პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფორსაჟის" გადაღებების გამო, თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იცვლება
"ფორსაჟის" გადაღებების გამო, თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იცვლება

ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფილ­მის "Fast and Furious 9" (ფორ­სა­ჟი 9) ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბე­ბის გამო, რო­მე­ლიც 19 აგ­ვის­ტო­დან 20 სექ­ტემ­ბრამ­დე თბი­ლის­სა და რუს­თავ­ში იგეგ­მე­ბა, დე­და­ქა­ლა­ქის ცალ­კე­ულ ქუ­ჩებ­ზე საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის სქე­მე­ბი შე­იც­ვლე­ბა. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან აც­ნო­ბეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ველ ეტაპ­ზე, 18 აგ­ვის­ტოს 07:00 სა­ა­თი­დან 27 აგ­ვის­ტოს 18:00 სა­ა­თამ­დე ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რი გა­და­ი­კე­ტე­ბა იონა ვა­კე­ლის ქუ­ჩი­დან ვაჟა-ფშა­ვე­ლას ჩი­ხამ­დე, ანუ აკა­დე­მი­კოს ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კი­დან (რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო) მეტ­რო­სად­გურ „დე­ლი­სამ­დე“.

ამას­თან, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა­ზე შე­ზღუდ­ვა 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში იმოქ­მე­დებს, ხოლო ქვე­ით­თათ­ვის გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა 21:00 სა­ა­თი­დან 07:00 სა­ა­თამ­დე.

შე­სა­ბა­მი­სად, მოძ­რა­ო­ბა ცალ­მხრი­ვად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი: ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე ბუ­და­პეშ­ტის ქუ­ჩი­დან თა­ვა­ძის ქუ­ჩამ­დე მო­ნაკ­ვეთ­ში;

თა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩი­დან ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით;

დრო­ე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კერ­ძო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, მათ შო­რის, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ავ­ტო­ბუ­სე­ბი N21, N24, N34, N47, N49, N51, N54, N66, N87, N88 და N150 - ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რი­დან მეტ­რო­სად­გურ „დე­ლის­თან“ იონა ვა­კე­ლის, ნუ­ცუ­ბი­ძი­სა და თა­ვა­ძის ქუ­ჩე­ბის გავ­ლით მოხ­ვდე­ბა.

მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი და ავ­ტო­ბუ­სე­ბი N63 და N99 მეტ­რო­სად­გურ „დე­ლი­სი­დან“ ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩას ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რი­სა და მა­რი­ჯა­ნის ქუ­ჩის მეშ­ვე­ო­ბით და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან, ხო­ლო­ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩი­დან ბუ­და­პეშ­ტის ქუ­ჩა­ზე მი­სას­ვლე­ლად, რო­გორც კერ­ძო, ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, მათ შო­რის, ავ­ტო­ბუ­სე­ბი N6 და N89 იმოძ­რა­ვე­ბენ თა­ვა­ძის ქუ­ჩის, ყაზ­ბე­გის გამ­ზი­რი­სა და იონა ვა­კე­ლის ქუ­ჩის გავ­ლით.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს, რო­მე­ლიც ცინ­ცა­ძის ქუ­ჩი­დან ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით კარ­ტო­ზი­ას ქუ­ჩის გავ­ლით მოძ­რა­ობ­და, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირს ვლა­დი­მერ და არ­ჩილ ასა­თი­ა­ნე­ბის ქუ­ჩი­სა და თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩის გავ­ლით და­უ­კავ­შირ­დე­ბა, ხოლო ბე­რი­ტაშ­ვი­ლი­სა და ბუ­და­პეშ­ტის ქუ­ჩე­ბი­დან კერ­ძო ტრან­სპორ­ტი ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე ბუ­და­პეშ­ტი­სა და ჭი­ლა­ძის ქუ­ჩე­ბის გავ­ლით მოხ­ვდე­ბა.

მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბით, კან­დე­ლა­კი­სა და ბუ­და­პეშ­ტის ქუ­ჩე­ბი­დან იონა ვა­კე­ლის ქუ­ჩის­კენ მოძ­რა­ო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბი­სა და სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლობ­რი­გა­დე­ბის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის.

თბი­ლი­სის მე­რია მო­სახ­ლე­ო­ბას დის­კომ­ფორ­ტის­თვის ბო­დიშს უხ­დის.

ავტორი:

"ფორსაჟის" გადაღებების გამო, თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იცვლება

"ფორსაჟის" გადაღებების გამო, თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იცვლება

ჰოლივუდური ფილმის "Fast and Furious 9" (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღებების გამო, რომელიც 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში იგეგმება, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის სქემები შეიცვლება. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს თბილისის მერიიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, 18 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირი გადაიკეტება იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე, ანუ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან (რესპუბლიკური საავადმყოფო) მეტროსადგურ „დელისამდე“.

ამასთან, ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 24-საათიან რეჟიმში იმოქმედებს, ხოლო ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

შესაბამისად, მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი: ნუცუბიძის ქუჩაზე ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში;

თავაძის ქუჩაზე ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით;

დროებითი ცვლილებებიდან გამომდინარე, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მუნიციპალური ავტობუსები N21, N24, N34, N47, N49, N51, N54, N66, N87, N88 და N150 - ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „დელისთან“ იონა ვაკელის, ნუცუბიძისა და თავაძის ქუჩების გავლით მოხვდება.

მიკროავტობუსები და ავტობუსები N63 და N99 მეტროსადგურ „დელისიდან“ ნუცუბიძის ქუჩას ვაჟა-ფშაველას გამზირისა და მარიჯანის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან, ხოლონუცუბიძის ქუჩიდან ბუდაპეშტის ქუჩაზე მისასვლელად, როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, ავტობუსები N6 და N89 იმოძრავებენ თავაძის ქუჩის, ყაზბეგის გამზირისა და იონა ვაკელის ქუჩის გავლით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც ცინცაძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით კარტოზიას ქუჩის გავლით მოძრაობდა, ვაჟა-ფშაველას გამზირს ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდება, ხოლო ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან კერძო ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბუდაპეშტისა და ჭილაძის ქუჩების გავლით მოხვდება.

მერიის განცხადებით, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველობრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

თბილისის მერია მოსახლეობას დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

“აბაშიძეზე გამაჩერეს და მითხრეს, ყველს ხომ არ გასინჯავთო?...” - gemrieli.ge-ს რედაქტორის ბლოგი

8 ნოემბერს HR hub-ის ღონისძება HR Nights ჩატარდება

"მოჰყვება შესაბამისი რეაგირება" - საპატრიარქო ანიტა რაჭველიშვილის შესახებ არქიმანდრიტ ბართლომეს კომენტარს ეხმაურება