ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ში ახლახან მომხდარ ცვლილებებზე წერს. მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლებულები არიან წამყვანები და საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე:
"ნოდარ მელაძე გაუშვეს. ჰოდა მოსვლამდე ვინც ველის გასუფთავება მოითხოვა და ამ ყველაფერზე გაივლის და მოვა, ომს ელოდოს. საჯაროს, აქვე ფეისბუქზე. უი, და მეც გამიშვეს... უი, გაბუნიაც გაუშვეს... უი კვესიტაძეც გაუშვიათ. კარგია, რომ მხოლოდ ორ სუბიექტს შორის იყო დავა. უი და გაბუნიაც" - წერს ჟორჟოლიანი.
ამ წუთებში "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია საგანგებო პრესკონფერენციას ატარებს.