10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულთანს იმდენად უყვარდა ცოლი, ცაში აიყვანა და მზეში გამოსახა..." - თურქეთის ქართველი დედოფლის, გურჯი ხათუნის მდიდრული და ტრაგიკული ცხოვრება
"სულთანს იმდენად უყვარდა ცოლი, ცაში აიყვანა და მზეში გამოსახა..." - თურქეთის ქართველი დედოფლის, გურჯი ხათუნის მდიდრული და ტრაგიკული ცხოვრება

თურ­ქულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თურ­ქეთ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, გურ­ჯი ხა­თუ­ნის საფ­ლა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს ცნო­ბით, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად ნა­პოვ­ნია სარ­კო­ფა­გე­ბი.

"თურ­ქე­თის ქ. ერ­ზე­რუ­მის პა­სინ­ლე­რის რა­ი­ონ­ში ჩა­ტარ­და არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, აღ­მო­ა­ჩი­ნეს სულ­თან ალა­ე­დინ ქე­ი­ყუ­ბად II-სა და მისი დე­დის, გურ­ჯი ხა­თუ­ნად წო­დე­ბუ­ლი თა­მარ დე­დოფ­ლის სარ­კო­ფა­გე­ბი. სა­ელ­ჩო იწყებს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის მოკ­ვლე­ვას" - ვკი­თხუ­ლობთ სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

გურ­ჯი ხა­თუ­ნი თა­მარ მე­ფის შვი­ლიშ­ვი­ლი იყო. ის 13 წლი­სა მი­ა­თხო­ვეს თურ­ქე­თის სულ­თანს, რო­მელ­საც თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარ­და ცოლი. სწო­რედ აქე­დან იწყე­ბა გურ­ჯი ხა­თუ­ნის ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო და ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია... გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქი­ვი­დან სულ­თნის ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლის შე­სა­ხებ.

კი­ნოს, თე­ატ­რის, მუ­სი­კი­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის მუ­ზე­უმ­ში უამ­რავ უნი­კა­ლურ ექ­სპო­ნატ­თან ერ­თად ინა­ხე­ბა XIII სა­უ­კუ­ნის ვერ­ცხლის მო­ნე­ტა. თურ­ქე­თის სულ­თნის ქე­ი­ხუს­რევ ბენ ქე­ი­ყუ­ბა­დის ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბის ნიშ­ნად მოჭ­რილ ვერ­ცხლის ფულს ჩვენ­თვის ფასი არ ექ­ნე­ბო­და, რომ არა თა­მარ მე­ფის შვი­ლიშ­ვი­ლი თა­მა­რი. სულ­თან­მა მო­ნე­ტა სწო­რედ მას უძღვნა...

13 წლის თა­მა­რი სელ­ჯუკ­თა სა­ხელ­გან­თქმულ ახალ­გაზ­რდა მბრძა­ნე­ბელს მი­ა­თხო­ვეს. ხალ­ხმა მას გურ­ჯი ხა­თუ­ნი უწო­და. უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ სულ­თანს გა­და­უ­წყვე­ტია, მისი სახე მო­ნე­ტა­ზე ამო­ეტვიფ­რა, მაგ­რამ მუს­ლი­მა­ნუ­რი კა­ნო­ნი კრძა­ლავ­და სა­ხი­სა და თა­ნაც ქა­ლის გა­მო­ხატ­ვას.

ამი­ტო­მაც ჭა­ბუკ­მა ქე­ი­ხუს­რევ­მა ხერ­ხი იხ­მა­რა და მო­ნე­ტა ისე გა­მო­ჭე­და, რომ სა­წა­დე­ლი აის­რუ­ლა, ხე­ლოვ­ნე­ბის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ერ­თგუ­ლე­ბის ნი­მუ­შად აქ­ცია და რე­ლი­გი­ის დოგმე­ბიც არ და­არ­ღვია. აქე­დან და­ე­დო სა­თა­ვე ლო­მი­სა და მზის სიმ­ბო­ლი­კას მაჰ­მა­დი­ა­ნუ­რი სამ­ყა­როს დრო­შებ­ზე, გერბზე და სხვ. ყი­ა­სე­დინ­მა მო­ნე­ტის უკა­ნა მხა­რეს არა­ბუ­ლი ასო­ე­ბით წა­ა­წე­რი­ნა: "დი­დე­ბუ­ლი სულ­თა­ნი, ქვეყ­ნი­ე­რე­ბი­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბის წყა­ლო­ბა, ქე­ი­ხუს­რევ ბენ ქე­ი­ყუ­ბა­დი, ჰი­ჯრით 638".

ნო­მი­ნა­ლის წინა მხა­რეს ცის თაღი ამო­ატ­ვიფ­რი­ნა წარ­წე­რით: "იმა­მი, რო­მელ­მაც ალა­ჰის ძა­ლით გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა, მარ­თლმორ­წმუ­ნე­თა ამი­რა". თა­ღის ქვეშ ვარ­სკვლა­ვე­ბია, მათ შო­რის კი - მზე, რომ­ლის ქვე­მოთ ლომი დგას. გა­მო­ვი­და, რომ მზე ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში იყო ამოტვიფ­რუ­ლი, ამას­თან, ქე­ი­ხუს­რევ­მა ცი­უ­რი სხე­უ­ლის დის­კო­ში ამო­ატ­ვიფ­რი­ნა ქა­ლის სახე, რო­მე­ლიც გურ­ჯი ხა­თუნს ძა­ლი­ან ჰგავ­და.

გი­ორ­გი კა­ლან­დია, კი­ნოს, თე­ატ­რის, მუ­სი­კი­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი:

"რო­გორც ან­კა­რის მუ­ზე­უ­მის ნუ­მიზ­მატ­მა მი­თხრა, სულ­თანს იმ­დე­ნად უყ­ვარ­და მე­უღ­ლე, ცაში აიყ­ვა­ნა და მზე­ში გა­მო­სა­ხაო. მხო­ლოდ ქე­ი­ხუს­რევს როდი უყ­ვარ­და გურ­ჯი ხა­თუ­ნი. მას წმინ­და­ნი­ვით სცემ­დნენ თაყ­ვანს მუს­ლი­მა­ნურ სა­მე­ფო­ში და ორი სამ­ყა­როს - მუს­ლი­მა­ნუ­რი­სა და ქრის­ტი­ა­ნუ­ლის დე­დო­ფალს უწო­დებ­დნენ. სი­ლა­მა­ზი­სა და გო­ნი­ე­რე­ბის წყა­ლო­ბით სი­ცო­ცხლე­ში­ვე იქცა ლე­გენ­დად.

ხალ­ხის ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი გა­საკ­ვი­რიც არ იყო, რად­გან დე­დო­ფალს ტახ­ტზე დაბ­რძა­ნე­ბის­თა­ნა­ვე გა­უ­ცია პუ­რის გა­ი­ა­ფე­ბის ბრძა­ნე­ბა, უმ­წე­ო­თათ­ვის უფა­სოდ და­რი­გე­ბა. და­უ­არ­სე­ბია პუ­რის ბა­ზა­რი, რომ­ლის მუ­შა­ო­ბა­საც თვი­თონ­ვე აკონ­ტრო­ლებ­და. მო­ახ­ლე, რო­მე­ლიც ხელ­მოკ­ლე­ო­ბის გამო ვერ თხოვ­დე­ბო­და, თვი­თონ­ვე გა­მო­უ­წყვია მზით­ვით.

გურ­ჯი ხა­თუ­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და უცხო ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებ­თან შეხ­ვედ­რებ­ში, აწარ­მო­ებ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, აქ­ტი­უ­რად ერე­ო­და ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ მარ­თვა­ში. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ნი­ჭის წყა­ლო­ბით სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ქრის­ტი­ა­ნო­ბის ერ­თგუ­ლი დარ­ჩა, თუმც იყო დრო, რო­დე­საც სულ­თა­ნი სჯუ­ლის დათ­მო­ბას სთხოვ­და" - გვი­ამ­ბობს კა­ლან­დია.

თა­მა­რის ცხოვ­რე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და უბე­დუ­რე­ბის მო­ნაც­ვლე­ო­ბა იყო. ქმარს თავი ისე შე­აყ­ვა­რა, რომ სულ­თან­მა მი­ა­ტო­ვა ყვე­ლა ცოლი, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ჰყო­ლია. ამის გამო ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა გურ­ჯი ხა­თუ­ნი მო­წამ­ლა და ის ძლივს გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. გამ­ხე­ცე­ბულ­მა სულ­თან­მა დამ­ნა­შა­ვე მო­აკ­ვლე­ვი­ნა. სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­უ­ცია სულ­თანს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მო­ნე­ტის მოჭ­რის გან­კარ­გუ­ლე­ბა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას­ზე უც­ნა­უ­რი ზო­დი­ა­ქოს გა­მო­სახ­ვა ქარ­თვე­ლი დე­დოფ­ლის იდეა იყო...

გი­ორ­გი კა­ლან­დია:

"ეს გა­საკ­ვი­რი არც უნდა იყოს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ მიჯ­ნურ ვაჟს ხში­რად ლომს ადა­რებ­დნენ, მის მშვე­ნი­ერ სატ­რფოს კი მზეს. ასე იყო მა­ში­ნაც, როცა შოთა რუს­თა­ვე­ლი გურ­ჯი ხა­თუ­ნის ბე­ბი­ას, დიდ თა­მარ მე­ფეს "ვე­ფხის­ტყა­ო­სანს" უძღვნი­და: "ვის შვე­ნის, ლომ­სა, ხმა­რე­ბა შუ­ბი­სა, ფარ შიმ­შე­რი­სა, მე­ფი­სა მზის თა­მა­რი­სა, ღაწვ-ბა­ლახშ, თმა-გი­შე­რი­სა". სულ­თანს თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად რა­ღაც ისე­თის შექ­მნა უნ­დო­და, რაც სა­უ­კუ­ნე­ებს გა­უძ­ლებ­და".

გურ­ჯი ხა­თუ­ნი ფუ­ფუ­ნე­ბა­ში და ლა­ღად ცხოვ­რობ­და. იცავ­და ქრის­ტი­ა­ნულ სჯულს და ეს­წრე­ბო­და თან­მხლე­ბი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ საღვთო ლი­ტურ­გი­ებს. ასე მო­ი­თხო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო კარ­მა, რო­დე­საც თა­მარს ათხო­ვებ­დნენ. ქა­ლაქ კო­ნი­ა­ში მისი სა­სახ­ლის სა­ძირ­კველ­თან დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი ბოლ­ნუ­რი ჯვა­რი. დე­დოფ­ლის პა­ლა­ტებ­ში ხა­ტე­ბი იყო დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი და არა­ვინ დევ­ნი­და ამის გამო, ვიდ­რე დე­და­მის­მა, რუ­სუ­დან­მა არ და­ა­ტე­ხა თავს უბე­დუ­რე­ბა.

მე­მა­ტი­ა­ნის ცნო­ბით, რუ­სუ­დან­მა ღვთის შიში და­ი­ვი­წყა და ძმი­სა­გან ან­დერ­ძით შე­ვედ­რე­ბუ­ლი ძმის­წუ­ლი და­ვი­თი (ულუდ წო­დე­ბუ­ლი), კო­ნი­ა­ში სი­ძე­სა და ასულს მო­საკ­ლა­ვად გა­უგ­ზავ­ნა. და­ვით­მა თა­ვი­სი ხე­ლით ჩა­უ­ტა­ნა ბი­ძაშ­ვილს და სი­ძეს წე­რი­ლი, სა­დაც რუ­სუ­და­ნი მის სიკ­ვდი­ლით დას­ჯას მო­ი­თხოვ­და. სა­ქარ­თვე­ლოს დე­დო­ფა­ლი იმე­დოვ­ნებ­და, რომ კონ­კუ­რენ­ტის ჩა­მო­შო­რე­ბით ტახ­ტი­სა­კენ გზას გა­უკ­ვა­ლავ­და თა­ვის ძეს, და­ვით ნა­რინს... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

Ten
11

ქართველი ქალი არის ფენომენი. საოცარი სილამაზით და ჭკუით დაჯილდოებული! ასე იყო, ასე არის და ასე იქნება

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"სულთანს იმდენად უყვარდა ცოლი, ცაში აიყვანა და მზეში გამოსახა..." - თურქეთის ქართველი დედოფლის, გურჯი ხათუნის მდიდრული და ტრაგიკული ცხოვრება

"სულთანს იმდენად უყვარდა ცოლი, ცაში აიყვანა და მზეში გამოსახა..." - თურქეთის ქართველი დედოფლის, გურჯი ხათუნის მდიდრული და ტრაგიკული ცხოვრება

თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს. საქართველოს საელჩოს ცნობით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია სარკოფაგები.

"თურქეთის ქ. ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას" - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

გურჯი ხათუნი თამარ მეფის შვილიშვილი იყო. ის 13 წლისა მიათხოვეს თურქეთის სულთანს, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა ცოლი. სწორედ აქედან იწყება გურჯი ხათუნის ცხოვრების საინტერესო და ტრაგიკული ისტორია... გთავაზობთ სტატიას გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან სულთნის ქართველი მეუღლის შესახებ.

კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში უამრავ უნიკალურ ექსპონატთან ერთად ინახება XIII საუკუნის ვერცხლის მონეტა. თურქეთის სულთნის ქეიხუსრევ ბენ ქეიყუბადის ძლევამოსილების ნიშნად მოჭრილ ვერცხლის ფულს ჩვენთვის ფასი არ ექნებოდა, რომ არა თამარ მეფის შვილიშვილი თამარი. სულთანმა მონეტა სწორედ მას უძღვნა...

13 წლის თამარი სელჯუკთა სახელგანთქმულ ახალგაზრდა მბრძანებელს მიათხოვეს. ხალხმა მას გურჯი ხათუნი უწოდა. უზომოდ შეყვარებულ სულთანს გადაუწყვეტია, მისი სახე მონეტაზე ამოეტვიფრა, მაგრამ მუსლიმანური კანონი კრძალავდა სახისა და თანაც ქალის გამოხატვას.

ამიტომაც ჭაბუკმა ქეიხუსრევმა ხერხი იხმარა და მონეტა ისე გამოჭედა, რომ საწადელი აისრულა, ხელოვნების, სიყვარულისა და ერთგულების ნიმუშად აქცია და რელიგიის დოგმებიც არ დაარღვია. აქედან დაედო სათავე ლომისა და მზის სიმბოლიკას მაჰმადიანური სამყაროს დროშებზე, გერბზე და სხვ. ყიასედინმა მონეტის უკანა მხარეს არაბული ასოებით წააწერინა: "დიდებული სულთანი, ქვეყნიერებისა და სარწმუნოების წყალობა, ქეიხუსრევ ბენ ქეიყუბადი, ჰიჯრით 638".

ნომინალის წინა მხარეს ცის თაღი ამოატვიფრინა წარწერით: "იმამი, რომელმაც ალაჰის ძალით გამარჯვება მოიპოვა, მართლმორწმუნეთა ამირა". თაღის ქვეშ ვარსკვლავებია, მათ შორის კი - მზე, რომლის ქვემოთ ლომი დგას. გამოვიდა, რომ მზე ლომის ზოდიაქოში იყო ამოტვიფრული, ამასთან, ქეიხუსრევმა ციური სხეულის დისკოში ამოატვიფრინა ქალის სახე, რომელიც გურჯი ხათუნს ძალიან ჰგავდა.

გიორგი კალანდია, კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის დირექტორი:

"როგორც ანკარის მუზეუმის ნუმიზმატმა მითხრა, სულთანს იმდენად უყვარდა მეუღლე, ცაში აიყვანა და მზეში გამოსახაო. მხოლოდ ქეიხუსრევს როდი უყვარდა გურჯი ხათუნი. მას წმინდანივით სცემდნენ თაყვანს მუსლიმანურ სამეფოში და ორი სამყაროს - მუსლიმანურისა და ქრისტიანულის დედოფალს უწოდებდნენ. სილამაზისა და გონიერების წყალობით სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად.

ხალხის ასეთი სიყვარული გასაკვირიც არ იყო, რადგან დედოფალს ტახტზე დაბრძანებისთანავე გაუცია პურის გაიაფების ბრძანება, უმწეოთათვის უფასოდ დარიგება. დაუარსებია პურის ბაზარი, რომლის მუშაობასაც თვითონვე აკონტროლებდა. მოახლე, რომელიც ხელმოკლეობის გამო ვერ თხოვდებოდა, თვითონვე გამოუწყვია მზითვით.

გურჯი ხათუნი მონაწილეობდა უცხო ქვეყნების ელჩებთან შეხვედრებში, აწარმოებდა მოლაპარაკებებს, აქტიურად ერეოდა ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში. დიპლომატიური ნიჭის წყალობით სიცოცხლის ბოლომდე ქრისტიანობის ერთგული დარჩა, თუმც იყო დრო, როდესაც სულთანი სჯულის დათმობას სთხოვდა" - გვიამბობს კალანდია.

თამარის ცხოვრება ბედნიერებისა და უბედურების მონაცვლეობა იყო. ქმარს თავი ისე შეაყვარა, რომ სულთანმა მიატოვა ყველა ცოლი, რომელიც მანამდე ჰყოლია. ამის გამო ერთ-ერთმა მათგანმა გურჯი ხათუნი მოწამლა და ის ძლივს გადაურჩა სიკვდილს. გამხეცებულმა სულთანმა დამნაშავე მოაკვლევინა. სწორედ ამის შემდეგ გაუცია სულთანს ზემოხსენებული მონეტის მოჭრის განკარგულება. როგორც ამბობენ, მასზე უცნაური ზოდიაქოს გამოსახვა ქართველი დედოფლის იდეა იყო...

გიორგი კალანდია:

"ეს გასაკვირი არც უნდა იყოს. საქართველოში ხომ მიჯნურ ვაჟს ხშირად ლომს ადარებდნენ, მის მშვენიერ სატრფოს კი მზეს. ასე იყო მაშინაც, როცა შოთა რუსთაველი გურჯი ხათუნის ბებიას, დიდ თამარ მეფეს "ვეფხისტყაოსანს" უძღვნიდა: "ვის შვენის, ლომსა, ხმარება შუბისა, ფარ შიმშერისა, მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბალახშ, თმა-გიშერისა". სულთანს თავისი სიყვარულის უკვდავსაყოფად რაღაც ისეთის შექმნა უნდოდა, რაც საუკუნეებს გაუძლებდა".

გურჯი ხათუნი ფუფუნებაში და ლაღად ცხოვრობდა. იცავდა ქრისტიანულ სჯულს და ესწრებოდა თანმხლები სასულიერო პირების მიერ ჩატარებულ საღვთო ლიტურგიებს. ასე მოითხოვა საქართველოს სამეფო კარმა, როდესაც თამარს ათხოვებდნენ. ქალაქ კონიაში მისი სასახლის საძირკველთან დღემდეა შემორჩენილი ბოლნური ჯვარი. დედოფლის პალატებში ხატები იყო დაბრძანებული და არავინ დევნიდა ამის გამო, ვიდრე დედამისმა, რუსუდანმა არ დაატეხა თავს უბედურება.

მემატიანის ცნობით, რუსუდანმა ღვთის შიში დაივიწყა და ძმისაგან ანდერძით შევედრებული ძმისწული დავითი (ულუდ წოდებული), კონიაში სიძესა და ასულს მოსაკლავად გაუგზავნა. დავითმა თავისი ხელით ჩაუტანა ბიძაშვილს და სიძეს წერილი, სადაც რუსუდანი მის სიკვდილით დასჯას მოითხოვდა. საქართველოს დედოფალი იმედოვნებდა, რომ კონკურენტის ჩამოშორებით ტახტისაკენ გზას გაუკვალავდა თავის ძეს, დავით ნარინს... წაიკითხეთ ვრცლად