პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურიაში დედამ ჩვილი თხილის ბაღში მიატოვა - პოლიციელებმა ახალშობილი გადაარჩინეს
გურიაში დედამ ჩვილი თხილის ბაღში მიატოვა - პოლიციელებმა ახალშობილი გადაარჩინეს

გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ოზურ­გეთ­ში ახალ­შო­ბი­ლი გა­და­არ­ჩი­ნეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 16 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში ოზურ­გე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­იყ­ვა­ნეს მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბით ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მელ­საც ჩვი­ლი თან არ ჰყავ­და.

ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ად­გი­ნეს ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ვიდ­ნენ აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე. ად­გილ­ზე მი­სულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩვი­ლი თხი­ლის ბაღ­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი იპო­ვეს.

ახალ­შო­ბი­ლი სი­ცო­ცხლის­თვის საფრ­თხის შემ­ცველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ამი­ტომ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და ად­გილ­ზე გა­მო­ი­ძა­ხეს. ვიდ­რე მე­დი­კო­სე­ბი ად­გილ­ზე მი­ვი­დოდ­ნენ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თა­ვად აღ­მო­უ­ჩი­ნეს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის მოს­ვლამ­დე კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ჩვი­ლი ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა ჩა­ი­ხუ­ტა და სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რით უნარ­ჩუ­ნებ­და სი­ცო­ცხლეს.

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამ­ჟა­მად მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 19-112- ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც დე­დის მიერ ახალ­შო­ბი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

გურიაში დედამ ჩვილი თხილის ბაღში მიატოვა - პოლიციელებმა ახალშობილი გადაარჩინეს

გურიაში დედამ ჩვილი თხილის ბაღში მიატოვა - პოლიციელებმა ახალშობილი გადაარჩინეს

გურიის პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში ახალშობილი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 16 აგვისტოს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა.

ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი და დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს.

ახალშობილი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე გამოიძახეს. ვიდრე მედიკოსები ადგილზე მივიდოდნენ, სამართალდამცველებმა თავად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჩვილი ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

ტყიბულში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

Stopcov.ge-ს უახლესი მონაცემები - საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა