პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის დიმიტრი ლეჟავა, რომელიც სამხედრო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა და მას "КГБ-ს ოფიცერს" უწოდებენ
ვინ არის დიმიტრი ლეჟავა, რომელიც სამხედრო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა და მას "КГБ-ს ოფიცერს" უწოდებენ

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ცოტა ხნის წინ ახა­ლი კად­რი და­ი­ნიშ­ნა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­უვრცე­ლე­ბია. ახა­ლი მრჩე­ვე­ლი დი­მიტ­რი ლეჟა­ვაა, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვილს სამ­ხედ­რო სა­კი­თხებ­ში გა­უ­წევს კონ­სულ­ტა­ცი­ას.

ლეჟა­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოჩ­ნდა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე - იუნ­კერ­თა კურ­სე­ბის გა­მოშ­ვე­ბა­ზე, სა­დაც 93-მა ლე­ი­ტე­ნან­ტმა სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში ფიცი დადო. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შეკ­რე­ბი­ლებს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის მი­ლოც­ვის ტექ­სტი წა­უ­კი­თხა.

სწო­რედ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ზუ­რა­ბიშ­ვილს სამ­ხედ­რო სა­კი­თხებ­ში ახა­ლი მრჩე­ვე­ლი ჰყავს, რომ­ლის სა­ხელ­მა და გვარ­მა ოპო­ზი­ცი­ი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა, თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა ლეჟა­ვას "კგბ"-ს ოფი­ცე­რი უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აგ­რძე­ლებს ქარ­თუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას და „ეს შვი­დის წლის წინ და­ი­წყო".

„რო­დე­საც და­ა­კა­ვეს ჩვე­ნი მებ­რძო­ლი ოფიც­რე­ბი, ის ხალ­ხი, რომ­ლებ­მაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ჯა­რებს, რო­დე­საც ისი­ნი შე­მო­დი­ოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამის მერე ყვე­ლა­ზე და­ცულ ობი­ექ­ტებ­ზე შე­იყ­ვა­ნეს რუსი ჯა­შუ­შე­ბი. ობი­ექ­ტებ­ზე,რომ­ლებ­ზეც ათო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა. ობი­ექ­ტებ­ზე, სა­დაც მე, რო­გორც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი შევ­დი­ო­დი უზარ­მა­ზა­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ. ამის შემ­დეგ გა­დას­ცეს რუ­სეთს ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბის ბა­ზე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ზოგი ჩვე­ნი სამ­ხედ­რო ოფი­ცე­რი და­კა­ვე­ბუ­ლია, ზოგი სამ­წუ­ხა­როდ რუსი „ქი­ლე­რის“ მიერ მოკ­ლუ­ლი.

შემ­დეგ დაგ­ვი­ნიშ­ნეს პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი ცხინ­ვა­ლის და­ბომბვა­ში და რომ­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეც, რუ­სე­თი ჩვე­ნი გე­ნერ­ლე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბას ითხოვს. ესეც არ იყო საკ­მა­რი­სი და უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში ყო­ფი­ლი „კგბ“-ს გე­ნე­რა­ლი და­ნიშ­ნეს, ახლა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ყო­ფი­ლი „კგბ“-ს ოფი­ცე­რი და­ნიშ­ნეს. ოფი­ცე­რი, რო­მე­ლიც მსა­ხუ­რობ­და „კგბ“-ში, რო­დე­საც რუს­თა­ველ­ზე 9 აპ­რილს და­იღ­ვა­რა სის­ხლი.

ყო­ფი­ლი „კგბ“-ს ოფი­ცე­რი არ არ­სე­ბობს. ნუ­რა­ვის ჰგო­ნია, რომ ბევ­რი დრო გა­ვი­და და რამე შე­იც­ვა­ლა. მინ­და, ვინც არ იცის შე­ვახ­სე­ნო, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ რუ­სეთ­მა გა­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­დან არ­ქი­ვი, „კგბ“-ს ოფიც­რე­ბის დო­სი­ე­ე­ბი და პი­რა­დი საქ­მე­ე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ახლა არის მოს­კოვ­ში. არ უნდა იყო დიდი ექ­სპერ­ტი, რომ მიხ­ვდე, თუ რამ­დე­ნად დიდი ბერ­კე­ტი აქვს რუ­სეთს ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე ზე­გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად“, - აცხა­დებს შაშ­კი­ნი.

ამ პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კი­დევ ერთი წევ­რი ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე და აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"საბ­ჭო­თა უშიშ­რო­ე­ბის გე­ნე­რა­ლი დი­მიტ­რი ლეჟა­ვა პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლი ყო­ფი­ლა უშიშ­რო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში. მუ­შა­ობ­და საბ­ჭო­თა КГБ -ში 1983-1994 წლებ­ში.

მგო­ნი, კი­თხვას - რა­ტომ არა­ფერს ამ­ბობს პრე­ზი­დენ­ტი ოკუ­პა­ცი­ა­ზე - პა­სუ­ხი გა­ცე­მუ­ლი აქვს. სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცი­აა - სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში რუ­სე­თის ფარ­თო ინ­ფილტრა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. #სირ­ცხვი­ლია!" - წერს დე­კა­ნო­ი­ძე.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლისტს უთხრა რომ, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მკა­ფი­ოდ გა­ცხა­დე­ბუ­ლი სა­გა­რეო კურ­სი აქვს, რაც ევ­რო­კავ­შირ­სა და ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ისე­თი ადა­მი­ა­ნი და­ნიშ­ნუ­ლი­ყო, ვი­საც ერთი მხრივ, არ ექ­ნე­ბო­და საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლი:

„თავ­დაც­ვის და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბაა. მრჩევ­ლის კომ­პე­ტენ­ცია იქ­ნე­ბა ყვე­ლა ის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის, რო­გორც უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დლის როლს. ასე­ვე, ჩვენ ვნა­ხეთ, რომ მთავ­რო­ბა­სა და პრე­ზი­დენტს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შედ­გა, რომ პრე­ზი­დენტს ეყო­ლე­ბა მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო­ში, სა­დაც გა­ნი­ხი­ლე­ბა ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის და­გეგ­მვის და კო­ორ­დი­ნა­ცი­ის სა­კი­თხე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მას სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე სრუ­ლი დაშ­ვე­ბა ექ­ნე­ბა.

ამი­ტომ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­ზი­დენ­ტი თა­ვად წყვეტს ვინ და­ნიშ­ნოს ამ პოსტზე, ბა­ტო­ნი ლეჟა­ვას საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლი და მისი გა­მოც­დი­ლე­ბა არც თუ ისე პო­ზი­ტი­უ­რად მე­ტყვე­ლებს პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს ლუსტრა­ცი­ის კა­ნო­ნი, რო­გორც ეს გა­ა­კე­თეს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­მა და მათ შო­რის უკ­რა­ი­ნა­მაც, რომ ვი­ცო­დეთ, ვინ თა­ნამ­შრომ­ლობ­და „კა-გე-ბეს“ სამ­სა­ხუ­რებ­თან,“ - გა­ნა­ცხა­და თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ამ.

გარ­და ამი­სა, ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დი­მიტ­რი ლეჟა­ვას პი­როვ­ნე­ბა 2003 წლის შემ­დეგ აღარ ჩან­და, რაც მისი თქმით, საკ­მა­ოდ დიდი წყვე­ტაა. აქუ­ბარ­დი­ას გან­ცხა­დე­ბით, აქ თავს იჩენს კომ­პე­ტენ­ცი­ის სა­კი­თხი, თუ რამ­დე­ნად შე­უძ­ლია ლეჟა­ვას მრჩევ­ლის ფუნ­ქცი­ე­ბის ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბა.

„ამ სფე­როს საკ­მა­ოდ ბევ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი გვყავს, რომ­ლებ­საც და­სავ­ლეთ­ში აქვთ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. მა­შინ, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი თა­ვად არის და­სავ­ლეთ­ში გაზ­რდი­ლი და იც­ნობს ამ სტან­დარ­ტებს, ის უნდა ყო­ფი­ლი­ყო პირ­ვე­ლი, ვინც თა­ვის მრჩევ­ლის პოსტზე ამ რა­კურ­სით შე­არ­ჩევ­და კადრს. ალ­ბათ, პრე­ზი­დენ­ტი ან მისი ად­მი­ნის­ტრა­ცია თა­ვად ახ­სნის, რა კრი­ტე­რი­უ­მით შე­არ­ჩია მრჩე­ვე­ლი, თუმ­ცა რა თქმა უნდა, ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, რომ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ნულ პირს არ ჰქო­ნო­და საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ამ.

დი­მიტ­რი ლეჟა­ვა 1983-1994 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში მუ­შა­ობ­და. 1994-1996 წლებ­ში ის სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპეც­სამ­სა­ხურ­ში, ხოლო 1996-1998 ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რატ­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ვინ არის დიმიტრი ლეჟავა, რომელიც სამხედრო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა და მას "КГБ-ს ოფიცერს" უწოდებენ

ვინ არის დიმიტრი ლეჟავა, რომელიც სამხედრო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა და მას "КГБ-ს ოფიცერს" უწოდებენ

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ ახალი კადრი დაინიშნა, რომლის შესახებაც ზურაბიშვილის ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. ახალი მრჩეველი დიმიტრი ლეჟავაა, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილს სამხედრო საკითხებში გაუწევს კონსულტაციას.

ლეჟავა რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე - იუნკერთა კურსების გამოშვებაზე, სადაც 93-მა ლეიტენანტმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ღონისძიებაზე შეკრებილებს ქვეყნის პრეზიდენტის მილოცვის ტექსტი წაუკითხა.

სწორედ ამ ღონისძიების ფოტო და ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ გაირკვა, რომ ზურაბიშვილს სამხედრო საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს, რომლის სახელმა და გვარმა ოპოზიციისა და ექსპერტების აღშფოთება გამოიწვია.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ლეჟავას "კგბ"-ს ოფიცერი უწოდა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აგრძელებს ქართული უსაფრთხოების განადგურებას და „ეს შვიდის წლის წინ დაიწყო".

„როდესაც დააკავეს ჩვენი მებრძოლი ოფიცრები, ის ხალხი, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის ფედერაციის ჯარებს, როდესაც ისინი შემოდიოდნენ საქართველოში, ამის მერე ყველაზე დაცულ ობიექტებზე შეიყვანეს რუსი ჯაშუშები. ობიექტებზე,რომლებზეც ათობით მილიონი დოლარი დაიხარჯა. ობიექტებზე, სადაც მე, როგორც თავდაცვის მინისტრი შევდიოდი უზარმაზარი პროცედურების გავლის შემდეგ. ამის შემდეგ გადასცეს რუსეთს ჩვენი სამხედროების ბაზები, რომლის მიხედვით, ზოგი ჩვენი სამხედრო ოფიცერი დაკავებულია, ზოგი სამწუხაროდ რუსი „ქილერის“ მიერ მოკლული.

შემდეგ დაგვინიშნეს პრეზიდენტი, რომელმაც დაადანაშაულა ჩვენი სამხედროები ცხინვალის დაბომბვაში და რომლის განცხადების საფუძველზეც, რუსეთი ჩვენი გენერლების გასამართლებას ითხოვს. ესეც არ იყო საკმარისი და უშიშროების სამინისტროში ყოფილი „კგბ“-ს გენერალი დანიშნეს, ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყოფილი „კგბ“-ს ოფიცერი დანიშნეს. ოფიცერი, რომელიც მსახურობდა „კგბ“-ში, როდესაც რუსთაველზე 9 აპრილს დაიღვარა სისხლი.

ყოფილი „კგბ“-ს ოფიცერი არ არსებობს. ნურავის ჰგონია, რომ ბევრი დრო გავიდა და რამე შეიცვალა. მინდა, ვინც არ იცის შევახსენო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა გაიტანა საქართველოდან არქივი, „კგბ“-ს ოფიცრების დოსიეები და პირადი საქმეები. ეს ყველაფერი ახლა არის მოსკოვში. არ უნდა იყო დიდი ექსპერტი, რომ მიხვდე, თუ რამდენად დიდი ბერკეტი აქვს რუსეთს ამ ადამიანებზე ზეგავლენის მოსახდენად“, - აცხადებს შაშკინი.

ამ პოზიციას იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი ხატია დეკანოიძე და აღნიშნულის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"საბჭოთა უშიშროების გენერალი დიმიტრი ლეჟავა პრეზიდენტის მრჩევლი ყოფილა უშიშროებისა და თავდაცვის საკითხებში. მუშაობდა საბჭოთა КГБ -ში 1983-1994 წლებში.

მგონი, კითხვას - რატომ არაფერს ამბობს პრეზიდენტი ოკუპაციაზე - პასუხი გაცემული აქვს. საგანგაშო სიტუაციაა - საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ფართო ინფილტრაცია მიმდინარეობს. #სირცხვილია!" - წერს დეკანოიძე.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ თეონა აქუბარდიამ საკითხზე კომენტირებისას "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტს უთხრა რომ, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მკაფიოდ გაცხადებული საგარეო კურსი აქვს, რაც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას გულისხმობს, უმჯობესი იქნებოდა, აღნიშნულ თანამდებობაზე ისეთი ადამიანი დანიშნულიყო, ვისაც ერთი მხრივ, არ ექნებოდა საბჭოთა წარსული:

„თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობაა. მრჩევლის კომპეტენცია იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის როლს. ასევე, ჩვენ ვნახეთ, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის შეთანხმება შედგა, რომ პრეზიდენტს ეყოლება მუდმივი წარმომადგენელი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, სადაც განიხილება ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის და კოორდინაციის საკითხები. შესაბამისად, მას საიდუმლო ინფორმაციაზე სრული დაშვება ექნება.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი თავად წყვეტს ვინ დანიშნოს ამ პოსტზე, ბატონი ლეჟავას საბჭოთა წარსული და მისი გამოცდილება არც თუ ისე პოზიტიურად მეტყველებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე. საქართველოს არ აქვს ლუსტრაციის კანონი, როგორც ეს გააკეთეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა და მათ შორის უკრაინამაც, რომ ვიცოდეთ, ვინ თანამშრომლობდა „კა-გე-ბეს“ სამსახურებთან,“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გარდა ამისა, ექსპერტის შეფასებით, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, დიმიტრი ლეჟავას პიროვნება 2003 წლის შემდეგ აღარ ჩანდა, რაც მისი თქმით, საკმაოდ დიდი წყვეტაა. აქუბარდიას განცხადებით, აქ თავს იჩენს კომპეტენციის საკითხი, თუ რამდენად შეუძლია ლეჟავას მრჩევლის ფუნქციების ჯეროვნად შესრულება.

„ამ სფეროს საკმაოდ ბევრი სპეციალისტი გვყავს, რომლებსაც დასავლეთში აქვთ უმაღლესი განათლება მიღებული. მაშინ, როდესაც პრეზიდენტი თავად არის დასავლეთში გაზრდილი და იცნობს ამ სტანდარტებს, ის უნდა ყოფილიყო პირველი, ვინც თავის მრჩევლის პოსტზე ამ რაკურსით შეარჩევდა კადრს. ალბათ, პრეზიდენტი ან მისი ადმინისტრაცია თავად ახსნის, რა კრიტერიუმით შეარჩია მრჩეველი, თუმცა რა თქმა უნდა, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ამ თანამდებობაზე დანიშნულ პირს არ ჰქონოდა საბჭოთა წარსული,“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დიმიტრი ლეჟავა 1983-1994 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში მუშაობდა. 1994-1996 წლებში ის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში, ხოლო 1996-1998 ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში იყო დასაქმებული.

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო