10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სხეულზე შერჩენილი წვეთები საშიშია, წყლიდან ამოსვლისთანავე შეიმშრალეთ" - გინეკოლოგის რეკომენდაციები ზღვაზე დამსვენებელ ქალბატონებს
"სხეულზე შერჩენილი წვეთები საშიშია, წყლიდან ამოსვლისთანავე შეიმშრალეთ" - გინეკოლოგის რეკომენდაციები ზღვაზე დამსვენებელ ქალბატონებს

ზღვის წყა­ლი აშ­რობს კანს. უფრო მე­ტად სა­ში­ში, ამ თვალ­საზ­რი­სით, სხე­ულ­ზე შერ­ჩე­ნი­ლი წყლის წვე­თე­ბია. ისი­ნი კრე­ბენ მზის სხი­ვებს და ზრდი­ან მათი მოქ­მე­დე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბას, რაც კა­ნის გა­მოშ­რო­ბას იწ­ვევს. დამ­წვრო­ბაც სწო­რედ ამ წვე­თე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ამ პრობ­ლე­მებს თა­ვი­დან აი­ცი­ლებთ, თუ ზღვი­დან ამოს­ვლის­თა­ნა­ვე სხე­ულს პირ­სა­ხო­ცით შე­იმ­შრა­ლებთ.

ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით და­მუხ­ტვის გარ­და, ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა­ცაა. ზღვის წყა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის სის­ხლის პლაზ­მას წა­ა­გავს. ამი­ტო­მაც ვგრძნობთ წყალ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ კომ­ფორ­ტს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, ზღვა­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი ადა­მი­ან­ში სტრესს ამ­ცი­რებს, მცირ­დე­ბა არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა და პულ­სის სიხ­ში­რე. ორ­გა­ნიზ­მი გა­ცი­ლე­ბით მეტ ლიმ­ფო­ციტს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. ლიმ­ფო­ცი­ტე­ბი კი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი უჯრე­დე­ბია, რომ­ლე­ბიც ვირუ­სებ­სა და ავ­თვი­სე­ბი­ან უჯრე­დებს ანად­გუ­რებს.

მი­უ­ხე­და­ვად ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბის მრა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბი­სა, არ­სე­ბობს რის­კე­ბი, რომ დას­ვე­ნე­ბა არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბად იქ­ცეს. ამის მი­ზე­ზი, შე­საძ­ლოა, გახ­დეს მზით დამ­წვრო­ბა, გა­და­ხუ­რე­ბა, ტრავ­მე­ბი და სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა. რო­გორ მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ დიდი ხნის ნა­ნატ­რი შვე­ბუ­ლე­ბა დრო­ის ჯო­ჯო­ხე­თურ პე­რი­ო­დად არ იქ­ცეს, რა­ტომ არის ზღვის წყა­ლი სა­სარ­გებ­ლო და ამავდრო­უ­ლად, საფრ­თხის შემ­ცვე­ლი კონ­კრე­ტუ­ლად ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის, რა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ და რო­გორ და­ვიც­ვათ თავი ზღვა­ზე არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის­გან?

ნინო ბა­რა­ბა­ძე, ექი­მი-გი­ნე­კო­ლო­გი:

- ზღვა­ზე შვე­ბუ­ლე­ბის უსაფრ­თხოდ გა­სა­ტა­რებ­ლად არა მხო­ლოდ მზის­გან თა­ვის დაც­ვაა სა­ჭი­რო, არა­მედ პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და ექი­მის სა­ნი­ტა­რი­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ეს დამ­სვე­ნე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ზღვი­დან დას­ვე­ნე­ბუ­ლი და გან­ტვირ­თუ­ლი დაბ­რუნ­დეს და არა პი­რი­ქით - დას­ტრე­სი­ლი და კი­დევ უფრო მე­ტად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ინ­ფექ­ცი­ე­ბის რის­კის წი­ნა­შე, გან­სა­კუთ­რე­ბით, სუს­ტი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი დგა­ნან, რად­გან კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა და სი­ცხე მათ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი სტრე­სია. ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სია, თავ­დაც­ვის მიზ­ნით წი­ნას­წა­რი ზო­მე­ბი მი­ვი­ღოთ.

- რა­ტომ არის ზღვის წყა­ლი სა­სარ­გებ­ლო კონ­კრე­ტუ­ლად ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის?

- ზღვის წყალ­ში მა­რი­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა ადა­მი­ა­ნის სის­ხლის შე­მად­გენ­ლო­ბის თით­ქმის იდენ­ტუ­რია. ზღვის წყლის შე­მად­გე­ნელ ყვე­ლა ძი­რი­თად ელე­მენტს ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის სამ­კურ­ნა­ლო ეფექ­ტი აქვს. ზღვა­ში ცურ­ვა და ზღვის აბა­ზა­ნე­ბი ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა: ჰი­პო­ო­ვა­რი­ის, გვი­ა­ნი მე­ნარ­ხის, გე­ნი­ტა­ლი­ე­ბის გა­ნუ­ვი­თა­რებ­ლო­ბის და კლი­მაქ­ტე­რი­უ­ლი სინ­დრო­მი­სას. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ქა­ლებს აღე­ნიშ­ნე­ბათ მას­ტო­პა­თია, საშ­ვი­ლოს­ნოს მი­ო­მა, ად­ნექ­სი­ტი, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის ერო­ზია ან ენ­დო­მეტ­რი­ო­ზი, სა­სურ­ვე­ლია, ზღვა­ზე წას­ვლამ­დე გი­ნე­კო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი და­გეგ­მონ და დას­ვე­ნე­ბის შე­სა­ხებ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში, სა­სურ­ვე­ლია, შე­ირ­ჩეს პე­რი­ო­დი, როცა წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა არა­ნაკ­ლებ 26-28 გრა­დუ­სია, გა­და­ცი­ვე­ბა რომ გა­მო­ი­რი­ცხოს.

- რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა ორ­სუ­ლე­ბის­თვის?

- თუ ორ­სუ­ლი არის 30 კვი­რამ­დე და ორ­სუ­ლო­ბა გა­ურ­თუ­ლებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა არ იკ­რძა­ლე­ბა. 30 კვი­რის შემ­დეგ ორ­სუ­ლე­ბი რთუ­ლად იტა­ნენ მგზავ­რო­ბას. იზ­რდე­ბა ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბის რის­კი. ზო­გა­დად, ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის სა­ხე­ო­ბა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა უსაფრ­თხოა ორ­სუ­ლე­ბის­თვის. სი­ა­რუ­ლი, ცურ­ვა, ვე­ლო­სი­პე­დის ტა­რე­ბა მათ­თვის კარგ ვარ­ჯი­შა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. მზის სხი­ვე­ბი სა­სარ­გებ­ლოა კა­ნის­თვის, რად­გან იგი ხელს უწყობს იმ ვი­ტა­მი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია კალ­ცი­უ­მის წარ­მო­საქ­მნე­ლად. ორ­სუ­ლო­ბი­სას კანი უფრო სწრა­ფად ირუ­ჯე­ბა, მო­მა­ტე­ბუ­ლია პიგმენ­ტა­ცია, ამი­ტომ, ორ­სულ­მა უნდა და­იც­ვას შემ­დე­გი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი: მზის ქვეშ მხო­ლოდ მცი­რე დრო დაჰ­ყოს; არ მი­ი­ღოს მზის აბა­ზა­ნე­ბი 12-დან 17 სა­ა­თამ­დე; გა­მო­ი­ყე­ნოს მზის­გან დამ­ცა­ვი კრე­მე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ხე­ზე. ასე­ვე, ყო­ველ­დღი­უ­რად წა­ის­ვას მკვე­ბა­ვი და ჰი­პო­ა­ლერ­გი­უ­ლი კრე­მე­ბი; იცუ­რა­ოს პა­ტა­რა ტალ­ღებ­ში.

- თუმ­ცა, გარ­და ზღვის წყლის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბი­სა, თა­ვის მხრივ, წყა­ლი, შე­საძ­ლოა, მავ­ნეც იყოს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

- რა თქმა უნდა, თუ გა­ვიხ­სე­ნებთ ფაქტს, რომ ზღვის წყა­ლი არა­ერ­თი მი­ზე­ზით ბინ­ძურ­დე­ბა. მას­ში ხვდე­ბა სხვა­დას­ხვა ნარ­ჩე­ნი კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის სის­ტე­მი­დან, ასე­ვე, ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი, რო­გო­რიც გახ­ლავთ მომ­წამ­ლა­ვი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, ოკე­ა­ნე­ში მყო­ფი გე­მე­ბი­დან მი­ლი­ო­ნო­ბით კი­ლოგ­რა­მი წყალ­ში ჩაყ­რი­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი. ზღვა­ში ჩა­ე­დი­ნე­ბა წვი­მის სა­ხით ჰა­ერ­ში არ­სე­ბუ­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბაც. ზღვის წყალ­ში ბა­ნა­ო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც აღე­ნიშ­ნე­ბა ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, ჩირ­ქგ­რო­ვე­ბი კან­ზე, სოკო და სხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ზო­გი­ერ­თი ზღვას ტუ­ა­ლე­ტა­დაც კი მო­იხ­მარს. ზღვა­ში ჩა­ე­დი­ნე­ბა არა­ერ­თი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი მდი­ნა­რე. ყვე­ლა ეს ფაქ­ტი ხელს უწყობს ზღვის წყლის ბაქ­ტე­რი­ე­ბით, ვირუ­სე­ბით, სო­კო­ე­ბი­თა და პა­რა­ზი­ტე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბას. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ სი­ბინ­ძუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბობს ბერ­კე­ტი - ზღვის წყლის და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და მა­რი­ლი­ა­ნო­ბა, რი­თაც ზღვის წყლის პა­თო­გე­ნუ­რი აგენ­ტე­ბის­გან თვით­გაწ­მენ­და ხდე­ბა. თუმ­ცა, თუ წყლის მა­რი­ლი­ა­ნო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია, აგენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი მო­მა­ტე­ბუ­ლი, მათი გა­დარ­ჩე­ნის შან­სი იზ­რდე­ბა. წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბის რის­კი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია, როცა ზღვა­ში ერ­თდრო­უ­ლად ბა­ნა­ობს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ხალ­ხი. რაც უფრო თბი­ლია ზღვის წყა­ლი, მით უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ თავს ბაქ­ტე­რი­ე­ბი და ვირუ­სე­ბი.

- რა და­ა­ვა­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს და­ბინ­ძუ­რე­ბულ ზღვის წყალ­ში ბა­ნა­ო­ბი­სას?

- ზღვის წყალ­ში ყვე­ლა მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი ვერ ძლებს. მა­გა­ლი­თად, არ არის სწო­რი მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს, ზღვის­გან, შე­საძ­ლოა და­ა­ვად­დეთ ქლა­მი­დი­ო­ზით, სი­ფი­ლი­სით, გო­ნო­რე­ით, აივ-ინ­ფექ­ცი­ით, ჰე­პა­ტი­ტე­ბით, მუც­ლის ტი­ფით, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და ა.შ. მაგ­რამ ნამ­დვი­ლად გა­დამ­დე­ბია როტა და ენ­ტე­რო­ვირუ­სე­ბი - ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზი ზღვის გას­ტრო­ენ­ტე­რი­ტე­ბის (კუჭ-ნაწ­ლა­ვის აშ­ლი­ლო­ბე­ბი), ენ­ტე­რო­პა­თო­გე­ნუ­რი ნაწ­ლა­ვის ჩხი­რი, სტა­ფი­ლო­კო­კე­ბი, ქო­ლე­რის ვიბ­რი­ო­ნი. ეს მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია ბავ­შვე­ბი­სა და ორ­სუ­ლე­ბის­თვის...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"სხეულზე შერჩენილი წვეთები საშიშია, წყლიდან ამოსვლისთანავე შეიმშრალეთ" - გინეკოლოგის რეკომენდაციები ზღვაზე დამსვენებელ ქალბატონებს

"სხეულზე შერჩენილი წვეთები საშიშია, წყლიდან ამოსვლისთანავე შეიმშრალეთ" - გინეკოლოგის რეკომენდაციები ზღვაზე დამსვენებელ ქალბატონებს

ზღვის წყალი აშრობს კანს. უფრო მეტად საშიში, ამ თვალსაზრისით, სხეულზე შერჩენილი წყლის წვეთებია. ისინი კრებენ მზის სხივებს და ზრდიან მათი მოქმედების ინტენსივობას, რაც კანის გამოშრობას იწვევს. დამწვრობაც სწორედ ამ წვეთების დამსახურებაა. ამ პრობლემებს თავიდან აიცილებთ, თუ ზღვიდან ამოსვლისთანავე სხეულს პირსახოცით შეიმშრალებთ.

ზღვაზე დასვენება დადებითი ემოციებით დამუხტვის გარდა, ჯანმრთელობის გაუმჯობესების კარგი საშუალებაცაა. ზღვის წყალი შემადგენლობით ადამიანის სისხლის პლაზმას წააგავს. ამიტომაც ვგრძნობთ წყალში განსაკუთრებულ კომფორტს. სპეციალისტების მტკიცებით, ზღვაზე გატარებული დღეები ადამიანში სტრესს ამცირებს, მცირდება არტერიული წნევა და პულსის სიხშირე. ორგანიზმი გაცილებით მეტ ლიმფოციტს გამოიმუშავებს. ლიმფოციტები კი იმუნური სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უჯრედებია, რომლებიც ვირუსებსა და ავთვისებიან უჯრედებს ანადგურებს.

მიუხედავად ზღვაზე დასვენების მრავალი უპირატესობისა, არსებობს რისკები, რომ დასვენება არასასიამოვნო მოგონებად იქცეს. ამის მიზეზი, შესაძლოა, გახდეს მზით დამწვრობა, გადახურება, ტრავმები და სხვადასხვა ინფექციური დაავადება. როგორ მოვახერხოთ, რომ დიდი ხნის ნანატრი შვებულება დროის ჯოჯოხეთურ პერიოდად არ იქცეს, რატომ არის ზღვის წყალი სასარგებლო და ამავდროულად, საფრთხის შემცველი კონკრეტულად ქალბატონებისთვის, რა გავითვალისწინოთ და როგორ დავიცვათ თავი ზღვაზე არსებული საფრთხეებისგან?

ნინო ბარაბაძე, ექიმი-გინეკოლოგი:

- ზღვაზე შვებულების უსაფრთხოდ გასატარებლად არა მხოლოდ მზისგან თავის დაცვაა საჭირო, არამედ პირადი ჰიგიენის ნორმების გათვალისწინება და ექიმის სანიტარიული რეკომენდაციების დაცვაც აუცილებელია. ეს დამსვენებელს საშუალებას მისცემს ზღვიდან დასვენებული და განტვირთული დაბრუნდეს და არა პირიქით - დასტრესილი და კიდევ უფრო მეტად გაღიზიანებული. ინფექციების რისკის წინაშე, განსაკუთრებით, სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები დგანან, რადგან კლიმატის ცვლილება და სიცხე მათთვის სერიოზული სტრესია. ამიტომ, უმჯობესია, თავდაცვის მიზნით წინასწარი ზომები მივიღოთ.

- რატომ არის ზღვის წყალი სასარგებლო კონკრეტულად ქალბატონებისთვის?

- ზღვის წყალში მარილის შემადგენლობა ადამიანის სისხლის შემადგენლობის თითქმის იდენტურია. ზღვის წყლის შემადგენელ ყველა ძირითად ელემენტს ჩვენი ორგანიზმისთვის სამკურნალო ეფექტი აქვს. ზღვაში ცურვა და ზღვის აბაზანები ქალებისა და გოგონებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა: ჰიპოოვარიის, გვიანი მენარხის, გენიტალიების განუვითარებლობის და კლიმაქტერიული სინდრომისას. იმ შემთხვევაში, თუ ქალებს აღენიშნებათ მასტოპათია, საშვილოსნოს მიომა, ადნექსიტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია ან ენდომეტრიოზი, სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ და დასვენების შესახებ რეკომენდაციები გაითვალისწინონ. ასეთ შემთხვევებში, სასურველია, შეირჩეს პერიოდი, როცა წყლის ტემპერატურა არანაკლებ 26-28 გრადუსია, გადაცივება რომ გამოირიცხოს.

- რამდენად უსაფრთხოა ზღვაზე დასვენება ორსულებისთვის?

- თუ ორსული არის 30 კვირამდე და ორსულობა გაურთულებლად მიმდინარეობს, ზღვაზე დასვენება არ იკრძალება. 30 კვირის შემდეგ ორსულები რთულად იტანენ მგზავრობას. იზრდება ნაადრევი მშობიარობის რისკი. ზოგადად, ფიზიკური დატვირთვის სახეობათა უმრავლესობა უსაფრთხოა ორსულებისთვის. სიარული, ცურვა, ველოსიპედის ტარება მათთვის კარგ ვარჯიშადაა მიჩნეული. მზის სხივები სასარგებლოა კანისთვის, რადგან იგი ხელს უწყობს იმ ვიტამინის გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია კალციუმის წარმოსაქმნელად. ორსულობისას კანი უფრო სწრაფად ირუჯება, მომატებულია პიგმენტაცია, ამიტომ, ორსულმა უნდა დაიცვას შემდეგი რეკომენდაციები: მზის ქვეშ მხოლოდ მცირე დრო დაჰყოს; არ მიიღოს მზის აბაზანები 12-დან 17 საათამდე; გამოიყენოს მზისგან დამცავი კრემები, განსაკუთრებით, სახეზე. ასევე, ყოველდღიურად წაისვას მკვებავი და ჰიპოალერგიული კრემები; იცურაოს პატარა ტალღებში.

- თუმცა, გარდა ზღვის წყლის სარგებლიანობისა, თავის მხრივ, წყალი, შესაძლოა, მავნეც იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

- რა თქმა უნდა, თუ გავიხსენებთ ფაქტს, რომ ზღვის წყალი არაერთი მიზეზით ბინძურდება. მასში ხვდება სხვადასხვა ნარჩენი კანალიზაციის სისტემიდან, ასევე, ახლომდებარე საწარმოების პროდუქტები, როგორიც გახლავთ მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები, ოკეანეში მყოფი გემებიდან მილიონობით კილოგრამი წყალში ჩაყრილი ნარჩენები. ზღვაში ჩაედინება წვიმის სახით ჰაერში არსებული დაბინძურებაც. ზღვის წყალში ბანაობენ ადამიანები, ვისაც აღენიშნება ნაწლავური ინფექციები, ჩირქგროვები კანზე, სოკო და სხვა ინფექციური დაავადებები. ზოგიერთი ზღვას ტუალეტადაც კი მოიხმარს. ზღვაში ჩაედინება არაერთი დაბინძურებული მდინარე. ყველა ეს ფაქტი ხელს უწყობს ზღვის წყლის ბაქტერიებით, ვირუსებით, სოკოებითა და პარაზიტებით დაბინძურებას. საბედნიეროდ, ამ სიბინძურის წინააღმდეგ არსებობს ბერკეტი - ზღვის წყლის დაბალი ტემპერატურა და მარილიანობა, რითაც ზღვის წყლის პათოგენური აგენტებისგან თვითგაწმენდა ხდება. თუმცა, თუ წყლის მარილიანობა შემცირებულია, აგენტების რაოდენობა კი მომატებული, მათი გადარჩენის შანსი იზრდება. წყლის დაბინძურების რისკი განსაკუთრებით მაღალია, როცა ზღვაში ერთდროულად ბანაობს დიდი რაოდენობით ხალხი. რაც უფრო თბილია ზღვის წყალი, მით უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს ბაქტერიები და ვირუსები.

- რა დაავადებები შეიძლება განვითარდეს დაბინძურებულ ზღვის წყალში ბანაობისას?

- ზღვის წყალში ყველა მიკროორგანიზმი ვერ ძლებს. მაგალითად, არ არის სწორი მოსაზრება, თითქოს, ზღვისგან, შესაძლოა დაავადდეთ ქლამიდიოზით, სიფილისით, გონორეით, აივ-ინფექციით, ჰეპატიტებით, მუცლის ტიფით, ტუბერკულოზით და ა.შ. მაგრამ ნამდვილად გადამდებია როტა და ენტეროვირუსები - ყველაზე ხშირი მიზეზი ზღვის გასტროენტერიტების (კუჭ-ნაწლავის აშლილობები), ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკები, ქოლერის ვიბრიონი. ეს მიკროორგანიზმები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და ორსულებისთვის...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი