პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუბნებიან, გოგონები შენს გამო ესწრებიან ლექციასო... მირჩევნია გამოცდა ჩააბარონ და არა ჩემი ვიზუალით დატკბნენ" - როგორ ცხოვრობს ჯაბა ქარსელაძე ბარსელონაში
"მეუბნებიან, გოგონები შენს გამო ესწრებიან ლექციასო... მირჩევნია გამოცდა ჩააბარონ და არა ჩემი ვიზუალით დატკბნენ" - როგორ ცხოვრობს ჯაბა ქარსელაძე ბარსელონაში

ერთ დროს პო­პუ­ლა­რულ­მა მომ­ღე­რალ­მა ჯაბა ქარ­სე­ლა­ძემ წლე­ბის წინ სცე­ნა მი­ა­ტო­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და და ახლა უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს, სა­დაც ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს. ამ­ბობს, რომ საკ­მა­ოდ მკაც­რი ლექ­ტო­რია და ამ­ჟა­მინ­დე­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სცე­ნა­ზე მიკრო­ფო­ნით ხელ­ში დგო­მა ენატ­რე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი­სა, წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ - ზამ­თარ­სა და ზა­ფხულ­ში სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­დის და აქ ის­ვე­ნებს. ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ჯა­ბამ პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ სტილ­ზე ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"9 წლის წინ წა­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან, ახლა ეს­პა­ნეთ­ში ვცხოვ­რობ და როცა ჩა­მოვ­დი­ვარ, ქუ­ჩა­ში მი­ყუ­რე­ბენ, თან მცნო­ბენ და თან ვერა: თქვენ ჯაბა არ ხართ? ხში­რად მი­ფიქ­რია, რა მოხ­დე­ბო­და რომ არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­დან და პა­სუ­ხიც ვიცი: წა­ვი­კი­თხავ­დი ლექ­ცი­ებს, გა­ვაგ­რძე­ლებ­დი მომ­ღერ­ლო­ბას - ანუ ად­რინ­დე­ლი ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­რებ­დი და ვიქ­ნე­ბო­დი წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

თუმ­ცა, სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა - რა­საც უცხო­ეთ­ში მი­ვაღ­წიე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ შევ­ძლებ­დი.

ვსწავ­ლობ­დი შვე­ი­ცა­რი­ა­ში, 7 წელი ვი­ცხოვ­რე პა­რიზ­ში და ახლა ბარ­სე­ლო­ნა­ში ვცხოვ­რობ და ვმუ­შა­ობ. ბარ­სე­ლო­ნა­ში, ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბი­სას შევ­ნიშ­ნე ბიზ­ნესს­კო­ლა, რო­მე­ლიც ლექ­ტო­რე­ბის მი­ღე­ბას აცხა­დებ­და. გავ­გზავ­ნე "სივი" და ჩემ­და გა­სა­ოც­რად ორ დღე­ში და­მი­რე­კეს, მი­მი­ღეს. ჩა­ვა­ლა­გე ბარ­გი, საფ­რან­გე­თი­დან ეს­პა­ნეთ­ში გა­და­ვე­დი და ისევ თა­ვი­დან და­ვი­წყე ცხოვ­რე­ბა. ლექ­ცი­ებს ფი­ნან­სურ-სა­ბუ­ღალ­ტრო თე­მა­ზე ვკი­თხუ­ლობ­დი და ვცდი­ლობ, სა­ინ­ტე­რე­სოდ ავუხ­სნა სტუ­დენ­ტებს, რომ მო­სა­წყე­ნი არ იყოს.

- ამ­ბო­ბენ, რომ გო­გო­ნე­ბი შენს ლექ­ცი­ას ფი­ნან­სე­ბის და ბუ­ღალ­ტე­რი­ის გამო კი არა, შენს გამო ეს­წრე­ბი­ან, ასეა?

- კი, მე­უბ­ნე­ბი­ან შენს გა­მოც ეს­წრე­ბი­ა­ნო, მაგ­რამ მე იმ­დე­ნად ვი­ხარ­ჯე­ბი, მირ­ჩევ­ნია მის­მი­ნონ, გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რონ და არა მხო­ლოდ ჩემი ვი­ზუ­ა­ლის ყუ­რე­ბით დატ­კბ­ნენ.

...თუ ევ­რო­პე­ლებს ცოტა მკაც­რად არ მი­უ­დე­ქი, ქარ­თულ-კავ­კა­სი­უ­რი ხა­სი­ა­თი არ და­ა­ნა­ხე, სუ­ბორ­დი­ნა­ცია არ და­ი­ცა­ვი, თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სპორ­ტულ ცხოვ­რე­ბას, როცა ვვარ­ჯი­შობ, მენ­ტა­ლუ­რი დაღ­ლა ფი­ზი­კურ­ში გა­და­დის და ეს დიდი გან­ტვირ­თვაა. ხში­რად დავ­დი­ვარ ზღვა­ზე და იქაც ვა­ხერ­ხებ გან­ტვირ­თვას.

მოგ­ზა­უ­რო­ბა ჩემ­თვის ნარ­კო­ტი­კია - ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობ. ამ ზა­ფხულს ვი­ყა­ვი ჩი­ნეთ­ში, ამე­რი­კა­ში, ბრა­ზი­ლი­ა­ში. ყო­ველ წელს ჩა­მოვ­დი­ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში - ახალ წელს და ზა­ფხულ­ში და ამ ტრა­დი­ცი­ას არ ვარ­ღვევ ის ენერ­გე­ტი­კა და სიყ­ვა­რუ­ლი, რი­თაც ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ვი­მუხ­ტე­ბი, ჩა­მოს­ვლი­დან ჩა­მოს­ვლამ­დე მყოფ­ნის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მეუბნებიან, გოგონები შენს გამო ესწრებიან ლექციასო... მირჩევნია გამოცდა ჩააბარონ და არა ჩემი ვიზუალით დატკბნენ" - როგორ ცხოვრობს ჯაბა ქარსელაძე ბარსელონაში

"მეუბნებიან, გოგონები შენს გამო ესწრებიან ლექციასო... მირჩევნია გამოცდა ჩააბარონ და არა ჩემი ვიზუალით დატკბნენ" - როგორ ცხოვრობს ჯაბა ქარსელაძე ბარსელონაში

ერთ დროს პოპულარულმა მომღერალმა ჯაბა ქარსელაძემ წლების წინ სცენა მიატოვა, საქართველოდან წავიდა და ახლა უცხოეთში ცხოვრობს, სადაც ლექციებს კითხულობს. ამბობს, რომ საკმაოდ მკაცრი ლექტორია და ამჟამინდელი განსხვავებული ცხოვრების მიუხედავად, სცენაზე მიკროფონით ხელში დგომა ენატრება.

მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, წელიწადში ორჯერ - ზამთარსა და ზაფხულში სამშობლოში ჩამოდის და აქ ისვენებს. ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ჯაბამ პირად ცხოვრებასა და ცხოვრების ჯანსაღ სტილზე ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"9 წლის წინ წავედი საქართველოდან, ახლა ესპანეთში ვცხოვრობ და როცა ჩამოვდივარ, ქუჩაში მიყურებენ, თან მცნობენ და თან ვერა: თქვენ ჯაბა არ ხართ? ხშირად მიფიქრია, რა მოხდებოდა რომ არ წავსულიყავი საქართველოდან და პასუხიც ვიცი: წავიკითხავდი ლექციებს, გავაგრძელებდი მომღერლობას - ანუ ადრინდელი ცხოვრებით ვიცხოვრებდი და ვიქნებოდი წარმატებული.

თუმცა, საკუთარი თავის განვითარება, დამოუკიდებლად ცხოვრება - რასაც უცხოეთში მივაღწიე, საქართველოში ვერ შევძლებდი.

ვსწავლობდი შვეიცარიაში, 7 წელი ვიცხოვრე პარიზში და ახლა ბარსელონაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ბარსელონაში, ქუჩაში სეირნობისას შევნიშნე ბიზნესსკოლა, რომელიც ლექტორების მიღებას აცხადებდა. გავგზავნე "სივი" და ჩემდა გასაოცრად ორ დღეში დამირეკეს, მიმიღეს. ჩავალაგე ბარგი, საფრანგეთიდან ესპანეთში გადავედი და ისევ თავიდან დავიწყე ცხოვრება. ლექციებს ფინანსურ-საბუღალტრო თემაზე ვკითხულობდი და ვცდილობ, საინტერესოდ ავუხსნა სტუდენტებს, რომ მოსაწყენი არ იყოს.

- ამბობენ, რომ გოგონები შენს ლექციას ფინანსების და ბუღალტერიის გამო კი არა, შენს გამო ესწრებიან, ასეა?

- კი, მეუბნებიან შენს გამოც ესწრებიანო, მაგრამ მე იმდენად ვიხარჯები, მირჩევნია მისმინონ, გამოცდა ჩააბარონ და არა მხოლოდ ჩემი ვიზუალის ყურებით დატკბნენ.

...თუ ევროპელებს ცოტა მკაცრად არ მიუდექი, ქართულ-კავკასიური ხასიათი არ დაანახე, სუბორდინაცია არ დაიცავი, თავის დამკვიდრება გაგიჭირდება.

რაც შეეხება სპორტულ ცხოვრებას, როცა ვვარჯიშობ, მენტალური დაღლა ფიზიკურში გადადის და ეს დიდი განტვირთვაა. ხშირად დავდივარ ზღვაზე და იქაც ვახერხებ განტვირთვას.

მოგზაურობა ჩემთვის ნარკოტიკია - ბევრს ვმოგზაურობ. ამ ზაფხულს ვიყავი ჩინეთში, ამერიკაში, ბრაზილიაში. ყოველ წელს ჩამოვდივარ საქართველოში - ახალ წელს და ზაფხულში და ამ ტრადიციას არ ვარღვევ ის ენერგეტიკა და სიყვარული, რითაც ჩემს ქვეყანაში ვიმუხტები, ჩამოსვლიდან ჩამოსვლამდე მყოფნის.

10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს!!!

ლევან გელბახიანი ბერლინალეზე ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა - "ამ ფილმით საკუთარი თავი უკეთ შევიცანი"

კინოთეატრ "ამირანში" ჯეკ ლონდონის "წინაპართა ძახილის" ეკრანიზაციის პრემიერა გაიმართება