პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტოები გუგუტიანთკარიდან - როგორ ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიური ოკუპაციის შიშით
ფოტოები გუგუტიანთკარიდან - როგორ ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიური ოკუპაციის შიშით

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ გუ­გუ­ტი­ანთკარ­თან სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ე.წ. ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის თით­ქმის ერ­თკვი­რი­ა­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გუ­შინ შე­წყვი­ტეს.

სა­ო­კუ­პა­ციო ხაზს იქით ორი მო­სახ­ლის - რაზ­მა­ძე­ე­ბი­სა და გუ­გუ­ტიშ­ვი­ლე­ბის სახ­ლე­ბი მოხ­ვდა.

გუ­გუ­ტი­ანთკარ­ში ომის დროს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი­დან ნივ­თე­ბის გა­სა­ტა­ნად სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, რაზ­მა­ძე­ე­ბის და გუ­გუ­ტიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხებს სამდღი­ა­ნი ვადა მის­ცეს. რაზ­მა­ძე­ებ­მა სახ­ლი­დან რკი­ნის მო­ა­ჯი­რე­ბი და ლი­თო­ნის სხვა კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი გა­მო­ი­ტა­ნეს ჯარ­თში ჩა­სა­ბა­რებ­ლად...

ფოტო: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ნი­კო­ლაშ­ვი­ლი

დღეს, 16 აგ­ვის­ტოს გუ­გუ­ტი­ანთკარ­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი ჩავა.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ვლა­დი­მერ კონ­სტან­ტი­ნიდ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უკა­ნო­ნო სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე აა­მოქ­მე­და ყვე­ლა ბერ­კე­ტი და გუ­გუ­ტი­ანთკარ­ში სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­მარ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას.

„7 აგ­ვის­ტოს­ვე გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი, გა­ი­მარ­თა პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რე­ბი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, შედ­გა კო­მუ­ნი­კა­ცია ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებ­სა და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­თან.

8 აგ­ვის­ტოს ქარ­თულ­მა მხა­რემ სა­კი­თხი და­ა­ყე­ნა გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე, სა­დაც საბ­ჭოს წევ­რმა ქვეყ­ნებ­მა დაგ­მეს სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის უკა­ნო­ნო პრო­ცე­სი და მისი მძი­მე შე­დე­გე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. იმა­ვე დღეს აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ა­კე­თა მკაც­რი გან­ცხა­დე­ბა და დაგ­მო სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბე­ბი; იყო გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი სხვა პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის მხრი­და­ნაც.

გუ­შინ სა­მი­ნის­ტრომ კვლავ გა­ა­კე­თა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა და გა­მარ­თა შეხ­ვედ­რა დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუს­თან. უცხო­ელ პარტნი­ო­რებს მი­ე­წო­დათ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ად­გილ­ზე მიმ­დი­ნა­რე უკა­ნო­ნო პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ.

მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზე ვართ ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებ­თან, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას­თან, რე­გუ­ლა­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან და თბი­ლის­ში აკ­რე­დი­ტე­ბულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუს­თან, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ებს და­ვა­ლე­ბუ­ლი აქვთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლის­ხმე­ვის მო­ბი­ლი­ზე­ბა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი, გა­ნაგ­რძო­ბენ ჩვენ­თან აქ­ტი­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას. კერ­ძოდ გუ­გუ­ტი­ანთკარ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ: ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია; აშშ; გერ­მა­ნია; დიდი ბრი­ტა­ნე­თი; სლო­ვა­კე­თი" - აცხა­დებს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ფოტოები გუგუტიანთკარიდან - როგორ ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიური ოკუპაციის შიშით

ფოტოები გუგუტიანთკარიდან - როგორ ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიური ოკუპაციის შიშით

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ბორდერიზაციის თითქმის ერთკვირიანი სამუშაოები გუშინ შეწყვიტეს.

საოკუპაციო ხაზს იქით ორი მოსახლის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა.

გუგუტიანთკარში ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს. რაზმაძეებმა სახლიდან რკინის მოაჯირები და ლითონის სხვა კონსტრუქციები გამოიტანეს ჯართში ჩასაბარებლად...

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი, გიორგი ნიკოლაშვილი

დღეს, 16 აგვისტოს გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსი ჩავა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკანონო სამუშაოების დაწყებისთანავე აამოქმედა ყველა ბერკეტი და გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების გამოჩენისთანავე მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას.

„7 აგვისტოსვე გაკეთდა განცხადება და ოფიციალური კომენტარი, გაიმართა პირველი შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, შედგა კომუნიკაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან.

8 აგვისტოს ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც საბჭოს წევრმა ქვეყნებმა დაგმეს საოკუპაციო ხაზზე ბორდერიზაციის უკანონო პროცესი და მისი მძიმე შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის. იმავე დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა მკაცრი განცხადება და დაგმო საოკუპაციო ძალების მოქმედებები; იყო გამოხმაურებები სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდანაც.

გუშინ სამინისტრომ კვლავ გააკეთა ოფიციალური განცხადება და გამართა შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. უცხოელ პარტნიორებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ.

მუდმივ კონტაქტზე ვართ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს უცხოელ პარტნიორებთან და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, საქართველოს საელჩოებს დავალებული აქვთ საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება.

საერთაშორისო პარტნიორები, განაგრძობენ ჩვენთან აქტიურ თანამშრომლობას და შესაბამის რეაგირებას. კერძოდ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია; აშშ; გერმანია; დიდი ბრიტანეთი; სლოვაკეთი" - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი