პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს: 2 თვეში ნარკოტესტით შემოწმებული მძღოლების ნახევარი, მანქანას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მართავდა
შსს: 2 თვეში ნარკოტესტით შემოწმებული მძღოლების ნახევარი, მანქანას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მართავდა

შსს-მ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ნარ­კო­ტეს­ტით 74 მძღო­ლი გა­და­ა­მოწ­მა, რო­მელ­თა­გან 34 შე­თხვე­ვა­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მარ­თვა და­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ ინ­ფორ­მა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან გა­მო­ი­თხო­ვა.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო და­ინ­ტე­რეს­და იმ ნარ­კო­ტეს­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გე­ბით, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამოქ­მედ­და და რომ­ლი­თაც მძღო­ლის მა­რი­ხუ­ა­ნას და სხვა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ყოფ­ნის დად­გე­ნა ად­გილ­ზე, ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნის გა­რე­შეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ვე­ლი ივ­ნი­სი­დან 29 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ნარ­კო­ტეს­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ა­მოწ­მეს 74 პირი, რო­მელ­თა­გან 34-ს და­უდ­გინ­და ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა ისე­თი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით ქვეშ, რო­გო­რი­ცაა: ამ­ფე­ტა­მი­ნი, მე­ტამ­ფე­ტა­მი­ნი, კო­დე­ი­ნი, მორ­ფი­ნი, ჰე­რო­ი­ნი და სხვ.

გა­და­მოწ­მე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ახა­ლი რე­დაქ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, რო­მე­ლიც 2019 წლის 1-ელი აპ­რი­ლი­დან შე­ვი­და ძა­ლა­ში და რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ნარ­კო­ტი­კუ­ლი, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი და ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა გახ­და სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც ჯა­რი­მას ან 1 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს გზებ­ზე ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და­ნა­ყო­ფებ­ში და­ი­ნერ­გა ნარ­კო­ტი­კუ­ლი, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი და ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნის ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მი. კერ­ძოდ, ნარ­კოთ­რო­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რის მიერ, სპე­ცი­ა­ლუ­რი ნარ­კო­ტეს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ად­გილ­ზე ხდე­ბა მძღო­ლის გა­და­მოწ­მე­ბა.

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რა, ნარ­კო­ტეს­ტის და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში, ასე­ვე გან­სა­ზღვრავს ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ტიპ­საც და ადას­ტუ­რებს, რომ მძღო­ლი ნამ­დვი­ლად იმ­ყო­ფე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ. ამას­თან, აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი, ნარ­კო­ტეს­ტით გა­და­მოწ­მე­ბის პრო­ცე­დუ­რის სან­დო­ო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, ით­ვა­ლის­წი­ნებს მძღო­ლის გან­მე­ო­რე­ბით, კლი­ნი­კუ­რად შე­მოწ­მე­ბას კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექ­სპერ­ტის მიერ, მათ შო­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით" - ნათ­ქვა­მია „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ მიერ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან გა­მო­თხო­ვილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მის და­ნერგვის მიზ­ნით, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში გან­ხორ­ცი­ელ­და სა­მი­ნის­ტროს იმ თა­ნამ­შრო­მელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა, რო­მელ­თა კომ­პე­ტენ­ცი­ა­შიც შე­დის ნარ­კო­ტეს­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა, შე­დე­გე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა და სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა, ასე­ვე, შე­სა­ბა­მი­სი ნორ­მა­ტი­უ­ლი ბა­ზის შე­მუ­შა­ვე­ბა/დამ­ტკი­ცე­ბა.

„შე­სა­ბა­მი­სად, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ექ­სპერ­ტო-კრი­მი­ნა­ლის­ტი­კურ სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებს მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ელი ივ­ნი­სი­დან ახორ­ცი­ე­ლებს, მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში დას­რულ­და გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­დუ­რა“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

ავტორი:

შსს: 2 თვეში ნარკოტესტით შემოწმებული მძღოლების ნახევარი, მანქანას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მართავდა

შსს: 2 თვეში ნარკოტესტით შემოწმებული მძღოლების ნახევარი, მანქანას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მართავდა

შსს-მ ორი თვის განმავლობაში ნარკოტესტით 74 მძღოლი გადაამოწმა, რომელთაგან 34 შეთხვევაში ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მართვა დადასტურდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსმა“ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა.

საინფორმაციო სააგენტო დაინტერესდა იმ ნარკოტესტების გამოყენების შედეგებით, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა და რომლითაც მძღოლის მარიხუანას და სხვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დადგენა ადგილზე, ექსპერტიზის ბიუროში გადაყვანის გარეშეა შესაძლებელი.

"მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტესტების საშუალებით გადაამოწმეს 74 პირი, რომელთაგან 34-ს დაუდგინდა ავტომობილის მართვა ისეთი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედებით ქვეშ, როგორიცაა: ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოდეინი, მორფინი, ჰეროინი და სხვ.

გადამოწმება ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ახალი რედაქციის შესაბამისად, რომელიც 2019 წლის 1-ელი აპრილიდან შევიდა ძალაში და რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა გახდა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, საქართველოს გზებზე ადმინისტრირების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფებში დაინერგა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტების გამოვლენის ახალი მექანიზმი. კერძოდ, ნარკოთრობისთვის დამახასიათებელი ნიშნების არსებობის შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორის მიერ, სპეციალური ნარკოტესტის საშუალებით ადგილზე ხდება მძღოლის გადამოწმება.

ზემოხსენებული პროცედურა, ნარკოტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში, ასევე განსაზღვრავს ნარკოტიკული ნივთიერების ტიპსაც და ადასტურებს, რომ მძღოლი ნამდვილად იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ამასთან, აღნიშნული მექანიზმი, ნარკოტესტით გადამოწმების პროცედურის სანდოობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ითვალისწინებს მძღოლის განმეორებით, კლინიკურად შემოწმებას კვალიფიციური ექსპერტის მიერ, მათ შორის ლაბორატორიული კვლევის საშუალებით" - ნათქვამია „ინტერპრესნიუსის“ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოთხოვილ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების განმარტებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი მექანიზმის დანერგვის მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა სამინისტროს იმ თანამშრომელთა გადამზადება, რომელთა კომპეტენციაშიც შედის ნარკოტესტის გამოყენება, შედეგების დაფიქსირება და სამართლებრივი შეფასება, ასევე, შესაბამისი ნორმატიული ბაზის შემუშავება/დამტკიცება.

„შესაბამისად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ფართომასშტაბიანი ადმინისტრირების ღონისძიებებს მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან ახორციელებს, მას შემდეგ, რაც საქართველოს ყველა რეგიონში დასრულდა გადამზადების პროცედურა“, - აღნიშნავენ უწყებაში.

"იწვევს ჰალუცინაციებს, აგრესიას, გულის გაჩერებას, უეცარ სიკვდილს..." - რა ვიცით საქართველოში შემოსული ახალი ნარკოტიკის, ე.წ პინაკას შესახებ და როგორ მუშაობს ვაჭრობის "დარქ-სქემა"

პარლამენტთან გურამ ფალავანდიშვილის თანამოაზრებიდან ერთი პირი დააკავეს

რუსთავში გოგონებმა მამაკაცის გამო იჩხუბეს - დაზიანებულია მამაკაცის მანქანა