პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ჟურნალისტის მრავალშვილიანი ოჯახის მინიატურული სოფლები - "...იქ უმალ ჩნდებიან მობინადრეები"
ცნობილი ჟურნალისტის მრავალშვილიანი ოჯახის მინიატურული სოფლები - "...იქ უმალ ჩნდებიან მობინადრეები"

ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც უნდა მო­გი­თხროთ, ჩვენს კო­ლე­გას, ჟურ­ნა­ლისტ დაჩი გრძე­ლიშ­ვილს ეხე­ბა. ექ­ვსშვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი გა­რე­მოს გა­ლა­მა­ზე­ბა­ში, მუდ­მი­ვად ზრუ­ნა­ვენ და შე­დეგ­საც აღ­წე­ვენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი აგა­რაკ­ზე, სო­ფელ ღუ­ლე­ლებ­ში ხდე­ბა. სახ­ლიც სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით აა­გეს, ბაღ­ზეც თვი­თონ იზ­რუ­ნეს. მათი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გა­ტა­ცე­ბა ეზო­ში მიკ­რო­სოფ­ლე­ბის გა­შე­ნე­ბაა. რა არის ეს, რო­გო­რი ხელ­მარ­ჯვეა ოჯა­ხის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი, დიდი თუ პა­ტა­რა, ამას დაჩი გვი­ამ­ბობს.

- თი­ა­ნე­თის რა­ი­ონ­ში, სა­ბა­დუ­რის ტყის მახ­ლობ­ლად, სო­ფელ ღუ­ლე­ლებ­ში გვაქვს ეზო-კარი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ შე­ვი­ძი­ნეთ­და დღემ­დე სა­კუ­თა­რი ხე­ლით ვა­კე­თებთ და ვა­შე­ნებთ. სო­ფე­ლიც ძა­ლი­ან გვი­წყობს ხელს, ბუ­ნე­ბაც და იქა­უ­რი ვი­თა­რე­ბაც. წყლის გაყ­ვა­ნით და­წყე­ბუ­ლი, კედ­ლე­ბის ამო­შე­ნე­ბა-შე­ღებ­ვით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ბევ­რი რამ ჩვე­ნი გა­კე­თე­ბუ­ლია. რო­გორც იქნა, იქა­უ­რო­ბა რა­ღა­ცას და­ემ­სგავ­სა, თუმ­ცა დას­რუ­ლე­ბუ­ლი ჯერ არ არის. თან­და­თან მეტი რა­მის გა­კე­თე­ბა გვინ­დე­ბა და ყო­ველ ზა­ფხულს რა­ღა­ცას ვა­მა­ტებთ. რო­გორც იტყვი­ან, მადა ჭა­მა­ში მო­დის.

- ბუ­ნე­ბა ხელს გი­წყობთ და იდე­ე­ბი გაქვთ - ქმნით პა­ტარ-პა­ტა­რა კუნ­ძუ­ლებს, რა­საც მიკ­რო­სოფ­ლე­ბი და­არ­ქვით..

- მთა­ვა­რი ის არის, რომ ჩვენ­თან ბევ­რი ბავ­შვია და ვცდი­ლობთ, ყვე­ლას მო­ნა­წი­ლე­ო­ბით რა­ღაც შევ­ქმნათ, თან გა­ვერ­თოთ კი­დეც. სა­დაც ასე­თი საქ­მეა, იქ არც ჩხუ­ბია და არც ცუდი ფიქ­რე­ბის­თვის რჩე­ბა დრო. რაც მთა­ვა­რია, ერ­თად ბევრ ახალ რა­მეს ვსწავ­ლობთ. წლე­ულს, მა­გა­ლი­თად, ასე­თი ჰობი - მიკ­რო­სოფ­ლე­ბის შექ­მნა აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. შარ­შან მე­ბა­ღე­ო­ბა იყო ჩვე­ნი ჰობი - ის წე­ლი­წა­დი მეყ­ვა­ვი­ლე­ო­ბის წლად გა­მო­ვა­ცხა­დეთ და დიდ-პა­ტა­რა აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვით საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი. ხში­რად მი­წევს მივ­ლი­ნე­ბა სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში და ყვა­ვი­ლი ან სა­ინ­ტე­რე­სო მცე­ნა­რის თეს­ლი მო­მაქვს ხოლ­მე. ჩვე­ნე­ბიც ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბი­ან ახალ მცე­ნა­რეს, რაც მთა­ვა­რია, გამ­ზა­დე­ბულ ად­გილს მახ­ვედ­რე­ბენ, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა, ესა თუ ის მცე­ნა­რე და­ირ­გოს.

- რა ფარ­თო­ბია თქვე­ნი კარ-მი­და­მო?

- 600 კვმ იქ­ნე­ბა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სოფ­ლის სახ­ლი და ეზოა. წინა ნა­წილ­ში, ღო­ბის გას­წვრივ, ად­გი­ლი მო­ვა­სუფ­თა­ვეთ და მრა­ვალ­წლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი დავრგეთ. ოღონდ ჩვენ­თან ცოტა რთუ­ლი კლი­მა­ტია, ახ­ლაც ცივა, ქურ­თუ­კე­ბით დავ­დი­ვართ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თბი­ლის­თან ახ­ლოს, სულ 40 კი­ლო­მეტრშია, მაგ­რამ, სა­მა­გი­ე­როდ, ზღვის დო­ნი­დან 2-ჯერ უფრო მაღ­ლაა, 1200 მეტრზე ვართ. ამი­ტომ ვცდი­ლობთ, მცე­ნა­რეც ისე­თი დავრგოთ, ამ ტემ­პე­რა­ტუ­რა­სა და კლი­მატს გა­უძ­ლოს. სხვა­თა შო­რის, ბევ­რმა ისეთ­მა მცე­ნა­რემ დას­ძლია ღუ­ლე­ლე­ბის ჰავა, რომ არ ვე­ლო­დი, მა­გა­ლი­თად, გლი­ცი­ნი­ამ, ასე­ვე სხვა პა­ტარ-პა­ტა­რა მა­რადმწვა­ნე მცე­ნა­რე­ებ­მა, მათ შო­რის - ხვი­ა­რებ­მა.

სუ­კუ­ლენ­ტე­ბის პა­ტა­რა გო­რა­კი გვქონ­და და წლე­ულს რომ ვა­სუფ­თა­ვებ­დით, იდეა გაგ­ვიჩ­ნდა, პა­ტა­რა სოფ­ლის მო­დე­ლი შეგ­ვექ­მნა. ჩავ­დგით პა­ტა­რა ქოხი, გა­ვიყ­ვა­ნეთ გზა და კენ­ჭე­ბით მოვ­კირ­წყლეთ, ხი­დიც გავ­დეთ... მერე შე­ვი­ტყვეთ, რომ საქ­მის­თვის სა­ჭი­რო ხელ­სა­წყო­ე­ბი­სა და მა­სა­ლის (შე­ღე­ბი­ლი კენ­ჭე­ბი) შე­ძე­ნა შე­იძ­ლე­ბა. ბევ­რი რამ ინ­ტერ­ნეტ­შიც მოვ­ძებ­ნე, ვე­ლო­სი­პე­დი რომ არ გა­მოგ­ვე­გო­ნე­ბი­ნა... მოკ­ლედ, ახლა რა­საც ვა­კე­თებთ, ყვე­ლა­ფე­რი კონ­ვე­ი­ე­რუ­ლად მი­დის, შრო­მა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი გვაქვს.

- რა კარ­გია, რომ საქ­მე­ში ბავ­შვე­ბიც არი­ან ჩარ­თუ­ლი...

- მა­გა­ლი­თად, კრა­ვაი ძა­ლი­ან კარ­გად ხა­ტავს, ასე­ვე მისი ბი­ძაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩვენ­თან სტუმ­რად არის თა­ვის მშობ­ლებ­თან, კო­ტე­სა და თა­მუ­ნას­თან ერ­თად. კო­ტეც შე­მოგ­ვეშ­ვე­ლა *იდე­ოგ­რა­ფი­ის ნა­წილ­ში, აღ­მოჩ­ნდა, რომ წვრი­ლი ჩხი­რე­ბის­გან უზუს­ტე­სად ამ­ზა­დებს ღო­ბე­ებს. რო­დე­საც სხვე­ბი კენ­ჭებს მო­ხა­ტა­ვენ, წყალ­მა რომ არ გა­და­რე­ცხოს, ან­დრია მათ ლა­ქით ფა­რავს. ხა­რე­ბას ელექტრო­ბა ეს­მის და გა­ნა­თე­ბა­ზე ზრუ­ნავს. ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მოს შექ­მნას ვცდი­ლობთ და გა­ნა­თე­ბაც მზის ენერ­გი­ა­ზეა აწყო­ბი­ლი - ღა­მით ანა­თებს, რად­გან დღი­სით ელე­მენ­ტე­ბი მზის ენერ­გი­ით იტე­ნე­ბა. ხა­რე­ბა ხის შე­სა­ფე­რის ტო­ტებს ეძებს, რაც ბი­ლი­კე­ბის­თვის, ხი­დე­ბის­თვის, კი­ბე­ე­ბის­თვის გა­მოდ­გე­ბა... მოკ­ლედ, ყვე­ლა აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბა. ვბჭობთ, სად რა აჯო­ბებს და რო­გორ. ერ­თმა­ნეთ­ში ტა­ლან­ტებს ვე­ძებთ. თა­მუ­ნა, კო­ტეს მე­უღ­ლეც, ჩვენ­თან ერ­თად შრო­მობს. იცით, რო­გო­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია? აქამ­დე აზ­რა­დაც რომ არ მოგ­ვი­ვი­დო­და! მა­გა­ლი­თად, თა­მუ­ნას ცხოვ­რე­ბა­ში მსგავ­სი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, ახლა კენ­ჭებს ხა­ტავს და თა­ნაც ბავ­შვებს ტოლს არ უდებს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

ცნობილი ჟურნალისტის მრავალშვილიანი ოჯახის მინიატურული სოფლები - "...იქ უმალ ჩნდებიან მობინადრეები"

ცნობილი ჟურნალისტის მრავალშვილიანი ოჯახის მინიატურული სოფლები - "...იქ უმალ ჩნდებიან მობინადრეები"

ამბავი, რომელიც უნდა მოგითხროთ, ჩვენს კოლეგას, ჟურნალისტ დაჩი გრძელიშვილს ეხება. ექვსშვილიანი ოჯახი აქტიურად არის ჩართული გარემოს გალამაზებაში, მუდმივად ზრუნავენ და შედეგსაც აღწევენ. ეს ყველაფერი აგარაკზე, სოფელ ღულელებში ხდება. სახლიც საკუთარი ძალებით ააგეს, ბაღზეც თვითონ იზრუნეს. მათი ბოლოდროინდელი გატაცება ეზოში მიკროსოფლების გაშენებაა. რა არის ეს, როგორი ხელმარჯვეა ოჯახის თითოეული წევრი, დიდი თუ პატარა, ამას დაჩი გვიამბობს.

- თიანეთის რაიონში, საბადურის ტყის მახლობლად, სოფელ ღულელებში გვაქვს ეზო-კარი, რომელიც რამდენიმე წლის წინ შევიძინეთდა დღემდე საკუთარი ხელით ვაკეთებთ და ვაშენებთ. სოფელიც ძალიან გვიწყობს ხელს, ბუნებაც და იქაური ვითარებაც. წყლის გაყვანით დაწყებული, კედლების ამოშენება-შეღებვით დამთავრებული, ბევრი რამ ჩვენი გაკეთებულია. როგორც იქნა, იქაურობა რაღაცას დაემსგავსა, თუმცა დასრულებული ჯერ არ არის. თანდათან მეტი რამის გაკეთება გვინდება და ყოველ ზაფხულს რაღაცას ვამატებთ. როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდის.

- ბუნება ხელს გიწყობთ და იდეები გაქვთ - ქმნით პატარ-პატარა კუნძულებს, რასაც მიკროსოფლები დაარქვით..

- მთავარი ის არის, რომ ჩვენთან ბევრი ბავშვია და ვცდილობთ, ყველას მონაწილეობით რაღაც შევქმნათ, თან გავერთოთ კიდეც. სადაც ასეთი საქმეა, იქ არც ჩხუბია და არც ცუდი ფიქრებისთვის რჩება დრო. რაც მთავარია, ერთად ბევრ ახალ რამეს ვსწავლობთ. წლეულს, მაგალითად, ასეთი ჰობი - მიკროსოფლების შექმნა აღმოვაჩინეთ. შარშან მებაღეობა იყო ჩვენი ჰობი - ის წელიწადი მეყვავილეობის წლად გამოვაცხადეთ და დიდ-პატარა აქტიურად ვიყავით საქმეში ჩართული. ხშირად მიწევს მივლინება სხვადასხვა კუთხეში და ყვავილი ან საინტერესო მცენარის თესლი მომაქვს ხოლმე. ჩვენებიც ინტერესით ელოდებიან ახალ მცენარეს, რაც მთავარია, გამზადებულ ადგილს მახვედრებენ, სადაც შეიძლება, ესა თუ ის მცენარე დაირგოს.

- რა ფართობია თქვენი კარ-მიდამო?

- 600 კვმ იქნება. ჩვეულებრივი სოფლის სახლი და ეზოა. წინა ნაწილში, ღობის გასწვრივ, ადგილი მოვასუფთავეთ და მრავალწლოვანი მცენარეები დავრგეთ. ოღონდ ჩვენთან ცოტა რთული კლიმატია, ახლაც ცივა, ქურთუკებით დავდივართ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისთან ახლოს, სულ 40 კილომეტრშია, მაგრამ, სამაგიეროდ, ზღვის დონიდან 2-ჯერ უფრო მაღლაა, 1200 მეტრზე ვართ. ამიტომ ვცდილობთ, მცენარეც ისეთი დავრგოთ, ამ ტემპერატურასა და კლიმატს გაუძლოს. სხვათა შორის, ბევრმა ისეთმა მცენარემ დასძლია ღულელების ჰავა, რომ არ ველოდი, მაგალითად, გლიცინიამ, ასევე სხვა პატარ-პატარა მარადმწვანე მცენარეებმა, მათ შორის - ხვიარებმა.

სუკულენტების პატარა გორაკი გვქონდა და წლეულს რომ ვასუფთავებდით, იდეა გაგვიჩნდა, პატარა სოფლის მოდელი შეგვექმნა. ჩავდგით პატარა ქოხი, გავიყვანეთ გზა და კენჭებით მოვკირწყლეთ, ხიდიც გავდეთ... მერე შევიტყვეთ, რომ საქმისთვის საჭირო ხელსაწყოებისა და მასალის (შეღებილი კენჭები) შეძენა შეიძლება. ბევრი რამ ინტერნეტშიც მოვძებნე, ველოსიპედი რომ არ გამოგვეგონებინა... მოკლედ, ახლა რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი კონვეიერულად მიდის, შრომა განაწილებული გვაქვს.

- რა კარგია, რომ საქმეში ბავშვებიც არიან ჩართული...

- მაგალითად, კრავაი ძალიან კარგად ხატავს, ასევე მისი ბიძაშვილი, რომელიც ჩვენთან სტუმრად არის თავის მშობლებთან, კოტესა და თამუნასთან ერთად. კოტეც შემოგვეშველა *იდეოგრაფიის ნაწილში, აღმოჩნდა, რომ წვრილი ჩხირებისგან უზუსტესად ამზადებს ღობეებს. როდესაც სხვები კენჭებს მოხატავენ, წყალმა რომ არ გადარეცხოს, ანდრია მათ ლაქით ფარავს. ხარებას ელექტრობა ესმის და განათებაზე ზრუნავს. ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას ვცდილობთ და განათებაც მზის ენერგიაზეა აწყობილი - ღამით ანათებს, რადგან დღისით ელემენტები მზის ენერგიით იტენება. ხარება ხის შესაფერის ტოტებს ეძებს, რაც ბილიკებისთვის, ხიდებისთვის, კიბეებისთვის გამოდგება... მოკლედ, ყველა აქტიურად ერთვება. ვბჭობთ, სად რა აჯობებს და როგორ. ერთმანეთში ტალანტებს ვეძებთ. თამუნა, კოტეს მეუღლეც, ჩვენთან ერთად შრომობს. იცით, როგორი საინტერესო პროცესია? აქამდე აზრადაც რომ არ მოგვივიდოდა! მაგალითად, თამუნას ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გაუკეთებია, ახლა კენჭებს ხატავს და თანაც ბავშვებს ტოლს არ უდებს...წაიკითხეთ სრულად

რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

"ეს მარშუტკა ეკუთვნის მამაჩემს... წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი მედიაში გავრცელებულ კადრებზე

საინტერესო დეტალები თორნიკე შენგელიას პირადზე - როგორ დაქორწინდა კალათბურთელი ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილზე