მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავიხადე ტანსაცმელი და შიშველ მკერდში ჩავიხუტე, რომ გამეთბო" - რას ყვება პოლიციელი, რომელმაც გურიაში დედისგან მიტოვებული ჩვილი გადაარჩინა
"გავიხადე ტანსაცმელი და შიშველ მკერდში ჩავიხუტე, რომ გამეთბო" - რას ყვება პოლიციელი, რომელმაც გურიაში დედისგან მიტოვებული ჩვილი გადაარჩინა

ოზურ­გე­თელ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა დე­დის­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი ახალ­შო­ბი­ლი თხი­ლის ბაღ­ში იპო­ვეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა 16 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და, რო­დე­საც გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში ოზურ­გე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბით მო­ა­თავ­სეს ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მელ­საც ჩვი­ლი თან არ ჰყავ­და.

ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ად­გი­ნეს ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ვიდ­ნენ მი­სა­მარ­თზე. ად­გილ­ზე მი­სუ­ლებ­ს კი ჩვი­ლი თხი­ლის ბაღ­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი დახ­ვდათ.

ახალ­შო­ბი­ლი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ღა­მის სი­ცი­ვის გამო, ფაქ­ტობ­რი­ვად გა­ყი­ნუ­ლი იყო. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა მათ მის­ვლამ­დე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თა­ვად აღ­მო­უ­ჩი­ნეს გო­გო­ნას პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა.

კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ჩვი­ლი ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა ჩა­ი­ხუ­ტა და სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რით უნარ­ჩუ­ნებ­და სი­ცო­ცხლეს, სას­წრა­ფოს მის­ვლამ­დე.

ეს პო­ლი­ცი­ე­ლი აჩი­კო ახალ­კა­ცია. AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ახალ­კა­ცი მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს:

"გამ­თე­ნი­სა­ას შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა ოზურ­გე­თის სამ­მარ­თვე­ლო­ში კლი­ნი­კა „მე­დალ­ფა­დან“, რომ მიყ­ვა­ნი­ლი იყო ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც თან არ ყავ­და ჩვი­ლი.

გა­ვე­დით ახალ­შო­ბი­ლის დე­დის სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე, ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ­ში. და­ვი­წყეთ ბავ­შვის მო­ძებ­ნა, იქ­ნებ გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა. ვნა­ხეთ თხი­ლის ბა­ღებ­ში, ბა­ლა­ხებ­ში. სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი იყო, ჭიპ­ლა­რიც კი ჰქონ­და. ტი­რი­ლი­თაც არ ტი­რო­და, რა­ღაც უც­ნა­ურ ხმებს გა­მოს­ცემ­და... ჩემ­მა მე­წყვი­ლემ გა­ი­გო­ნა ეს ხმე­ბი და ასე მი­ვა­გე­ნით.

VIDEO: რა გა­ა­კე­თა პო­ლი­ცი­ელ­მა, როცა ოზურ­გეთ­ში ბა­ლა­ხებ­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი ჩვი­ლი იპო­ვა

მა­შინ­ვე ავიყ­ვა­ნე ბავ­ში ხელ­ში, სა­შინ­ლად გა­ყი­ნუ­ლი იყო... გა­ვი­ხა­დე ტან­საც­მე­ლი და შიშ­ველ მკერ­დში ჩა­ვი­ხუ­ტე, რომ გა­მეთ­ბო. შემ­დეგ ჩავ­სხე­დით მე და ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი მან­ქა­ნა­ში, ჩავ­რთეთ ღუ­მე­ლი და დავ­რე­კეთ სას­წრა­ფო­ში. სას­წრა­ფო გზად შე­მოგ­ვხვდა. თა­ვი­დან „მე­დალ­ფა­ში„ გა­და­იყ­ვა­ნეს. შემ­დეგ ბა­თუმ­ში, ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

სა­ხე­ლი და­ვარ­ქვით მა­რი­ა­მი... თუ მო­მა­ნათ­ლი­ნე­ბენ, სი­ა­მოვ­ნე­ბით მოვ­ნათ­ლავ" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს პო­ლი­ცი­ე­ლი.

აჩი­კო ახალ­კაც­მა მის მიერ გა­დარ­ჩე­ნი­ლი გო­გო­ნა დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა. ბავ­შვი ახლა სა­ი­მე­დო ხელ­შია და თავს კარ­გად გრძნობს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"გავიხადე ტანსაცმელი და შიშველ მკერდში ჩავიხუტე, რომ გამეთბო" - რას ყვება პოლიციელი, რომელმაც გურიაში დედისგან მიტოვებული ჩვილი გადაარჩინა

"გავიხადე ტანსაცმელი და შიშველ მკერდში ჩავიხუტე, რომ გამეთბო" - რას ყვება პოლიციელი, რომელმაც გურიაში დედისგან მიტოვებული ჩვილი გადაარჩინა

ოზურგეთელმა პოლიციელებმა დედისგან მიტოვებული ახალშობილი თხილის ბაღში იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა 16 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა, როდესაც გურიის პოლიციის დეპარტამენტში ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მშობიარობის შემდგომი გართულებებით მოათავსეს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა.

ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი და დაუყოვნებლივ გავიდნენ მისამართზე. ადგილზე მისულებს კი ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული დახვდათ.

ახალშობილი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ღამის სიცივის გამო, ფაქტობრივად გაყინული იყო. პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მათ მისვლამდე სამართალდამცველებმა თავად აღმოუჩინეს გოგონას პირველადი დახმარება.

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჩვილი ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს, სასწრაფოს მისვლამდე.

ეს პოლიციელი აჩიკო ახალკაცია. AMBEBI.GE-სთან საუბარში ახალკაცი მომხდარის დეტალებს იხსენებს:

"გამთენისაას შემოვიდა შეტყობინება ოზურგეთის სამმართველოში კლინიკა „მედალფადან“, რომ მიყვანილი იყო ახალნამშობიარები ქალბატონი, რომელსაც თან არ ყავდა ჩვილი.

გავედით ახალშობილის დედის საცხოვრებელ მისამართზე, ოზურგეთის რაიონის სოფელში. დავიწყეთ ბავშვის მოძებნა, იქნებ გადაგვერჩინა. ვნახეთ თხილის ბაღებში, ბალახებში. სრულიად შიშველი იყო, ჭიპლარიც კი ჰქონდა. ტირილითაც არ ტიროდა, რაღაც უცნაურ ხმებს გამოსცემდა... ჩემმა მეწყვილემ გაიგონა ეს ხმები და ასე მივაგენით.

VIDEO: რა გააკეთა პოლიციელმა, როცა ოზურგეთში ბალახებში მიტოვებული ჩვილი იპოვა

მაშინვე ავიყვანე ბავში ხელში, საშინლად გაყინული იყო... გავიხადე ტანსაცმელი და შიშველ მკერდში ჩავიხუტე, რომ გამეთბო. შემდეგ ჩავსხედით მე და ჩემი თანამშრომელი მანქანაში, ჩავრთეთ ღუმელი და დავრეკეთ სასწრაფოში. სასწრაფო გზად შემოგვხვდა. თავიდან „მედალფაში„ გადაიყვანეს. შემდეგ ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოში.

სახელი დავარქვით მარიამი... თუ მომანათლინებენ, სიამოვნებით მოვნათლავ" - უყვება AMBEBI.GE-ს პოლიციელი.

აჩიკო ახალკაცმა მის მიერ გადარჩენილი გოგონა დღეს საავადმყოფოში მოინახულა. ბავშვი ახლა საიმედო ხელშია და თავს კარგად გრძნობს...

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - Stopcov.ge-ს დღევანდელი მონაცემები

გვიან ღამით საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა