სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინმა ბრიჯიტ მაკრონს ყვავილები მიართვა - რუსეთის პრეზიდენტს, როგორც ჩანს, ვარდები უყვარს
პუტინმა ბრიჯიტ მაკრონს ყვავილები მიართვა - რუსეთის პრეზიდენტს, როგორც ჩანს, ვარდები უყვარს

სა­ჩუქ­რად ყვა­ვი­ლე­ბის შერ­ჩე­ვი­სას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, რო­გორც ჩანს, უპი­რა­ტე­სო­ბას ვარ­დებს ანი­ჭებს. ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს ბრე­გან­სონ­ში, სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ეს­ტუმ­რა და ბრი­ჯიტ მაკ­რონს ვარ­დე­ბის თა­ი­გუ­ლი მი­არ­თვა.

66 წლის ბრი­ჯიტ­მა, რო­მელ­საც შეხ­ვედ­რა­ზე ლურ­ჯი კაბა და "ლუი ვი­ტო­ნის" მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი ეცვა, ღი­მი­ლით მი­ი­ღო სა­ჩუ­ქა­რი. ცოტა ხნის წინ საფ­რან­გე­თის პირ­ველ­მა ლე­დიმ ნა­ვით სე­ირ­ნო­ბი­სას ტრავ­მა მი­ი­ღო და ექი­მებ­მა ხელი სახ­ვე­ვე­ბით და­უ­ფიქ­სი­რეს, თუმ­ცა პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რის­თვის ბრი­ჯი­ტი სახ­ვე­ვის გა­რე­შე გა­მოჩ­ნდა. პირ­ველ­მა ლე­დიმ ქმა­რი და სტუ­მა­რი მა­ლე­ვე და­ტო­ვა.

ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­სულ წელს, პე­ტერ­ბურ­გში ბრი­ჯიტ მაკ­რონს ვარ­დე­ბის თით­ქმის ასე­თი­ვე თა­ი­გუ­ლი მი­არ­თვა.

ბრე­გან­სონ­ში შეხ­ვედ­რი­სას მაკ­რონ­მა კრემ­ლის ლი­დერს უთხრა, რომ მოს­კოვ­მა ფუნ­და­მენ­ტუ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი უნდა და­იც­ვას. გარ­და ამი­სა, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა შეხ­ვედ­რი­სას ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა რუ­სეთ­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე.

„ჩვენ მო­ვუ­წო­დებ­დით პრო­ტეს­ტის, სი­ტყვის და აზ­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვის­კენ და არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­კენ, რაც სრუ­ლად უნდა იქ­ნეს და­ცუ­ლი რუ­სეთ­ში, რო­გორც ევ­რო­პის საბ­ჭოს წევრ ქვე­ყა­ნა­ში. ვი­ნა­ი­დან, მე მჯე­რა ევ­რო­პუ­ლი რუ­სე­თის“, - გა­ნა­ცხა­და მაკ­რონ­მა.

მაკ­რონ­მა ასე­ვე იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ უკ­რა­ი­ნა და რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სის მშვი­დო­ბი­ან მოგ­ვა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პროგ­რესს მი­აღ­წე­ვენ.

თა­ვის მხრივ, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ იგი ნორ­მან­დი­ის ფორ­მა­ტის შეხ­ვედ­რე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვას ვერ ხე­დავს უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

პუტინმა ბრიჯიტ მაკრონს ყვავილები მიართვა - რუსეთის პრეზიდენტს, როგორც ჩანს, ვარდები უყვარს

პუტინმა ბრიჯიტ მაკრონს ყვავილები მიართვა - რუსეთის პრეზიდენტს, როგორც ჩანს, ვარდები უყვარს

საჩუქრად ყვავილების შერჩევისას რუსეთის პრეზიდენტი, როგორც ჩანს, უპირატესობას ვარდებს ანიჭებს. ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტს ბრეგანსონში, საზაფხულო რეზიდენციაში ესტუმრა და ბრიჯიტ მაკრონს ვარდების თაიგული მიართვა.

66 წლის ბრიჯიტმა, რომელსაც შეხვედრაზე ლურჯი კაბა და "ლუი ვიტონის" მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, ღიმილით მიიღო საჩუქარი. ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პირველმა ლედიმ ნავით სეირნობისას ტრავმა მიიღო და ექიმებმა ხელი სახვევებით დაუფიქსირეს, თუმცა პუტინთან შეხვედრისთვის ბრიჯიტი სახვევის გარეშე გამოჩნდა. პირველმა ლედიმ ქმარი და სტუმარი მალევე დატოვა.

ვლადიმერ პუტინმა გასულ წელს, პეტერბურგში ბრიჯიტ მაკრონს ვარდების თითქმის ასეთივე თაიგული მიართვა.

ბრეგანსონში შეხვედრისას მაკრონმა კრემლის ლიდერს უთხრა, რომ მოსკოვმა ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპები უნდა დაიცვას. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა რუსეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

„ჩვენ მოვუწოდებდით პროტესტის, სიტყვის და აზრის თავისუფლების დაცვისკენ და არჩევნებში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფისკენ, რაც სრულად უნდა იქნეს დაცული რუსეთში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში. ვინაიდან, მე მჯერა ევროპული რუსეთის“, - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა და რუსეთი უკრაინის კრიზისის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწევენ.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ იგი ნორმანდიის ფორმატის შეხვედრების ალტერნატივას ვერ ხედავს უკრაინის კრიზისის მოგვარებაში.

ფოტოები თურქეთიდან, სადაც მიწისძვრამ ათობით სახლი დაანგრია - დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა

მიწისძვრის შედეგად იზმირში კორპუსი ჩამოიშალა - უმძიმეს კადრებს თურქეთში საქართველოს ელჩი ავრცელებს

სულ მცირე 4 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაშავებული - დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთში