ავტორი:

5 მდიდარი და წარმატებული ქართველი სასიძო

5 მდიდარი და წარმატებული ქართველი სასიძო

მსოფლიო პრესა, მათ შორის ქართულიც პერიოდულად აქვეყნებს პოპულარული სასიძოების სიას. რამდენიმე წლის მანძილზე, საქართველოში ამ "რეიტინგში" თითქმის ერთიდაიგივე ადამიანები ხვდებოდნენ, თუმცა ზოგი დაქორწინდა, ზოგმა კი სასურველი სასიძოს ტიტული დაკარგა. "რეიტინგი" თანამედროვე სასურველი სასიძოების რეიტინგს გთავაზობთ:

გიორგი ბაჩიაშვილი

გიორგი ბაჩიაშვილის სახელი და გვარი ფართო წრეებისთვის ცნობილი რამდენიმე თვის წინ გახდა. სწორედ მას მოიაზრებდნენ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე, როდესაც თანამდებობა გიორგი ქობულიამ დატოვა. ჭორები არ გამართლდა და ბაჩიაშვილის ნაცვლად თანამდებობაზე ნათია თურნავა დაინიშნა. გიორგი ბაჩიაშვილის ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დანიშვნაზე ჭორები მაშინ იმანაც გაამყარა, რომ მან თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებლის პოსტი დატოვა.

31 წლის გიორგი ბაჩიაშვილი პროფესიით ფინანსისტია, ის წლების მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა. მისი მშობლები ექიმები არიან. ასევე ჰყავს და, ნინო ბაჩიაშვილი, რომელიც წარსულში სამოდელო სააგენტო "ნატალის" მოდელი იყო და წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა. ის ქართველ ბიზნესმენზეა გათხოვილი. გიორგი ბაჩიაშვილი გოგონებში ყოველ-თვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ოჯახი ამ დრომდე არ შეუქმნია. ის მოსკოვის ექს-ვიცე მერის სოსო ორჯონიკიძის ვაჟის, ნიკუშა ორჯონიკიძის ძმაკაცია. ბაჩიაშვილი აქტიურია "ინსტაგრამზე", სადაც ახალ პოსტებს ხშირად აქვეყნებს. გატაცებულია ავტოსპორტით და უყვარს მოგზაურობა. ის არც ექსტრემალურ თავგადასავლებზე ამბობს უარს, რასაც მისი პირადი გვერდიც მოწმობს. ბაჩიაშვილის ინსტაგრამზე ნახავთ, როგორ ერთობა ის ავტორალით და ასევე, როგორ ცურავს ზვიგენებთან ერთად.

მიხეილ ხიდურელი

მიხეილ ხიდურელი 31 წლის პოპულარული ქართველი სასიძოა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“-ს ხელმძღვანელია. ხიდურელი ამ პოსტზე გასული წლის 14 მაისს დაინიშნა. მიხეილ ხიდურელი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის SavvY თანადამფუძნებელია. მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯმენტის კუთხით, კერძოდ: კომპანიაში „Saunders Group“ ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიცია ეკავა, სტარტაპ კომპანიაში „Drive Shift“ დირექტორის მოადგილე იყო და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელადაც მუშაობდა. ამასთან, ლონდონსა და ნიუ-დოჰაში SHARD-ის ცათამბჯენის პროექტის მენეჯერი გახლდათ.

ირაკლი ხელაძე

პოპულარული სასიძოა 31 წლის პოლიტიკოსი ირაკლი ხელაძე. ის ამჯერად ნაძალადევის გამგებელის პოსტს იკავებს. ირაკლი ხელაძე წარსულში ფეხბურთელი იყო და თავისუფალ დროს სპორტის ამ სახეობით ახლაც არის დაკავებული. იყო ნორჩი დინამოელი, თამაშობდა გაგრაში, თბილისის „თბილისში“, სიონში და გაგრაში, თუმცა, სკოლის დამთავრების შემდეგ ფეხბურთზე უარი თქვა...წაიკითხეთ სრულად

მილიონზე მეტის მოგებიანი ბილეთი ბათუმში გაიყიდა

ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

ილია მეორეს ბათუმში, ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევა უტარდება - პატრიარქის ექიმის კომენტარი