ავტორი:

"ბევრი ჭორაობით რომ არ დაიღალოთ თავი, მე თვითონ დავწერ..." - თამარ ბაღაშვილი "რუსთავი 2"-ში მიმდინარე ცვლილებებს ეხმაურება

"ბევრი ჭორაობით რომ არ დაიღალოთ თავი, მე თვითონ დავწერ..." - თამარ ბაღაშვილი "რუსთავი 2"-ში მიმდინარე ცვლილებებს ეხმაურება

"ჩემი კანდიდატურა საინფორმაციო სამსახურის უფროსად არ განიხილება და რომც განიხილონ, ამას არ დავთანხმდები" - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი "ფეისბუქზე" წერს, სადაც ტელეკომპანიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ეხმაურება:

"მეგობრებო, ბევრი ჭორაობით და შეთქმულების თეორიების განხილვით რომ არ დაიღალოთ თავი, მე თვითონ დავწერ:

1. ჩემი კანდიდატურა საინფორმაციო სამსახურის უფროსად არც განხილულა, არც განიხილება და რომც განიხლონ, მე ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები ( ეს რომ ყოფილიყო ჩემი სურვილი, ადრეც მოვახრხებდი როგორმე)

2. პასუხს ვაგებ ჩემს ყველა სიუჟეტზე, რომელიც არასოდეს არავის "დავლებით" არ გამიკეთებია და მოგწონდათ თუ არა, დიახ, ზუსტად იმას ვაკეთებდი ყოველთვის, როგორც მეგონა, რომ იყო სწორი და სამართლიანი და ასე ვაპირებ მომავალშიც, იმის მიუხედავად ვიქნები თუ არა ამ არხზე

3. ნოდარ მელაძე ჩემი მეგობარია და მე მეგობრებს სტატუსის და პოზიციების მიხედვით არ ვირჩევ. არც მეგობრების ზურგს უკან "ჩალიჩი" და ტყულები არ ყოფილა ჩემს ბიოგრაფიაში არც ერთხელ და არც ამის შემდეგ იქნება და ბოლოს რუსთავი2-ის გუნდი, არის საუკეთესო, პროფესიონალების და თავისუფალი ადამიანების ერთობა, რომელიც ყოველთვის იღებს სწორ გადაწყვეტილებას და განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში ვართ ყველა ერთად" - წერს ბაღაშვილი.

როგორც ცნობილია, "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დღეს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და "ნანუკას შოუს" ავტორი და წამყვანი სამსახურიდან გაათავისუფლა.

როგორც სალიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არხს ტოვებს კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამ ეტაპზე შვებულებაში იმყოფებიან, მათ შორის ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ