პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი ტელეწამყვანი სკანდალში გაეხვა - როგორ დასცინა ოლგა ბუზოვამ "ლენინგრადის ბლოკადის" მსხვერპლებს
რუსი ტელეწამყვანი სკანდალში გაეხვა - როგორ დასცინა ოლგა ბუზოვამ "ლენინგრადის ბლოკადის" მსხვერპლებს

ცნო­ბი­ლი რუსი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, მო­დე­ლი და მომ­ღე­რა­ლი ოლგა ბუ­ზო­ვა სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. 13 აგ­ვის­ტოს მის მიერ "ინ­სტაგ­რამ­ზე" გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დეო, რუ­სეთ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფე­ნის გან­ხილ­ვის და კრი­ტი­კის საგ­ნად იქცა.

საქ­მე ეხე­ბა ვი­დე­ოს, რო­მელ­ზეც ჩანს, რო­გორ ლო­კავს ბუ­ზო­ვა თეფშს და სი­ცი­ლით ამ­ბობს: "რა ვქნა, გემ­რი­ე­ლია, ბლო­კა­და­გა­მოვ­ლი­ლი ვარ".

სწო­რედ მისი ეს ფრა­ზა გახ­და რუ­სე­ბის აღ­შფო­თე­ბის მი­ზე­ზი - ბუ­ზო­ვა პე­ტერ­ბურ­გე­ლია და ყვე­ლას მა­შინ­ვე ლე­ნინ­გრა­დის ბლო­კა­და გა­ახ­სენ­და (მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს გერ­მა­ნელ­თა მიერ ლე­ნინ­გრად­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც 1941 წლის 8 სექ­ტემ­ბე­რი­დან 1944 წლის 27 იან­ვრამ­დე გრძელ­დე­ბო­და. ბევ­რი ის­ტო­რი­კო­სი ბლო­კა­დას გე­ნო­ცი­დის კლა­სი­ფი­კა­ცი­ას აძ­ლევს).

რე­ა­ლი­თი-შოუ "Дом 2"-ს წამ­ყვა­ნის ვი­დეო რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კურ და კულ­ტუ­რულ წრე­ებ­შიც გა­აკ­რი­ტი­კეს. პრო­დი­უ­სერ­მა იო­სიფ პრი­გო­ჟინ­მა, პო­ეტ­მა ილია რეზ­ნიკ­მა, პარ­ტია "Народ против коррупции"-ს წევ­რმა ვი­ტა­ლი ბო­რო­დინ­მა, მკაც­რად და სა­ხალ­ხოდ დაგ­მეს ტე­ლე­წამ­ყვა­ნის საქ­ცი­ე­ლი. ბო­რო­დინ­მა რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­საც კი მი­მარ­თა მო­თხოვ­ნით - და­უბ­ლო­კონ "ინ­სტაგ­რა­მი" ბუ­ზო­ვას, რო­მე­ლიც ომის ვე­ტე­რა­ნებს შე­უ­რა­ცხყოფს.

თუმ­ცა, პრო­კუ­რა­ტუ­რას თა­ვად ბუ­ზო­ვამ და­ას­წრო - მო­დელ­სა და ტე­ლე­წამ­ყვანს "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მომ­წე­რე­ბის უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბა - 16 მი­ლი­ო­ნი "ფო­ლო­ვე­რი" ჰყავს და აღ­ნიშ­ნუ­ლი სკან­და­ლის შემ­დეგ გვერ­დი ჩა­კე­ტა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბუ­ზო­ვამ გა­მო­ცე­მა Super.ru-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტა, რომ აზ­რა­დაც არ ჰქო­ნია ბლო­კა­და­გა­მოვ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ცინ­ვა: "ლე­ნინ­გრა­დის ბლო­კა­დის დროს იქ ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბიც ცხოვ­რობ­დნენ, ასე რომ, ოჯახ­ში საჭ­მლის მი­მართ ნამ­დვი­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და - ყო­ველ­თვის ბო­ლომ­დე უნდა შეგ­ვე­ჭა­მა ის, რა­საც ბე­ბია გვიმ­ზა­დებ­და" - გან­მარ­ტა ბუ­ზო­ვამ.

მისი სი­ტყვე­ბი და­ა­დას­ტუ­რა ტე­ლე­წამ­ყვა­ნის დე­და­მაც:

"ჩემს შვილს არა­ვის და­ცინ­ვა არ სურ­და, ვი­დეო ხუმ­რო­ბა იყო. მე და მა­მა­ჩე­მიც ასე ვლო­კავ­დით ხოლ­მე თეფშს და მა­მა­ჩე­მი ხუმ­რობ­და: გე­ნებ­ში გვაქ­ვსო" - აღ­ნიშ­ნა ბუ­ზო­ვას დე­დამ რუ­სულ ტე­ლე­არხთან სა­უბ­რი­სას.

33 წლის ოლგა ბუ­ზო­ვას პო­პუ­ლა­რო­ბა რე­ა­ლი­თი შოუ "სახ­ლი 2"-დან და­ი­წყო, სა­დაც ის ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ნა­წი­ლედ მი­ვი­და, შემ­დეგ კი პრო­ექ­ტის წამ­ყვა­ნი გახ­და. მას შემ­დეგ და­ი­წყო მისი კა­რი­ე­რუ­ლი აღ­მას­ვლა - გა­და­ი­ღეს სა­რეკ­ლა­მო რგო­ლებ­ში, სე­რი­ა­ლებ­ში, და­ი­წყო სიმ­ღე­რა და ჩა­წე­რა ორი მუ­სი­კა­ლუ­რი ალ­ბო­მი.

გა­მო­ცე­მა Forbes-ის მი­ხედ­ვით, ბუ­ზო­ვას "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დი რუ­სულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია. 2016 წელს, "სთო­რე­ბის" ნახ­ვე­ბის ოდე­ნო­ბით ბუ­ზო­ვამ სუ­პერ­პო­პუ­ლა­რულ რე­ა­ლი­თი ვარ­სკვლავს - კიმ კარ­და­ში­ან­საც კი გა­და­უს­წრო, რო­მელ­საც სხვა­თა­შო­რის, რუს კო­ლე­გა­ზე 10-ჯერ მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

რუსი ტელეწამყვანი სკანდალში გაეხვა - როგორ დასცინა ოლგა ბუზოვამ "ლენინგრადის ბლოკადის" მსხვერპლებს

რუსი ტელეწამყვანი სკანდალში გაეხვა - როგორ დასცინა ოლგა ბუზოვამ "ლენინგრადის ბლოკადის" მსხვერპლებს

ცნობილი რუსი ტელეწამყვანი, მოდელი და მომღერალი ოლგა ბუზოვა სკანდალში გაეხვა. 13 აგვისტოს მის მიერ "ინსტაგრამზე" განთავსებული ვიდეო, რუსეთში საზოგადოების ყველა ფენის განხილვის და კრიტიკის საგნად იქცა.

საქმე ეხება ვიდეოს, რომელზეც ჩანს, როგორ ლოკავს ბუზოვა თეფშს და სიცილით ამბობს: "რა ვქნა, გემრიელია, ბლოკადაგამოვლილი ვარ".

სწორედ მისი ეს ფრაზა გახდა რუსების აღშფოთების მიზეზი - ბუზოვა პეტერბურგელია და ყველას მაშინვე ლენინგრადის ბლოკადა გაახსენდა (მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელთა მიერ ლენინგრადზე განხორციელებული სამხედრო ოპერაცია, რომელიც 1941 წლის 8 სექტემბერიდან 1944 წლის 27 იანვრამდე გრძელდებოდა. ბევრი ისტორიკოსი ბლოკადას გენოციდის კლასიფიკაციას აძლევს).

რეალითი-შოუ "Дом 2"-ს წამყვანის ვიდეო რუსეთის პოლიტიკურ და კულტურულ წრეებშიც გააკრიტიკეს. პროდიუსერმა იოსიფ პრიგოჟინმა, პოეტმა ილია რეზნიკმა, პარტია "Народ против коррупции"-ს წევრმა ვიტალი ბოროდინმა, მკაცრად და სახალხოდ დაგმეს ტელეწამყვანის საქციელი. ბოროდინმა რუსეთის გენერალურ პროკურორსაც კი მიმართა მოთხოვნით - დაუბლოკონ "ინსტაგრამი" ბუზოვას, რომელიც ომის ვეტერანებს შეურაცხყოფს.

თუმცა, პროკურატურას თავად ბუზოვამ დაასწრო - მოდელსა და ტელეწამყვანს "ინსტაგრამზე" გამომწერების უზარმაზარი რაოდენობა - 16 მილიონი "ფოლოვერი" ჰყავს და აღნიშნული სკანდალის შემდეგ გვერდი ჩაკეტა.

მოგვიანებით, ბუზოვამ გამოცემა Super.ru-სთან საუბარში განმარტა, რომ აზრადაც არ ჰქონია ბლოკადაგამოვლილი ადამიანების დაცინვა: "ლენინგრადის ბლოკადის დროს იქ ჩემი ნათესავებიც ცხოვრობდნენ, ასე რომ, ოჯახში საჭმლის მიმართ ნამდვილად განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა - ყოველთვის ბოლომდე უნდა შეგვეჭამა ის, რასაც ბებია გვიმზადებდა" - განმარტა ბუზოვამ.

მისი სიტყვები დაადასტურა ტელეწამყვანის დედამაც:

"ჩემს შვილს არავის დაცინვა არ სურდა, ვიდეო ხუმრობა იყო. მე და მამაჩემიც ასე ვლოკავდით ხოლმე თეფშს და მამაჩემი ხუმრობდა: გენებში გვაქვსო" - აღნიშნა ბუზოვას დედამ რუსულ ტელეარხთან საუბრისას.

33 წლის ოლგა ბუზოვას პოპულარობა რეალითი შოუ "სახლი 2"-დან დაიწყო, სადაც ის ჩვეულებრივ მონაწილედ მივიდა, შემდეგ კი პროექტის წამყვანი გახდა. მას შემდეგ დაიწყო მისი კარიერული აღმასვლა - გადაიღეს სარეკლამო რგოლებში, სერიალებში, დაიწყო სიმღერა და ჩაწერა ორი მუსიკალური ალბომი.

გამოცემა Forbes-ის მიხედვით, ბუზოვას "ინსტაგრამის" გვერდი რუსულ ინტერნეტსივრცეში ყველაზე პოპულარულია. 2016 წელს, "სთორების" ნახვების ოდენობით ბუზოვამ სუპერპოპულარულ რეალითი ვარსკვლავს - კიმ კარდაშიანსაც კი გადაუსწრო, რომელსაც სხვათაშორის, რუს კოლეგაზე 10-ჯერ მეტი გამომწერი ჰყავს.

საფრანგეთში ე.წ. კოვიდპასპორტებთან დაკავშირებული რეგულაციების მოწინააღმდეგეებმა ვაქცინაციის ცენტრები ვანდალურად დააზიანეს

სამხრეთ კორეაში, სპორტდარბაზებში, სწრაფი, რიტმული მუსიკის ჩართვა აკრძალეს - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი

"არ მსურს, ვინმემ ისეთი სიძულვილი გამოსცადოს, როგორიც ჩვენ" - სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფის გამო 5 ადამიანი დააკავეს