მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2" "კურიერის" თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა - რა განცხადებები გააკეთეს ჟურნალისტებმა
"რუსთავი 2" "კურიერის" თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა - რა განცხადებები გააკეთეს ჟურნალისტებმა

"რუს­თა­ვი 2" "კუ­რი­ე­რის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თით­ქმის სრულ­მა შე­მად­გენ­ლო­ბამ და­ტო­ვა. მათ ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა მე­დი­ას­თან რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­ა­კე­თეს.

"დღეს დად­გა დღე, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რო­დე­საც ვე­ღარ ვი­ტყვი, რომ "რუს­თა­ვი 2" ჩე­მია, "რუს­თა­ვი 2" ჩვენ წაგ­ვარ­თვეს და "რუს­თა­ვი 2" ჩვე­ნი სახ­ლი აღარ არის. დღე­ვან­დე­ლი დღე ისე­თი­ვე მძი­მეა ჩემ­თვის, რო­გო­რი მძი­მეც იყო გუ­გუ­ტი­ანთკა­რის მცხოვ­რებ­ლებ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სა­ო­კუ­პა­ციო ზოლს მიღ­მა თა­ვად შლიდ­ნენ სა­კუ­თარ სახ­ლებს და ტო­ვებ­დნენ თა­ვი­ანთ სა­ცხოვ­რე­ბელს. 13 წელი გა­ვა­ტა­რე "რუს­თა­ვი 2"-ში, ამა­ყი ვარ ყვე­ლა წლით", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტმა ნა­თია გოგ­სა­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თქმით, მათ დღეს შეხ­ვდათ არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი პა­ა­ტა სა­ლია და დარ­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზათ. თუმ­ცა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ "კუ­რი­ე­რე­ლე­ბი" მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი არ იქ­ნე­ბა, მათ წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს.

"თით­ქმის 14 წელი გა­ვა­ტა­რე "რუს­თა­ვი 2"-ში. ჩემ­თვის ყვე­ლა­ფერს ნიშ­ნავს ეს ტე­ლე­ვი­ზია. დღე­ვან­დელ დღემ­დე ასე იყო და მე დღეს მი­ვი­ღე ალ­ბათ ერთ-ერთი უმ­ძი­მე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც ალ­ბათ, ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი. სამ­წუ­ხარდ, ეს რე­ა­ლო­ბაა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი "რუს­თა­ვი 2". ამ ყვე­ლა­ფერ­ში ამ ჩვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვე არის ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი და ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. მოვ­ლენ, ალ­ბათ, სხვე­ბი ჩვენ ად­გილ­ზე და გა­ა­კე­თე­ბენ ახალ "კუ­რი­ერს", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ბა­ღაშ­ვილ­მა.

"ახლა ცოტა უხერ­ხუ­ლია იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რო­გო­რი იქ­ნე­ბა „რუს­თა­ვი 2“, ვინ იქ­ნე­ბა აქ, ვინ მოვა, ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ, ჩვენ­თვის კი ეს ურ­თუ­ლე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ამის იქეთ მეტი აღარ შეგ­ვეძ­ლო, ვიდ­რე შეგ­ვეძ­ლო, ვი­დე­ქით ამ ბა­რი­კა­დებ­ზე, როცა აღარ შე­გიძ­ლია მეტი, უნდა წახ­ვი­დე, ამი­ტო­მაც წა­ვე­დით. მა­ყუ­რე­ბელს ვე­ტყვი ნახ­ვამ­დის და არ გემ­შვი­დო­ბე­ბით, სად შევხდე­ბით ჯერ არ ვიცი, მაგ­რამ ჩვენ მხო­ლოდ ეს საქ­მე ვი­ცით, ჩვენ რე­პორ­ტი­რე­ბი ვართ", - გა­ნა­ცხა­და ნინო სამ­ყუ­რაშ­ვილ­მა.

დღეს "კუ­რი­ე­რის" არც ერთი გა­მოშ­ვე­ბა ეთერ­ში არ გა­სუ­ლა.

ამას­თან, გუ­შინ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა სა­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ნო­დარ მე­ლა­ძე სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

00:00 / 00:00
დავით ცნობილაძე
0

ქალბატონმა თამარ ბაღაშვილმა და მისმა მეგობრებმა "კურიერი" ანუ "რუსთავი-2 " დატოვეს თუ "მთავარი არხი".

"კურიერი" ხომ "რუსთავი-2"- ს ეკუთვნის. ნოდარ მელაძე ამთთან რა შუაშია ვეღარ გავიგე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"რუსთავი 2" "კურიერის" თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა - რა განცხადებები გააკეთეს ჟურნალისტებმა

"რუსთავი 2" "კურიერის" თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა - რა განცხადებები გააკეთეს ჟურნალისტებმა

"რუსთავი 2" "კურიერის" ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. მათ ერთობლივი განცხადება მედიასთან რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.

"დღეს დადგა დღე, ჩემს ცხოვრებაში როდესაც ვეღარ ვიტყვი, რომ "რუსთავი 2" ჩემია, "რუსთავი 2" ჩვენ წაგვართვეს და "რუსთავი 2" ჩვენი სახლი აღარ არის. დღევანდელი დღე ისეთივე მძიმეა ჩემთვის, როგორი მძიმეც იყო გუგუტიანთკარის მცხოვრებლებლებისთვის, რომლებიც საოკუპაციო ზოლს მიღმა თავად შლიდნენ საკუთარ სახლებს და ტოვებდნენ თავიანთ საცხოვრებელს. 13 წელი გავატარე "რუსთავი 2"-ში, ამაყი ვარ ყველა წლით", - განაცხადა ჟურნალისტმა ნათია გოგსაძემ.

ჟურნალისტების თქმით, მათ დღეს შეხვდათ არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია და დარჩენა შესთავაზათ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ "კურიერელები" მიიჩნევენ, რომ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი არ იქნება, მათ წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

"თითქმის 14 წელი გავატარე "რუსთავი 2"-ში. ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს ეს ტელევიზია. დღევანდელ დღემდე ასე იყო და მე დღეს მივიღე ალბათ ერთ-ერთი უმძიმესი გადაწყვეტილება, რომელსაც ალბათ, ვერც კი წარმოვიდგენდი. სამწუხარდ, ეს რეალობაა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ოკუპირებული "რუსთავი 2". ამ ყველაფერში ამ ჩვენს გადაწყვეტილებაში დამნაშავე არის ერთადერთი ადამიანი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. მოვლენ, ალბათ, სხვები ჩვენ ადგილზე და გააკეთებენ ახალ "კურიერს", - განაცხადა თამარ ბაღაშვილმა.

"ახლა ცოტა უხერხულია იმაზე საუბარი, როგორი იქნება „რუსთავი 2“, ვინ იქნება აქ, ვინ მოვა, ყველას წარმატებას ვუსურვებ, ჩვენთვის კი ეს ურთულესი გადაწყვეტილებაა. ამის იქეთ მეტი აღარ შეგვეძლო, ვიდრე შეგვეძლო, ვიდექით ამ ბარიკადებზე, როცა აღარ შეგიძლია მეტი, უნდა წახვიდე, ამიტომაც წავედით. მაყურებელს ვეტყვი ნახვამდის და არ გემშვიდობებით, სად შევხდებით ჯერ არ ვიცი, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ეს საქმე ვიცით, ჩვენ რეპორტირები ვართ", - განაცხადა ნინო სამყურაშვილმა.

დღეს "კურიერის" არც ერთი გამოშვება ეთერში არ გასულა.

ამასთან, გუშინ გამართულ ბრიფინგზე "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა.