პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ გამოიწვია ძლიერი დაკვამლიანება "გალერია თბილისში" - სავაჭრო ცენტრი განცხადებას ავრცელებს
რამ გამოიწვია ძლიერი დაკვამლიანება "გალერია თბილისში" - სავაჭრო ცენტრი განცხადებას ავრცელებს

გუ­შინ სა­ღა­მოს, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში "გა­ლე­რია თბი­ლი­სი" ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის გამო ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

რო­გორც სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, ინ­ცი­დენ­ტი სა­ვენ­ტი­ლა­ციო სის­ტე­მა­ში გა­ჩე­ნილ­მა ალმა გა­მო­იწ­ვია.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 15 აგ­ვის­ტოს, 22:15 სა­ათ­ზე „გა­ლე­რია თბი­ლი­სის“ ტექ­ნი­კურ სივ­რცე­ში, სა­ვენ­ტი­ლა­ციო სის­ტე­მის ერთ-ერთ და­ნად­გარს გა­უჩ­ნდა ალი, რის გა­მოც მოხ­და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის შე­ნო­ბის დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა.

სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, რომ „გა­ლე­რია თბი­ლი­სის“ ტექ­ნი­კურ­მა სამ­სა­ხურ­მა სწრა­ფად შეძ­ლო ალის ჩაქ­რო­ბა. ასე­ვე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და შე­ნო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცია. შემ­თხვე­ვის დროს არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა და არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა ქო­ნე­ბა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­კი­თხის მოკ­ვლე­ვა.

სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მომ­ხდა­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, გუ­შინ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მაც.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­ულ მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა "თბი­ლი­სი გა­ლე­რის" შე­ნო­ბა­ში დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ. შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­დნენ თბი­ლი­სის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი. მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის მიერ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გან­ხორ­ცი­ელ­და შე­ნო­ბის ევა­კუ­ა­ცია და დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის კე­რის მო­ძი­ე­ბა.

ამ დრო­ი­სათ­ვის, ვი­თა­რე­ბა სრუ­ლად კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია, დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის კერა აღ­მო­ჩე­ნი­ლია. მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის შე­დე­გად, დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბას ხან­ძა­რი არ მოჰ­ყო­ლია. მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა" - ნათ­ქვა­მია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

რამ გამოიწვია ძლიერი დაკვამლიანება "გალერია თბილისში" - სავაჭრო ცენტრი განცხადებას ავრცელებს

რამ გამოიწვია ძლიერი დაკვამლიანება "გალერია თბილისში" - სავაჭრო ცენტრი განცხადებას ავრცელებს

გუშინ საღამოს, სავაჭრო ცენტრში "გალერია თბილისი" ძლიერი დაკვამლიანების გამო ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც სავაჭრო ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ინციდენტი სავენტილაციო სისტემაში გაჩენილმა ალმა გამოიწვია.

მათივე ინფორმაციით, 15 აგვისტოს, 22:15 საათზე „გალერია თბილისის“ ტექნიკურ სივრცეში, სავენტილაციო სისტემის ერთ-ერთ დანადგარს გაუჩნდა ალი, რის გამოც მოხდა სავაჭრო ცენტრის შენობის დაკვამლიანება.

სავაჭრო ცენტრში აცხადებენ, რომ „გალერია თბილისის“ ტექნიკურმა სამსახურმა სწრაფად შეძლო ალის ჩაქრობა. ასევე, დაუყოვნებლივ მოხდა შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა ქონება.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა.

სავაჭრო ცენტრში მომხდარი დაკვამლიანების შესახებ, გუშინ ინფორმაცია გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება "თბილისი გალერის" შენობაში დაკვამლიანების შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მეხანძრე-მაშველების მიერ, დაუყოვნებლივ განხორციელდა შენობის ევაკუაცია და დაკვამლიანების კერის მოძიება.

ამ დროისათვის, ვითარება სრულად კონტროლირებადია, დაკვამლიანების კერა აღმოჩენილია. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, დაკვამლიანებას ხანძარი არ მოჰყოლია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა" - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო