სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების კომპოზიციებმა "ბლექ სი არენაზე" მსმენელი აიყოლია
ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების კომპოზიციებმა "ბლექ სი არენაზე" მსმენელი აიყოლია

"ბლექ სი არე­ნას" სცე­ნა­ზე ჯან­სუღ და ვახ­ტანგ კა­ხი­ძე­ე­ბის კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი შეს­რულ­და.

სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში მი­სუ­ლი მსმე­ნე­ლე­ბის­თვის, კონ­ცერ­ტის პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ჯან­სუღ კა­ხი­ძის ყვე­ლა დრო­ის სიმ­ღე­რე­ბი შე­ას­რუ­ლეს. "ანო და ვანო" კი სა­ღა­მოს კულ­მი­ნა­ცი­უ­რი მო­მენ­ტი იყო, რო­მელ­მაც მა­ყუ­რებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცია გა­მო­იწ­ვია. მუ­სი­კო­სე­ბი და მსმე­ნე­ლე­ბი მუ­სი­კა­ლურ ნო­მერს ერ­თობ­ლი­ვად ას­რუ­ლებ­დნენ.

"პირ­ველ რიგ­ში მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დი "ბლექ სი არე­ნას" თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­მაც ძა­ლი­ან მა­ღალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე იმუ­შა­ვეს. მო­სულ მა­ყუ­რე­ბელს უდი­დეს მად­ლო­ბას ვუხ­დი, ეს არის იმე­დი, რომ ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა სა­ჭი­რო, მო­თხოვ­ნა­დი, ნოს­ტალ­გი­უ­რი და კე­თი­ლია - ეს გვჭირ­დე­ბა ყვე­ლას",- აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვილ­მა.

კონ­ცერ­ტი ორი გან­ყო­ფი­ლე­ბის­გან შედ­გე­ბო­და. მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, კომ­პო­ზი­ტორ ვახ­ტანგ კა­ხი­ძის მუ­სი­კა კი­ნო­სა და თე­ატ­რი­სათ­ვის და ასე­ვე მის მიერ შექ­მნი­ლი ჯაზ-ფოლკ კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

"მად­ლო­ბა "ბლექ სი არე­ნას" გუნდს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა, რომ ასე­თი სა­ღა­მო გა­მო­სუ­ლი­ყო. დღეს პირ­ვე­ლი წუ­თი­დან მა­ყუ­რებ­ლის­გან მო­დი­ო­და სით­ბო და მხარ­და­ჭე­რა. ჩვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი ხან­და­ხან მორ­ცხვი არის, რომ წა­მოდ­გეს აგ­ყვეს იმ­ღე­როს და იცეკ­ვოს. დღეს სა­ერ­თოდ სა­პი­რის­პი­რო სუ­რა­თი იყო. უდი­დე­სი მად­ლო­ბა მსმე­ნელს" - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ კა­ხი­ძემ.

"ბლექ სი არე­ნას" სცე­ნა­ზე გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ თბი­ლი­სის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი, ან­სამ­ბლი „რუს­თა­ვი“, ვახ­ტანგ კა­ხი­ძე, ნატო კა­ხი­ძე, ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძე, მაკა ზამ­ბა­ხი­ძე, გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი და გოგა მეს­ხი.

"ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა ჯან­სუღ და ვახ­ტანგ კა­ხი­ძე­ე­ბის სიმ­ღე­რე­ბის სა­ღა­მომ. ერ­თია, რომ ჩა­მოგ­ყავს უცხო­ე­ლი არ­ტის­ტე­ბი და მე­ო­რეა როცა ქარ­თველ არ­ტის­ტებ­ზე მო­დის ამ­დე­ნი ხალ­ხი და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის კონ­ცერ­ტი იმარ­თე­ბა" - გა­ნა­ცხა­და "ბლექ სი არე­ნას" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ტატო ხარ­ჩი­ლა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების კომპოზიციებმა "ბლექ სი არენაზე" მსმენელი აიყოლია

ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების კომპოზიციებმა "ბლექ სი არენაზე" მსმენელი აიყოლია

"ბლექ სი არენას" სცენაზე ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების კომპოზიციები შესრულდა.

საკონცერტო დარბაზში მისული მსმენელებისთვის, კონცერტის პირველ განყოფილებაში ჯანსუღ კახიძის ყველა დროის სიმღერები შეასრულეს. "ანო და ვანო" კი საღამოს კულმინაციური მომენტი იყო, რომელმაც მაყურებლის განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია. მუსიკოსები და მსმენელები მუსიკალურ ნომერს ერთობლივად ასრულებდნენ.

"პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადი "ბლექ სი არენას" თანამშრომლებს, რომლებმაც ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე იმუშავეს. მოსულ მაყურებელს უდიდეს მადლობას ვუხდი, ეს არის იმედი, რომ ქართული მუსიკა საჭირო, მოთხოვნადი, ნოსტალგიური და კეთილია - ეს გვჭირდება ყველას",- აღნიშნა გიორგი სუხიტაშვილმა.

კონცერტი ორი განყოფილებისგან შედგებოდა. მეორე განყოფილებაში, კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის და ასევე მის მიერ შექმნილი ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები იყო წარმოდგენილი.

"მადლობა "ბლექ სი არენას" გუნდს, რომელიც ძალიან დაგვეხმარა, რომ ასეთი საღამო გამოსულიყო. დღეს პირველი წუთიდან მაყურებლისგან მოდიოდა სითბო და მხარდაჭერა. ჩვენი მაყურებელი ხანდახან მორცხვი არის, რომ წამოდგეს აგყვეს იმღეროს და იცეკვოს. დღეს საერთოდ საპირისპირო სურათი იყო. უდიდესი მადლობა მსმენელს" - განაცხადა ვახტანგ კახიძემ.

"ბლექ სი არენას" სცენაზე გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „რუსთავი“, ვახტანგ კახიძე, ნატო კახიძე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი.

"ძალიან წარმატებით ჩაიარა ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამომ. ერთია, რომ ჩამოგყავს უცხოელი არტისტები და მეორეა როცა ქართველ არტისტებზე მოდის ამდენი ხალხი და მაღალი ხარისხის კონცერტი იმართება" - განაცხადა "ბლექ სი არენას" აღმასრულებელმა დირექტორმა ტატო ხარჩილავამ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს