პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ქართველი ალპინისტი ქალი, რომელმაც ჰიმალაის მასივები დალაშქრა - "მეც ბევრი რამის მეშინია და არ ვთვლი, რომ ძალიან მამაცი ვარ"
პირველი ქართველი ალპინისტი ქალი, რომელმაც ჰიმალაის მასივები დალაშქრა - "მეც ბევრი რამის მეშინია და არ ვთვლი, რომ ძალიან მამაცი ვარ"

15 წლი­დან ალ­პი­ნიზ­მი მისი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ გა­ტა­ცე­ბად იქცა, მუ­დამ ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნამ, მთა­ში, ბა­ნა­კებ­ში, მწვერ­ვა­ლებ­ზე გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა ისე­თი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის­კენ უბიძ­გა, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბას­თან იქ­ნე­ბო­და კავ­შირ­ში.

სო­ფიო თვა­რა­ძე გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლი გახ­და და ამ­ჟა­მად სერ­ბე­თის დე­და­ქა­ლაქ ბელგრად­ში მოღ­ვა­წე­ობს. მუ­შა­ობს ბუ­ნე­ბის დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­შირ­ში (IUCN) და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

დღეს სო­ფიო AMBEBI.GE-ს თა­ვად უამ­ბობს, რო­გორ გახ­და პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მელ­მაც ჰი­მა­ლა­ის მა­სი­ვე­ბი და­ლაშ­ქრა:

"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში აღ­მოვ­ჩნდი ექ­სკურ­სი­ა­ზე, იქ სა­დაც ტრა­დი­ცი­უ­ლად ყვე­ლა ალ­პი­ნის­ტი და­დის კლდე­ზე სა­ვარ­ჯი­შოდ, კლდე­ზე ცოც­ვის უნა­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. და­ვი­ნა­ხე თუ არა, იმ წამ­სვე მო­მინ­და მე­სინ­ჯა. ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან სპორ­ტუ­ლი ვი­ყა­ვი, 6 წლი­დან ჩოგ­ბურთზე დავ­დი­ო­დი და ვგრძნობ­დი, რომ ფი­ზი­კუ­რად მზად ვი­ყა­ვი ალ­პი­ნიზ­მში მე­ცა­და ძა­ლე­ბი.

ასე აღ­მოვ­ჩნდი კლდე­ზე ცოც­ვის სპორ­ტუ­ლი სკო­ლის რი­გებ­ში, ვვარ­ჯი­შობ­დი ბევ­რს, დავ­დი­ო­დი შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე და სპორ­ტულ ბა­ნა­კებ­ში.

ერთ-ერთი ასე­თი შეკ­რე­ბის დროს ყაზ­ბეგ­ში მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ავ­სუ­ლი­ყა­ვი მყინ­ვარწვერ­ზე და მა­შინ ზუს­ტად მივ­ხვდი, რომ ეს არის ის, რისი კე­თე­ბაც ძა­ლი­ან დიდ ხა­ლისს მგვრი­და და შე­მარ­თე­ბა­საც მმა­ტებ­და! მთა­ში ყოფ­ნა, ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნი­დან მო­წყვე­ტა­საც ნიშ­ნავს, ყო­ველ­დღი­უ­რი ხე­დე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბას ულა­მა­ზე­სი და არა­მი­წი­ე­რი ხე­დე­ბით, სხვა­დას­ხვა, მაგ­რამ შენ­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი...

მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი ეს იმ­დე­ნად მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რომ მთლი­ა­ნად ჩა­მით­რია ამ საქ­მემ. ყო­ველ­თვის ამ­ბი­ცი­უ­რი ვი­ყა­ვი და ვარ იმ საქ­მე­ში, რა­საც ვა­კე­თებ, მინ­და, რომ ძა­ლი­ან კარ­გი ვიყო, ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი გა­მო­ვი­ყე­ნო და წარ­მა­ტე­ბაც ასე მო­დის - ბევ­რი შრო­მის და თავ­და­დე­ბის შე­დე­გად.

შემ­დეგ იყო სხვა­დას­ხვა მწვერ­ვა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. 2002 წელს კი ავე­დი ჰი­მა­ლა­ის ერთ-ერთ ულა­მა­ზეს და ურ­თუ­ლეს მწვერ­ვალ ამა-დაბ­ლამ­ზე, რო­მე­ლიც ზღვის დო­ნი­დან 6 852 მეტ­რია. იგი მდე­ბა­რე­ობს ნე­პალ­ში, ჰი­მა­ლა­ის მა­სივ­ში, ევე­რეს­ტის მახ­ლობ­ლად. ამ ას­ვლამ მო­მა­ნი­ჭა პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ალ­პი­ნის­ტი ქა­ლის წო­დე­ბა, რო­მელ­მაც ჰი­მა­ლა­ის მა­სი­ვი და­ლაშ­ქრა" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს სო­ფიო თვა­რა­ძე.

ქარ­თვე­ლი ალ­პი­ნის­ტი ქალი ამ­ბობს, რომ მთამ­სვლე­ლებ­საც ეში­ნი­ათ, თუმ­ცა რის­კა­ვენ. რის­კის ადექ­ტა­ვუ­რი შე­ფა­სე­ბა და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა კი ასაკ­თან ერ­თად მო­დის.

"მა­შინ, რო­დე­საც და­ვი­წყე ეს ყვე­ლა­ფე­რი, არ მქო­ნია გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი ჩემს თავ­თან ბო­ლომ­დე, თუ რა რისკთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი. თუმ­ცა ვი­ცო­დი, რომ ზოგ­ჯერ ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბიც მო­აქვს ამ საქ­მი­ა­ნო­ბას. თუმ­ცა, რო­დე­საც პა­ტა­რა ხარ, ბევ­რი რამე გაქვს გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი. ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვად, ში­შის გა­რე­შე მი­ვი­ღე ეს ყვე­ლა­ფე­რი. თუმ­ცა, ისეც არ არის, რომ და­უც­ვე­ლი იყო. გაქვს შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

მეც ბევ­რი რა­მის მე­ში­ნია, არ ვთვლი, რომ ძა­ლი­ან მა­მა­ცი ვარ, რის­კი­ა­ნიც ვარ, მაგ­რამ არა ძა­ლი­ან რის­კი­ა­ნი. ასაკს მო­აქვს ალ­ბათ ეს სიფრ­თხი­ლე. რომ ვა­და­რებ მა­გა­ლი­თად, 15 წლის რომ ვი­ყა­ვი და ავ­დი­ო­დი მყინ­ვარწვერ­ზე და ახლა რომ ავ­დი­ვარ, რო­გო­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შეგ­რძნე­ბე­ბია, მა­შინ რო­გო­რი მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი გაქვს, არა­ფე­რი გე­დარ­დე­ბა. ახლა კი ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე რისკს ხე­დავ.

ძა­ლი­ან ბევ­რი ფიქ­რი, გათ­ვლა გჭირ­დე­ბა მთა­ში, უნდა მი­ი­ღო აუ­ცი­ლებ­ლად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რად­გან ეს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რის­კი არის ის, რომ შენ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თო, მაქ­სი­მა­ლუ­რად აწო­ნილ-და­წო­ნი­ლი გქონ­დეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ მა­ინც მოხ­დეს უბე­დუ­რე­ბა, რად­გან მთაა და ბუ­ნებ­რივ კა­ტაკ­ლიზ­მებს ვერ გათ­ვლი. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ნაპ­რალ­ში ჩავ­ვარ­დნილ­ვარ, რო­დე­საც ვყო­ფილ­ვარ ჩაბ­მუ­ლი თოკ­ში მე­წყვი­ლე­ებ­თან ერ­თად. ისე რომ სიკ­ვდილს თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დე, ასე­თი რამ არ ყო­ფი­ლა.

შე­იძ­ლე­ბა ზო­გის­თვის ძა­ლი­ან გა­უ­გე­ბა­რი ფე­ნო­მე­ნია, რა­ტომ რის­კავ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას, თუმ­ცა ამას ად­რე­ნა­ლი­ნის გამო არ აკე­თებ. როცა ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბად გექ­ცე­ვა, ად­რე­ნა­ლი­ნი უკვე აღარ არის - მოგ­წონს ეს ყვე­ლა­ფე­რი, მოგ­წონს ის, რომ ხარ ძა­ლი­ან ლა­მაზ და გან­სხვა­ვე­ბულ გა­რე­მო­ში, ხარ მთა­ში, არის სი­წყნა­რე, სიმ­შვი­დე, არის ხალ­ხი, რო­მელ­საც ენ­დო­ბი, გიყ­ვარს და არი­ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლე­ბი შენ­თვის.

ამას თან ახ­ლავს ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა და გრძნობ, რომ ფორ­მა­ში ხარ. ეს არ არის მარ­ტო ის, რომ მწვერ­ვალ­ზე ახ­ვი­დე და ად­რე­ნა­ლი­ნი მი­ი­ღო" - გვიყ­ვე­ბა სო­ფიო.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ქარ­თვე­ლი ალ­პი­ნის­ტი ჰი­მა­ლა­ის და­ლაშ­ქვრა­საც იხ­სე­ნებს, რო­მელ­მაც მას სა­ა­მა­ყო ტი­ტუ­ლი მი­ა­ნი­ჭა. ამ­ბობს რომ, სამი კვი­რა დას­ჭირ­და ჰი­მა­ლა­ის მა­სი­ვის და­ლაშ­ქვრას.

"ჩავფრინ­დით კატ­მან­დუ­ში, შედ­გა ექ­სპე­დი­ცია. ეს არის ალ­პი­ნის­ტე­ბის მექა, ყვე­ლა ვინც მი­დის მა­ღა­ლი მწვერ­ვა­ლე­ბის და­სა­ლაშ­ქრად, მათ შო­რის ევე­რეს­ტის, იქ იკ­რი­ბე­ბა. კატ­მან­დუ­დან უნდა გა­დაფ­რინ­დე ჯერ ლუკ­ლა­ში, ეს არის მა­ღალმთი­ა­ნი სო­ფე­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ალ­პი­ნის­ტის შემ­კრე­ბი პუნ­ქტია. ამის იქით სა­მან­ქა­ნო გზა არ არის, თუმ­ცა არის და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი, სოფ­ლე­ბი.

ლუკ­ლა­დან დაგ­ვჭირ­და სამი-ოთხი დღე სა­ბა­ზო ბა­ნა­კამ­დე მი­სას­ვლე­ლად. გა­დი­ხარ ამ სოფ­ლებს ფე­ხით. დღე­ვან­დელ დღეს კო­მერ­ცი­უ­ლი ალ­პი­ნიზ­მი ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია, ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რი თან­ხით ქი­რა­ობ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც მი­აქვს შენი ძი­რი­თა­დი ტვირ­თი და მო­დის შენ­თან ერ­თად. ე.წ. „შერ­პებს“. კო­მერ­ცი­ულ­მა ალ­პი­ნიზ­მმა მო­ი­ტა­ნა ის, რომ დღეს მიღ­წე­ვად ით­ვლე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის გა­მარ­ჯვე­ბა, რო­მელ­მაც და­ი­ქი­რა­ვა, ვთქვათ, 5 „შერ­პე­რი“. "შერ­პე­რე­ბი" შე­საძ­ლოა, 15-ჯერ იყ­ვნენ ნამ­ყო­ფი ამ მწვერ­ვალ­ზე, ხოლო ალ­პი­ნის­ტი პირ­ვე­ლად ადის, მაგ­რამ ჩანს ის, „შერ­პე­რი“ კი ჩრდილ­ში რჩე­ბა" - უყ­ვე­ბა სო­ფიო თვა­რა­ძე AMBEBI.GE-ს.

ჰი­მა­ლაი, ამა-დაბ­ლა­მი

გან­სხვავ­დე­ბა თუ არა ქარ­თუ­ლი მთა უცხო­უ­რის­გან და აქვს თუ არა მთას სა­კუ­თა­რი ხა­სი­ა­თი - ალ­პი­ნის­ტი ქალი გვე­უბ­ნე­ბა, რომ მთას ნამ­დვი­ლად აქვს ხა­სი­ა­თი.

"გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არის გან­სხვა­ვე­ბა, რა თქმა უნდა. ევე­რეს­ტი, რომ­ლის სი­მაღ­ლეც 8848 მეტ­რია, არის უფრო დამთმო­ბი და რბი­ლი, ვიდ­რე გა­ცი­ლე­ბით და­ბალ დო­ნე­ზე მდე­ბა­რე ზო­გი­ერ­თი მწვერ­ვა­ლი. შე­იძ­ლე­ბა და­ბალ მწვერ­ვალ­ზე ას­ვლა უფრო გა­გირ­თულ­დეს, ვიდ­რე ევე­რესტზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მთას აქვს ხა­სი­ა­თი.

მთა გშიფ­რავს მთლი­ა­ნად, შე­უძ­ლე­ბე­ლია იქ ნი­ღა­ბი მო­ირ­გო. ამას­თან, გი­ყა­ლი­ბებს ბევ­რად უფრო მი­ზან­და­სა­ხულ და მტკი­ცე ხა­სი­ათს. მთა­ში სი­ა­რულ­მა ასე­ვე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ჩემი ხა­სი­ა­თის გარ­კვე­უ­ლი შტრი­ხე­ბიც - ვარ მე­ტად მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, პა­ტა­რა დაბ­რკო­ლე­ბე­ბი არ მა­ში­ნებს და ვიცი, რომ თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ი­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია ცხოვ­რე­ბა­ში, კა­რი­ე­რა­ში" - ამ­ბობს ალ­პი­ნის­ტი ქალი.

ლალი შენგელია
0

წარმატებები იყოს თქვენი თანმდევი ყველგან და ყოველთვის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

პირველი ქართველი ალპინისტი ქალი, რომელმაც ჰიმალაის მასივები დალაშქრა - "მეც ბევრი რამის მეშინია და არ ვთვლი, რომ ძალიან მამაცი ვარ"

პირველი ქართველი ალპინისტი ქალი, რომელმაც ჰიმალაის მასივები დალაშქრა - "მეც ბევრი რამის მეშინია და არ ვთვლი, რომ ძალიან მამაცი ვარ"

15 წლიდან ალპინიზმი მისი ცხოვრების მთავარ გატაცებად იქცა, მუდამ ბუნებაში ყოფნამ, მთაში, ბანაკებში, მწვერვალებზე გატარებულმა წლებმა ისეთი პროფესიის არჩევისკენ უბიძგა, რომელიც ბუნებასთან იქნებოდა კავშირში.

სოფიო თვარაძე გარემოსდამცველი გახდა და ამჟამად სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მოღვაწეობს. მუშაობს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირში (IUCN) დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით.

დღეს სოფიო AMBEBI.GE-ს თავად უამბობს, როგორ გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ჰიმალაის მასივები დალაშქრა:

"15 წლის ვიყავი, როდესაც ბოტანიკურ ბაღში აღმოვჩნდი ექსკურსიაზე, იქ სადაც ტრადიციულად ყველა ალპინისტი დადის კლდეზე სავარჯიშოდ, კლდეზე ცოცვის უნარების გასაუმჯობესებლად. დავინახე თუ არა, იმ წამსვე მომინდა მესინჯა. ბავშვობიდან ძალიან სპორტული ვიყავი, 6 წლიდან ჩოგბურთზე დავდიოდი და ვგრძნობდი, რომ ფიზიკურად მზად ვიყავი ალპინიზმში მეცადა ძალები.

ასე აღმოვჩნდი კლდეზე ცოცვის სპორტული სკოლის რიგებში, ვვარჯიშობდი ბევრს, დავდიოდი შეჯიბრებებზე და სპორტულ ბანაკებში.

ერთ-ერთი ასეთი შეკრების დროს ყაზბეგში მომეცა შესაძლებლობა, ავსულიყავი მყინვარწვერზე და მაშინ ზუსტად მივხვდი, რომ ეს არის ის, რისი კეთებაც ძალიან დიდ ხალისს მგვრიდა და შემართებასაც მმატებდა! მთაში ყოფნა, ყოველდღიური რუტინიდან მოწყვეტასაც ნიშნავს, ყოველდღიური ხედების ჩანაცვლებას ულამაზესი და არამიწიერი ხედებით, სხვადასხვა, მაგრამ შენნაირი ინტერესების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა, საერთო ინტერესები...

მოკლედ, ყველაფერი ეს იმდენად მიმზიდველი და საინტერესო იყო, რომ მთლიანად ჩამითრია ამ საქმემ. ყოველთვის ამბიციური ვიყავი და ვარ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ, მინდა, რომ ძალიან კარგი ვიყო, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო და წარმატებაც ასე მოდის - ბევრი შრომის და თავდადების შედეგად.

შემდეგ იყო სხვადასხვა მწვერვალები საქართველოში. 2002 წელს კი ავედი ჰიმალაის ერთ-ერთ ულამაზეს და ურთულეს მწვერვალ ამა-დაბლამზე, რომელიც ზღვის დონიდან 6 852 მეტრია. იგი მდებარეობს ნეპალში, ჰიმალაის მასივში, ევერესტის მახლობლად. ამ ასვლამ მომანიჭა პირველი ქართველი ალპინისტი ქალის წოდება, რომელმაც ჰიმალაის მასივი დალაშქრა" - უყვება AMBEBI.GE-ს სოფიო თვარაძე.

ქართველი ალპინისტი ქალი ამბობს, რომ მთამსვლელებსაც ეშინიათ, თუმცა რისკავენ. რისკის ადექტავური შეფასება და გაცნობიერება კი ასაკთან ერთად მოდის.

"მაშინ, როდესაც დავიწყე ეს ყველაფერი, არ მქონია გაცნობიერებული და აღიარებული ჩემს თავთან ბოლომდე, თუ რა რისკთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. თუმცა ვიცოდი, რომ ზოგჯერ ფატალური შედეგებიც მოაქვს ამ საქმიანობას. თუმცა, როდესაც პატარა ხარ, ბევრი რამე გაქვს გაუცნობიერებელი. ძალიან ბუნებრივად, შიშის გარეშე მივიღე ეს ყველაფერი. თუმცა, ისეც არ არის, რომ დაუცველი იყო. გაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და დაცვის საშუალებები.

მეც ბევრი რამის მეშინია, არ ვთვლი, რომ ძალიან მამაცი ვარ, რისკიანიც ვარ, მაგრამ არა ძალიან რისკიანი. ასაკს მოაქვს ალბათ ეს სიფრთხილე. რომ ვადარებ მაგალითად, 15 წლის რომ ვიყავი და ავდიოდი მყინვარწვერზე და ახლა რომ ავდივარ, როგორი განსხვავებული შეგრძნებებია, მაშინ როგორი მძაფრი შეგრძნებები გაქვს, არაფერი გედარდება. ახლა კი ასაკის მატებასთან ერთად ყოველ ნაბიჯზე რისკს ხედავ.

ძალიან ბევრი ფიქრი, გათვლა გჭირდება მთაში, უნდა მიიღო აუცილებლად სწორი გადაწყვეტილება, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რისკი არის ის, რომ შენ შეიძლება ყველაფერი გააკეთო, მაქსიმალურად აწონილ-დაწონილი გქონდეს ყველაფერი, მაგრამ მაინც მოხდეს უბედურება, რადგან მთაა და ბუნებრივ კატაკლიზმებს ვერ გათვლი. ყოფილა შემთხვევა, რომ ნაპრალში ჩავვარდნილვარ, როდესაც ვყოფილვარ ჩაბმული თოკში მეწყვილეებთან ერთად. ისე რომ სიკვდილს თვალებში ჩავხედე, ასეთი რამ არ ყოფილა.

შეიძლება ზოგისთვის ძალიან გაუგებარი ფენომენია, რატომ რისკავ საკუთარ ცხოვრებას, თუმცა ამას ადრენალინის გამო არ აკეთებ. როცა ყოველდღიურ საქმიანობად გექცევა, ადრენალინი უკვე აღარ არის - მოგწონს ეს ყველაფერი, მოგწონს ის, რომ ხარ ძალიან ლამაზ და განსხვავებულ გარემოში, ხარ მთაში, არის სიწყნარე, სიმშვიდე, არის ხალხი, რომელსაც ენდობი, გიყვარს და არიან განსაკუთრებულები შენთვის.

ამას თან ახლავს ფიზიკური დატვირთვა და გრძნობ, რომ ფორმაში ხარ. ეს არ არის მარტო ის, რომ მწვერვალზე ახვიდე და ადრენალინი მიიღო" - გვიყვება სოფიო.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ქართველი ალპინისტი ჰიმალაის დალაშქვრასაც იხსენებს, რომელმაც მას საამაყო ტიტული მიანიჭა. ამბობს რომ, სამი კვირა დასჭირდა ჰიმალაის მასივის დალაშქვრას.

"ჩავფრინდით კატმანდუში, შედგა ექსპედიცია. ეს არის ალპინისტების მექა, ყველა ვინც მიდის მაღალი მწვერვალების დასალაშქრად, მათ შორის ევერესტის, იქ იკრიბება. კატმანდუდან უნდა გადაფრინდე ჯერ ლუკლაში, ეს არის მაღალმთიანი სოფელი, რომელიც ყველა ალპინისტის შემკრები პუნქტია. ამის იქით სამანქანო გზა არ არის, თუმცა არის დასახლებული პუნქტები, სოფლები.

ლუკლადან დაგვჭირდა სამი-ოთხი დღე საბაზო ბანაკამდე მისასვლელად. გადიხარ ამ სოფლებს ფეხით. დღევანდელ დღეს კომერციული ალპინიზმი ძალიან განვითარებულია, ძალიან სიმბოლური თანხით ქირაობ ადამიანს, რომელსაც მიაქვს შენი ძირითადი ტვირთი და მოდის შენთან ერთად. ე.წ. „შერპებს“. კომერციულმა ალპინიზმმა მოიტანა ის, რომ დღეს მიღწევად ითვლება იმ ადამიანის გამარჯვება, რომელმაც დაიქირავა, ვთქვათ, 5 „შერპერი“. "შერპერები" შესაძლოა, 15-ჯერ იყვნენ ნამყოფი ამ მწვერვალზე, ხოლო ალპინისტი პირველად ადის, მაგრამ ჩანს ის, „შერპერი“ კი ჩრდილში რჩება" - უყვება სოფიო თვარაძე AMBEBI.GE-ს.

ჰიმალაი, ამა-დაბლამი

განსხვავდება თუ არა ქართული მთა უცხოურისგან და აქვს თუ არა მთას საკუთარი ხასიათი - ალპინისტი ქალი გვეუბნება, რომ მთას ნამდვილად აქვს ხასიათი.

"გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, არის განსხვავება, რა თქმა უნდა. ევერესტი, რომლის სიმაღლეც 8848 მეტრია, არის უფრო დამთმობი და რბილი, ვიდრე გაცილებით დაბალ დონეზე მდებარე ზოგიერთი მწვერვალი. შეიძლება დაბალ მწვერვალზე ასვლა უფრო გაგირთულდეს, ვიდრე ევერესტზე. აქედან გამომდინარე მთას აქვს ხასიათი.

მთა გშიფრავს მთლიანად, შეუძლებელია იქ ნიღაბი მოირგო. ამასთან, გიყალიბებს ბევრად უფრო მიზანდასახულ და მტკიცე ხასიათს. მთაში სიარულმა ასევე ჩამოაყალიბა ჩემი ხასიათის გარკვეული შტრიხებიც - ვარ მეტად მიზანდასახული, პატარა დაბრკოლებები არ მაშინებს და ვიცი, რომ თითქმის ყველანაირი სირთულეების გადალახვა შესაძლებელია ცხოვრებაში, კარიერაში" - ამბობს ალპინისტი ქალი.

შეზლონგი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა იწმინდებოდეს, თუ კოვიდიანმა პირმა დააცემინა, წვეთი დიდხანს რჩება პლასტმასის ზედაპირზე - გამყრელიძე

ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი - როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში

თითოეული კაშხალი წყალსაცავზე ათასჯერ დიდ ტერიტორიას იცავს წყალდიდობისგან