მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ გადამატანინეთ ყველა კრიზისი, რის გამოც სულ მეყვარებით" - ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ის მაყურებელს ემშვიდობება
"თქვენ გადამატანინეთ ყველა კრიზისი, რის გამოც სულ მეყვარებით" - ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ის მაყურებელს ემშვიდობება

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი "რუს­თა­ვი 2"-ის მა­ყუ­რე­ბელს ემ­შვი­დო­ბე­ბა. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, რო­მე­ლიც ბოლო ათი წელი "ნა­ნუ­კას შოუს" ქმნი­და, იქამ­დე კი "რუს­თა­ვი 2"-ში მუ­შა­ო­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და, რამ­დე­ნი­მე კო­ლე­გას­თან ერ­თად გუ­შინ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი თა­ვის მა­ყუ­რე­ბელს "ნა­ნუ­კას შოუს" ოფი­ცი­ა­ლუ­რი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი­დან მი­მარ­თავს და მად­ლო­ბას უხ­დის:

"მახ­სოვს, როცა თა­ვის დრო­ზე ვთქვი რომ ნა­ნუ­კას შოუს ჟან­რის გა­და­ცე­მის გა­კე­თე­ბა მინ­დო­და, ყვე­ლა სკეპ­ტი­კუ­რად მი­ყუ­რებ­და. ნა­ო­მარ ჟურ­ნა­ლისტს არ­ჩე­ვანს მი­წუ­ნებ­დნენ.

ისე­თი სტარ­ტი გვქონ­და ყვე­ლა მიხ­ვდა, რომ მარ­თა­ლია არა უნაკ­ლო, მაგ­რამ ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­დე­ში გა­მოჩ­ნდა გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც სხვებს ნამ­დვი­ლად არ გავ­და (ქარ­თულს).

ეს გა­და­ცე­მა იყო ადა­მი­ა­ნებ­ზე. მათ ტკი­ვი­ლებ­ზე და ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე. მათ წარ­მა­ტე­ბა­ზე. ეს გა­და­ცე­მა გიყ­ვე­ბო­დათ ამ­ბებს.

არა­სო­დეს გეპ­რან­ჭე­ბო­დით. ვი­ყა­ვი ისე­თი, რო­გო­რიც სი­ნამ­დვი­ლე­ში. ჩემი შეც­დო­მე­ბით. არა­სო­დეს გიმ­ტკი­ცებ­დით რომ უნაკ­ლო ვარ. არა­სო­დეს გა­ტყუ­ებ­დით. ამი­ტო­მაც მპა­ტი­ო­დით შეც­დო­მებს.

ამ გა­და­ცე­მამ უამ­რავ ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან და­წყე­ბის შან­სი, ახალ­გაზ­რდებს კი სწავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. ბევ­რი გა­ა­ხა­რა და გა­და­არ­ჩი­ნა. ამი­ტო­მაც გიყ­ვარ­დით ერ­თგუ­ლად, მთე­ლი 10 წელი.

ჰოდა მად­ლო­ბა ამ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. იცო­დეთ რომ დრო­ე­ბით მოგ­ვი­წევს გან­შო­რე­ბა, რად­გან ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა და პა­ა­ტა სა­ლი­ამ მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე, რ2-ზე, აღარ ვი­მუ­შაო.

ხან­და­ხან აუ­ცი­ლე­ბე­ლია რა­ღაც დამ­თავ­რდეს. სხვა­ნა­ი­რად ვერ და­ი­წყე­ბა ახა­ლი ეტა­პი და ძა­ლი­ან მალე, შეგ­ხვდე­ბით მთა­ვარ არხზე. მთა­ვა­რია მა­ნამ­დე არ მო­ი­წყი­ნოთ.

თქვენ გა­და­მა­ტა­ნი­ნეთ ყვე­ლა კრი­ზი­სი, რის გა­მოც სულ მეყ­ვა­რე­ბით" - წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი შოუს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

ჟორ­ჟო­ლი­ან­თან ერ­თად "რუს­თა­ვი 2"-ის ახალ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა: გი­ორ­გი გა­ბუ­ნია, ნო­დარ მე­ლა­ძე, ეკა კვე­სი­ტა­ძე და გი­ორ­გი ლა­ფე­რაშ­ვი­ლი. სა­ღა­მოს ეთერ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დეს "კუ­რი­ე­რის" წამ­ყვა­ნებ­მა დი­ა­ნა ჯო­ჯუ­ამ და მიშა სე­სი­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"თქვენ გადამატანინეთ ყველა კრიზისი, რის გამოც სულ მეყვარებით" - ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ის მაყურებელს ემშვიდობება

"თქვენ გადამატანინეთ ყველა კრიზისი, რის გამოც სულ მეყვარებით" - ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ის მაყურებელს ემშვიდობება

ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ის მაყურებელს ემშვიდობება. ტელეწამყვანი, რომელიც ბოლო ათი წელი "ნანუკას შოუს" ქმნიდა, იქამდე კი "რუსთავი 2"-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა, რამდენიმე კოლეგასთან ერთად გუშინ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ჟორჟოლიანი თავის მაყურებელს "ნანუკას შოუს" ოფიციალური "ფეისბუქის" გვერდიდან მიმართავს და მადლობას უხდის:

"მახსოვს, როცა თავის დროზე ვთქვი რომ ნანუკას შოუს ჟანრის გადაცემის გაკეთება მინდოდა, ყველა სკეპტიკურად მიყურებდა. ნაომარ ჟურნალისტს არჩევანს მიწუნებდნენ.

ისეთი სტარტი გვქონდა ყველა მიხვდა, რომ მართალია არა უნაკლო, მაგრამ ქართულ სატელევიზიო ბადეში გამოჩნდა გადაცემა, რომელიც სხვებს ნამდვილად არ გავდა (ქართულს).

ეს გადაცემა იყო ადამიანებზე. მათ ტკივილებზე და ბედნიერებაზე. მათ წარმატებაზე. ეს გადაცემა გიყვებოდათ ამბებს.

არასოდეს გეპრანჭებოდით. ვიყავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში. ჩემი შეცდომებით. არასოდეს გიმტკიცებდით რომ უნაკლო ვარ. არასოდეს გატყუებდით. ამიტომაც მპატიოდით შეცდომებს.

ამ გადაცემამ უამრავ ადამიანს ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი, ახალგაზრდებს კი სწავლის საშუალება მისცა. ბევრი გაახარა და გადაარჩინა. ამიტომაც გიყვარდით ერთგულად, მთელი 10 წელი.

ჰოდა მადლობა ამ სიყვარულისთვის. იცოდეთ რომ დროებით მოგვიწევს განშორება, რადგან ქიბარ ხალვაშმა და პაატა სალიამ მიიღეს გადაწყვეტილება მე, რ2-ზე, აღარ ვიმუშაო.

ხანდახან აუცილებელია რაღაც დამთავრდეს. სხვანაირად ვერ დაიწყება ახალი ეტაპი და ძალიან მალე, შეგხვდებით მთავარ არხზე. მთავარია მანამდე არ მოიწყინოთ.

თქვენ გადამატანინეთ ყველა კრიზისი, რის გამოც სულ მეყვარებით" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი შოუს ოფიციალურ გვერდზე.

ჟორჟოლიანთან ერთად "რუსთავი 2"-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა: გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე და გიორგი ლაფერაშვილი. საღამოს ეთერში ტელეკომპანიის დატოვების შესახებ განაცხადეს "კურიერის" წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა.

"ასე ვამარცხებთ COVID-19-ს..." - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში წვიმს

როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ცნობილი ქართველები

"მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო", - რას წერს შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილზე