მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკრებულოსთან მანქანის გაჩერებისთვის 5 ლარი გამომართვა" - "სტაიანშიკებით" შეწუხებული მძღოლების მიმართვა მერიას და კალაძის პასუხი
"საკრებულოსთან მანქანის გაჩერებისთვის 5 ლარი გამომართვა" - "სტაიანშიკებით" შეწუხებული მძღოლების მიმართვა მერიას და კალაძის პასუხი

წლე­ბია, თბი­ლის­ში აღა­რა­ვის აკ­ვირ­ვებს ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე ზო­ლი­ა­ნი ჯო­ხი­თა და შუ­ქამ­რეკ­ლი ჟი­ლე­ტით მდგა­რი ე.წ. „სტა­ი­ან­ში­კე­ბი“, რომ­ლე­ბიც გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ (რა­საც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არა­ვინ სთხოვთ), მძღო­ლებს თან­ხას არ­თმე­ვენ.

დე­და­ქა­ლაქ­ში სულ უფრო იზ­რდე­ბა იმ ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, სა­დაც გა­ჩე­რე­ბის სა­ფა­სუ­რი 1 ლა­რი­დან 5 ლა­რამ­დეც კი მერ­ყე­ობს. უკვე, თით­ქმის, არ­ცერთ „სტა­ი­ან­შიკს“ აღარ ჰყოფ­ნის 20-40 თეთ­რი, რა­საც რიგ შემ­თხვე­ვებ­ში უცენ­ზუ­რო­დაც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

მძღო­ლე­ბის ნა­წი­ლი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად თან­ხას არ უხ­დის "სტა­ი­ან­ში­კებს" და თბი­ლი­სის მე­რი­ა­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მათ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში რამ­დე­ნი­მე მძღოლ­მა გა­ნა­ცხა­და, ე.წ. სტა­ი­ანშჩი­კე­ბი ავ­ტო­მან­ქა­ნის პარ­კი­რე­ბი­სას „სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მნი­ან“. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ხურ­და ფულს არ კმა­ყო­ფილ­დე­ბი­ან და მძღო­ლე­ბის­გან გა­ცი­ლე­ბით მეტ თან­ხას ითხო­ვენ, რაც ხში­რად კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის მი­ზე­ზი ხდე­ბა:

"ახ­მე­ტე­ლის მეტ­როს­თან, ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ე.წ. სტა­ი­ანშჩიკ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბამ ისე­თი მწვა­ვე ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, პატ­რუ­ლის გა­მო­ძა­ხე­ბა­საც კი ვა­პი­რებ­დი. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სპორტდარ­ბაზ­ში დავ­დი­ვარ და კვი­რა­ში 3-ჯერ მა­ინც მი­წევს მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა და რო­გორც წესი, ე.წ. სტა­ი­ანშჩი­კებს 20 თეთ­რს ვაძ­ლევ. რო­გორც ჩანს, და­ი­მახ­სოვ­რეს, რომ 20 თეთ­რის მეტს არ ვუხ­დი და მათ­თვის ამის გამო არა­სა­სურ­ვე­ლი "კლი­ენ­ტი" ვარ და გუ­შინ უკვე მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შე­მიქ­მნეს.

პარ­კინ­გის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი ცა­რი­ე­ლი იყო, თუმ­ცა ვერ ვა­ჩე­რებ­დი, რად­გან ე.წ. სტა­ი­ანშჩი­კებს მას­ზე ამ­კრძა­ლა­ვი საგ­ზაო ნი­შა­ნი ჰქონ­დათ გან­თავ­სე­ბუ­ლი. როცა აღ­ნიშ­ნუ­ლი საგ­ზაო ნიშ­ნის აღე­ბა ვთხო­ვე იმ არ­გუ­მენ­ტით, რომ მქონ­და მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბა, ე.წ. სტა­ი­ანშჩი­კი გა­ღი­ზი­ან­და. ავუხ­სე­ნი, რომ არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა, არც ჩემ­თვის მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბის აკ­რძალ­ვის და ამის სა­ნაც­ვლოდ არც კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხის მო­თხოვ­ნის, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. სა­ბო­ლო­ოდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მწვა­ვე კა­მათ­ში გა­და­ი­ზარ­და.

პრობ­ლე­მა ისაა, რომ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ახ­მე­ტე­ლის მეტ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი ე.წ. სტა­ი­ანშჩი­კე­ბი ასე იქ­ცე­ვი­ან. მე, რო­გორც მძღოლს უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კომ­ფორ­ტი მექ­მნე­ბა. არა­თუ ვთხოვ, მო­ვუ­წო­დებ თბი­ლი­სის მე­რი­ას და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, რომ ეს პრობ­ლე­მა მო­აგ­ვა­როს და მოგ­ვცეს მძღო­ლებს პარ­კინ­გის­თვის გან­კუთ­ვნილ ად­გი­ლებ­ზე მან­ქა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლად გა­ჩე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბაა სა­ჭი­რო ან მი­ნი­მუმ ე.წ. სტა­ინშჩი­კე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა, რისი უფ­ლე­ბა აქვთ და რისი - არა“, - გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ერთ-ერ­თმა მძღოლ­მა.

ანა­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­რობს კი­დევ ერთი მძღო­ლი. მისი თქმით, ე.წ. სტა­ი­ანშჩიკ­მა მან­ქა­ნის პარ­კი­რე­ბა­ში, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 5 ლარი გა­მო­არ­თვა.

„თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, მო­ნუ­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა ხუთი ლარი და­მიჯ­და.

ე.წ. სტა­ი­ანშჩიკს, რო­მე­ლიც მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იდგა და მან­ქა­ნის გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი ად­გი­ლი ჩა­კე­ტი­ლი ჰქონ­და, რად­გან მის უნე­ბარ­თვოდ ვე­რა­ვინ შე­სუ­ლი­ყო, ვთხო­ვე გა­ე­წია ბა­რი­ე­რი, რომ მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა შემ­ძლე­ბო­და. მან მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბის­თვის 5 ლარი მთხო­ვა და მი­თხრა, რომ 2 სა­ა­თით შე­მეძ­ლო გა­ჩე­რე­ბა. რო­დე­საც ვკი­თხე, რა­ტომ უნდა გა­და­მე­ხა­და აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა, მი­თხრა, რომ ამ ად­გილ­ზე გა­ჩე­რე­ბა ასე ღირს. სა­ბო­ლო­ოდ, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი 5 ლარი მი­მე­ცა, რად­გან ვერც სხვა ად­გი­ლი ვი­პო­ვე და თან ძა­ლი­ან მეჩ­ქა­რე­ბო­და“, - აღ­ნიშ­ნა მძღოლ­მა.

მან­ქა­ნის პარ­კი­რე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნი­სა და თან­ხის მო­თხოვ­ნის გარ­და, სხვა პრობ­ლე­მა­ზე მი­უ­თი­თებს კი­დევ ერთი მძღო­ლი, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, ე.წ. სტა­ინშჩი­კი „ჯა­რი­მებს უმა­ლავ­და“.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თბი­ლის­ში პარ­კინ­გის პრობ­ლე­მა მუდ­მი­ვად დგას და ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებს ეხე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ვა­კე­ში ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე ე.წ სტა­ი­ანშჩი­კის დახ­მა­რე­ბით ავ­ტო­მო­ბილს სის­ტე­მა­ტუ­რად ერთი და იგი­ვე ად­გილ­ზე ვა­ჩე­რებ­დი. იმ ად­გილ­ზე არ იყო აკ­რძალ­ვის ნი­შა­ნი, თუმ­ცა არც სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლი იყო მო­ნიშ­ნუ­ლი.

ე.წ. სტა­ინშჩი­კის მტკი­ცე­ბით, აღ­ნიშ­ნულ ად­გილ­ზე გა­ჩე­რე­ბა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენ­და და იქ მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­მოწ­მე­ბას არ ახ­დენ­დნენ. რო­გორც რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, არას­წო­რი პარ­კი­რე­ბის­თვის სის­ტე­მა­ტუ­რად მა­ჯა­რი­მებ­დნენ, „სტა­ი­ანშჩი­კი“ კი ჩემს ჯა­რი­მებს ყრი­და. რა თქმა უნდა, მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბი­სას მას ფულ­საც ყო­ველ­თვის ვუხ­დი­დი“, - გა­ნა­ცხა­და ვა­კის ერთ-ერ­თმა მცხოვ­რებ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

კი­დევ ერთი მძღო­ლის თქმით კი, ე.წ. სტა­ი­ანშჩი­კებ­თან მუდ­მი­ვად კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია აქვს.

„ბავ­შვე­ბი წა­ვიყ­ვა­ნე კინო „რუს­თა­ველ­ში“. გუ­დი­აშ­ვილ­ზე, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან მან­ქა­ნა პარ­კინ­გის­თვის და­ხა­ზულ ზოლ­ში გა­ვა­ჩე­რე, როცა ე.წ. სტა­ინშჩი­კი მო­ვი­და და მი­თხრა, რომ 2 ლარი უნდა გა­და­მე­ხა­და, თან წი­ნას­წარ. ზო­გა­დად, ვაძ­ლევ ხოლ­მე ხან 20 თეთ­რს, ხან 50 თეთ­რსაც, როცა გა­ჩე­რე­ბა­ში ან მან­ქა­ნის გა­მოყ­ვა­ნა­ში მეხ­მა­რე­ბი­ან, მაგ­რამ იმ­დე­ნად გავ­ღი­ზი­ან­დი, რომ თვი­თონ მომ­თხო­ვა თან­ხა და თან მის მი­ერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლი ტა­რი­ფი, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი ჩხუ­ბი მოგ­ვი­ვი­და. სა­ბო­ლო­ოდ, არც 2 ლარი და 20 თეთ­რიც კი არ გა­და­ვუ­ხა­დე.

ვფიქ­რობ, ამ ხალ­ხის უკან კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი დგა­ნან, რო­მელ­თა ჯი­ბე­შიც მი­დის ჩვენს მიერ ე.წ. სტა­ი­ანშჩი­კე­ბის­თვის გა­დახ­დი­ლი თან­ხე­ბი. ამით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს. საქ­მე­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ერ­თოს მე­რია. მე პი­რა­დად არ ვა­პი­რებ ე.წ. სტა­ი­ანშჩი­კე­ბის უმ­სგავ­სო­ე­ბას­თან შე­გუ­ე­ბას. ვი­ჩხუ­ბებ იქამ­დე, ვიდ­რე შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას არ და­ი­წყე­ბენ. ასე გაგ­რძე­ლე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია“, - აღ­ნიშ­ნა სა­ა­გენ­ტოს­თან სა­უბ­რი­სას ერთ-ერ­თმა მძღოლ­მა.

აპი­რებს თუ არა მე­რია, თბი­ლი­სელ მძღო­ლებს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა მო­უგ­ვა­როს, მით უმე­ტეს მა­შინ, როცა მძღო­ლე­ბი პარ­კი­რე­ბის­თვის და­წე­სე­ბულ ყო­ველ­თვი­ურ სა­ფა­სურს ისე­დაც იხ­დი­ან. ამ კი­თხვით "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" თბი­ლი­სის მერს მი­მარ­თა. კახა კა­ლა­ძე მძღო­ლებს ურ­ჩევს, ე.წ. სტა­ი­ანშჩი­კე­ბის მხრი­დან პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხონ.

"მარ­ტი­ვი ქმე­დე­ბაა გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი - თუ ასე­თი რამ ხდე­ბა, ეს არის და­ნა­შა­უ­ლი. ვინც ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხვდე­ბა, უნდა აი­ღოს ტე­ლე­ფო­ნი და მი­მარ­თოს შე­სა­ბა­მის უწყე­ბას, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და მოხ­დე­ბა რე­ა­გი­რე­ბა. "სტა­ი­ანშჩი­კე­ბი" არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან არა­ვის. კე­თი­ლი ნე­ბაა ადა­მი­ა­ნე­ბის, თუ უნ­დათ ფულს გა­და­უხ­დი­ან, თუ უნ­დათ - არ გა­და­უხ­დი­ან. ეს არის ელე­მენ­ტა­რუ­ლი. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა მძღოლს კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხა მოს­თხო­ვოს. ეს არის და­ნა­შა­უ­ლი და მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს",- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"საკრებულოსთან მანქანის გაჩერებისთვის 5 ლარი გამომართვა" - "სტაიანშიკებით" შეწუხებული მძღოლების მიმართვა მერიას და კალაძის პასუხი

"საკრებულოსთან მანქანის გაჩერებისთვის 5 ლარი გამომართვა" - "სტაიანშიკებით" შეწუხებული მძღოლების მიმართვა მერიას და კალაძის პასუხი

წლებია, თბილისში აღარავის აკვირვებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ზოლიანი ჯოხითა და შუქამრეკლი ჟილეტით მდგარი ე.წ. „სტაიანშიკები“, რომლებიც გაწეული მომსახურების სანაცვლოდ (რასაც ხშირ შემთხვევაში არავინ სთხოვთ), მძღოლებს თანხას ართმევენ.

დედაქალაქში სულ უფრო იზრდება იმ ადგილების რაოდენობა, სადაც გაჩერების საფასური 1 ლარიდან 5 ლარამდეც კი მერყეობს. უკვე, თითქმის, არცერთ „სტაიანშიკს“ აღარ ჰყოფნის 20-40 თეთრი, რასაც რიგ შემთხვევებში უცენზუროდაც აპროტესტებენ.

მძღოლების ნაწილი პროტესტის ნიშნად თანხას არ უხდის "სტაიანშიკებს" და თბილისის მერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მათთან დაკავშირებით რეაგირებისკენ მოუწოდებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რამდენიმე მძღოლმა განაცხადა, ე.წ. სტაიანშჩიკები ავტომანქანის პარკირებისას „სერიოზულ პრობლემებს უქმნიან“. მათი ინფორმაციით, ისინი ხურდა ფულს არ კმაყოფილდებიან და მძღოლებისგან გაცილებით მეტ თანხას ითხოვენ, რაც ხშირად კონფლიქტური სიტუაციის მიზეზი ხდება:

"ახმეტელის მეტროსთან, ხიზანიშვილის ქუჩაზე ე.წ. სტაიანშჩიკთან შელაპარაკებამ ისეთი მწვავე ხასიათი მიიღო, პატრულის გამოძახებასაც კი ვაპირებდი. ამ ტერიტორიაზე სპორტდარბაზში დავდივარ და კვირაში 3-ჯერ მაინც მიწევს მანქანის გაჩერება და როგორც წესი, ე.წ. სტაიანშჩიკებს 20 თეთრს ვაძლევ. როგორც ჩანს, დაიმახსოვრეს, რომ 20 თეთრის მეტს არ ვუხდი და მათთვის ამის გამო არასასურველი "კლიენტი" ვარ და გუშინ უკვე მანქანის გაჩერებაში სერიოზული პრობლემა შემიქმნეს.

პარკინგისთვის განსაზღვრული რამდენიმე ადგილი ცარიელი იყო, თუმცა ვერ ვაჩერებდი, რადგან ე.წ. სტაიანშჩიკებს მასზე ამკრძალავი საგზაო ნიშანი ჰქონდათ განთავსებული. როცა აღნიშნული საგზაო ნიშნის აღება ვთხოვე იმ არგუმენტით, რომ მქონდა მანქანის გაჩერების უფლება, ე.წ. სტაიანშჩიკი გაღიზიანდა. ავუხსენი, რომ არ ჰქონდა უფლება, არც ჩემთვის მანქანის გაჩერების აკრძალვის და ამის სანაცვლოდ არც კონკრეტული თანხის მოთხოვნის, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, ეს ყველაფერი მწვავე კამათში გადაიზარდა.

პრობლემა ისაა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ე.წ. სტაიანშჩიკები ასე იქცევიან. მე, როგორც მძღოლს უკვე სერიოზული დისკომფორტი მექმნება. არათუ ვთხოვ, მოვუწოდებ თბილისის მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს და მოგვცეს მძღოლებს პარკინგისთვის განკუთვნილ ადგილებზე მანქანების თავისუფლად გაჩერების საშუალება. კონკრეტული რეგულაციების შემოღებაა საჭირო ან მინიმუმ ე.წ. სტაინშჩიკების ინფორმირება, რისი უფლება აქვთ და რისი - არა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მძღოლმა.

ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს კიდევ ერთი მძღოლი. მისი თქმით, ე.წ. სტაიანშჩიკმა მანქანის პარკირებაში, თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ლარი გამოართვა.

„თავისუფლების მოედანზე, მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანის გაჩერება ხუთი ლარი დამიჯდა.

ე.წ. სტაიანშჩიკს, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა და მანქანის გასაჩერებელი ადგილი ჩაკეტილი ჰქონდა, რადგან მის უნებართვოდ ვერავინ შესულიყო, ვთხოვე გაეწია ბარიერი, რომ მანქანის გაჩერება შემძლებოდა. მან მანქანის გაჩერებისთვის 5 ლარი მთხოვა და მითხრა, რომ 2 საათით შემეძლო გაჩერება. როდესაც ვკითხე, რატომ უნდა გადამეხადა აღნიშნული თანხა, მითხრა, რომ ამ ადგილზე გაჩერება ასე ღირს. საბოლოოდ, იძულებული გავხდი 5 ლარი მიმეცა, რადგან ვერც სხვა ადგილი ვიპოვე და თან ძალიან მეჩქარებოდა“, - აღნიშნა მძღოლმა.

მანქანის პარკირებაში პრობლემების შექმნისა და თანხის მოთხოვნის გარდა, სხვა პრობლემაზე მიუთითებს კიდევ ერთი მძღოლი, რომლის ინფორმაციითაც, ე.წ. სტაინშჩიკი „ჯარიმებს უმალავდა“.

„მოგეხსენებათ, თბილისში პარკინგის პრობლემა მუდმივად დგას და ეს განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებს ეხება. სწორედ ამიტომ ვაკეში ერთ-ერთ ქუჩაზე ე.წ სტაიანშჩიკის დახმარებით ავტომობილს სისტემატურად ერთი და იგივე ადგილზე ვაჩერებდი. იმ ადგილზე არ იყო აკრძალვის ნიშანი, თუმცა არც საპარკინგე ადგილი იყო მონიშნული.

ე.წ. სტაინშჩიკის მტკიცებით, აღნიშნულ ადგილზე გაჩერება პრობლემას არ წარმოადგენდა და იქ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები შემოწმებას არ ახდენდნენ. როგორც რამდენიმე თვის შემდეგ აღმოჩნდა, არასწორი პარკირებისთვის სისტემატურად მაჯარიმებდნენ, „სტაიანშჩიკი“ კი ჩემს ჯარიმებს ყრიდა. რა თქმა უნდა, მანქანის გაჩერებისას მას ფულსაც ყოველთვის ვუხდიდი“, - განაცხადა ვაკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

კიდევ ერთი მძღოლის თქმით კი, ე.წ. სტაიანშჩიკებთან მუდმივად კონფლიქტური სიტუაცია აქვს.

„ბავშვები წავიყვანე კინო „რუსთაველში“. გუდიაშვილზე, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მანქანა პარკინგისთვის დახაზულ ზოლში გავაჩერე, როცა ე.წ. სტაინშჩიკი მოვიდა და მითხრა, რომ 2 ლარი უნდა გადამეხადა, თან წინასწარ. ზოგადად, ვაძლევ ხოლმე ხან 20 თეთრს, ხან 50 თეთრსაც, როცა გაჩერებაში ან მანქანის გამოყვანაში მეხმარებიან, მაგრამ იმდენად გავღიზიანდი, რომ თვითონ მომთხოვა თანხა და თან მის მიერვე დაწესებული ტარიფი, რომ სერიოზული ჩხუბი მოგვივიდა. საბოლოოდ, არც 2 ლარი და 20 თეთრიც კი არ გადავუხადე.

ვფიქრობ, ამ ხალხის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, რომელთა ჯიბეშიც მიდის ჩვენს მიერ ე.წ. სტაიანშჩიკებისთვის გადახდილი თანხები. ამით შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაინტერესდეს. საქმეში აუცილებლად უნდა ჩაერთოს მერია. მე პირადად არ ვაპირებ ე.წ. სტაიანშჩიკების უმსგავსოებასთან შეგუებას. ვიჩხუბებ იქამდე, ვიდრე შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ამ პრობლემის მოგვარებას არ დაიწყებენ. ასე გაგრძელება წარმოუდგენელია“, - აღნიშნა სააგენტოსთან საუბრისას ერთ-ერთმა მძღოლმა.

აპირებს თუ არა მერია, თბილისელ მძღოლებს აღნიშნული პრობლემა მოუგვაროს, მით უმეტეს მაშინ, როცა მძღოლები პარკირებისთვის დაწესებულ ყოველთვიურ საფასურს ისედაც იხდიან. ამ კითხვით "ინტერპრესნიუსმა" თბილისის მერს მიმართა. კახა კალაძე მძღოლებს ურჩევს, ე.წ. სტაიანშჩიკების მხრიდან პრობლემების შექმნის შემთხვევაში, საპატრულო პოლიცია გამოიძახონ.

"მარტივი ქმედებაა განსახორციელებელი - თუ ასეთი რამ ხდება, ეს არის დანაშაული. ვინც ასეთ სიტუაციაში ხვდება, უნდა აიღოს ტელეფონი და მიმართოს შესაბამის უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოხდება რეაგირება. "სტაიანშჩიკები" არ ექვემდებარებიან არავის. კეთილი ნებაა ადამიანების, თუ უნდათ ფულს გადაუხდიან, თუ უნდათ - არ გადაუხდიან. ეს არის ელემენტარული. არავის აქვს უფლება მძღოლს კონკრეტული თანხა მოსთხოვოს. ეს არის დანაშაული და მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ შესაბამის სამსახურებს",- განაცხადა კალაძემ.

"პირველი 15 წუთი არის უფასო, შემდეგ კი..."  - 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება

"ბათუმის ბულვარში კარვები დაიდგმება და ადამიანებს შევთავაზებთ ნებაყოფლობით ტესტირებას" - ამირან გამყრელიძე

ტურისტულ რეგიონებში კაფე-ბარების, რესტორნების და სასტუმროების პერსონალს ინტენსიური ტესტირება ჩაუტარდება