Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ჩემი სურვილი იყო, რომ ეს შეხვედრა მედიის გარეშე შემდგარიყო" - დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში იმყოფებოდა
„ჩემი სურვილი იყო, რომ ეს შეხვედრა მედიის გარეშე შემდგარიყო" - დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში იმყოფებოდა

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი სო­ფელ გუ­გუ­ტი­ანთკარ­ში, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და. მი­ნის­ტრი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას და­ხუ­რულ კარს მიღ­მა შეხ­ვდა და მათი პრობ­ლე­მე­ბი­სა და შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მო­ის­მი­ნა. რო­გორც ზალ­კა­ლი­ან­მა მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, ის გუ­გუ­ტი­ანთკარ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით იმ­ყო­ფე­ბო­და. მისი თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ის პრე­მი­ერს მი­აწ­ვდის.

ამას­თან, რო­გორც ზალ­კა­ლი­ან­მა გან­მარ­ტა, მო­სახ­ლე­ო­ბას და­ხუ­რულ ფორ­მატ­ში იმი­ტომ შევხდა, რომ მსგავ­სი სა­კი­თხე­ბის პი­ა­რუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა არ უყ­ვარს.

„ჩემი სურ­ვი­ლი იყო, რომ ეს შეხ­ვედ­რა მე­დი­ის გა­რე­შე შემ­დგა­რი­ყო. არ მიყ­ვარს, ასე­თი სა­კი­თხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სხვა­დას­ხვა პი­ა­რუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის. მინ­დო­და, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან ღიად და გულ­წრფე­ლად ეთ­ქვათ თა­ვი­ან­თი სათ­ქმე­ლი. ისი­ნი იყ­ვნენ ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლე­ბი და მად­ლი­ე­რი ვარ მათი, რომ გა­გე­ბით ეკი­დე­ბი­ან არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას. მე მათ მი­ვა­წო­დე ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია, იმ ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მათი თხოვ­ნაც არის, რომ არ მოხ­დეს სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცია და გამ­წვა­ვე­ბა.

მე მათ პი­რო­ბა მი­ვე­ცი, რომ მო­მა­ვალ­შიც გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას. არის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე აქ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით ვიმ­ყო­ფე­ბო­დი და აუ­ცი­ლებ­ლად გა­დავ­ცემ მას ამის შე­სა­ხებ,“ - გა­ნა­ცხა­და და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, შე­საძ­ლოა თუ არა, რომ სარ­წყა­ვი წყლის რე­ზერ­ვუ­ა­რი უკა­ნო­ნო სა­ზღვრის მიღ­მა აღ­მოჩ­ნდეს, ზალ­კა­ლი­ან­მა უპა­სუ­ხა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რათა ეს არ მოხ­დეს.

„ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ეს არ მო­ექ­ცეს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამ ხალ­ხს უნდა ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა და სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­კუ­თარ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა­ზე წვდო­მა ჰქონ­დეთ. ამი­ტომ, რაც კი რე­სურ­სია ჩვენ ხელთ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ სარ­წყა­ვი წყლით ისარ­გებ­ლოს. ჩვენ მუდ­მი­ვად პულსზე გვჭი­რავს ხელი, რომ აქ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია არ გა­მო­ვი­დეს კონ­ტრო­ლი­დან,“ - გა­ნა­ცხა­და და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

ავტორი:

„ჩემი სურვილი იყო, რომ ეს შეხვედრა მედიის გარეშე შემდგარიყო" - დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში იმყოფებოდა

„ჩემი სურვილი იყო, რომ ეს შეხვედრა მედიის გარეშე შემდგარიყო" - დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში იმყოფებოდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოფელ გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას დახურულ კარს მიღმა შეხვდა და მათი პრობლემებისა და შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. როგორც ზალკალიანმა მედიასთან განაცხადა, ის გუგუტიანთკარში პრემიერ-მინისტრის დავალებით იმყოფებოდა. მისი თქმით, მოსახლეობის პრობლემების შესახებ ინფორმაციას ის პრემიერს მიაწვდის.

ამასთან, როგორც ზალკალიანმა განმარტა, მოსახლეობას დახურულ ფორმატში იმიტომ შევხდა, რომ მსგავსი საკითხების პიარული მიზნებისთვის გამოყენება არ უყვარს.

„ჩემი სურვილი იყო, რომ ეს შეხვედრა მედიის გარეშე შემდგარიყო. არ მიყვარს, ასეთი საკითხების გამოყენება სხვადასხვა პიარული მიზნებისთვის. მინდოდა, რომ ამ ადამიანებს ძალიან ღიად და გულწრფელად ეთქვათ თავიანთი სათქმელი. ისინი იყვნენ ძალიან გულწრფელები და მადლიერი ვარ მათი, რომ გაგებით ეკიდებიან არსებულ სიტუაციას. მე მათ მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია, იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელა. მათი თხოვნაც არის, რომ არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია და გამწვავება.

მე მათ პირობა მივეცი, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას. არის გარკვეული პრობლემები სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. მე აქ პრემიერ-მინისტრის დავალებით ვიმყოფებოდი და აუცილებლად გადავცემ მას ამის შესახებ,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ სარწყავი წყლის რეზერვუარი უკანონო საზღვრის მიღმა აღმოჩნდეს, ზალკალიანმა უპასუხა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს არ მოხდეს.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოექცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება და საშუალება, რომ საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაზე წვდომა ჰქონდეთ. ამიტომ, რაც კი რესურსია ჩვენ ხელთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობამ სარწყავი წყლით ისარგებლოს. ჩვენ მუდმივად პულსზე გვჭირავს ხელი, რომ აქ არსებული სიტუაცია არ გამოვიდეს კონტროლიდან,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები