მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებზე: "არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი უმოკლეს ვადებში შეჩერდება"
პრემიერი გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებზე: "არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი უმოკლეს ვადებში შეჩერდება"

ჩვენ არ უნდა გვქონ­დეს ილუ­ზია, რომ ეს პრო­ცე­სი შე­ჩერ­დე­ბა უმოკ­ლეს ვა­დებ­ში, ვი­ნა­ი­დან, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ო­კუ­პა­ციო ძალა გა­ნაგ­რძობს სა­ო­კუ­პა­ციო ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს სო­ფელ გუ­გუ­ტი­ანთკარ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

"ჩვენ­თვის ოკუ­პა­ცია არის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვა და გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ეს არის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს უნდა გვა­ერ­თი­ა­ნებ­დეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გვაქვს. მსგავ­სი გა­მოწ­ვე­ვის დაძ­ლე­ვის ერ­თა­დერ­თი გზა არის ერის კონ­სო­ლი­და­ცია და ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ნა­ბი­ჯებს: ბორ­დე­რი­ზა­ცია არის ოკუ­პა­ცი­ის შე­დე­გი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოკუ­პა­ცი­ას­თან ბრძო­ლა, ჩვენ კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს არის ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს ჩვე­ნი მხრი­დან პრინ­ცი­პულ რე­ფორ­მებს და სწორ და ეფექ­ტურ სტრა­ტე­გი­ას. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ სტრა­ტე­გი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­გობ­რე­ბის, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რას აქვს გა­დამ­წყვე­ტი როლი.

ჩვენ ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მას, იმის­თვის რომ მო­ვახ­დი­ნოთ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გვქონ­დეს ილუ­ზია, რომ ეს პრო­ცე­სი შე­ჩერ­დე­ბა უმოკ­ლეს ვა­დებ­ში, ვი­ნა­ი­დან სამ­წუ­ხა­როდ, სა­ო­კუ­პა­ციო ძალა გა­ნაგ­რძობს თა­ვის სა­ო­კუ­პა­ციო ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას. ჩვე­ნი მხრი­დან უნდა იყოს პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია. უნდა იყოს ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა და ერად დგო­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას­თან ერ­თად",- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და იქვე დას­ძი­ნა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, რო­მე­ლიც გამ­ყოფ ხაზ­თან ახ­ლოს ცხოვ­რობს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უკვე აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი, გუ­შინ, გუ­გუ­ტი­ანთკარ­ში ყოფ­ნი­სას კი და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო თუ რა სჭირ­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვებს.

"თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი უნდა გრძნობ­დეს იმას, რომ სა­ხელ­მწი­ფო არის მათ გვერ­დით და სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე არის მათ გვერ­დით. ჩვენ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. მე გუ­შინ კი­დევ ერთხელ მო­ვის­მი­ნე რა გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი და ამას ვუზ­რუნ­ველ­ყოფთ.

ამას­თან ერ­თად მე კი­დევ ერთხელ მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბას, მათ მხნე­ო­ბას და მათ პრინ­ცი­პუ­ლო­ბას, რო­მე­ლიც თი­თე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის და ჩემ­თვის პირ­ველ რიგ­ში არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ეს არის გა­დამ­დე­ბი მუხ­ტი, ენ­თუ­ზი­აზ­მი, რო­მე­ლიც უნდა გვა­ერ­თი­ა­ნებ­დეს. მე და­ვას­რუ­ლე იმით რი­თაც და­ვი­წყე: ეს არის სა­კი­თხი, სა­დაც არ შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა იყო­ფო­დეს სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბად, სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბად. ეს არის სა­კი­თხი და გა­მოწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც უნდა გვა­ერ­თი­ა­ნებ­დეს, ვი­ნა­ი­დან ოკუ­პა­ცია აუ­ცი­ლებ­ლად და­იძ­ლე­ვა ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბით და კონ­სო­ლი­და­ცი­ით",- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

პრემიერი გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებზე: "არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი უმოკლეს ვადებში შეჩერდება"

პრემიერი გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებზე: "არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი უმოკლეს ვადებში შეჩერდება"

ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, ვინაიდან, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განუცხადა.

"ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა და განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს. მსგავსი გამოწვევის დაძლევის ერთადერთი გზა არის ერის კონსოლიდაცია და ერთსულოვნება. რაც შეეხება ჩვენს ნაბიჯებს: ბორდერიზაცია არის ოკუპაციის შედეგი, აქედან გამომდინარე, ოკუპაციასთან ბრძოლა, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომელიც მოითხოვს ჩვენი მხრიდან პრინციპულ რეფორმებს და სწორ და ეფექტურ სტრატეგიას. ბუნებრივია, ამ სტრატეგიაში საერთაშორისო მეგობრების, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერას აქვს გადამწყვეტი როლი.

ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას, იმისთვის რომ მოვახდინოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, ვინაიდან სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავის საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას. ჩვენი მხრიდან უნდა იყოს პრინციპული პოზიცია. უნდა იყოს ერთსულოვნება და ერად დგომა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც გამყოფ ხაზთან ახლოს ცხოვრობს, ხელისუფლებას უკვე აქვს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, გუშინ, გუგუტიანთკარში ყოფნისას კი დამატებითი ინფორმაცია მიიღო თუ რა სჭირდება ადგილობრივებს.

"თითოეული მათგანი უნდა გრძნობდეს იმას, რომ სახელმწიფო არის მათ გვერდით და საქართველოს თითოეული მოქალაქე არის მათ გვერდით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში. მე გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინე რა გვაქვს გასაკეთებელი და ამას ვუზრუნველყოფთ.

ამასთან ერთად მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ადგილობრივი მოსახლეობის განწყობას, მათ მხნეობას და მათ პრინციპულობას, რომელიც თითეული ჩვენგანისთვის და ჩემთვის პირველ რიგში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის გადამდები მუხტი, ენთუზიაზმი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს. მე დავასრულე იმით რითაც დავიწყე: ეს არის საკითხი, სადაც არ შეიძლება საზოგადოება იყოფოდეს სხვადასხვა ჯგუფებად, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებად. ეს არის საკითხი და გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს, ვინაიდან ოკუპაცია აუცილებლად დაიძლევა ერთსულოვნებით და კონსოლიდაციით",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები