მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აბონენტის უპასუხისმგებლობა და აფეთქების საფრთხე - საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა
აბონენტის უპასუხისმგებლობა და აფეთქების საფრთხე - საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

კომ­პა­ნია „თბი­ლი­სის ენერ­ჯის“ ცხელ ხაზ­ზე ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნი­დან შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ მან­ჯგა­ლა­ძის ქუ­ჩის #31-ში გა­ზის ძლი­ე­რი სუნი იგ­რძნო­ბო­და. კომ­პა­ნი­ის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ად­გილ­ზე მის­ვლის­თა­ნა­ვე კორ­პუ­სის ყვე­ლა ბინა, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ჭები და გაზ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ლა­ზე­რუ­ლი აპა­რა­ტით შე­ა­მოწ­მეს.

ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში სპე­ცი­ა­ლურ­მა აპა­რატ­მა გა­ზის ძლი­ე­რი კონ­ცენ­ტრა­ცია და­ა­ფიქ­სი­რა. ბინა და­კე­ტი­ლი იყო. „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო, სა­მაშ­ვე­ლო და სა­ხან­ძრო ეკი­პა­ჟე­ბი გა­მო­ი­ძა­ხეს. და­კე­ტი­ლი ბი­ნის გა­ღე­ბა და გა­ნი­ა­ვე­ბა მათი დახ­მა­რე­ბით მო­ხერ­ხდა.

სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ბი­ნის შე­მოწ­მე­ბი­სას გა­ზის ორი ჩახ­სნი­ლი რე­ზი­ნის მილი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც არ­ცერთ და­ნად­გარ­ზე არ იყო მი­ერ­თე­ბუ­ლი. ბი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი გა­ზ­ქუ­რის ონ­კა­ნი კი ღია მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.

მე­ზობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბინა მე­პატ­რო­ნე­ებს გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ და ე.წ. მდგმუ­რებ­მა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი წინა ღა­მეს და­ცა­ლეს.

კომ­პა­ნია „თბი­ლი­სი ენერ­ჯი“ კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს აბო­ნენ­ტებს მეტი ყუ­რა­დღე­ბის­კენ და მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­კენ.

გახ­სოვ­დეთ, რომ თქვენს და­უ­დევ­რო­ბას შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­როს.

გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ვუ­წო­დებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­კენ გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი და და­გი­რა­ვე­ბუ­ლი ბი­ნე­ბის მფლო­ბე­ლებ­სა და დამ­ქი­რა­ვებ­ლებს. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის დიდი წილი სწო­რედ ასეთ ბი­ნებ­ზე მო­დის.

„თბი­ლი­სი ენერ­ჯი“ მად­ლო­ბას უხ­დის კომ­პა­ნი­ის იმ თა­ნამ­შრომ­ლებს, რო­მელ­თა სწრაფ­მა და დრო­ულ­მა ქმე­დე­ბამ კორ­პუ­სი აფეთ­ქე­ბას გა­და­არ­ჩი­ნა.

მად­ლო­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ი­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ხან­ძრო და სა­მაშ­ვე­ლო ეკი­პა­ჟებს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა იმ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­მაც კომ­პა­ნი­ის ცხელ ხაზ­ზე და­რე­კა და აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე გა­ზის სუ­ნის შე­სა­ხებ შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

აბონენტის უპასუხისმგებლობა და აფეთქების საფრთხე - საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

აბონენტის უპასუხისმგებლობა და აფეთქების საფრთხე - საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

კომპანია „თბილისის ენერჯის“ ცხელ ხაზზე ნაძალადევის რაიონიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ მანჯგალაძის ქუჩის #31-ში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა და სპეციალისტებმა ადგილზე მისვლისთანავე კორპუსის ყველა ბინა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჭები და გაზგაყვანილობა სპეციალური ლაზერული აპარატით შეამოწმეს.

ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სპეციალურმა აპარატმა გაზის ძლიერი კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინა დაკეტილი იყო. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ადგილზე საპატრულო, სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟები გამოიძახეს. დაკეტილი ბინის გაღება და განიავება მათი დახმარებით მოხერხდა.

სპეციალისტებმა ბინის შემოწმებისას გაზის ორი ჩახსნილი რეზინის მილი აღმოაჩინეს, რომელიც არცერთ დანადგარზე არ იყო მიერთებული. ბინაში არსებული გაზქურის ონკანი კი ღია მდგომარეობაში იყო.

მეზობლების განცხადებით, აღნიშნული ბინა მეპატრონეებს გაქირავებული ჰქონდათ და ე.წ. მდგმურებმა საცხოვრებელი ფართი წინა ღამეს დაცალეს.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს მეტი ყურადღებისკენ და მეტი პასუხისმგებლობისკენ.

გახსოვდეთ, რომ თქვენს დაუდევრობას შესაძლოა, ადამიანების სიცოცხლე შეეწიროს.

განსაკუთრებით მოვუწოდებთ პასუხისმგებლობისკენ გაქირავებული და დაგირავებული ბინების მფლობელებსა და დამქირავებლებს. სტატისტიკური მონაცემებით, უბედური შემთხვევების დიდი წილი სწორედ ასეთ ბინებზე მოდის.

„თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომელთა სწრაფმა და დროულმა ქმედებამ კორპუსი აფეთქებას გადაარჩინა.

მადლობა საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟებს.

განსაკუთრებული მადლობა იმ მოქალაქეს, რომელმაც კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკა და აღნიშნულ მისამართზე გაზის სუნის შესახებ შეგვატყობინა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ