მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი "გართობის" მსხვერპლი, გამოუცდელი ახალგაზრდები არიან" - გაურკვეველი ნივთიერებით მოწამვლით გარდაცვლილი ბიჭი და რისკები გართობის სეზონზე
"ასეთი "გართობის" მსხვერპლი, გამოუცდელი ახალგაზრდები არიან" - გაურკვეველი ნივთიერებით მოწამვლით გარდაცვლილი ბიჭი და რისკები გართობის სეზონზე

გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბით მო­წამ­ვლის შე­დე­გად ბა­თუმ­ში 22 წლის ბიჭი გარ­და­იც­ვა­ლა. 19 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას კლი­ნი­კა "მედ ცენ­ტრში" სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ორი გო­გო­ნა და ერთი ბიჭი შე­იყ­ვა­ნა. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს და­უს­ვეს დი­აგ­ნო­ზი: და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი სუბსტან­ცი­ის ტოქ­სი­უ­რი ეფექ­ტი. გო­გო­ნე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან მა­ლე­ვე გა­წერს, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის გა­დარ­ჩე­ნა კი ვერ მო­ხერ­ხდა.

გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი გულ­სის­ხლძარ­ღვთა მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა გახ­და. შსს- მ საქ­მე სსკ-ის 115-ე მუხ­ლით აღ­ძრა, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ფაქ­ტე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­ურ­დე­ბა ზა­ფხულ­ში - დას­ვე­ნე­ბი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის სე­ზონ­ზე. წინა წლებ­ში რამ­დე­ნი­მე სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვა მოხ­და, როცა ასე­ვე და­უდ­გე­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბით, სა­ზღვაო კუ­რორ­ტებ­ზე ახალ­გაზ­რდე­ბი გარ­და­იც­ვალ­ნენ.

გა­სულ წელს, ანაკ­ლი­ა­ში, ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლის დროს კლი­ნი­კებ­ში 27 პი­რი გა­და­იყ­ვა­ნეს. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ს მო­ნა­ცე­მე­ბით, 25 შემ­თხვე­ვა­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის ინ­ტოქ­სი­კა­ცია და­ფიქ­სირ­და.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბახ­მა­რო­ში გა­მარ­თუ­ლი Sunset Fest-ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ "ფე­ის­ბუქ­ზე" და­წე­რა, თუ რო­გორ გა­და­იყ­ვა­ნეს უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მო­ზარ­დე­ბი სას­წრა­ფო დამ­ხმა­რე­ბის ბრი­გა­დებ­მა ფეს­ტი­ვა­ლი­დან:

"2 ბავ­შვი გა­ას­ვე­ნეს ამ წამს ცო­ცხალ-მკვდა­რი ფეს­ტი­ვა­ლი­დან, ცი­ვე­ბი და თით­ქმის აღარ მსუნ­თქა­ვე­ბი. აი, ბიჭო ამ­ნა­ი­რი გარ­თო­ბის დე­დაც, ოთხჯერ რომ შე­მომ­თა­ვა­ზეს ბიო... ტრა­გი­კო­მე­დი­აა აქა­უ­რო­ბა, მუ­სი­კა, როკ­ვა და და­ცე­მუ­ლი ბავ­შვე­ბი, ისევ ბავ­შვე­ბი რომ უვ­ლი­ან და მი­ას­ვე­ნე­ბენ. არც ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზი­რე­ბუ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა, არა­ფე­რი. 1 გო­გო­ნა და 1 ბიჭი ათი წუ­თის შუ­ა­ლე­დით გა­ი­თიშ­ნენ და წა­ი­ღეს..." - წერს თორ­ნი­კე, რო­მე­ლიც Sunset Fest-ს ეს­წრე­ბო­და.

ექ­სპერ­ტე­ბი პრობ­ლე­მის მას­შტა­ბუ­რო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და სწო­რი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბას მო­ი­თხო­ვენ, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც პრე­ვენ­ცი­ა­ზე, ისე ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა­ზე.

AMBEBI.GE ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლეს, პრო­ფე­სორ ხა­თუ­ნა თო­და­ძეს ესა­უბ­რა:

„მთელ მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა ასე­თი ტრა­გე­დი­ე­ბი. ხში­რად ეს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იმ ტი­პი­საა, რომ­ლე­ბიც უფრო მე­ტად ხელს უწყობს გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის აწე­ვა­სა და აქ­ტი­ვო­ბას და არა პა­სი­ურ სი­ა­მოვ­ნე­ბას. ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მა­ინც მა­რი­ხუ­ა­ნა, ექ­სტა­ზის ტი­პის ნარ­კო­ტი­კე­ბი და სინ­თე­ტი­კუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბია - ქი­მი­უ­რად დამ­ზა­დე­ბუ­ლი აბე­ბი­სა და ხსნა­რე­ბის სა­ხით.

სამ­წუ­ხა­როდ, მომ­ხმა­რე­ბელ­მა ძა­ლი­ან ხში­რად არ იცის რა ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას იყე­ნებს და რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს იმ ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბამ, რო­მელ­საც მო­იხ­მარს. ხში­რია სხვა­დას­ხვა ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­რე­ვის შემ­თხვე­ვე­ბი, ისი­ნი აძ­ლი­ე­რე­ბენ მოქ­მე­დე­ბას და შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ის ბლო­კი­რე­ბა, რაც თა­ვის მხრივ იწ­ვევს სიკ­ვდილს. ასე­თი "გარ­თო­ბის" მსხვერ­პლნი ხში­რად არი­ან გა­მო­უც­დე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი.

ეუბ­ნე­ბი­ან რომ ხუთ წუთ­ში და­გე­წყე­ბა მოქ­მე­დე­ბა, ათ წუთ­ში და რომ ვერ გრძნო­ბენ მოქ­მე­დე­ბას, ამა­ტე­ბენ და მერე ერ­თი­ა­ნად ხდე­ბა მოქ­მე­დე­ბა...

პირ­ველ რიგ­ში, ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კა, მაგ­რამ ეს უნდა და­ი­წყოს გა­ცი­ლე­ბით ადრე - სკო­ლის ასაკ­ში, სტუ­დენ­ტო­ბი­სას და ა.შ. მო­ზარდს არ უნდა გა­უჩ­ნდეს სურ­ვი­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გაქ­ცე­ვის. სპე­ცი­ა­ლუ­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბია, რო­მელ­ბიც ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ობს. წლი­დან წლამ­დე ას­წავ­ლი­ან ახალ­გაზ­რდებს მთელ რიგ უნარ-ჩვე­ვებს, რო­გორ აი­ღონ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და არ წა­მო­ე­გონ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე თუ მას არ უნდა - ის­წავ­ლონ არას თქმა.

ასე­ვე, მო­ზარ­დებს უნდა ჰქონ­დეთ ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ტა­ნოს ნარ­კო­ტიკ­მა და ა.შ. ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი კონ­ტრო­ლი შე­უძ­ლე­ბებ­ლია, ამი­ტომ სა­ხელ­მწი­ფომ უნდა იმუ­შა­ოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა­ზეც. მა­გა­ლი­თად ბევრ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­წყო­ბი­ლია ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კლუ­ბებ­ში. იქ ხდე­ბა ნარ­კო­ტი­კის ხა­რის­ხის შე­მოწ­მე­ბა, რაც იცავს მომ­ხმა­რე­ბელს ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გის­გან" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ხა­თუ­ნა თო­და­ძემ.

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი და ადიქ­ტო­ლო­გი, ორ­გა­ნი­ზა­ცია ENPUD-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ვით სუ­ბე­ლი­ა­ნი, მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე ნარ­კო­ტი­კუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის გახ­ში­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ზე სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აყე­ნებს, რო­მელ­მაც ამ გა­მოწ­ვე­ვის სა­პა­სუ­ხოდ სა­თა­ნა­დო რე­ფორ­მე­ბი არ გა­ა­ტა­რა და ინარ­ჩუ­ნებს მკაც­რი კონ­ტრო­ლის პო­ლი­ტი­კას, რაც არა­თუ ვერ შვე­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას, კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლიც კი არის.

და­ვით სუ­ბე­ლი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა გა­ა­ტა­როს სის­ტე­მუ­რი რე­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი:

„უნდა არ­სე­ბობ­დეს ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­მოწ­მე­ბის სის­ტე­მა, ვი­ნა­ი­დან ბა­ზა­რი არის შავი და არ არ­სე­ბობს ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის სის­ტე­მე­ბი, რაც და­ი­ცავ­და მომ­ხმა­რე­ბელს. ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე და კლუ­ბებ­ში უნდა მოხ­დეს ისე­თი სის­ტე­მე­ბის და­ნერგვა, რაც კარ­გად არის აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში. უნდა მის­ცენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლებ­მაც იცი­ან ეს საქ­მე და აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და მის­ცენ მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

მე რომ ვარ მი­ნის­ტრი გა­ხა­რია და ვხე­დავ ხალ­ხი მიკ­ვდე­ბა და აკ­რძალ­ვა არ ჭრის, უნდა გა­ვა­კე­თო ის, რა­საც უკვე კარ­გა ხა­ნია აკე­თე­ბენ და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში - მივ­ცე შე­საძ­ლებ­ლო­ბა ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ად­გილ­ზე, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის კონ­ტო­ლის გა­რე­შე აწარ­მო­ონ მომ­ხმა­რებ­ლებ­თან მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი შე­მოწ­მე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

არ­სე­ბობს სა­ვე­ლე ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც წუ­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იძ­ლე­ვი­ან და­ზუს­ტე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე თუ კონ­კრე­ტუ­ლად რა ნივ­თი­ე­რე­ბას და რა კონ­ცენ­ტრა­ცი­ით შე­ი­ცავს ესა თუ ის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. ამ გზით მომ­ხმა­რე­ბელს ეძ­ლე­ვა ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის შე­სა­ხებ, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის და მით უფრო, ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვს.

ის რომ კონ­ტრო­ლი არ მუ­შა­ობს, შე­დეგს არ გვაძ­ლევს, კარ­გა ხა­ნია ვი­ცით და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფო­მაც აღი­ა­როს ეს და ჩა­ა­ნაც­ვლოს ის მე­ტად ეფექ­ტუ­რი მიდ­გო­მით, ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბით.

მე ვმუ­შა­ობ კვლე­ვა­ზე, რო­მე­ლიც სწავ­ლობს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კუ­თხით არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასო­ბით ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლო ზე­დო­ზი­რე­ბით, ჩვენ ვნა­ხუ­ლობთ რომ სის­ტე­მას აქვს უაღ­რე­სად დიდი ხარ­ვე­ზი ამ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ სტა­ტის­ტი­კის წარ­მო­ე­ბის, რაც შემ­დგომ­ში პრობ­ლე­მას ქმნის სა­თა­ნა­დო სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბის და­ნერგვის კუ­თხით.

მა­გა­ლი­თად, ისე­თი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბიც კი, რო­დე­საც სრუ­ლი­ად მე­დია სა­უბ­რობ­და ერთ-ერთ მსგავს შემ­თხვე­ვა­ზე რო­დე­საც ათო­ბით ადა­მი­ა­ნი იქნა ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი ერთ-ერთი მახ­ლო­ბე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი­დან, თვით ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრიც კი და სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი იძ­ლე­ოდ­ნენ ინ­ტერ­ვი­უ­ებს გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას და სა­ვად­მყო­ფო­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი, მო­წამ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, მო­ნა­წი­ლე ექი­მე­ბი იძ­ლე­ოდ­ნენ კო­მენ­ტა­რებს და მე­ტიც, სას­წრა­ფო­ე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბაც სწო­რედ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ით მოხ­და, რომ უც­ნო­ბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო ათო­ბით ადა­მი­ა­ნის ცუ­დად ყოფ­ნის მი­ზე­ზი, იგი­ვე პე­რი­ოდ­ში, თბი­ლისს გა­რეთ სა­ხელ­მწი­ფო ჯან­დაც­ვით სის­ტე­მა­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა არც ერთი შემ­თხვე­ვა, სა­დაც გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წი­ათ ადა­მი­ა­ნებს ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­დო­ზი­რე­ბის თუ ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის გამო.

ეს გვიჩ­ვე­ნებს, თუ რამ­დე­ნად გულ­გრი­ლია და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პრობ­ლე­მი­სად­მი. იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც სის­ტე­მა ვერ ასა­ხავს რე­ა­ლო­ბას, შე­უძ­ლე­ბე­ლია ვი­სა­უბ­როთ იმა­ზე, რომ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბულ­ნი დახ­ვდნენ მსგავს შემ­თხვე­ვებს.

ვიდ­რე ეს სა­კი­თხი ძა­ლო­ვა­ნე­ბის ზრუნ­ვის სა­გა­ნია, სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო თუ ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის პროგ­რა­მე­ბის და­ნერგვა შე­უძ­ლე­ბე­ლია" - ამ­ბობს სუ­ბე­ლი­ა­ნი და იმ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს იღე­ბენ, გაფრ­თხი­ლე­ბებს აძ­ლევს:

  • არ აუ­რი­ოთ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით ალ­კოჰოლ­თან
  • და­ლი­ეთ წყა­ლი, მაგ­რამ ზედ­მე­ტი წყა­ლი (1 ლიტრზე მეტი ერთ სა­ათ­ში), შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს წყლით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის მი­ზე­ზი, რა დრო­საც ორ­გა­ნიზ­მში ელექტრო­ლი­ტე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია იმ­დე­ნად მცირ­დე­ბა, რომ ვი­თარ­დე­ბა ჰი­პო­ნატ­რე­მია, რაც ფა­ტა­ლუ­რი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს (არ­სე­ბობს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ბრი­ტა­ნელ­მა გო­გო­ნამ, გა­და­ხუ­რე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად, მას შემ­დეგ რაც სა­კუ­თარ მე-18 და­ბა­დე­ბის დღე­ზე MDMA მი­ი­ღო, ძა­ლი­ან ბევ­რი წყა­ლი და­­ლია - და­ახ­ლო­ე­ბით 7 ლიტ­რამ­დე სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. მას ჯერ თა­ვის ტკი­ვი­ლი და­ე­წყო, მგრძნო­ბე­ლო­ბა და­კარ­გა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში გარ­და­იც­ვა­ლა)
  • ორ­გა­ნიზ­მი არ უნდა გა­და­ხურ­დეს, შე­ის­ვე­ნეთ! დრო და დრო სა­ცეკ­ვაო მო­ედ­ნი­დან ჩრდილ­ში გა­და­ნაც­ვლე­ბა და ორ­გა­ნიზ­მის ტემ­პე­რა­ტუ­რის დაგ­დე­ბა კრი­ტი­კუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის არის, მით უფრო ზა­ფხუ­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის დროს
  • ეცა­დონ, რომ ფხი­ზე­ლი მე­გო­ბა­რი ყავ­დეთ გვერ­დით, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იზ­რუ­ნებს მათ­ზე
  • უნდა იცოდ­ნენ, რომ 112-ზე და­რეკ­ვა შე­იძ­ლე­ბა! უთხა­რით ოპე­რა­ტორს გა­მო­ძა­ხე­ბის მი­ზე­ზი და ამ შემ­თხვე­ვა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას­თან ერ­თად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი არ მოვ­ლენ
  • ნუ ენ­დო­ბით უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნის­გან შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას! თუკი ფეს­ტი­ვალ­ზე არი­ან ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, გა­ე­სა­უბ­რეთ მათ. შე­საძ­ლოა, მათ შეძ­ლონ თქვენ­თვის რჩე­ვე­ბის მო­ცე­მა, თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ასეთი "გართობის" მსხვერპლი, გამოუცდელი ახალგაზრდები არიან" - გაურკვეველი ნივთიერებით მოწამვლით გარდაცვლილი ბიჭი და რისკები გართობის სეზონზე

"ასეთი "გართობის" მსხვერპლი, გამოუცდელი ახალგაზრდები არიან" - გაურკვეველი ნივთიერებით მოწამვლით გარდაცვლილი ბიჭი და რისკები გართობის სეზონზე

გაურკვეველი ნივთიერებით მოწამვლის შედეგად ბათუმში 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა. 19 აგვისტოს, გამთენიისას კლინიკა "მედ ცენტრში" სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორი გოგონა და ერთი ბიჭი შეიყვანა. ახალგაზრდა მამაკაცს დაუსვეს დიაგნოზი: დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტი. გოგონები საავადმყოფოდან მალევე გაწერს, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ბიჭის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.

გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა. შსს- მ საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ფაქტები, სამწუხაროდ განსაკუთრებით აქტიურდება ზაფხულში - დასვენებისა და მუსიკალური ფესტივალების სეზონზე. წინა წლებში რამდენიმე სამწუხარო შემთხვევა მოხდა, როცა ასევე დაუდგენელი ნივთიერებით, საზღვაო კურორტებზე ახალგაზრდები გარდაიცვალნენ.

გასულ წელს, ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დროს კლინიკებში 27 პირი გადაიყვანეს. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 25 შემთხვევაში სხვადასხვა სახის ინტოქსიკაცია დაფიქსირდა.

რამდენიმე დღის წინ ბახმაროში გამართული Sunset Fest-ის ერთ-ერთმა მონაწილემ "ფეისბუქზე" დაწერა, თუ როგორ გადაიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდები სასწრაფო დამხმარების ბრიგადებმა ფესტივალიდან:

"2 ბავშვი გაასვენეს ამ წამს ცოცხალ-მკვდარი ფესტივალიდან, ცივები და თითქმის აღარ მსუნთქავები. აი, ბიჭო ამნაირი გართობის დედაც, ოთხჯერ რომ შემომთავაზეს ბიო... ტრაგიკომედიაა აქაურობა, მუსიკა, როკვა და დაცემული ბავშვები, ისევ ბავშვები რომ უვლიან და მიასვენებენ. არც ადგილზე მობილიზირებული სასწრაფო დახმარება, არაფერი. 1 გოგონა და 1 ბიჭი ათი წუთის შუალედით გაითიშნენ და წაიღეს..." - წერს თორნიკე, რომელიც Sunset Fest-ს ესწრებოდა.

ექსპერტები პრობლემის მასშტაბურობაზე საუბრობენ და სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვენ, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც პრევენციაზე, ისე ზიანის შემცირებაზე.

AMBEBI.GE ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, პროფესორ ხათუნა თოდაძეს ესაუბრა:

„მთელ მსოფლიოში ხდება ასეთი ტრაგედიები. ხშირად ეს ნარკოტიკული საშუალებები იმ ტიპისაა, რომლებიც უფრო მეტად ხელს უწყობს გუნება-განწყობის აწევასა და აქტივობას და არა პასიურ სიამოვნებას. ყველაზე ფართოდ გავრცელებულია მაინც მარიხუანა, ექსტაზის ტიპის ნარკოტიკები და სინთეტიკური ნარკოტიკებია - ქიმიურად დამზადებული აბებისა და ხსნარების სახით.

სამწუხაროდ, მომხმარებელმა ძალიან ხშირად არ იცის რა ნარკოტიკულ საშუალებას იყენებს და რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს იმ ნარკოტიკების მიღებამ, რომელსაც მოიხმარს. ხშირია სხვადასხვა ნარკოტიკების შერევის შემთხვევები, ისინი აძლიერებენ მოქმედებას და შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის ბლოკირება, რაც თავის მხრივ იწვევს სიკვდილს. ასეთი "გართობის" მსხვერპლნი ხშირად არიან გამოუცდელი ახალგაზრდები.

ეუბნებიან რომ ხუთ წუთში დაგეწყება მოქმედება, ათ წუთში და რომ ვერ გრძნობენ მოქმედებას, ამატებენ და მერე ერთიანად ხდება მოქმედება...

პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკა, მაგრამ ეს უნდა დაიწყოს გაცილებით ადრე - სკოლის ასაკში, სტუდენტობისას და ა.შ. მოზარდს არ უნდა გაუჩნდეს სურვილი რეალობიდან გაქცევის. სპეციალური პრევენციული პროგრამებია, რომელბიც ძალიან ბევრ ქვეყანაში მუშაობს. წლიდან წლამდე ასწავლიან ახალგაზრდებს მთელ რიგ უნარ-ჩვევებს, როგორ აიღონ საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა და არ წამოეგონ შეთავაზებაზე თუ მას არ უნდა - ისწავლონ არას თქმა.

ასევე, მოზარდებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ნარკოტიკმა და ა.შ. ასპროცენტიანი კონტროლი შეუძლებებლია, ამიტომ სახელმწიფომ უნდა იმუშაოს ზიანის შემცირებაზეც. მაგალითად ბევრ ევროპულ ქვეყანაში არსებობს სპეციალური ლაბორატორიები, რომლებიც მოწყობილია ფესტივალების ტერიტორიაზე, კლუბებში. იქ ხდება ნარკოტიკის ხარისხის შემოწმება, რაც იცავს მომხმარებელს ლეტალური შედეგისგან" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ხათუნა თოდაძემ.

სამოქალაქო აქტივისტი და ადიქტოლოგი, ორგანიზაცია ENPUD-ის თანამშრომელი დავით სუბელიანი, მუსიკალურ ფესტივალებზე ნარკოტიკული ინტოქსიკაციის გახშირებულ შემთხვევებზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აყენებს, რომელმაც ამ გამოწვევის საპასუხოდ სათანადო რეფორმები არ გაატარა და ინარჩუნებს მკაცრი კონტროლის პოლიტიკას, რაც არათუ ვერ შველის მდგომარეობას, კონტრპროდუქტიულიც კი არის.

დავით სუბელიანის განმარტებით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს სისტემური რეფორმები, რომლებიც ზიანის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული:

„უნდა არსებობდეს ნარკოტიკების შემოწმების სისტემა, ვინაიდან ბაზარი არის შავი და არ არსებობს ხარისხის კონტროლის სისტემები, რაც დაიცავდა მომხმარებელს. ფესტივალებზე და კლუბებში უნდა მოხდეს ისეთი სისტემების დანერგვა, რაც კარგად არის აპრობირებული ევროპულ ქვეყნებში. უნდა მისცენ ორგანიზაციებს საშუალება, რომლებმაც იციან ეს საქმე და აქვს სპეციალური აღჭურვილობა და მისცენ მუშაობის საშუალება.

მე რომ ვარ მინისტრი გახარია და ვხედავ ხალხი მიკვდება და აკრძალვა არ ჭრის, უნდა გავაკეთო ის, რასაც უკვე კარგა ხანია აკეთებენ დასავლეთის ქვეყნებში - მივცე შესაძლებლობა ზიანის შემცირებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს ადგილზე, პოლიციელების კონტოლის გარეშე აწარმოონ მომხმარებლებთან მათ ხელთ არსებული ნარკოტიკული საშუალებების ნებაყოფლობითი შემოწმების სამუშაოები.

არსებობს საველე ლაბორატორიები, რომლებიც წუთების განმავლობაში იძლევიან დაზუსტებულ ინფორმაციას იმის თაობაზე თუ კონკრეტულად რა ნივთიერებას და რა კონცენტრაციით შეიცავს ესა თუ ის ნარკოტიკული საშუალება. ამ გზით მომხმარებელს ეძლევა ზუსტი ინფორმაცია მის ხელთ არსებული პროდუქტის და დაკავშირებული რისკების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ინტოქსიკაციის და მით უფრო, ფატალური შემთხვევების რიცხვს.

ის რომ კონტროლი არ მუშაობს, შედეგს არ გვაძლევს, კარგა ხანია ვიცით და მნიშვნელოვანია სახელმწიფომაც აღიაროს ეს და ჩაანაცვლოს ის მეტად ეფექტური მიდგომით, ზიანის შემცირებით.

მე ვმუშაობ კვლევაზე, რომელიც სწავლობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს ნარკოტიკების მომხმარებლებთან მიმართებაში - მიუხედავად იმისა, რომ ასობით ადამიანი იღუპება ყოველწლიურად საქართველოში ნარკოტიკულო ზედოზირებით, ჩვენ ვნახულობთ რომ სისტემას აქვს უაღრესად დიდი ხარვეზი ამ პრობლემის შესახებ სტატისტიკის წარმოების, რაც შემდგომში პრობლემას ქმნის სათანადო სახელმწიფო პროგრამების დანერგვის კუთხით.

მაგალითად, ისეთი გახმაურებული შემთხვევებიც კი, როდესაც სრულიად მედია საუბრობდა ერთ-ერთ მსგავს შემთხვევაზე როდესაც ათობით ადამიანი იქნა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანილი ერთ-ერთი მახლობელი ფესტივალიდან, თვით ჯანდაცვის მინისტრიც კი და სხვა ოფიციალური პირები იძლეოდნენ ინტერვიუებს გარდაცვლილი გოგონას და სავადმყოფოში განთავსებული, მოწამლული ადამიანების შესახებ, მონაწილე ექიმები იძლეოდნენ კომენტარებს და მეტიც, სასწრაფოების გამოძახებაც სწორედ იმ ინფორმაციით მოხდა, რომ უცნობი ნარკოტიკული საშუალება იყო ათობით ადამიანის ცუდად ყოფნის მიზეზი, იგივე პერიოდში, თბილისს გარეთ სახელმწიფო ჯანდაცვით სისტემაში არ ფიქსირდება არც ერთი შემთხვევა, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწიათ ადამიანებს ნარკოტიკული ზედოზირების თუ ინტოქსიკაციის გამო.

ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად გულგრილია დამოკიდებულება პრობლემისადმი. იმ პირობებში, როდესაც სისტემა ვერ ასახავს რეალობას, შეუძლებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პროგრამები სათანადოდ მომზადებულნი დახვდნენ მსგავს შემთხვევებს.

ვიდრე ეს საკითხი ძალოვანების ზრუნვის საგანია, სათანადო სამედიცინო თუ ზიანის შემცირების პროგრამების დანერგვა შეუძლებელია" - ამბობს სუბელიანი და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს იღებენ, გაფრთხილებებს აძლევს:

  • არ აურიოთ ნარკოტიკული საშუალებები ერთმანეთში და განსაკუთრებით ალკოჰოლთან
  • დალიეთ წყალი, მაგრამ ზედმეტი წყალი (1 ლიტრზე მეტი ერთ საათში), შეიძლება გახდეს წყლით ინტოქსიკაციის მიზეზი, რა დროსაც ორგანიზმში ელექტროლიტების კონცენტრაცია იმდენად მცირდება, რომ ვითარდება ჰიპონატრემია, რაც ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს (არსებობს გახმაურებული შემთხვევა, როდესაც ბრიტანელმა გოგონამ, გადახურებისგან თავის დასაცავად, მას შემდეგ რაც საკუთარ მე-18 დაბადების დღეზე MDMA მიიღო, ძალიან ბევრი წყალი დალია - დაახლოებით 7 ლიტრამდე საათნახევრის განმავლობაში. მას ჯერ თავის ტკივილი დაეწყო, მგრძნობელობა დაკარგა და საბოლოო ჯამში გარდაიცვალა)
  • ორგანიზმი არ უნდა გადახურდეს, შეისვენეთ! დრო და დრო საცეკვაო მოედნიდან ჩრდილში გადანაცვლება და ორგანიზმის ტემპერატურის დაგდება კრიტიკული მნიშვნელობის არის, მით უფრო ზაფხულის მუსიკალური ფესტივალების დროს
  • ეცადონ, რომ ფხიზელი მეგობარი ყავდეთ გვერდით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იზრუნებს მათზე
  • უნდა იცოდნენ, რომ 112-ზე დარეკვა შეიძლება! უთხარით ოპერატორს გამოძახების მიზეზი და ამ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ერთად სამართალდამცველები არ მოვლენ
  • ნუ ენდობით უცნობი ადამიანისგან შემოთავაზებულ ნარკოტიკულ საშუალებას! თუკი ფესტივალზე არიან ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული მოხალისეები, გაესაუბრეთ მათ. შესაძლოა, მათ შეძლონ თქვენთვის რჩევების მოცემა, თქვენი დახმარება ნარკოტიკული ინტოქსიკაციის თავიდან აცილების მიზნით.

"საქართველოს მოქალქეებს აღარ დაჭირდებათ არალეგალური გზების ძიება ისრაელში სამუშაოდ ჩამოსასვლელად" - რა სიახლეზე წერს ელჩი ლაშა ჟვანია

ვინ იყვნენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიაში იმ დროს, რა პერიოდითაც პროკურატურა დაინტერესდა?

covid-19-ის მქონე რომელ პაციენტს მიენიჭება 10 დღის შემდეგ გამოჯანმრთელებულის სტატუსი - რა აჩვენა კვლევამ და რას ითვალისწინებს ახალი პროტოკოლი