პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო წლებში “რუსთავი 2"-მა დაკარგა სტანდარტი, რომელიც თავისუფალი მედიის კატეგორიას აკუთვნებდა" - რას წერს აკაკი გოგიჩაიშვილი გვარამიასა და ტელეკომპანიაზე
"ბოლო წლებში “რუსთავი 2"-მა დაკარგა სტანდარტი, რომელიც თავისუფალი მედიის კატეგორიას აკუთვნებდა" - რას წერს აკაკი გოგიჩაიშვილი გვარამიასა და ტელეკომპანიაზე

ჟურ­ნა­ლის­ტი აკა­კი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც 20-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, 2017 წელს და­ტო­ვა "რუს­თა­ვი 2", ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა. მისი თქმით, "მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი მე­დია ვერ ჩა­ით­ვლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად, პარ­ტი­უ­ლი მე­დია ვერ შექ­მნის მა­ღალ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას".

"თა­ვი­სუ­ფა­ლია მხო­ლოდ ის მე­დია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია და მუ­შა­ობს მა­ღალპრო­ფე­სი­უ­ლი, სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით, რო­მე­ლიც სა­უბ­რობს ფაქ­ტე­ბით, არა­ე­მო­ცი­უ­რად; ნე­ბის­მი­ერ მე­დი­ას, რა­ო­დენ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლიც არ უნდა იყოს, აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა თუკი არ აქე­ზებს ძა­ლა­დო­ბას, დის­კრი­მი­ნა­ცი­ას, არ იყე­ნებს უცენ­ზუ­რო ლექ­სი­კას, თუმ­ცა მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი მე­დია ვერ ჩა­ით­ვლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად, პარ­ტი­უ­ლი მე­დია ვერ შექ­მნის მა­ღალ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას.

წლე­ბის წინ "რუს­თა­ვი 2"-მა და­ი­წყო მა­ღა­ლი მე­დია-სტან­დარ­ტის დამ­კვიდ­რე­ბა და სწო­რედ ამი­ტო­მაც მე ვი­ყა­ვი მისი გუნ­დის წევ­რი, სწო­რედ ამი­ტომ იყო, რომ ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც არხზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მიჰ­ქონ­და რა­ი­მე სა­ხის შე­ტე­ვა, ხალ­ხი ქუ­ჩა­ში დგე­ბო­და მის და­სა­ცა­ვად. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს “რუს­თა­ვი 2” ის გა­ჩე­რე­ბას არ გა­მო­უწ­ვე­ვია სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ ბოლო წლე­ბია “რუს­თა­ვი 2”-მა და­კარ­გა ის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც მას თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის კა­ტე­გო­რი­ას აკუთ­ვნებ­და.

22 წელი ვი­მუ­შა­ვე ამ არხზე, უამ­რა­ვი ძალ-ღონე შე­ვა­ლიე მეც და ჩემი გუნ­დის წევ­რებ­მა ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ხის სა­ხე­ლი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის დამ­კვიდ­რე­ბას, თუმ­ცა ბოლო წლებ­ში, ნიკა გვა­რა­მი­ას პო­ლი­ტი­კის გამო ამის გა­კე­თე­ბა სულ უფრო ძნე­ლი ხდე­ბო­და და ბო­ლოს სა­ერ­თოდ შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, რის გა­მოც წა­მო­ვე­დი არ­ხი­დან და შემ­დეგ არა­ერ­თგზის შე­ვა­ქე სა­კუ­თა­რი თავი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო, იმის შემ­ხედ­ვა­რე თუ რა­საც ვის­მენ­დი, თუ ვხე­დავ­დი ეკ­რა­ნი­დან.

უსა­მარ­თლოა ის, რაც ხდე­ბა “რუს­თა­ვი 2”-თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­უ­ღე­ბე­ლია ის რაც ხდე­ბა ზო­გა­დად მე­დი­ა­ში, თუმ­ცა კი­დევ უფრო და­სა­ნა­ნია, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის მფლო­ბე­ლებ­მა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, მის­ცა იმით, რომ მკა­ფიო მი­კერ­ძო­ე­ბი­თა და მა­ღალ სტან­დარტზე უა­რის თქმით, არხს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მას­თან ერ­თად სა­ერ­თო სა­ხალ­ხო მხარ­და­ჭე­რა და­ა­კარ­გი­ნა" - წერს გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

"რუს­თა­ვი 2"-ის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის - "60 წუ­თის" და "ბიზ­ნეს­კუ­რი­ე­რის" ავ­ტო­რი და წამ­ყვა­ნი აკა­კი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­დან 2017 წლის ივ­ლის­ში წა­ვი­და, როცა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­ცე­მა და­უ­ხუ­რა. მო­გი­ვა­ნე­ბით გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი "იბე­რი­ა­ში" გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ და "რუს­თა­ვი 2"-დან წას­ვლა­ზეც ალა­პა­რაკ­და.

რო­გორც ტე­ლე­წამ­ყვან­მა გა­ნა­ცხა­და, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტის პო­ლი­ტი­კა მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო და ამა­ში გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი გუ­ლის­ხმობ­და ყვე­ლა თე­მის გა­შუ­ქე­ბა­ზე ერ­თპი­როვ­ნუ­ლ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მე­ნე­ჯმენ­ტის მხრი­დან, ისე­ვე რო­გორც თე­მის დაბ­ლოკ­ვა­ს, რაც არას­დროს "რუს­თა­ვი 2"-ზე არ ყო­ფი­ლა და ნიკა გვა­რა­მი­ას დროს დამ­კვიდ­რდა:

"ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­დე­საც მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის კვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რებს ერთი ხე­ლის მოს­მით ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე ქუ­ჩა­ში უშ­ვე­ბენ ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გე­მოვ­ნე­ბით, და "ფული არ არის საკ­მა­რი­სი" ამას ნამ­დვი­ლად ვერ ხსნის, რად­გან მათ­ზე მა­ღა­ლი ხელ­ფა­სით უამ­რა­ვი სხვა ადა­მი­ა­ნი, მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი და ა.შ. სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, პრობ­ლე­მა თურ­მე არ არის.

მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ ათწლე­უ­ლე­ბის საბ­რენ­დო გა­და­ცე­მა ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე ისე იხუ­რე­ბა, რომ იქ მო­მუ­შა­ვე­ე­ბი ამის შე­სა­ხებ შემ­თხვე­ვით ეთე­რის წინ გე­ბუ­ლო­ბენ პროგ­რა­მე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან და ვერც ამას ხსნის "ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი" რად­გან ამ გა­და­ცე­მის ოთხმა­გი და ხუთ­მა­გი ბი­უ­ჯე­ტი ერთ ხელ­ფა­სა­დაც გა­ი­ცე­მა და თით­ქოს ესეც პრობ­ლე­მა არ არის.

არ მეს­მის, რო­დე­საც არ­ხის დი­რექ­ტო­რი ქათ­მის ბარ­კლებს პი­რა­დად უკე­თებს რეკ­ლა­მას ეთერ­ში, არ მეს­მის, რო­დე­საც ხან დი­რექ­ტო­რია, ხან პო­ლი­ტი­კო­სი, ხა­ნაც არ­ხის მთა­ვა­რი მე­ლო­მა­ნი, თუ ქვეყ­ნის მთა­ვა­რი გურ­მა­ნი და არ ეს­მის, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც შექ­მნეს არხი და დღე­საც მხრე­ბით მი­აქვთ, ელე­მენ­ტა­რულ ახ­სნას იმ­სა­ხუ­რე­ბენ, თუ რა­ტომ არ უნდა გა­ვი­დეს ეთერ­ში სი­უ­ჟე­ტი, რო­მელ­შიც უამ­რა­ვი შრო­მა ჩა­დეს, ან რა­ტომ უნდა გა­და­ი­ნაც­ვლონ ერთი გა­და­ცე­მი­დან მე­ო­რე­ში თი­თე­ბის ერთი გაწ­კა­პუ­ნე­ბით" - წერ­და აკა­კი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ბოლო წლებში “რუსთავი 2"-მა დაკარგა სტანდარტი, რომელიც თავისუფალი მედიის კატეგორიას აკუთვნებდა" - რას წერს აკაკი გოგიჩაიშვილი გვარამიასა და ტელეკომპანიაზე

"ბოლო წლებში “რუსთავი 2"-მა დაკარგა სტანდარტი, რომელიც თავისუფალი მედიის კატეგორიას აკუთვნებდა" - რას წერს აკაკი გოგიჩაიშვილი გვარამიასა და ტელეკომპანიაზე

ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი, რომელმაც 20-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2017 წელს დატოვა "რუსთავი 2", ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, "მიკერძოებული მედია ვერ ჩაითვლება თავისუფლად, პარტიული მედია ვერ შექმნის მაღალ ჟურნალისტიკას".

"თავისუფალია მხოლოდ ის მედია, რომელსაც შეუძლია და მუშაობს მაღალპროფესიული, საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტებით, რომელიც საუბრობს ფაქტებით, არაემოციურად; ნებისმიერ მედიას, რაოდენ მიკერძოებულიც არ უნდა იყოს, აქვს არსებობის უფლება თუკი არ აქეზებს ძალადობას, დისკრიმინაციას, არ იყენებს უცენზურო ლექსიკას, თუმცა მიკერძოებული მედია ვერ ჩაითვლება თავისუფლად, პარტიული მედია ვერ შექმნის მაღალ ჟურნალისტიკას.

წლების წინ "რუსთავი 2"-მა დაიწყო მაღალი მედია-სტანდარტის დამკვიდრება და სწორედ ამიტომაც მე ვიყავი მისი გუნდის წევრი, სწორედ ამიტომ იყო, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც არხზე ხელისუფლებას მიჰქონდა რაიმე სახის შეტევა, ხალხი ქუჩაში დგებოდა მის დასაცავად. სამწუხაროდ, დღეს “რუსთავი 2” ის გაჩერებას არ გამოუწვევია სახალხო მღელვარება, სამწუხაროდ ბოლო წლებია “რუსთავი 2”-მა დაკარგა ის მაღალი სტანდარტი, რომელიც მას თავისუფალი მედიის კატეგორიას აკუთვნებდა.

22 წელი ვიმუშავე ამ არხზე, უამრავი ძალ-ღონე შევალიე მეც და ჩემი გუნდის წევრებმა ამ ხნის განმავლობაში არხის სახელისა და პროფესიული სტანდარტის დამკვიდრებას, თუმცა ბოლო წლებში, ნიკა გვარამიას პოლიტიკის გამო ამის გაკეთება სულ უფრო ძნელი ხდებოდა და ბოლოს საერთოდ შეუძლებელი გახდა, რის გამოც წამოვედი არხიდან და შემდეგ არაერთგზის შევაქე საკუთარი თავი ამ გადაწყვეტილების გამო, იმის შემხედვარე თუ რასაც ვისმენდი, თუ ვხედავდი ეკრანიდან.

უსამართლოა ის, რაც ხდება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, მიუღებელია ის რაც ხდება ზოგადად მედიაში, თუმცა კიდევ უფრო დასანანია, რომ "რუსთავი 2"-ის მფლობელებმა და ადმინისტრაციამ თავიანთი პოლიტიკით ხელისუფლებას ამის საშუალება მისცა, მისცა იმით, რომ მკაფიო მიკერძოებითა და მაღალ სტანდარტზე უარის თქმით, არხს თავისუფლება და მასთან ერთად საერთო სახალხო მხარდაჭერა დააკარგინა" - წერს გოგიჩაიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"რუსთავი 2"-ის გახმაურებული გადაცემების - "60 წუთის" და "ბიზნესკურიერის" ავტორი და წამყვანი აკაკი გოგიჩაიშვილი ტელეკომპანიიდან 2017 წლის ივლისში წავიდა, როცა ხელმძღვანელობამ გადაცემა დაუხურა. მოგივანებით გოგიჩაიშვილი "იბერიაში" გადავიდა სამუშაოდ და "რუსთავი 2"-დან წასვლაზეც ალაპარაკდა.

როგორც ტელეწამყვანმა განაცხადა, ტელეკომპანიის მენეჯმენტის პოლიტიკა მისთვის მიუღებელი იყო და ამაში გოგიჩაიშვილი გულისხმობდა ყველა თემის გაშუქებაზე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მენეჯმენტის მხრიდან, ისევე როგორც თემის დაბლოკვას, რაც არასდროს "რუსთავი 2"-ზე არ ყოფილა და ნიკა გვარამიას დროს დამკვიდრდა:

"ჩემთვის მიუღებელია, როდესაც მრავალწლიანი გამოცდილების კვალიფიციურ კადრებს ერთი ხელის მოსმით ახსნა-განმარტების გარეშე ქუჩაში უშვებენ ერთპიროვნული გემოვნებით, და "ფული არ არის საკმარისი" ამას ნამდვილად ვერ ხსნის, რადგან მათზე მაღალი ხელფასით უამრავი სხვა ადამიანი, მეგობრები, ახლობლები და ა.შ. სრულიად გაუგებარი დანიშნულებით, პრობლემა თურმე არ არის.

მიუღებელია, რომ ათწლეულების საბრენდო გადაცემა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ისე იხურება, რომ იქ მომუშავეები ამის შესახებ შემთხვევით ეთერის წინ გებულობენ პროგრამების განყოფილებიდან და ვერც ამას ხსნის "ფინანსური პრობლემები" რადგან ამ გადაცემის ოთხმაგი და ხუთმაგი ბიუჯეტი ერთ ხელფასადაც გაიცემა და თითქოს ესეც პრობლემა არ არის.

არ მესმის, როდესაც არხის დირექტორი ქათმის ბარკლებს პირადად უკეთებს რეკლამას ეთერში, არ მესმის, როდესაც ხან დირექტორია, ხან პოლიტიკოსი, ხანაც არხის მთავარი მელომანი, თუ ქვეყნის მთავარი გურმანი და არ ესმის, რომ ჟურნალისტები, რომლებმაც შექმნეს არხი და დღესაც მხრებით მიაქვთ, ელემენტარულ ახსნას იმსახურებენ, თუ რატომ არ უნდა გავიდეს ეთერში სიუჟეტი, რომელშიც უამრავი შრომა ჩადეს, ან რატომ უნდა გადაინაცვლონ ერთი გადაცემიდან მეორეში თითების ერთი გაწკაპუნებით" - წერდა აკაკი გოგიჩაიშვილი "რუსთავი 2"-ის დატოვების შემდეგ.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს