ავტორი:

"პაატა სალიამ გამათავისუფლა, იმიტომ რომ ქიბარ ხალვაში არ მომწონს" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"პაატა სალიამ გამათავისუფლა, იმიტომ რომ ქიბარ ხალვაში არ მომწონს" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"მე კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს. კონტრაქტში მიწერია, რომ უნდა ვაკეთებდე რეიტინგულ გადაცემას, რომელიც არხისთვის არის შემოსავლიანი" - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ცნობილია, "ნანუკას შოუს" ავტორი და წამყვანი დღეს "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა.

„მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, ჩვენ ამას ველოდებოდით გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა. რაც შეეხება ჩემი გათავისუფლების მიზეზს, როგორც მე დღეს პაატა სალია პირდაპირ ეთერში შემატყობინა, გამათავისუფლა იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში არ მომწონს და არ ვგულშემატკივრობ....

მე კონტრაქტი არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს, მე კონტრაქტში მიწერია, რომ უნდა ვაკეთებდე რეიტინგულ გადაცემას, რომელიც არხისთვის არის შემოსავლიანი და ამას აკეთებდა ნანუკას შოუ წლების განმავლობაში, ძალიან წარმატებით. იყო ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი, ყოველ შემთხვევაში, ამ არხზე და დიდი შემოსავალი შემოჰქონდა ამ გადაცემას.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მე ისევე როგორც ნოდარს, ჩვენ ჩვენი წყაროები გვყავს, მათ შორის მე სამწუხაროდ, ქიბარ ხალვაშთან დაახლოებულ პირებს ვიცნობ, რომლებმაც მითხრეს, რომ როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა ჩვენთან დაკავშირებით, ქიბარმა თქვა, რომ ის ვერ იტანდა ჩემს გამოხატულ სიმპათიებს მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების მიმართ.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის იცოდეს მაყურებელმა, რომ არც ერთხელ ამ კომპანიიდან, არც ერთი ლარი პრემია ნანუკა ჟორჟოლიანს არ აუღია, არც ერთი ლარი,“ - ამბობს ტელეწამყვანი.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"კორონავირუსი არსად გამქრალა... შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს" - ამირან გამყრელიძე

"200 კაცი რომ ნასვამი იქნება, რომელ დისტანციის დაცვაზეა ლაპარაკი?" - იმნაძის თქმით, ქორწილი, ქელეხი და იუბილე ისევ არ არის რეკომენდებული