კონფლიქტები
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში..." - "კურიერის" წამყვანები მაყურებელს დაემშვიდობნენ, საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გავიდა
"გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში..." - "კურიერის" წამყვანები მაყურებელს დაემშვიდობნენ, საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გავიდა

„კუ­რი­ე­რის“ წამ­ყვა­ნებ­მა დი­ა­ნა ჯო­ჯუ­ამ და მი­ხე­ილ სე­სი­აშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“ და­ტო­ვეს. მათ წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ კუ­რი­ე­რის და­წყე­ბი­სას გა­ა­კე­თეს. მათ „რუს­თა­ვი 2“ - ის ეთე­რი­დან მა­ყუ­რე­ბელს ბო­ლო­ჯერ მი­მარ­თეს, რის შემ­დე­გაც დღეს კუ­რი­ე­რი ეთერ­ში აღარ გა­სუ­ლა.

„13 წე­ლია ამ სტუ­დი­ი­დან გე­სალ­მე­ბით და დღეს იმა­ზე მე­ტად ვღე­ლავ, ვიდ­რე მა­შინ, რო­დე­საც პირ­ვე­ლად ვთქვი - ეთერ­შია კუ­რი­ე­რი 9 სა­ათ­ზე. სწო­რედ 13 წლის წინ შე­ვუ­ერ­თდი გუნდს, რო­მე­ლიც და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე წერ­და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას. მო­ვე­დი საკ­მა­ოდ ემო­ცი­ურ ფონ­ზე. მახ­სოვს, მო­ვე­დი ბევ­რი ში­ნა­გა­ნი გან­ცდით, რო­გორ მი­მი­ღებ­დნენ და მი­ვი­ღებ­დი ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც 13 წელი ვი­მუ­შა­ვე. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო კრი­ზი­სე­ბი, იყო სიმწვა­ვე, იყო შერ­ბი­ლე­ბუ­ლი ტონი ან კომ­პრო­მი­სი. მე და ჩვენ­მა გუნ­დმა ამ არხზე ბევ­რი ომი გა­მო­ვი­ა­რეთ. რუს­თა­ვი 2 და კუ­რი­ე­რი არ და­მი­ტო­ვე­ბია არც მა­შინ, რო­დე­საც ახა­ლი ამ­ბე­ბის სტუ­დია რუ­სუ­ლი ბობმ­დამ­შე­ნე­ბის სა­მიზ­ნე იყო. არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა უამ­რა­ვი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­უ­ტე­ხე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით სავ­სე შე­ნო­ბა, ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე ჩემი თავ­გან­წი­რუ­ლი კო­ლე­გე­ბი, ურ­ყე­ვი შე­მარ­თე­ბა, ყვე­ლა რუს­თა­ვი 2-ელის უში­შა­რი მზე­რა და ქვეყ­ნის სა­და­რა­ჯო­ზე დგო­მის სურ­ვი­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო და ეს არის რუს­თა­ვი 2-ის ის­ტო­რია.

მე ამ სივ­რცე­ში გა­მო­ვი­ა­რე ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა დრო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნა ბოლო 7-მა წელ­მა, რის­თვი­საც მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ნიკა გვა­რა­მი­ას. კუ­რი­ე­რის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­რან­ტი ჩემ­თვის, ასე­ვე, იყო ნო­დარ მე­ლა­ძე. ის დღეს ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, ჩემ­თვის მას­თან მუ­შა­ო­ბის 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ხვდი, რა არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა. რუს­თა­ვი 2 არ არის ლოგო. ეს იყო ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა და რო­გორც ნო­დარ მე­ლა­ძემ თა­ვის ერთ-ერთ ბოლო ეთერ­ში თქვა - თა­ვი­სუფ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რია. ეს არხი ადა­მი­ა­ნე­ბია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თო­ბა. ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ, მათ შო­რის მათ, ვი­საც ჯერ კი­დევ სჯე­რა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

მე, დი­ა­ნა ჯო­ჯუა, აფხა­ზე­თი­დან კრემ­ლის მიერ გა­მოგ­დე­ბუ­ლი, ვერც ერთი მი­ზე­ზით, ვე­რა­ნა­ი­რი დაშ­ვე­ბით, ვე­რა­ვი­თა­რი გა­მარ­თლე­ბით ვერ დავ­ჯდე­ბი იმ ეთერ­ში, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნა­ში კრემ­ლის მთა­ვა­რი მო­სამ­სა­ხუ­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­საა. დღეს მე იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ გი­თხრათ ნახ­ვამ­დის. ჩვენ ვი­ო­მეთ, თუმ­ცა დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ბო­ლო­ოდ მო­ახ­დი­ნა არ­ხის ოკუ­პა­ცია. ჩვენ წაგ­ვარ­თვეს თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვა. მე არ ვი­მუ­შა­ვებ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, სა­ი­და­ნაც ვე­ღარ გე­ტყვით, რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც უფსკრუ­ლის­კენ მი­ე­ქა­ნე­ბა. ამი­ტო­მაც ვტო­ვებ ად­გილს, რო­მე­ლიც იყო ჩემი მე­ო­რე სახ­ლი. ვტო­ვებ ჩემს საყ­ვა­რელ კუ­რი­ერს და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც 13 წელი ვი­ცხოვ­რე. წარ­მა­ტე­ბე­ბი ყვე­ლა „რუს­თა­ვი 2“-ელს და მას, ვინც აქ, ჩემს ად­გი­ლას დაჯ­დე­ბა და ყო­ველ სა­ღა­მოს ეტყვის ქვე­ყა­ნას, რომ ეთერ­შია „კუ­რი­ე­რი“. და­ბო­ლოს, მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ანს, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც ვა­კე­თებ­დი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი არ­ხის ყვე­ლა­ზე მა­გარ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბას და რა თქმა უნდა, მად­ლო­ბა თქვენ - ჩემს მა­ყუ­რე­ბელს, მად­ლო­ბა ნდო­ბის­თვის მად­ლო­ბა, რომ ირ­ჩევ­დით „რუს­თა­ვი 2“-ს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში..." - "კურიერის" წამყვანები მაყურებელს დაემშვიდობნენ, საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გავიდა

"გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში..." - "კურიერის" წამყვანები მაყურებელს დაემშვიდობნენ, საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გავიდა

„კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვეს. მათ წასვლის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ კურიერის დაწყებისას გააკეთეს. მათ „რუსთავი 2“ - ის ეთერიდან მაყურებელს ბოლოჯერ მიმართეს, რის შემდეგაც დღეს კურიერი ეთერში აღარ გასულა.

„13 წელია ამ სტუდიიდან გესალმებით და დღეს იმაზე მეტად ვღელავ, ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად ვთქვი - ეთერშია კურიერი 9 საათზე. სწორედ 13 წლის წინ შევუერთდი გუნდს, რომელიც დაარსებიდან დღემდე წერდა ქვეყნის ისტორიას. მოვედი საკმაოდ ემოციურ ფონზე. მახსოვს, მოვედი ბევრი შინაგანი განცდით, როგორ მიმიღებდნენ და მივიღებდი ადამიანებს, რომლებთან ერთადაც 13 წელი ვიმუშავე. ამ ხნის განმავლობაში იყო კრიზისები, იყო სიმწვავე, იყო შერბილებული ტონი ან კომპრომისი. მე და ჩვენმა გუნდმა ამ არხზე ბევრი ომი გამოვიარეთ. რუსთავი 2 და კურიერი არ დამიტოვებია არც მაშინ, როდესაც ახალი ამბების სტუდია რუსული ბობმდამშენების სამიზნე იყო. არასოდეს დამავიწყდება უამრავი გაფრთხილების მიუხედავად, გაუტეხელი ადამიანებით სავსე შენობა, ფრონტის წინა ხაზზე ჩემი თავგანწირული კოლეგები, ურყევი შემართება, ყველა რუსთავი 2-ელის უშიშარი მზერა და ქვეყნის სადარაჯოზე დგომის სურვილი. ეს ყველაფერი იყო და ეს არის რუსთავი 2-ის ისტორია.

მე ამ სივრცეში გამოვიარე ყველაფერი, ყველა დრო და განსაკუთრებული თავისუფლება მოიტანა ბოლო 7-მა წელმა, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ნიკა გვარამიას. კურიერის სარედაქციო პოლიტიკის, თავისუფლების ხარისხის გარანტი ჩემთვის, ასევე, იყო ნოდარ მელაძე. ის დღეს ივანიშვილის რეჟიმმა გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, ჩემთვის მასთან მუშაობის 2 წლის განმავლობაში მივხვდი, რა არის პროფესიონალიზმი და თავისუფლება. რუსთავი 2 არ არის ლოგო. ეს იყო ჩვენი ცხოვრება და როგორც ნოდარ მელაძემ თავის ერთ-ერთ ბოლო ეთერში თქვა - თავისუფლების ტერიტორია. ეს არხი ადამიანებია, პროფესიონალი და ერთგული ადამიანების ერთობა. ყველას წარმატებას ვუსურვებ, მათ შორის მათ, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში შეინარჩუნებს თავისუფლებას.

მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერავითარი გამართლებით ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ გითხრათ ნახვამდის. ჩვენ ვიომეთ, თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა. მე არ ვიმუშავებ ტელევიზიაში, საიდანაც ვეღარ გეტყვით, რეალურად რა ხდება ქვეყანაში, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება. ამიტომაც ვტოვებ ადგილს, რომელიც იყო ჩემი მეორე სახლი. ვტოვებ ჩემს საყვარელ კურიერს და ადამიანებს, რომლებთან ერთადაც 13 წელი ვიცხოვრე. წარმატებები ყველა „რუსთავი 2“-ელს და მას, ვინც აქ, ჩემს ადგილას დაჯდება და ყოველ საღამოს ეტყვის ქვეყანას, რომ ეთერშია „კურიერი“. დაბოლოს, მადლობა იმ ადამიანს, რომლებთან ერთადაც ვაკეთებდი ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის ყველაზე მაგარ საინფორმაციო გამოშვებას და რა თქმა უნდა, მადლობა თქვენ - ჩემს მაყურებელს, მადლობა ნდობისთვის მადლობა, რომ ირჩევდით „რუსთავი 2“-ს.

"როგორც თქვენი ეპისკოპოსი ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლებში აღდგომასაც!" - მეუფე მელქისედეკი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"მეუფე იაკობი ჩემზე უმცროსია, ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ესაუბრება" - გამყრელიძე