მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის "სუდანი", რომელიც პოპულარულ ქართულ პროდუქტებში აღმოაჩინეს - "მის საკვებად გამოყენებას შეუძლია, გამოიწვიოს სიმსივნური დაავადებები"
რა არის "სუდანი", რომელიც პოპულარულ ქართულ პროდუქტებში აღმოაჩინეს - "მის საკვებად გამოყენებას შეუძლია, გამოიწვიოს სიმსივნური დაავადებები"

სა­ქარ­თვე­ლოს “სტა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის“ მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლმა შე­მოწ­მე­ბამ სა­გან­გა­შო შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნა - 42 და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტი­დან 6-ში არა­საკ­ვე­ბი სა­ღე­ბა­ვი, ე.წ სუ­და­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

იმ პრო­დუქ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, სა­დაც არა­საკ­ვე­ბი სა­ღე­ბა­ვი აღ­მოჩ­ნდა, არის "კუ­ლა­სა" და "მარ­ნე­უ­ლის" სა­წებ­ლე­ბიც, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­აშ­ფო­თა და კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­რა, რით შე­იძ­ლე­ბა ვიკ­ვე­ბოთ, რომ თავი და­ცუ­ლად ვიგ­რძნოთ.

აღ­ნიშ­ნულ კვლე­ვას პე­დი­ატ­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი თა­მარ ობ­გა­ი­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა ფე­ის­ბუქ-პოს­ტით, სა­დაც სა­უბ­რობს იმა­ზე, თუ რა არის სუ­და­ნი და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ვიც­ვათ თავი ნივ­თი­ე­რე­ბის­გან, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი:

"ყვე­ლა სა­ღე­ბავს თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს - ზოგს საკ­ვებ­ში, ზოგს ტექ­ტი­ლის, პლას­ტა­მა­სის თუ კოს­მე­ტი­კურ მრეწ­ვე­ლო­ბა­ში, ზოგ­საც - მე­დი­ცი­ნა­ში. სუ­და­ნი ულა­მა­ზე­სი ფე­რის სა­ღე­ბა­ვე­ბის ჯგუ­ფია. მისი რამ­დე­ნი­მე ფორ­მა არ­სე­ბობს. სუ­და­ნი I, II, III, IV ისე­თი ლა­მა­ზი ფე­რის წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვია, აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ტა­ცებთ თვალს.

შე­ი­ცავს აზო­ტის ჯგუფს, კარ­გად იხ­სნე­ბა ცხიმ­ში. სწო­რედ ამი­ტომ მას პლასტმა­სის, ცვი­ლე­ბის, ლა­ქე­ბის, ტექ­ნი­კუ­რი ზე­თე­ბის, სა­ღე­ბა­ვე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში იყე­ნე­ბენ. სუ­და­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მე­დი­ცი­ნა­შიც, უჯრე­დე­ბი­სა და ქსო­ვი­ლე­ბის მიკ­როს­კო­პით შეს­წავ­ლი­სათ­ვის მათ შე­სა­ღე­ბად. იყე­ნე­ბენ ტექ­სტი­ლის მრეწ­ვე­ლო­ბა­სა და ზოგ­ჯერ კოს­მე­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას, მისი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი წი­თე­ლი ფე­რის გამო და თურ­მე არამ­ხო­ლოდ.

პირ­ვე­ლი სკან­და­ლი 2003 წელს საფ­რან­გეთ­ში აგორ­და, როცა ინ­დო­ე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი ჩი­ლის სო­უ­სებ­ში სურ­სა­თის კონ­ტრო­ლის მეს­ვე­უ­რებ­მა სუ­და­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამა­ვე წელს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს საკ­ვე­ბის უვ­ნებ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტომ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა ზო­გი­ე­რი ჩი­ლის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტის და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­სა­ხებ. ამას სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი­დან 600-მდე საკ­ვე­ბი პრდუქ­ტის ამო­ღე­ბა მოჰ­ყვა - მათ შო­რის იყო მზა სუ­პე­ბის, ჩიფ­სე­ბის, სუ­ნე­ლე­ბის, სო­უ­სე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბე­ბი.

შემ­დე­გი სკან­და­ლი 2006 წელს ჩი­ნეთ­ში აგორ­და, სა­დაც სუ­და­ნი იხ­ვის, ქათ­მის ხორცსა და კვერ­ცხში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. რო­გორც ჩანს, კვერ­ცხის მწარ­მო­ებ­ლებს ძა­ლი­ან უნ­დო­დათ, თავი მკვეთ­რი ნა­რინ­ჯის­ფე­რი კვერ­ცხის გუ­ლით მო­ე­წო­ნე­ბი­ნათ, რის­თვი­საც ფრინ­ველს სუ­და­ნის­შემ­ცველ საკ­ვებს აძ­ლევ­დნენ წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა არის "სუდანი", რომელიც პოპულარულ ქართულ პროდუქტებში აღმოაჩინეს - "მის საკვებად გამოყენებას შეუძლია, გამოიწვიოს სიმსივნური დაავადებები"

რა არის "სუდანი", რომელიც პოპულარულ ქართულ პროდუქტებში აღმოაჩინეს - "მის საკვებად გამოყენებას შეუძლია, გამოიწვიოს სიმსივნური დაავადებები"

საქართველოს “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ საგანგაშო შედეგები აჩვენა - 42 დასახელების პროდუქტიდან 6-ში არასაკვები საღებავი, ე.წ სუდანი აღმოაჩინეს.

იმ პროდუქტების ჩამონათვალში, სადაც არასაკვები საღებავი აღმოჩნდა, არის "კულასა" და "მარნეულის" საწებლებიც, რამაც საზოგადოება შეაშფოთა და კიდევ ერთხელ დააფიქრა, რით შეიძლება ვიკვებოთ, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ.

აღნიშნულ კვლევას პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე ეხმაურება ფეისბუქ-პოსტით, სადაც საუბრობს იმაზე, თუ რა არის სუდანი და როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ნივთიერებისგან, რომლის გამოყენებას შეუძლია გამოიწვიოს სიმსივნური დაავადებები:

"ყველა საღებავს თავისი ადგილი აქვს - ზოგს საკვებში, ზოგს ტექტილის, პლასტამასის თუ კოსმეტიკურ მრეწველობაში, ზოგსაც - მედიცინაში. სუდანი ულამაზესი ფერის საღებავების ჯგუფია. მისი რამდენიმე ფორმა არსებობს. სუდანი I, II, III, IV ისეთი ლამაზი ფერის წითელი საღებავია, აუცილებლად მოგტაცებთ თვალს.

შეიცავს აზოტის ჯგუფს, კარგად იხსნება ცხიმში. სწორედ ამიტომ მას პლასტმასის, ცვილების, ლაქების, ტექნიკური ზეთების, საღებავების წარმოებაში იყენებენ. სუდანი გამოიყენება მედიცინაშიც, უჯრედებისა და ქსოვილების მიკროსკოპით შესწავლისათვის მათ შესაღებად. იყენებენ ტექსტილის მრეწველობასა და ზოგჯერ კოსმეტიკურ საშუალებების წარმოებისას, მისი ძალიან ლამაზი წითელი ფერის გამო და თურმე არამხოლოდ.

პირველი სკანდალი 2003 წელს საფრანგეთში აგორდა, როცა ინდოეთიდან შემოტანილი ჩილის სოუსებში სურსათის კონტროლის მესვეურებმა სუდანი აღმოაჩინეს. ამავე წელს გაერთიანებული სამეფოს საკვების უვნებლობის სააგენტომ გააკეთა განცხადება ზოგიერი ჩილის შემცველი პროდუქტის დაბინძურების შესახებ. ამას სავაჭრო ცენტრებიდან 600-მდე საკვები პრდუქტის ამოღება მოჰყვა - მათ შორის იყო მზა სუპების, ჩიფსების, სუნელების, სოუსების სხვადასხვა სახეობები.

შემდეგი სკანდალი 2006 წელს ჩინეთში აგორდა, სადაც სუდანი იხვის, ქათმის ხორცსა და კვერცხში აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, კვერცხის მწარმოებლებს ძალიან უნდოდათ, თავი მკვეთრი ნარინჯისფერი კვერცხის გულით მოეწონებინათ, რისთვისაც ფრინველს სუდანისშემცველ საკვებს აძლევდნენ წაიკითხეთ ვრცლად

ფროიდის 27 გენიალური ფრაზა

როგორ გავტეხოთ მამაკაცის გრძნობების საიდუმლო კოდი - კაცის 5 სისუსტე, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

15 შეკითხვა, რომელიც წყვილმა ერთმანეთს უნდა დაუსვას, სანამ დაქორწინდება