მომღერალი ლელა წურწუმია აგვისტოს ცხელ დღეებს აჭარაში ატარებს. ბათუმსა და ციხისძირში გადაღებულ ფოტოებს ის "ინსტაგრამზე" ავრცელებს. საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია. წურწუმიას მეგობრები კომენტარებში აღფრთოვანებას ვერ მალავენ და აღნიშნავენ, რომ "წლები ქართველ დივას ვერაფერს აკლებს და ის მუდამ კარგად გამოიყურება".
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ მომღერალს "ინსტაგრამი" გაუტეხეს, თუმცა შემდეგ აღადგინა და თაყვანისმცემლებს ზღვისპირეთში გადაღებული ცხელი ფოტოებითაც ანებივრებს.