პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც ერთს მამა არ ახსოვს, მაგრამ მთელი ქვეყანა იცნობს გიორგის და ისინიც მამიკოთი მოიხსენიებენ..." - გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა
"არც ერთს მამა არ ახსოვს, მაგრამ მთელი ქვეყანა იცნობს გიორგის და ისინიც მამიკოთი მოიხსენიებენ..." - გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა

გა­უ­ტე­ხე­ლი და და­უ­ჩო­ქე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ბო­ლო, ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე დღეს 35 წლის გახ­დე­ბო­და. ვა­ზი­ა­ნის 41-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის კაპ­რა­ლი 2008 წლის ომის დროს 24 წლის იყო. ის 9 აგ­ვის­ტოს და­ი­კარ­გა, მა­შინ, რო­დე­საც ვა­ზი­ა­ნის 21-ე ბრი­გა­და, ცხინ­ვა­ლის ე.წ შან­ხა­ის რა­ი­ონს უტევ­და...

შემ­დეგ გავ­რცელ­და ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი, რო­მელ­ზეც ჩანს, რო­გორ აწა­მე­ბენ და­ტყვე­ვე­ბულ ქარ­თველ სამ­ხედ­როს ოსი ბო­ე­ვი­კე­ბი და რუსი ოკუ­პან­ტე­ბი და აი­ძუ­ლე­ბენ მი­წას აკო­ცოს, თუმ­ცა, გმი­რი ბო­ლომ­დე უწევს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას.

ქარ­თვე­ლი კაპ­რა­ლი 2008 წლის ნო­ემ­ბრამ­დე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და, ნო­ემ­ბერ­ში კი ცხინ­ვა­ლი­დან ათი ქარ­თვე­ლის ცხე­და­რი გად­მო­ას­ვე­ნეს. გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და, რომ მათ­გან ერთ-ერთი ან­წუ­ხე­ლი­ძე იყო. ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, ცხე­და­რი სა­შინ­ლად იყო და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი.

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო სი­ცო­ცხლე­ში 195 სმ-მდე იყო, თუმ­ცა, ცხე­და­რი 180 სმ-მდე იქ­ნე­ბო­და, რა­მაც თავ­და­პირ­ვე­ლად ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­აბ­ნია, თუმ­ცა, შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ასე­თი სხვა­ო­ბის მი­ზე­ზი ცხედ­რის ძლი­ე­რი და­ზი­ა­ნე­ბა იყო...

AMBEBI.GE ან­წუ­ხე­ლი­ძის მე­უღ­ლეს მაკა ჩიქ­ვი­ლა­ძეს ესა­უბ­რა:

- 35 წლის გახ­დე­ბო­და... დღეს მე და მისი მე­გობ­რე­ბი, კო­ჯო­რ­ის სერ­ჟან­ტთა აკა­დე­მი­ი­დან მას­თან ერ­თად ვართ, მუ­ხათ­გევ­რდზე. უამ­რა­ვი მისი მე­გო­ბა­რი, პრაქ­ტი­კუ­ლად ნა­ხე­ვარ­ზე მეტი, იმ ომს შე­ე­წი­რა. ვინც დარ­ჩა, ზოგი წა­სუ­ლია, თუმ­ცა, ვინც აქ არის, არ ვა­ვი­წყდე­ბით, ყო­ველ­თვის გვკი­თხუ­ლო­ბენ...

- სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ზე ახა­ლი ხომ არა­ფე­რია?

- არა­ფე­რი ვი­ცით, ამ თე­მა­ზე ჩვენ­თან კავ­ში­რი არა­ვის აქვს. სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სამ­რთლოს პრო­კუ­რო­რი ფატუ ბენ­სუ­და რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მა­შინ დაგ­ვი­ბა­რეს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში და და­მა­ტე­ბით გაგ­ვე­სა­უბრნენ.

- შვი­ლებ­ზეც გვი­თხა­რით, მა­მა­ზე რას ამ­ბო­ბენ?

- ომის დროს ლე­ვა­ნი 1 წლის ხდე­ბო­და, ანა ომის მერე და­ი­ბა­და და მამა არც ერთს არ ახ­სოვს, მაგ­რამ რად­გან მთე­ლი ქვე­ყა­ნა იც­ნობს გი­ორ­გი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ორი­ვემ იცის მას­ზე, მა­თაც ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან და ჩვე­უ­ლებ­რივ, მამა-მა­მი­კო­თი მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ... თით­ქოს სულ ჩვენ­თან არის, თით­ქოს კი არა - ჩვენ­თან არის. ამას ყო­ველ­თვის ვგრძნობთ... ძა­ლი­ან მძი­მე 11 წელი გა­ვი­და. ხან­და­ხან ვფიქ­რობს, რო­გორ გა­დავ­ლა­ხე... ალ­ბათ იმი­ტომ, რომ შევ­ძე­ლი, რომ მის გა­რე­შე ერთი წა­მიც არ ვყო­ფილ­ვარ, სულ მას­ზე ვსა­უბ­რობ­დო­ით და სულ ჩვენ­თან ერ­თად იყო... ბო­ლოს აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში სო­ფელ­ში ვნა­ხეთ ერ­თმა­ნე­თი... თვი­თო­ნაც მა­ლე­ვე უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო. 6 აგ­ვის­ტო იყო და მას შემ­დეგ ჩემ­თვის დრო არ გა­სუ­ლა. ძა­ლი­ან უყავ­რდა თა­ვი­სი და­ბა­დე­ბის დღე და იმ წელ­საც ემ­ზა­დე­ბო­და...

6 აგ­ვის­ტოს ღა­მეს და­მი­რე­კეს, გი­ორ­გის ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბით, გან­გა­შია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და სას­წრა­ფოდ ნა­წილ­ში გა­მო­ცხად­დე­სო. და­ვუ­რე­კე გი­ორ­გის, მგო­ნი ომი და­ი­წყო და გე­მუ­და­რე­ბი, თავს გა­უფრ­თხილ­დი-მეთ­ქი. ნუ გე­ში­ნი­აო, მი­თხრა, ეს იყო მისი ბოლო სი­ტყვე­ბი... გი­ორ­გის­თან იმ რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ან­მა ცხოვ­რე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი მას­წავ­ლა. ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული ანა რომ ვერ ნახა, ოც­ნე­ბობ­და გო­გო­ზე, სულ მე ვა­ტა­რე­ბო. უზო­მოდ ზურნ­ვე­ლი მე­უღ­ლე და მამა იყო. წა­მე­ბის კად­რებს არ მაჩ­ვე­ნებ­დნენ, ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი მა­შინ. შემ­დეგ მხო­ლოდ და­სა­წყი­სი ვნა­ხე, ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე წამი... მა­შინ­ვე ვი­ცა­ნი, გი­ორ­გია-მეთ­ქი, მე­ტის ნახ­ვა ვერ შევ­ძე­ლი... სამ­შობ­ლოს შე­ე­წი­რა, რად­გან ვიცი, სხვა­ნა­ი­ა­რად არ შე­ეძ­ლო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"არც ერთს მამა არ ახსოვს, მაგრამ მთელი ქვეყანა იცნობს გიორგის და ისინიც მამიკოთი მოიხსენიებენ..." - გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა

"არც ერთს მამა არ ახსოვს, მაგრამ მთელი ქვეყანა იცნობს გიორგის და ისინიც მამიკოთი მოიხსენიებენ..." - გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა

გაუტეხელი და დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლო, ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა. ვაზიანის 41-ე ბატალიონის კაპრალი 2008 წლის ომის დროს 24 წლის იყო. ის 9 აგვისტოს დაიკარგა, მაშინ, როდესაც ვაზიანის 21-ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა...

შემდეგ გავრცელდა ცნობილი კადრები, რომელზეც ჩანს, როგორ აწამებენ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები და აიძულებენ მიწას აკოცოს, თუმცა, გმირი ბოლომდე უწევს წინააღმდეგობას.

ქართველი კაპრალი 2008 წლის ნოემბრამდე დაკარგულად ითვლებოდა, ნოემბერში კი ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს. გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ მათგან ერთ-ერთი ანწუხელიძე იყო. ოჯახის წევრების თქმით, ცხედარი საშინლად იყო დასახიჩრებული.

ქართველი სამხედრო სიცოცხლეში 195 სმ-მდე იყო, თუმცა, ცხედარი 180 სმ-მდე იქნებოდა, რამაც თავდაპირველად ოჯახის წევრები დააბნია, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ ასეთი სხვაობის მიზეზი ცხედრის ძლიერი დაზიანება იყო...

AMBEBI.GE ანწუხელიძის მეუღლეს მაკა ჩიქვილაძეს ესაუბრა:

- 35 წლის გახდებოდა... დღეს მე და მისი მეგობრები, კოჯორის სერჟანტთა აკადემიიდან მასთან ერთად ვართ, მუხათგევრდზე. უამრავი მისი მეგობარი, პრაქტიკულად ნახევარზე მეტი, იმ ომს შეეწირა. ვინც დარჩა, ზოგი წასულია, თუმცა, ვინც აქ არის, არ ვავიწყდებით, ყოველთვის გვკითხულობენ...

- სტრასბურგის სასამართლოზე ახალი ხომ არაფერია?

- არაფერი ვიცით, ამ თემაზე ჩვენთან კავშირი არავის აქვს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამრთლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა რომ საქართველოში იმყოფებოდა, მაშინ დაგვიბარეს იუსტიციის სამინისტროში და დამატებით გაგვესაუბრნენ.

- შვილებზეც გვითხარით, მამაზე რას ამბობენ?

- ომის დროს ლევანი 1 წლის ხდებოდა, ანა ომის მერე დაიბადა და მამა არც ერთს არ ახსოვს, მაგრამ რადგან მთელი ქვეყანა იცნობს გიორგი, რასაკვირველია, ორივემ იცის მასზე, მათაც ყველაფერი იციან და ჩვეულებრივ, მამა-მამიკოთი მოიხსენიებენ... თითქოს სულ ჩვენთან არის, თითქოს კი არა - ჩვენთან არის. ამას ყოველთვის ვგრძნობთ... ძალიან მძიმე 11 წელი გავიდა. ხანდახან ვფიქრობს, როგორ გადავლახე... ალბათ იმიტომ, რომ შევძელი, რომ მის გარეშე ერთი წამიც არ ვყოფილვარ, სულ მასზე ვსაუბრობდოით და სულ ჩვენთან ერთად იყო... ბოლოს აგვისტოს დასაწყისში სოფელში ვნახეთ ერთმანეთი... თვითონაც მალევე უნდა ჩამოსულიყო. 6 აგვისტო იყო და მას შემდეგ ჩემთვის დრო არ გასულა. ძალიან უყავრდა თავისი დაბადების დღე და იმ წელსაც ემზადებოდა...

6 აგვისტოს ღამეს დამირეკეს, გიორგის ვერ ვუკავშირდებით, განგაშია გამოცხადებული და სასწრაფოდ ნაწილში გამოცხადდესო. დავურეკე გიორგის, მგონი ომი დაიწყო და გემუდარები, თავს გაუფრთხილდი-მეთქი. ნუ გეშინიაო, მითხრა, ეს იყო მისი ბოლო სიტყვები... გიორგისთან იმ რამდენიმეწლიანმა ცხოვრებამ ყველაფერი მასწავლა. ძალიან მწყდება გული ანა რომ ვერ ნახა, ოცნებობდა გოგოზე, სულ მე ვატარებო. უზომოდ ზურნველი მეუღლე და მამა იყო. წამების კადრებს არ მაჩვენებდნენ, ფეხმძიმედ ვიყავი მაშინ. შემდეგ მხოლოდ დასაწყისი ვნახე, ალბათ რამდენიმე წამი... მაშინვე ვიცანი, გიორგია-მეთქი, მეტის ნახვა ვერ შევძელი... სამშობლოს შეეწირა, რადგან ვიცი, სხვანაიარად არ შეეძლო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ