მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიხარულით გავატარეთ გუშინდელი დღე... რა ვიცოდი, თუ ეს დაგემართებოდა" - ვინ არიან სენაკში ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები
"სიხარულით გავატარეთ გუშინდელი დღე... რა ვიცოდი, თუ ეს დაგემართებოდა" - ვინ არიან სენაკში ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები

სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ნო­სირ­თან მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ერ­თმა­ნეთს ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, რომ­ლებ­საც ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. ერთ-ერთ მან­ქა­ნა­ში მსხდო­მებ­მა გად­მოს­ვლა მო­ას­წრეს და ისი­ნი მსუ­ბუ­ქად არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­ვე მან­ქა­ნა გაზ­ზე იყო მო­მუ­შა­ვე. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის, მე-8 ნა­წი­ლით და­ი­წყო.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი 21 წლის შოთა მა­ჩი­ტი­ძე და 25 წლის ვა­ლე­რი თუ­ში­აშ­ვი­ლი არი­ან. მა­ჩი­ტი­ძე წარ­მო­შო­ბით თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თუ­ზი­დან იყო.

რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რივ­მა გა­ნა­ცხა­და, მან სკო­ლა სო­ფელ­ში და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ კი სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გა­და­ვი­და. მისი თქმით, თუზ­ში ახალ­გაზ­რდა იშ­ვი­ა­თად ჩა­დი­ო­და და ად­გი­ლობ­რი­ვებს მას­თან ხში­რი კონ­ტაქ­ტი არ ჰქონ­დათ.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, რომ შოთა მა­ჩი­ტი­ძე და ვა­ლე­რი თუ­ში­აშ­ვი­ლი სამი თვით ქო­ბუ­ლეთ­ში სა­მუ­შა­ოდ იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.

ახალ­გაზ­რდე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მათი მე­გობ­რე­ბი "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

"ღმერ­თო ჩემო, უბ­რა­ლოდ რამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი ხარ შო­თი­კო, გუ­შინ ვნა­ხე ქო­ბუ­ლეთ­ში და სი­ხა­რუ­ლით და ღა­და­ო­ბით გა­ვა­ტა­რეთ გუ­შინ­დე­ლი დღე... მეთ­ქი ჩემი ნაც­ნო­ბი გა­მოჩ­ნდა ძლივსთქო, კი მი­თხრა ხვალ ვა­პი­რებ იქეთ წა­მოს­ვლა­სო მაგ­რამ რა ვი­ცო­დი დღეს ეს თუ და­გე­მარ­თე­ბო­და ჩემო ძმაო" - წერს ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლის შო­თი­კო მა­ჩი­ტი­ძის მე­გო­ბა­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"სიხარულით გავატარეთ გუშინდელი დღე... რა ვიცოდი, თუ ეს დაგემართებოდა" - ვინ არიან სენაკში ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები

"სიხარულით გავატარეთ გუშინდელი დღე... რა ვიცოდი, თუ ეს დაგემართებოდა" - ვინ არიან სენაკში ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რომლებსაც ცეცხლი გაუჩნდა. ერთ-ერთ მანქანაში მსხდომებმა გადმოსვლა მოასწრეს და ისინი მსუბუქად არიან დაშავებული. ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე მანქანა გაზზე იყო მომუშავე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით დაიწყო.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები 21 წლის შოთა მაჩიტიძე და 25 წლის ვალერი თუშიაშვილი არიან. მაჩიტიძე წარმოშობით თერჯოლის რაიონის სოფელ თუზიდან იყო.

როგორც ჩვენთან საუბარში ადგილობრივმა განაცხადა, მან სკოლა სოფელში დაამთავრა, შემდეგ კი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. მისი თქმით, თუზში ახალგაზრდა იშვიათად ჩადიოდა და ადგილობრივებს მასთან ხშირი კონტაქტი არ ჰქონდათ.

გარდაცვლილების ახლობლები გვიყვებიან, რომ შოთა მაჩიტიძე და ვალერი თუშიაშვილი სამი თვით ქობულეთში სამუშაოდ იყვნენ ჩასულები. ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც იქიდან ბრუნდებოდნენ.

ახალგაზრდების გარდაცვალებას მათი მეგობრები "ფეისბუქით" ეხმაურებიან:

"ღმერთო ჩემო, უბრალოდ რამხელა ტკივილი ხარ შოთიკო, გუშინ ვნახე ქობულეთში და სიხარულით და ღადაობით გავატარეთ გუშინდელი დღე... მეთქი ჩემი ნაცნობი გამოჩნდა ძლივსთქო, კი მითხრა ხვალ ვაპირებ იქეთ წამოსვლასო მაგრამ რა ვიცოდი დღეს ეს თუ დაგემართებოდა ჩემო ძმაო" - წერს ერთ-ერთი გარდაცვლილის შოთიკო მაჩიტიძის მეგობარი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს