პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება - ვინ ვის შეცვლის და ვინ დაბრუნდება მინისტრთა კაბინეტში
მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება - ვინ ვის შეცვლის და ვინ დაბრუნდება მინისტრთა კაბინეტში

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", უფრო ზუს­ტად თუ ვი­ტყვით კი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შე­მოდ­გო­მა­ზე მთავ­რო­ბა­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებს გეგ­მავს.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვიცე-პრე­მი­ე­რის, რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლე­ბა, შსს მი­ნის­ტრად კი - იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალე­კო ტა­ბა­ტა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, შსს მი­ნის­ტრი მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვებს, სა­დაც ის მიმ­დი­ნა­რე წლის 30 აპ­რილს და­ი­ნიშ­ნა. არის მე­ო­რე ვერ­სი­აც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პრე­მი­ე­რის პოსტზე გი­ორ­გი გა­ხა­რია, შსს მი­ნის­ტრად კი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მო­ი­აზ­რე­ბა.

ზო­გი­ერ­თი იმა­საც ირ­წმუ­ნე­ბა, რომ პრე­მი­ე­რის პოსტს ისევ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უბ­რუნ­დე­ბა. კუ­ლუ­ა­რებ­ში ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ თით­ქმის გა­და­წყვე­ტი­ლია შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის ბე­დიც.

სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ უარ­ყო­ფენ პრე­მი­ე­რი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე.

"მე ვი­ყა­ვი, ვარ და ვიქ­ნე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გუნ­დის წევ­რი; რაც შე­ე­ხე­ბა ცვლი­ლე­ბებს, ჩვენ ვართ ერთი გუნ­დი და ეს არის ცო­ცხა­ლი პრო­ცე­სი", - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას. ანა­ლო­გი­უ­რი ში­ნა­არ­სის გახ­ლავთ არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბაც "ცვლი­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის ხდე­ბო­და ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში და ამ ცვლი­ლე­ბებს ყო­ველ­თვის ჰქონ­და თა­ვი­სი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი", - გან­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ.

ამ სა­კი­თხებ­ზე kvirispalitra.ge ექ­სპერტ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძეს ესა­უბ­რა:

- შე­საძ­ლო სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებს ნამ­დვი­ლად აქვს ლო­გი­კა. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ პარ­ტია ყო­ველ­თვის ცდი­ლობს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ცლი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკე­თე­სად წარ­მო­ჩინ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ დრო­სა და ვი­თა­რე­ბა­ზე ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დებ­ლი. რო­დე­საც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნაღ­დე­ბუ­ლი ჰქონ­და უმ­რავ­ლე­სო­ბით მოს­ვლა, მა­შინ ასეთ ცვლი­ლე­ბებს სხვა დატ­ვირ­თვა ჰქონ­და, დღეს როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის აჩ­რდი­ლი და­დის, ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი ბევრ სირ­თუ­ლე­ებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- იმას, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­მოდ­გო­მა­ზე შე­თა­ვა­ზე­ბულ პოს­ტებს და­თან­ხმდე­ბი­ან, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ერ­თწ­ლი­ა­ნი მი­ნის­ტრე­ბი იქ­ნე­ბი­ან. არა­ვინ იცის, ვინ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს სა­ვარ­ძელს კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში. მგო­ნია, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" გა­უ­ჭირ­დე­ბა კან­დი­და­ტე­ბის და­თან­ხმე­ბა მი­ნის­ტრე­ბის პოს­ტებ­ზე წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება - ვინ ვის შეცვლის და ვინ დაბრუნდება მინისტრთა კაბინეტში

მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება - ვინ ვის შეცვლის და ვინ დაბრუნდება მინისტრთა კაბინეტში

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება", უფრო ზუსტად თუ ვიტყვით კი, ბიძინა ივანიშვილი შემოდგომაზე მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს.

ერთ-ერთი ვერსიით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვიცე-პრემიერის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის კანდიდატურა განიხილება, შსს მინისტრად კი - იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალეკო ტაბატაძე.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, შსს მინისტრი მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამდებობას დაიკავებს, სადაც ის მიმდინარე წლის 30 აპრილს დაინიშნა. არის მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი მოიაზრება.

ზოგიერთი იმასაც ირწმუნება, რომ პრემიერის პოსტს ისევ ბიძინა ივანიშვილი უბრუნდება. კულუარებში ამბობენ იმასაც, რომ თითქმის გადაწყვეტილია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბედიც.

საკადრო ცვლილებების შესაძლებლობას არ უარყოფენ პრემიერი მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

"მე ვიყავი, ვარ და ვიქნები "ქართული ოცნების" გუნდის წევრი; რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას. ანალოგიური შინაარსის გახლავთ არჩილ თალაკვაძის განცხადებაც "ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ამ ცვლილებებს ყოველთვის ჰქონდა თავისი რაციონალური არგუმენტები", - განცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამ საკითხებზე kvirispalitra.ge ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა:

- შესაძლო საკადრო ცვლილებებს ნამდვილად აქვს ლოგიკა. წინასაარჩევნოდ პარტია ყოველთვის ცდილობს განახორციელოს ცლილებები, რომელთა საშუალებითაც საზოგადოებაში უკეთესად წარმოჩინდება. უბრალოდ დროსა და ვითარებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებლი. როდესაც "ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდა უმრავლესობით მოსვლა, მაშინ ასეთ ცვლილებებს სხვა დატვირთვა ჰქონდა, დღეს როცა საქართველოში კოალიციური მთავრობის აჩრდილი დადის, ასეთი ცვლილებები ბევრ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ადამიანები, რომლებიც შემოდგომაზე შეთავაზებულ პოსტებს დათანხმდებიან, შეიძლება ითქვას, რომ ერთწლიანი მინისტრები იქნებიან. არავინ იცის, ვინ შეინარჩუნებს სავარძელს კოალიციური მთავრობის პირობებში. მგონია, რომ "ქართულ ოცნებას" გაუჭირდება კანდიდატების დათანხმება მინისტრების პოსტებზე წაიკითხეთ ვრცლად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები