მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ბავშვი სეანსის დროს ტირის, აუცილებლად შევცვალეთ მიდგომა" - როდის არ შეიძლება მასაჟის გაკეთება პატარებისთვის
"თუ ბავშვი სეანსის დროს ტირის, აუცილებლად შევცვალეთ მიდგომა" - როდის არ შეიძლება მასაჟის გაკეთება პატარებისთვის

ნა­თია ცე­ლა­ძე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მა­სა­ჟის­ტია და გარ­და იმი­სა, რომ ქა­ლაქ­ში ბევ­რი კმა­ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტი ჰყავს, ტრე­ნინ­გებ­საც უტა­რებს მა­სა­ჟის­ტო­ბის მსურ­ვე­ლებს და ამა­ვე დროს, თა­ვა­დაც მუ­დამ იმას ცდი­ლობს, რა­ღაც ახა­ლი შე­ის­წავ­ლოს, დროს არ ჩა­მორ­ჩეს. ყო­ველ­თვის ამ­ბობს, რომ ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ ასეთ დროს ყვე­ლას დიდი სიფრ­თხი­ლე მარ­თებს. მა­სა­ჟის­ტის საქ­მე მხო­ლოდ პრო­ცე­დუ­რის სწრა­ფად ჩა­ტა­რე­ბა არაა; როცა პა­ტა­რა ტი­რის, ის საქ­მეს წყვეტს, ჯერ ბავ­შვს არ­თობს და მერე აგ­რძე­ლებს მა­საჟს, რო­მელ­საც პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტი უკვე აღარ აპ­რო­ტეს­ტებს....

- რა არის მა­სა­ჟი და რო­მე­ლი თვი­დან შეგ­ვიძ­ლია მი­ვიყ­ვა­ნოთ პა­ტა­რა მა­სა­ჟის­ტთან?

- მა­სა­ჟი არის მე­ქა­ნი­კუ­რი, რეფ­ლექ­სურ ზე­მოქ­მე­დე­ბა­თა ერ­თი­ა­ნო­ბა, რა­საც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია. მა­სა­ჟი პირ­ველ რიგ­ში, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სია, დაღ­ლი­ლო­ბის მოხ­სნის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა და პრე­ვენ­ცია უამ­რა­ვი და­ა­ვა­დე­ბი­სა თუ პა­თო­ლო­გი­ის დროს. ჯან­მრთელ ბავ­შვებ­ში სამი თვი­დან არის სა­სურ­ვე­ლი მა­სა­ჟის და­წყე­ბა, მაგ­რამ არ­სე­ბობს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა 2 ან 3 კვი­რი­და­ნაც ვი­წყებთ - ასე­თი მა­სა­ჟი მსუ­ბუ­ქია და ძი­რი­თა­დად, ხელსმით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

მთა­ვა­რია, სწო­რად გა­კეთ­დეს - პე­რი­ფე­რი­ი­დან ცენ­ტრის­კენ, ლიმ­ფი­სა და ვე­ნუ­რი სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, მა­სა­ჟი უნდა და­ნიშ­ნოს ექიმ­მა პე­დი­ატრმა ან ორ­თო­პედ­მა, კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. არ­სე­ბობს გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი, სამ­კურ­ნა­ლო, საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო მა­სა­ჟი და მა­სა­ჟის­ტი ზუს­ტად უნდა ას­რუ­ლებ­დეს ექი­მის მი­თი­თე­ბას.

- ხში­რად ბავ­შვებს არ მოს­წონთ, როცა მათ "ამუ­შა­ვე­ბენ". რო­გორ უნდა შე­ვაყ­ვა­როთ პა­ტა­რას ეს პრო­ცე­სი?

- მა­სა­ჟი უნდა იყოს სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი. თუ ბავ­შვი მა­სა­ჟის დროს ტი­რის, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შევ­ცვა­ლოთ მიდ­გო­მა ან უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, მა­სა­ჟის­ტი. რო­გორ­მე, ბავ­შვს უნდა შე­ვაყ­ვა­როთ ეს პრო­ცე­სი და ამა­ში სპე­ცი­ა­ლის­ტის გარ­და, ჩარ­თუ­ლი უნდა იყოს დე­დაც. მო­ღი­მა­რი დე­დი­სა და მა­სა­ჟის­ტის და­ნახ­ვა თქვე­ნი პა­ტა­რის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვიდ­რე პრო­ცე­დუ­რებს და­ი­წყებს, სპე­ცი­ა­ლის­ტმა ბავ­შვის ნდო­ბა უნდა მო­ი­პო­ვოს, მას "თავი მო­ა­წო­ნოს". გა­დარ­ბე­ნით და მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ დრო­ში ჩა­ტე­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არ უნდა ვი­ყოთ...

- თუ არ­სე­ბობს რა­ი­მე სა­ხის ჩვე­ნე­ბა, რა დრო­საც იკ­რძა­ლე­ბა ბავ­შვის­თვის მა­სა­ჟის გა­კე­თე­ბა?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­საჟს ბევ­რი სი­კე­თის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია, ცხა­დია, მას აქვს უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი. არ შე­იძ­ლე­ბა მა­სა­ჟის გა­კე­თე­ბა, როცა ბავ­შვი ავა­დაა. მა­გა­ლი­თად ცხე­ლე­ბის, ალერ­გი­ის ან ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს.

- რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია მშო­ბელ­მა გა­უ­კე­თოს შვილს ელე­მენ­ტა­რუ­ლი მა­სა­ჟი? არის რის­კი, რომ თუნ­დაც ხელსმით რა­ი­მე და­ზი­ან­დეს?

- კარ­გი მა­სა­ჟის­ტი აუ­ცი­ლებ­ლად ას­წავ­ლის დე­დას მსუ­ბუქ ილე­თებს, რო­მელ­საც მშო­ბე­ლი თა­ვად გა­უ­კე­თებს პა­ტა­რას - რაც ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს პირ­ველ რიგ­ში, არის სა­სი­ა­მოვ­ნო კონ­ტაქ­ტი დე­და­სა და შვილს შო­რის. და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, პა­ტა­რა დე­დას­თან კონ­ტაქტს გა­მუდ­მე­ბით ითხოვს, ეს კი მშვე­ნი­ე­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რომ მან თავი კარ­გად იგ­რძნოს.

- არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ კარ­გი მა­სა­ჟი მტკივ­ნე­უ­ლი უნდა იყოს. ეს მი­თია?

- მა­სა­ჟი არ უნდა იყოს მტკივ­ნე­უ­ლი - ეს ნამ­დვი­ლად მი­თია. ნუ, თუ ადა­მი­ანს რა­ი­მე სტკი­ვა და ნე­ბის­მი­ე­რი ზე­წო­ლა მას­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ბევ­რი რამ არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი და თუ კონ­კრე­ტულ მა­გა­ლით­ზე არ ვსა­უბ­რობთ, გა­მი­ჭირ­დე­ბა ინ­ტერ­ვი­უ­ში ამა­ზე აქ­ცენ­ტი გა­ვა­კე­თო...

- მა­სა­ჟის­ტო­ბა სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა და რო­გორც ყვე­ლა სფე­რო­ში, აქაც ბევ­რი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. რო­გორ მივ­ხვდეთ, რომ ჩვენ­თან მოწ­ვე­ულ­მა მა­სა­ჟის­ტმა თა­ვი­სი საქ­მე იცის?

- ამის­თვის ხან­და­ხან ერთი პრო­ცე­დუ­რაც საკ­მა­რი­სია. კარ­გი მა­სა­ჟის­ტი ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ვა ყუ­რა­დღე­ბით და საქ­მი­სად­მი გუ­ლი­ა­ნი მიდ­გო­მით. ის არა­სო­დეს ჩქა­რობს და არ არის გულ­გრი­ლი ბავ­შვის მი­მართ.

- რაც უფრო მეტ­ხანს გრძელ­დე­ბა სე­ან­სი, უკე­თე­სია?

- სე­ან­სის ხან­გრძლი­ვო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მა­სა­ჟის ტიპ­ზე. თუმ­ცა, თუ ბავ­შვი გა­ჭირ­ვე­ულ­და, უკე­თე­სია შევ­წყვი­ტოთ მა­სა­ჟი და რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ვცა­დოთ ან სუ­ლაც, მე­ო­რე დღის­თვის გა­დავ­დოთ. მთა­ვა­რი ხან­გრძლი­ვო­ბა კი არა, ხა­რის­ხია!

- და რას იტყვით სტე­რე­ო­ტიპ­ზე, რომ ჯან­მრთელ ბავ­შვს მა­სა­ჟი არ სჭირ­დე­ბა?

- მა­სა­ჟი არის სა­სი­ა­მოვ­ნო გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რა და თუ მას ექი­მი და­ნიშ­ნავს, ე.ი. ამას სა­ჭი­რო­ე­ბაც მო­ი­თხოვს. ბევ­რის­გან გა­მი­გო­ნია, რა სა­ჭი­როა, ამის გა­რე­შეც ხომ გა­ვი­ზარ­დე­თო? კი ბა­ტო­ნო, გა­ვი­ზარ­დეთ, მაგ­რამ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ძვალ­სახ­სრო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბიც რომ მა­ტუ­ლობს, ამას რა ვუ­ყოთ? და­ა­ვა­დე­ბას თა­ვი­დან­ვე უნდა ვებ­რძო­ლოთ, თო­რემ მერე ძნე­ლია გან­კურ­ნე­ბა...

- ყვე­ლა­ზე ხში­რად, ბავ­შვებ­ში რა და­ა­ვა­დე­ბას აწყდე­ბით? და ბოლო წლებ­ში ამ მხრივ რამე ხომ არ შე­იც­ვა­ლა?

- ყვე­ლა­ზე ხში­რად, ჩვილ ბავ­შვებ­ში მა­სა­ჟი ინიშ­ნე­ბა კი­სერმ­რუ­დო­ბის, დისპლა­ზი­ის, მო­დუ­ნე­ბუ­ლი ან და­ჭი­მუ­ლი კუნ­თე­ბის­თვის, რაც აღარ არის იშ­ვი­ა­თო­ბა; ცოტა მოზ­რდი­ლებ­ში კი ხში­რად გვხვდე­ბა ბრტყელ­ტერ­ფი­ა­ნო­ბის, სკო­ლი­ო­ზის, კი­ფო­ზის, კი­ფოზ-სკო­ლი­ო­ზის პრობ­ლე­მა. ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, იმის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ ჩა­ტარ­დეს სამ­კურ­ნა­ლო მა­სა­ჟი, გაზ­რდი­ლია.

აქვე გე­ტყვით, რომ მა­სა­ჟის დროს უმ­ჯო­ბეს­დე­ბა სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა და ლიმ­ფის მი­დი­ნე­ბა. ამ დროს ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი ძლი­ერ­დე­ბა, ხდე­ბა მოძ­რა­ვი, ად­ვი­ლად ას­რუ­ლებს იმ მოქ­მე­დე­ბებს, რა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს მისი ასა­კი, უძ­ლი­ერ­დე­ბა იმუ­ნი­ტე­ტი, ურე­გუ­ლირ­დე­ბა ძილი, ემა­ტე­ბა მადა და ა.შ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"თუ ბავშვი სეანსის დროს ტირის, აუცილებლად შევცვალეთ მიდგომა" - როდის არ შეიძლება მასაჟის გაკეთება პატარებისთვის

"თუ ბავშვი სეანსის დროს ტირის, აუცილებლად შევცვალეთ მიდგომა" - როდის არ შეიძლება მასაჟის გაკეთება პატარებისთვის

ნათია ცელაძე პროფესიონალი მასაჟისტია და გარდა იმისა, რომ ქალაქში ბევრი კმაყოფილი პაციენტი ჰყავს, ტრენინგებსაც უტარებს მასაჟისტობის მსურველებს და ამავე დროს, თავადაც მუდამ იმას ცდილობს, რაღაც ახალი შეისწავლოს, დროს არ ჩამორჩეს. ყოველთვის ამბობს, რომ ბავშვებთან ურთიერთობა სასიამოვნოა, მაგრამ ასეთ დროს ყველას დიდი სიფრთხილე მართებს. მასაჟისტის საქმე მხოლოდ პროცედურის სწრაფად ჩატარება არაა; როცა პატარა ტირის, ის საქმეს წყვეტს, ჯერ ბავშვს ართობს და მერე აგრძელებს მასაჟს, რომელსაც პატარა პაციენტი უკვე აღარ აპროტესტებს....

- რა არის მასაჟი და რომელი თვიდან შეგვიძლია მივიყვანოთ პატარა მასაჟისტთან?

- მასაჟი არის მექანიკური, რეფლექსურ ზემოქმედებათა ერთიანობა, რასაც ადამიანის ორგანიზმზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. მასაჟი პირველ რიგში, ჯანსაღი ცხოვრების წესია, დაღლილობის მოხსნის საუკეთესო საშუალება და პრევენცია უამრავი დაავადებისა თუ პათოლოგიის დროს. ჯანმრთელ ბავშვებში სამი თვიდან არის სასურველი მასაჟის დაწყება, მაგრამ არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, როცა 2 ან 3 კვირიდანაც ვიწყებთ - ასეთი მასაჟი მსუბუქია და ძირითადად, ხელსმით შემოიფარგლება.

მთავარია, სწორად გაკეთდეს - პერიფერიიდან ცენტრისკენ, ლიმფისა და ვენური სისხლის მიმოქცევის მიმართულებით. გაითვალისწინეთ, მასაჟი უნდა დანიშნოს ექიმმა პედიატრმა ან ორთოპედმა, კონკრეტული პრობლემიდან გამომდინარე. არსებობს გამაჯანსაღებელი, სამკურნალო, საპროფილაქტიკო მასაჟი და მასაჟისტი ზუსტად უნდა ასრულებდეს ექიმის მითითებას.

- ხშირად ბავშვებს არ მოსწონთ, როცა მათ "ამუშავებენ". როგორ უნდა შევაყვაროთ პატარას ეს პროცესი?

- მასაჟი უნდა იყოს სასიამოვნო პროცესი. თუ ბავშვი მასაჟის დროს ტირის, აუცილებლად უნდა შევცვალოთ მიდგომა ან უკიდურეს შემთხვევაში, მასაჟისტი. როგორმე, ბავშვს უნდა შევაყვაროთ ეს პროცესი და ამაში სპეციალისტის გარდა, ჩართული უნდა იყოს დედაც. მოღიმარი დედისა და მასაჟისტის დანახვა თქვენი პატარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიდრე პროცედურებს დაიწყებს, სპეციალისტმა ბავშვის ნდობა უნდა მოიპოვოს, მას "თავი მოაწონოს". გადარბენით და მხოლოდ კონკრეტულ დროში ჩატევაზე ორიენტირებული არ უნდა ვიყოთ...

- თუ არსებობს რაიმე სახის ჩვენება, რა დროსაც იკრძალება ბავშვისთვის მასაჟის გაკეთება?

- მიუხედავად იმისა, რომ მასაჟს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია, ცხადია, მას აქვს უკუჩვენებები. არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, როცა ბავშვი ავადაა. მაგალითად ცხელების, ალერგიის ან ონკოლოგიური დაავადებების დროს.

- რამდენად შესაძლებელია მშობელმა გაუკეთოს შვილს ელემენტარული მასაჟი? არის რისკი, რომ თუნდაც ხელსმით რაიმე დაზიანდეს?

- კარგი მასაჟისტი აუცილებლად ასწავლის დედას მსუბუქ ილეთებს, რომელსაც მშობელი თავად გაუკეთებს პატარას - რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პირველ რიგში, არის სასიამოვნო კონტაქტი დედასა და შვილს შორის. დაბადების შემდეგ, პატარა დედასთან კონტაქტს გამუდმებით ითხოვს, ეს კი მშვენიერი შესაძლებლობაა, რომ მან თავი კარგად იგრძნოს.

- არსებობს მოსაზრება, რომ კარგი მასაჟი მტკივნეული უნდა იყოს. ეს მითია?

- მასაჟი არ უნდა იყოს მტკივნეული - ეს ნამდვილად მითია. ნუ, თუ ადამიანს რაიმე სტკივა და ნებისმიერი ზეწოლა მასზე ცუდად მოქმედებს, ამ შემთხვევაში ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და თუ კონკრეტულ მაგალითზე არ ვსაუბრობთ, გამიჭირდება ინტერვიუში ამაზე აქცენტი გავაკეთო...

- მასაჟისტობა სულ უფრო პოპულარული ხდება და როგორც ყველა სფეროში, აქაც ბევრი არაპროფესიონალია. როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენთან მოწვეულმა მასაჟისტმა თავისი საქმე იცის?

- ამისთვის ხანდახან ერთი პროცედურაც საკმარისია. კარგი მასაჟისტი ყოველთვის გამოირჩევა ყურადღებით და საქმისადმი გულიანი მიდგომით. ის არასოდეს ჩქარობს და არ არის გულგრილი ბავშვის მიმართ.

- რაც უფრო მეტხანს გრძელდება სეანსი, უკეთესია?

- სეანსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მასაჟის ტიპზე. თუმცა, თუ ბავშვი გაჭირვეულდა, უკეთესია შევწყვიტოთ მასაჟი და რაღაც პერიოდის შემდეგ ვცადოთ ან სულაც, მეორე დღისთვის გადავდოთ. მთავარი ხანგრძლივობა კი არა, ხარისხია!

- და რას იტყვით სტერეოტიპზე, რომ ჯანმრთელ ბავშვს მასაჟი არ სჭირდება?

- მასაჟი არის სასიამოვნო გამაჯანსაღებელი პროცედურა და თუ მას ექიმი დანიშნავს, ე.ი. ამას საჭიროებაც მოითხოვს. ბევრისგან გამიგონია, რა საჭიროა, ამის გარეშეც ხომ გავიზარდეთო? კი ბატონო, გავიზარდეთ, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, ძვალსახსროვანი პრობლემებიც რომ მატულობს, ამას რა ვუყოთ? დაავადებას თავიდანვე უნდა ვებრძოლოთ, თორემ მერე ძნელია განკურნება...

- ყველაზე ხშირად, ბავშვებში რა დაავადებას აწყდებით? და ბოლო წლებში ამ მხრივ რამე ხომ არ შეიცვალა?

- ყველაზე ხშირად, ჩვილ ბავშვებში მასაჟი ინიშნება კისერმრუდობის, დისპლაზიის, მოდუნებული ან დაჭიმული კუნთებისთვის, რაც აღარ არის იშვიათობა; ცოტა მოზრდილებში კი ხშირად გვხვდება ბრტყელტერფიანობის, სკოლიოზის, კიფოზის, კიფოზ-სკოლიოზის პრობლემა. ბოლოდროინდელი მონაცემებით, იმის საჭიროება, რომ ჩატარდეს სამკურნალო მასაჟი, გაზრდილია.

აქვე გეტყვით, რომ მასაჟის დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ლიმფის მიდინება. ამ დროს ბავშვის ორგანიზმი ძლიერდება, ხდება მოძრავი, ადვილად ასრულებს იმ მოქმედებებს, რასაც ითვალისწინებს მისი ასაკი, უძლიერდება იმუნიტეტი, ურეგულირდება ძილი, ემატება მადა და ა.შ...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ