე: "16 წლის ვიყავი, როცა გამიჩნდა ჩემი საოცრება გოგო. მალე 18-ის გახდება... სიმართლე გითხრათ, როცა გავაჩინე, მაშინ ვერც პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და ვერც იმას, რომ დედა ვიყავი... როცა ბაღში მივიყვანე და მშობლების რიგებში დავდექი, მაშინ აღვიქვი რომ გავიზარდე... იმდენად მომეძალა გრძნობა დედაშვილობის, რომ ძალიან აქტიურ მშობლად ჩამოვყალიბდი...

ბავშვის ნიჭმაც შემიწყო ხელი და ჩემმა სურვილმაც, ყველაფერზე დამყავდა, საბოლოოდ ცეკვა აირჩია და მოიარა ევროპა, ყოველ მის წარმატებას სიგიჟემდე მივყავდი და ყოველთვის ამაყად ვამბობდი, რომ მე დედა ვარ ამ საოცრების... ეხლა აბიტურიენტია და ალბათ უახლოეს მომავალში დიდი ადამიანების რიგებში ვნახავ, რადგან ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობთ ორივე...

მიხარია, რომ ის ყოველთვის ამაყობს, რომ მე დედამისი ვარ, ბედნიერებისგან ბრწყინავს, როცა მხედავს, რომ ლამაზად გამოვიყურები და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არ მაქვს ხალისი გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, თავს დავუთმო დრო, მაშინ გაორმაგებულად ცდილობს, არ მომცეს მოდუნების საშუალება...

გამოგიტყდებით, 34 წლის ვარ და სახეზე არანაირი კრემი არ მიხმარია, მაკიაჟსაც იშვიათად ვიყენებ საღამოებზე... გენეტიკაც არის ალბათ ამის მიზეზი, თუმცა წონის პრობლემაში გენეტიკამ არ მიშველა და რაც თავი მახსოვს, სულ დიეტაზე ვარ.

მომწონს ხალხის გაოცებული სახეები იმის გაგებაზე, რომ ჩვენ არა დები, არამედ დედა-შვილი ვართ. მყავს მეორე შვილი, ვაჟი, რომელიც 9 წლის არის და მყავს მეუღლე, რომელიც ტკბება იმით რომ, ჩვენ მისი ოჯახი ვართ... მთავარი ცხოვრებაში სიყვარულია და ყველას გისურვებთ ეს განძი გეპოვოთ!"

მაიკო მამულაშვილი: "ბავშვობიდან ვოცნებობდი მყოლოდა და, რადგან ვერ მომიხერხეს ჩემმა მშობლებმა, ავიხდინე სურვილი და თავად გავაჩინე! ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. ნაადრევად გავთხოვდი და შესაბამისად ადრევე გავხდი დედა. პირველი შვილი ბიჭი მყავს, რომელიც 15 წლისაა, გოგონა მარიანა კი 14-ის და დღეს მართლაც დებივით გამოვიყურებით.

მარიანა ისეთი პრანჭია და საყვარელი იყო, სულ მინდოდა გადამეღო, შემენახა მისი ცხოვრების ყველა პერიოდი. 4 წლიდან ჩაერთო სამოდელო სფეროში, შემდეგ ცეკვა და დღემდე ცეკვავს, ანსაბლ “ივერიანის” მოცეკვავეა... შემაყვარა ფოტოგრაფია, დიზაინი...

მაქვს მცირე ბიზნესი, მთელ ჩემს დროს შვილებს ვუთმობდი და ვუთმობ, ახლა კი როცა წამოიზარდნენ, ჩემს საფუსფუსე ადგილს მოვიწყობ - მალე გავხსნი ჩემს სტუდია-ატელიეს, სადაც გვექნება ულამაზესი კაბები, ფოტოსესიები. მარიანა იქნება ატელიეს სახე. იმდენად სწრაფი ტემპით გავიზარდეთ, მართლაც მიწევს დობას, დაქალობას, მეგობრობას...

ანო ქებულაძე: "ჩემი პირველი შვილი - ლიზი 19 წლისამ გავაჩინე. ვიზუალურადაც ერთმანეთს საკმაოდ ვგავართ. როცა იგებენ, რომ თინეიჯერი შვილი მყავს, ყველა გაოცებული რჩება.

ლიზი უფრო დედაჩემმა გაზარდა, რადგან როცა გავაჩინე, სამედიცინო უნივერსიტეტში მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი და ვერ ვახერხებდი ბოლომდე ჩემ თავზე ამეღო ბავშვის გაზრდა. დღეს მრავალშვილიანი დედა ვარ: მყავს 13 წლის ლიზი, 7 წლის საბა და ტყუპები - დემეტრე და ელენე, რომლებიც 4 თვის არიან.

ვცდილობ ვიყო მეგობრული დედა და მგონი გამომდის კიდეც. ვცდილობ ჩემი შვილები გაიზარდონ თავისუფალი და განათლებული ადამიანები.

შვილების აღზრდის გარდა, ვარ დაკავებული პროფესიაშიც, ვცდილობ ერთმანეთს შევუთავსო სამსახური, ბავშვები და მეგობრები, ვახერხებ და უკვირთ კიდეც, როგორ ვახერხებ ყველაფერს ერთად.

ალექსანდრა მამალაძე: "19 წლის გავაჩინე უფროსი შვილი ლუკა. 22 წლის ასაკში მეორე შვილი გიორგი. ფაქტია, რომ ეს ასაკი დედობისთვის ცოტა ნაადრევია, მაგრამ ვთვლი რომ მაინც ვუმკლავდებოდი და ცოტა მკაცრი დედაც ვიყავი.

მესამე გოგონა, ჩვენი ნანატრი ქალბატონი 34 წლის ასაკში გავაჩინე და ვთვლი, რომ სწორედ ამ ასაკში ვიგრძენი ნამდვილი პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება ჩემი და ჩემი ბიჭების ურთიერთობას, ვცდილობ კარგი მეგობრები ვიყოთ. ჩემმა ნიჭმა იხეთქა მათ გენებში და მუსიკალური განათლებით დაჯილდოვდნენ.

როცა კი იგებენ, რომ დედა და შვილები ვართ არავის სჯერა, ალბათ ეს ჩემი გენეტიკის დამსახურებაა. ხშირად ჰგონიათ, რომ და-ძმა ვართ ან შეყვარებულებიც კი. ეს კომპლიმენტი, რომ საერთოდ არ გეტყობა ასაკი და რამხელა შვილები გყავს, ძალიან მსიამოვნებს და მომწონს. მინდა ყველა დედა ახალგაზრდა, მოვლილი და ბედნიერი იყოს სულ!"