საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ ავთანდილ წერეთელი დაიბარა - რას ედავება უწყება ბიზნესმენს
"თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ ავთანდილ წერეთელი დაიბარა - რას ედავება უწყება ბიზნესმენს

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა "თი­ბი­სი ბან­კის" საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"2018 წლის 2 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სს თი­ბი­სი ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის და მო­ად­გი­ლის მიერ უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე.

გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას, აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში, 2019 წლის 24 ივ­ლისს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს, ჯგუ­ფუ­რად, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა.

მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ანა­ლი­ზის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლია შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯგუ­ფის სხვა წევ­რის მი­მართ. კერ­ძოდ, გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა ავ­თან­დილ წე­რეთ­ლის ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ, მის მიერ, 16 664 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა (და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25-194 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით).

ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი დღეს და­ბა­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბის წარ­დგე­ნის მიზ­ნით, რის შემ­დე­გაც სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე. ასე­ვე, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ბა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე მათ­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის და­ზუს­ტე­ბის მიზ­ნით" - გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა
ავტორი:

"თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ ავთანდილ წერეთელი დაიბარა - რას ედავება უწყება ბიზნესმენს

"თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ ავთანდილ წერეთელი დაიბარა - რას ედავება უწყება ბიზნესმენს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით.

"2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ. კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით" - განაცხადეს პროკურატურაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს