პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიბოს დიაგნოზი რომ დამისვეს, ორი დღე ხმა არ ამომიღია, დავდუმდი" - 31 წლის მამაკაცის ამბავი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა
"კიბოს დიაგნოზი რომ დამისვეს, ორი დღე ხმა არ ამომიღია, დავდუმდი" - 31 წლის მამაკაცის ამბავი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა

"19 მარ­ტი, 2018 წლის გა­ზა­ფხუ­ლი - კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი სწო­რედ ამ დღეს და­მის­ვეს... ორი დღე ხმა არ ამო­მი­ღია, დავ­დუმ­დი, თით­ქოს ამ­ქვეყ­ნად არც ვი­ყა­ვი" - ასე იწყებს სა­კუ­თა­რი ამ­ბის მო­ყო­ლას 31 წლის გიგა გო­გი­ბე­რი­ძე, რო­მელ­მაც სიმ­სივ­ნე და­ა­მარ­ცხა. რო­გორც ახალ­გაზ­რდა კაცი ამ­ბობს, ექი­მებ­მა მას მე­ო­რე სი­ცო­ცხლე აჩუ­ქეს.

„ვი­ცო­დი, რომ კიბო მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა იყო და სა­კუ­თარ თავს მეც სიკ­ვდი­ლი ვუ­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე. ექი­მი სა­პი­რის­პი­როს მიხ­სნი­და, მაგ­რამ თით­ქოს არა­ფე­რი მეს­მო­და. ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და. ოჯა­ხის წევ­რე­ბის გამ­ხნე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იმედს ვერ­სად ვხე­დავ­დი...“ - იხ­სე­ნებს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი.

გი­გას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი 2018 წლის იან­ვარ­ში და­ე­წყო და 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა დი­აგ­ნო­ზით უშე­დე­გოდ მკურ­ნა­ლობ­და. მისი სიმპტო­მე­ბი ძლი­ერ­დე­ბო­და. პა­ცი­ენტს სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი ხა­თუ­ნა ბი­ბი­ჩა­ძემ და­უს­ვა. მან­ვე შთა­ა­გო­ნა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის­თვის ებ­რძო­ლა და სა­კუ­თარ თავ­ში ძალა გა­მო­ე­ნა­ხა.

„ემო­ცი­უ­რად საკ­მა­ოდ რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მქონ­და, თუმ­ცა გვერ­დით მედგნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი და ექი­მე­ბი. სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის რის­კის წი­ნა­შე ვი­დე­ქი, მაგ­რამ შევ­ძე­ლი და თავს ვა­ი­ძუ­ლე, არ დავ­ცე­მუ­ლი­ყა­ვი. დღეს ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ფარ-ხმა­ლი არ და­ყა­რა და სიმ­სივ­ნე და­ა­მარ­ცხა. სი­ცო­ცხლე მინ­დო­და და ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ რო­გორც მე, ასე­ვე - ჩემ­მა ექი­მებ­მაც,“ - იხ­სე­ნებს გიგა გო­გი­ბე­რი­ძე.

„პა­რას­კე­ვი სა­ღა­მო იყო. სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი იწუ­რე­ბო­და, რო­დე­საც გიგა კლი­ნი­კა­ში მო­ვი­და. სუნ­თქვის მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა ჰქონ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, იხ­რჩო­ბო­და. შუ­ა­საყ­რის უზარ­მა­ზა­რი წარ­მო­ნაქ­მნი და­უ­ფიქ­სირ­და, რო­მე­ლიც სა­სუნ­თქ გზებ­ზე ზე­წო­ლას იწ­ვევ­და. სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დის მა­ღა­ლი დო­ზით ვმკურ­ნა­ლობ­დით და, პა­რა­ლე­ლუ­რად, ბი­ოფ­სი­ის პა­სუხს ვე­ლო­დით. გი­გას შუ­ა­საყ­რის ლიმ­ფო­მა და­უდ­გინ­და,“ - გან­მარ­ტავს გი­გას მკურ­ნა­ლი ექი­მი, ონ­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრის კლი­ნი­კუ­რი ონკო-ჰე­მა­ტო­ლო­გი.

ონ­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ექი­მი, აკა­კი ჩიხ­ლა­ძე გვიყ­ვე­ბა, რომ ახალ­გაზ­რდა ასა­კის ონკო-პა­ცი­ენ­ტის ნახ­ვა კლი­ნი­კა­ში მის­თვის მუ­დამ გამ­ძაფ­რე­ბულ ემო­ცი­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

„კი­თხუ­ლობ კვლე­ვებს, დი­აგ­ნოზს და ფიქ­რობ, რამ­დე­ნად შეძ­ლებ მის დახ­მა­რე­ბას. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც გიგა გო­გი­ბე­რი­ძე იყო. მისი დი­აგ­ნო­ზი დი­ფუ­ზუ­რი დი­დუ­ჯრე­დუ­ლი B უჯრე­დო­ვა­ნი ლიმ­ფო­მა გახ­ლდათ. მას მკურ­ნა­ლო­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი ჩა­უ­ტარ­და. და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ კი მკურ­ნა­ლო­ბა სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ით გა­უგ­რძელ­და. ამ­ჟა­მად პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია,“ - გან­მარ­ტავს ქუ­თა­ი­სის ონ­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრის რა­დი­ა­ცი­უ­ლი ონ­კო­ლო­გი, აკა­კი ჩიხ­ლა­ძე.

გი­გამ ამ დრო­ის­თვის ბოლო შე­მოწ­მე­ბაც გა­ი­ა­რა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე უკე­თაა, ვიდ­რე ელოდ­ნენ. პა­ცი­ენ­ტმა უა­რით უპა­სუ­ხა შე­მო­თა­ვა­ზე­ბას სტამ­ბოლ­სა და საფ­რან­გეთ­ში მკურნ­ლო­ბის კურ­სის გაგ­რძე­ლე­ბის შე­სა­ხებ. ახლა სი­ა­მა­ყით აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­კუ­თა­რი ქა­ლა­ქი­სა და ქუ­თა­ი­სე­ლი ექი­მე­ბი­სად­მი ნდო­ბა მისი სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა.

მოქალაქე
0

ჯანმრთელობას გისურვებ და ასევე ხალხური მედიცინიდან პროფილაქტიკის მიზნით თქვენითაც გააგრძელეთ მკურნალობა....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს
ავტორი:

"კიბოს დიაგნოზი რომ დამისვეს, ორი დღე ხმა არ ამომიღია, დავდუმდი" - 31 წლის მამაკაცის ამბავი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა

"კიბოს დიაგნოზი რომ დამისვეს, ორი დღე ხმა არ ამომიღია, დავდუმდი" - 31 წლის მამაკაცის ამბავი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა

"19 მარტი, 2018 წლის გაზაფხული - კიბოს დიაგნოზი სწორედ ამ დღეს დამისვეს... ორი დღე ხმა არ ამომიღია, დავდუმდი, თითქოს ამქვეყნად არც ვიყავი" - ასე იწყებს საკუთარი ამბის მოყოლას 31 წლის გიგა გოგიბერიძე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა. როგორც ახალგაზრდა კაცი ამბობს, ექიმებმა მას მეორე სიცოცხლე აჩუქეს.

„ვიცოდი, რომ კიბო მომაკვდინებელი დაავადება იყო და საკუთარ თავს მეც სიკვდილი ვუწინასწარმეტყველე. ექიმი საპირისპიროს მიხსნიდა, მაგრამ თითქოს არაფერი მესმოდა. ძალიან მეშინოდა. ოჯახის წევრების გამხნევების მიუხედავად, იმედს ვერსად ვხედავდი...“ - იხსენებს ახალგაზრდა მამაკაცი.

გიგას ჯანმრთელობის პრობლემები 2018 წლის იანვარში დაეწყო და 2 თვის განმავლობაში სხვადასხვა დიაგნოზით უშედეგოდ მკურნალობდა. მისი სიმპტომები ძლიერდებოდა. პაციენტს სიმსივნის დიაგნოზი ხათუნა ბიბიჩაძემ დაუსვა. მანვე შთააგონა ახალგაზრდა მამაკაცს, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ებრძოლა და საკუთარ თავში ძალა გამოენახა.

„ემოციურად საკმაოდ რთული მდგომარეობა მქონდა, თუმცა გვერდით მედგნენ ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და ექიმები. სიკვდილ-სიცოცხლის რისკის წინაშე ვიდექი, მაგრამ შევძელი და თავს ვაიძულე, არ დავცემულიყავი. დღეს ვარ ადამიანი, რომელმაც ფარ-ხმალი არ დაყარა და სიმსივნე დაამარცხა. სიცოცხლე მინდოდა და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ როგორც მე, ასევე - ჩემმა ექიმებმაც,“ - იხსენებს გიგა გოგიბერიძე.

„პარასკევი საღამო იყო. სამუშაო საათები იწურებოდა, როდესაც გიგა კლინიკაში მოვიდა. სუნთქვის მკვეთრად გამოხატული უკმარისობა ჰქონდა. ფაქტობრივად, იხრჩობოდა. შუასაყრის უზარმაზარი წარმონაქმნი დაუფიქსირდა, რომელიც სასუნთქ გზებზე ზეწოლას იწვევდა. სუნთქვის უკმარისობის შესამცირებლად კორტიკოსტეროიდის მაღალი დოზით ვმკურნალობდით და, პარალელურად, ბიოფსიის პასუხს ველოდით. გიგას შუასაყრის ლიმფომა დაუდგინდა,“ - განმარტავს გიგას მკურნალი ექიმი, ონკოლოგიის ცენტრის კლინიკური ონკო-ჰემატოლოგი.

ონკოლოგიის ცენტრის ექიმი, აკაკი ჩიხლაძე გვიყვება, რომ ახალგაზრდა ასაკის ონკო-პაციენტის ნახვა კლინიკაში მისთვის მუდამ გამძაფრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული.

„კითხულობ კვლევებს, დიაგნოზს და ფიქრობ, რამდენად შეძლებ მის დახმარებას. გამონაკლისი არც გიგა გოგიბერიძე იყო. მისი დიაგნოზი დიფუზური დიდუჯრედული B უჯრედოვანი ლიმფომა გახლდათ. მას მკურნალობის პირველ ეტაპზე ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა. დადებითი დინამიკის გამოვლენის შემდეგ კი მკურნალობა სხივური თერაპიით გაუგრძელდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ - განმარტავს ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრის რადიაციული ონკოლოგი, აკაკი ჩიხლაძე.

გიგამ ამ დროისთვის ბოლო შემოწმებაც გაიარა. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი იმაზე უკეთაა, ვიდრე ელოდნენ. პაციენტმა უარით უპასუხა შემოთავაზებას სტამბოლსა და საფრანგეთში მკურნლობის კურსის გაგრძელების შესახებ. ახლა სიამაყით აღნიშნავს, რომ საკუთარი ქალაქისა და ქუთაისელი ექიმებისადმი ნდობა მისი საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდა.