ავტორი:

"სიხარულით გავატარეთ გუშინდელი დღე... რა ვიცოდი, თუ ეს დაგემართებოდა" - ვინ არიან სენაკში ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები

"სიხარულით გავატარეთ გუშინდელი დღე... რა ვიცოდი, თუ ეს დაგემართებოდა" - ვინ არიან სენაკში ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რომლებსაც ცეცხლი გაუჩნდა. ერთ-ერთ მანქანაში მსხდომებმა გადმოსვლა მოასწრეს და ისინი მსუბუქად არიან დაშავებული. ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე მანქანა გაზზე იყო მომუშავე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით დაიწყო.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები 21 წლის შოთა მაჩიტიძე და 25 წლის ვალერი თუშიაშვილი არიან. მაჩიტიძე წარმოშობით თერჯოლის რაიონის სოფელ თუზიდან იყო.

როგორც ჩვენთან საუბარში ადგილობრივმა განაცხადა, მან სკოლა სოფელში დაამთავრა, შემდეგ კი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. მისი თქმით, თუზში ახალგაზრდა იშვიათად ჩადიოდა და ადგილობრივებს მასთან ხშირი კონტაქტი არ ჰქონდათ.

გარდაცვლილების ახლობლები გვიყვებიან, რომ შოთა მაჩიტიძე და ვალერი თუშიაშვილი სამი თვით ქობულეთში სამუშაოდ იყვნენ ჩასულები. ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც იქიდან ბრუნდებოდნენ.

ახალგაზრდების გარდაცვალებას მათი მეგობრები "ფეისბუქით" ეხმაურებიან:

"ღმერთო ჩემო, უბრალოდ რამხელა ტკივილი ხარ შოთიკო, გუშინ ვნახე ქობულეთში და სიხარულით და ღადაობით გავატარეთ გუშინდელი დღე... მეთქი ჩემი ნაცნობი გამოჩნდა ძლივსთქო, კი მითხრა ხვალ ვაპირებ იქეთ წამოსვლასო მაგრამ რა ვიცოდი დღეს ეს თუ დაგემართებოდა ჩემო ძმაო" - წერს ერთ-ერთი გარდაცვლილის შოთიკო მაჩიტიძის მეგობარი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს