გიორგი ანწუხელიძემ გვაჩვენა მაგალითი, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. 24 წლის გმირი, რომელმაც სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა. მაგალითი, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს“,- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტყვედ ჩავარდა. ის აწამეს, შემდეგ კი მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.