პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალენ დელონი არ მომკვდარა - მსახიობის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
ალენ დელონი არ მომკვდარა - მსახიობის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი ალენ დე­ლო­ნი ცო­ცხა­ლია, თუმ­ცა ზო­გი­ერთ რუ­სულ პორ­ტალ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ მკი­თხვე­ლი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა.

ყალ­ბი ამ­ბა­ვი სწრა­ფად მო­ე­დო ქარ­თულ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­საც და ფრან­გუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­დის ფა­ნე­ბი და­ამ­წუხ­რა. თუმ­ცა, ინ­ფორ­მა­ცია დე­ლო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ ცოტა ხნის წინ 83 წლის მსა­ხი­ობ­მა ინ­სულ­ტი გა­და­ი­ტა­ნა და ჯან­მრთე­ლო­ბის საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და. ექი­მებს დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­დათ მისი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. თუმ­ცა, ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით მსა­ხი­ო­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან უკვე გა­წე­რეს და შვე­ი­ცა­რი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

მე­ტიც, ფრან­გუ­ლი კი­ნოს სექსსიმ­ბო­ლოს ქა­ლიშ­ვილ­მა ანუშ­კამ გა­ნა­ცხა­და, რომ მა­მას უკვე სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი აქვს კა­რი­ე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ალენ დე­ლო­ნი ქა­ლიშ­ვილ­თან, ანუშ­კას­თან ერ­თად

დე­ლო­ნის ქა­ლიშ­ვილ­მა ანუშ­კამ "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე მა­მის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ავ­რცე­ლა:

"უბ­რა­ლოდ, მეტი სი­ცხა­დის­თვის: მარ­თლაც, მა­მას ინ­სულ­ტი მო­უ­ვი­და, რო­მელ­საც დუ­რა­ლუ­რი ჰე­მა­ტო­მა მოჰ­ყვა. ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნე­ბი აღ­მოვ­ჩნდით, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და. ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია, ის არის მებ­რძო­ლი! მამა აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს, რათა შექ­მნილ სირ­თუ­ლე­ებს თავი და­აღ­წი­ოს.

მა­მას სურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და მე­გობ­რებს მათი მხარ­და­ჭე­რი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის გა­მომ­ხატ­ვე­ლი გზავ­ნი­ლე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დოს. თქვე­ნი ძა­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბით მამა წინ მი­ი­წევს. მამა უკვე სა­მო­მავ­ლო პრო­ექ­ტებ­ზე ფიქ­რობს... რაც შე­ე­ხე­ბა პრე­სას, გა­მო­ი­ჩი­ნეთ ადა­მი­ა­ნო­ბა და ნუ სპე­კუ­ლი­რებთ იმით, რაც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა" - და­წე­რა ანუშ­კა დე­ლონ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე".

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ალენ დელონი არ მომკვდარა - მსახიობის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

ალენ დელონი არ მომკვდარა - მსახიობის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

ფრანგი მსახიობი ალენ დელონი ცოცხალია, თუმცა ზოგიერთ რუსულ პორტალზე გავრცელებულმა ინფორმაციამ მისი გარდაცვალების შესახებ მკითხველი შეცდომაში შეიყვანა.

ყალბი ამბავი სწრაფად მოედო ქართულ სოციალურ ქსელსაც და ფრანგული კინოს ლეგენდის ფანები დაამწუხრა. თუმცა, ინფორმაცია დელონის გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ 83 წლის მსახიობმა ინსულტი გადაიტანა და ჯანმრთელობის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. ექიმებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა, ბოლო ინფორმაციით მსახიობი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და შვეიცარიაში იმყოფება.

მეტიც, ფრანგული კინოს სექსსიმბოლოს ქალიშვილმა ანუშკამ განაცხადა, რომ მამას უკვე სამომავლო გეგმები აქვს კარიერასთან დაკავშირებით.

ალენ დელონი ქალიშვილთან, ანუშკასთან ერთად

დელონის ქალიშვილმა ანუშკამ "ინსტაგრამის" პირად გვერდზე მამის მდგომარეობის შესახებ მცირე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა:

"უბრალოდ, მეტი სიცხადისთვის: მართლაც, მამას ინსულტი მოუვიდა, რომელსაც დურალური ჰემატომა მოჰყვა. ძალიან იღბლიანები აღმოვჩნდით, რადგან ყველაფერი კარგად დასრულდა. ამაში გასაკვირი არაფერია, ის არის მებრძოლი! მამა აგრძელებს მკურნალობის პროცესს, რათა შექმნილ სირთულეებს თავი დააღწიოს.

მამას სურს, საზოგადოებასა და მეგობრებს მათი მხარდაჭერისა და სიყვარულის გამომხატველი გზავნილებისთვის მადლობა გადაუხადოს. თქვენი ძალის დამსახურებით მამა წინ მიიწევს. მამა უკვე სამომავლო პროექტებზე ფიქრობს... რაც შეეხება პრესას, გამოიჩინეთ ადამიანობა და ნუ სპეკულირებთ იმით, რაც პირად ცხოვრებაში ხდება" - დაწერა ანუშკა დელონმა "ინსტაგრამზე".

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს