კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ია კიწმარიშვილის სარჩელი სასამართლომ არ მიიღო
"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ია კიწმარიშვილის სარჩელი სასამართლომ არ მიიღო

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ „რუს­თა­ვი 2“-თან და­კავ­ში­რე­ბით ია კიწ­მა­რიშ­ვი­ლის სარ­ჩე­ლი არ მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ია კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა თიკო ბეჟაშ­ვილ­მა და­უ­დას­ტუ­რა. მისი თქმით, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­დებ­ში ზემ­დგომ ინ­სტან­ცი­ა­ში გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ, დე­ტა­ლებ­ზე კი ია კიწ­მა­რიშ­ვილ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­ივ­ლის.

ამას­თან, რო­გორც „რუს­თა­ვი 2“-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა სა­ლი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, 2009 წელს ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილს უკვე მი­მარ­თუ­ლი ჰქონ­და იგი­ვე სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნე­ბით, იგი­ვე სა­ფუძ­ვლით სა­სა­მარ­თლოს­თვის. მისი გან­მარ­ტე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, ამ სა­ფუძ­ვლით ეთ­ქვა უარი ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლეს, ია კიწ­მა­რიშ­ვილს სარ­ჩე­ლის მი­ღე­ბა­ზე.

პა­ა­ტა სა­ლი­ას თქმით, გან­ჩი­ნე­ბა სა­სა­მარ­თლომ 15 აგ­ვის­ტოს გა­მო­ი­ტა­ნა და მას შემ­დეგ, რაც ის მხა­რეს ჩა­ბარ­დე­ბა, იწყე­ბა გა­სა­ჩივ­რე­ბის ვა­დე­ბის ათ­ვლა. პა­ა­ტა სა­ლი­ამ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც გან­მარ­ტა.

„ინ­ფორ­მა­ცია გან­ჩი­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მაქვს, გან­ჩი­ნე­ბა სა­სა­მარ­თლოს ვებგ­ვერ­დზე ელექტრო­ნუ­ლად ვნა­ხე. გან­ჩი­ნე­ბის მი­ხედ­ვით, უა­რია ნათ­ქვა­მი, რო­გორც სარ­ჩე­ლის, ასე­ვე სარ­ჩე­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა­ზე. სა­ფუძ­ვე­ლი არის ის, რომ 2009 წელს ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილს უკვე მი­მარ­თუ­ლი ჰქონ­და იგი­ვე სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნე­ბით, იგი­ვე სა­ფუძ­ვლით სა­სა­მარ­თლოს­თვის. მა­შინ ეს სარ­ჩე­ლი არ დაკ­მა­ყო­ფილ­და და შე­სა­ბა­მი­სად, საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, და­უშ­ვე­ბე­ლია ერთი და იგი­ვე სა­ფუძ­ვლით, ერთი და იგი­ვე და­ვის სა­გან­ზე მი­მარ­თვა სა­სა­მარ­თლოს­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, ამ სა­ფუძ­ვლით ეთ­ქვა უარი ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლეს, ია კიწ­მა­რიშ­ვილს სარ­ჩე­ლის მი­ღე­ბა­ზე“,-აცხა­დებს პა­ა­ტა სა­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი2“-ის გა­ყიდ­ვის სა­კითხს, პა­ა­ტა სა­ლია ამ­ბობს, რომ ისი­ნი პი­რად კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­გან არა­ვის­თან ამ­ყა­რე­ბენ, რად­გან ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ამის შე­სა­ხებ მხო­ლოდ სა­ჯა­როდ უნდა იქ­ნას გა­ცხა­დე­ბუ­ლი.

„შე­თა­ვა­ზე­ბა თუ იქ­ნე­ბა გა­მო­ვეხ­მა­უ­რე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ყო­ფი­ლა“,-აცხა­დებს სა­ლია.

შე­გახ­სე­ნე­ბეთ, რომ ია კიწ­მა­რიშ­ვი­ლი, რო­გორც ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე, „რუს­თა­ვი 2“-ის 30%-იანი წი­ლის დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს. ამას­თან, კიწ­მა­რიშ­ვი­ლი „რუს­თა­ვი 2“-ის ქო­ნე­ბა­ზე ყა­და­ღის და­დე­ბას დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით ითხოვ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ია კიწმარიშვილის სარჩელი სასამართლომ არ მიიღო

"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ია კიწმარიშვილის სარჩელი სასამართლომ არ მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ია კიწმარიშვილის სარჩელი არ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ია კიწმარიშვილის ადვოკატმა თიკო ბეჟაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ, დეტალებზე კი ია კიწმარიშვილთან კონსულტაციებს გაივლის.

ამასთან, როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 2009 წელს ეროსი კიწმარიშვილს უკვე მიმართული ჰქონდა იგივე სასარჩელო მოთხოვნებით, იგივე საფუძვლით სასამართლოსთვის. მისი განმარტებით, შესაბამისად, ამ საფუძვლით ეთქვა უარი ეროსი კიწმარიშვილის უფლებამონაცვლეს, ია კიწმარიშვილს სარჩელის მიღებაზე.

პაატა სალიას თქმით, განჩინება სასამართლომ 15 აგვისტოს გამოიტანა და მას შემდეგ, რაც ის მხარეს ჩაბარდება, იწყება გასაჩივრების ვადების ათვლა. პაატა სალიამ სასამართლოს გადაწყვეტილებაც განმარტა.

„ინფორმაცია განჩინებიდან გამომდინარე მაქვს, განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე ელექტრონულად ვნახე. განჩინების მიხედვით, უარია ნათქვამი, როგორც სარჩელის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების მიღებაზე. საფუძველი არის ის, რომ 2009 წელს ეროსი კიწმარიშვილს უკვე მიმართული ჰქონდა იგივე სასარჩელო მოთხოვნებით, იგივე საფუძვლით სასამართლოსთვის. მაშინ ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, საპროცესო კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია ერთი და იგივე საფუძვლით, ერთი და იგივე დავის საგანზე მიმართვა სასამართლოსთვის. შესაბამისად, ამ საფუძვლით ეთქვა უარი ეროსი კიწმარიშვილის უფლებამონაცვლეს, ია კიწმარიშვილს სარჩელის მიღებაზე“,-აცხადებს პაატა სალია.

რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გაყიდვის საკითხს, პაატა სალია ამბობს, რომ ისინი პირად კომუნიკაციისგან არავისთან ამყარებენ, რადგან ტელეკომპანიის შეძენის სურვილის შემთხვევაში, ამის შესახებ მხოლოდ საჯაროდ უნდა იქნას გაცხადებული.

„შეთავაზება თუ იქნება გამოვეხმაურებით, ჯერჯერობით არ ყოფილა“,-აცხადებს სალია.

შეგახსენებეთ, რომ ია კიწმარიშვილი, როგორც ეროსი კიწმარიშვილის უფლებამონაცვლე, „რუსთავი 2“-ის 30%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვს. ამასთან, კიწმარიშვილი „რუსთავი 2“-ის ქონებაზე ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს