პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ეტაპზეა ეკლესიის მშენებლობა, რომელსაც ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე დაღუპული ქალიშვილის სახელზე აგებენ
რა ეტაპზეა ეკლესიის მშენებლობა, რომელსაც ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე დაღუპული ქალიშვილის სახელზე აგებენ

ერთი წლის წინ თბი­ლის­ში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას 9 წლის გო­გო­ნა - ტატა რე­ვიშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. ბავ­შვი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი მე­კა­რის ნუკ­რი რე­ვიშ­ვი­ლის და მო­დელ თიკო ჩხე­ი­ძის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი იყო.

ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ წყვილ­მა და მათ­მა მო­ძღვარ­მა მამა ანუ­ბიმ, ტა­ტი­ა­ნას სა­ხელ­ზე ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­სა­ხეს მიზ­ნად. ამის შე­სა­ხებ თიკო ჩხე­ი­ძე "ინ­ტაგ­რამ­ზე" წერ­და:

"ჩვენ­მა ბერ­მა გა­და­წყვი­ტა ტაძ­რის აშე­ნე­ბა ტა­ტი­ა­ნას სა­ხელ­ზე. ჩვენ­თვის არა­ფე­რი უთხო­ვია, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენც გა­მოვ­თქვით დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი. ყო­ველ­თვის მე­ში­ნო­და ტაძ­რის აშე­ნე­ბის (ნუკ­რის ბევ­რჯერ გა­მო­უთ­ქვამს სურ­ვი­ლი), ახლა ამ შიშ­მა სა­დღაც მი­ი­ძი­ნა. ერთი მი­ზა­ნი დაგ­ვე­სა­ხა, რომ და­ვეხ­მა­როთ მამა ანუ­ბის და ერ­თად ავა­შე­ნოთ კი­დევ ერთი ლა­მა­ზი ტა­ძა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში" - წერ­და მო­დე­ლი.

ერ­თწ­ლი­ა­ნი მშე­ნებ­ლო­ბის შემ­დეგ, ეკ­ლე­სი­ის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი უკვე აშე­ნე­ბუ­ლია. თიკო ჩხე­ი­ძე "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე ავ­რცე­ლებს ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც ძა­მას ხე­ო­ბა­ში ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის ად­გი­ლა­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. ფო­ტო­ებ­ზე მო­დე­ლი მე­უღ­ლეს­თან, ვე­ტე­რან ფეხ­ბურ­თელ­თან ნუკ­რი რე­ვიშ­ვილ­თან და მღვდელ-მო­ნა­ზონ ანუ­ბის­თან ერ­თა­დაა ასა­ხუ­ლი. ბერი მათი უმ­ცრო­სი შვი­ლის ნათ­ლი­აა.

თიკო ჩხე­ი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს, რომ სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მშე­ნებ­ლო­ბას შე­ე­წი­ონ:

"ვი­საც სურ­ვი­ლი გაქვთ, შე­გიძ­ლი­ათ თქვენც მი­ი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ში, ან მცი­რე­დით და­ეხ­მა­როთ მო­ნას­ტერს.

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი:

GE19BG0000000674602100

მიმ­ღე­ბი: ალექ­სან­დრე მე­ნა­ღა­რიშ­ვი­ლი

პირ. ნომ: 60001138405" - წერს მო­დე­ლი "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე.

ტა­ძა­რი ტა­ტი­ა­ნა რე­ვიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე, ძა­მას ხე­ო­ბა­ში შენ­დე­ბა, იქ სა­დაც ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე მო­ნას­ტრე­ბია და ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე დე­დე­ბის თუ მა­მე­ბის ხმატ­კბი­ლი გა­ლო­ბა ის­მის... წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე სარ­კი­ნე­თის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვრის - მღვდელ-მო­ნა­ზონ ანუ­ბის (მე­ნა­ღა­რიშ­ვი­ლი) სურ­ვი­ლით და ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მამა ანუ­ბი ერთ-ერ­თია მათ შო­რის, ვინც სარ­კი­ნე­თის წმინ­და შიო მღვი­მე­ლის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტე­რი და­ა­არ­სა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

რა ეტაპზეა ეკლესიის მშენებლობა, რომელსაც ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე დაღუპული ქალიშვილის სახელზე აგებენ

რა ეტაპზეა ეკლესიის მშენებლობა, რომელსაც ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე დაღუპული ქალიშვილის სახელზე აგებენ

ერთი წლის წინ თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევას 9 წლის გოგონა - ტატა რევიშვილი ემსხვერპლა. ბავშვი საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარის ნუკრი რევიშვილის და მოდელ თიკო ჩხეიძის უფროსი ქალიშვილი იყო.

ტრაგედიის შემდეგ წყვილმა და მათმა მოძღვარმა მამა ანუბიმ, ტატიანას სახელზე ეკლესიის მშენებლობა დაისახეს მიზნად. ამის შესახებ თიკო ჩხეიძე "ინტაგრამზე" წერდა:

"ჩვენმა ბერმა გადაწყვიტა ტაძრის აშენება ტატიანას სახელზე. ჩვენთვის არაფერი უთხოვია, ბუნებრივია, ჩვენც გამოვთქვით დახმარების სურვილი. ყოველთვის მეშინოდა ტაძრის აშენების (ნუკრის ბევრჯერ გამოუთქვამს სურვილი), ახლა ამ შიშმა სადღაც მიიძინა. ერთი მიზანი დაგვესახა, რომ დავეხმაროთ მამა ანუბის და ერთად ავაშენოთ კიდევ ერთი ლამაზი ტაძარი საქართველოში" - წერდა მოდელი.

ერთწლიანი მშენებლობის შემდეგ, ეკლესიის ძირითადი ნაწილი უკვე აშენებულია. თიკო ჩხეიძე "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ავრცელებს ფოტოებს, რომელიც ძამას ხეობაში ტაძრის მშენებლობის ადგილასაა გადაღებული. ფოტოებზე მოდელი მეუღლესთან, ვეტერან ფეხბურთელთან ნუკრი რევიშვილთან და მღვდელ-მონაზონ ანუბისთან ერთადაა ასახული. ბერი მათი უმცროსი შვილის ნათლიაა.

თიკო ჩხეიძე საზოგადოებას მიმართავს, რომ სურვილის შემთხვევაში, მშენებლობას შეეწიონ:

"ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა ტაძრის მშენებლობაში, ან მცირედით დაეხმაროთ მონასტერს.

საქართველოს ბანკი:

GE19BG0000000674602100

მიმღები: ალექსანდრე მენაღარიშვილი

პირ. ნომ: 60001138405" - წერს მოდელი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე.

ტაძარი ტატიანა რევიშვილის სახელზე, ძამას ხეობაში შენდება, იქ სადაც ყოველ ნაბიჯზე მონასტრებია და ყოველ ნაბიჯზე დედების თუ მამების ხმატკბილი გალობა ისმის... წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა ხეობაში მდებარე სარკინეთის მამათა მონასტრის წინამძღვრის - მღვდელ-მონაზონ ანუბის (მენაღარიშვილი) სურვილით და ოჯახის დახმარებით მიმდინარეობს მონასტრის ტერიტორიაზე. მამა ანუბი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სარკინეთის წმინდა შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტერი დააარსა.

LIVE: ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა "ნიუსრუმში"

კორონავირუსით ინფიცირებული 6 პირი, ორი ოჯახის წევრები არიან

"ევექსი" - კორონავირუსი ჩვენ სათაო ოფისში მომუშავე ადამიანს დაუფიქსირდა