პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ხაზარაძე გუგუტიანთკარში მცხოვრებ ოჯახს სახლის აშენებაში დაეხმარება - რას პასუხობს გივი რაზმაძე ბიზნესმენს
მამუკა ხაზარაძე გუგუტიანთკარში მცხოვრებ ოჯახს სახლის აშენებაში დაეხმარება - რას პასუხობს გივი რაზმაძე ბიზნესმენს

გუ­გუ­ტი­ანთკა­რის მკვიდრს, გივი რაზ­მა­ძეს, რომ­ლის სახ­ლიც სა­ო­კუ­პა­ციო ხაზს მიღ­მა მოხ­ვდა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ახა­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს. ამის შე­სა­ხებ ხა­ზა­რა­ძე ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ავ­რცე­ლებს.

„რუ­სუ­ლი მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად გვარ­თმევს სამ­შობ­ლოს ნა­წილს. ეს არის ბრძო­ლა ყო­ვე­ლი გოჯი ქარ­თუ­ლი მი­წის­თვის, ამ ომს თა­ვი­სი გმი­რე­ბი ჰყავს - იქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით ცდი­ლო­ბენ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხე­ბის და ქარ­თუ­ლი მი­წის დაც­ვას.

დღეს მათ სახ­ლი წა­არ­თვეს, რო­მე­ლიც უკვე ოკუ­პი­რე­ბულ 20% -ს მი­ე­მა­ტა. ამ ოჯა­ხებ­მა ისევ უნდა იცხოვ­რონ თა­ვი­ანთ მი­წა­ზე, სა­დაც ახლა მავ­თულხლარ­თებს ავ­ლე­ბენ რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი.

ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა, მათ­თან ერ­თად ვიდ­გეთ. ამი­ტომ, გუ­გუ­ტი­ანთკარ­ში გივი რაზ­მა­ძის ოჯახს უახ­ლო­ეს ერთ თვე­ში ახა­ლი სახ­ლი ექ­ნე­ბა. აქვე მინ­და ვთხო­ვო ქარ­თულ ბიზ­ნესს - და­ეხ­მა­რონ იქ მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს. ქარ­თუ­ლი კერა არ მო­იშ­ლე­ბა, ამ ომს ჩვენ მო­ვი­გებთ, სა­ქარ­თვე­ლო გა­ერ­თი­ან­დე­ბა!“ - წერს ხა­ზა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

გუ­გუ­ტი­ანთკა­რის მკვიდ­რი, გივი რაზ­მა­ძე მზა­დაა, ბიზ­ნეს­მენ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღოს.

თუმ­ცა, რო­გორც რაზ­მა­ძემ, რომ­ლის სახ­ლიც სა­ო­კუ­პა­ციო ხაზს მიღ­მა ხვდე­ბა, „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, გუ­გუ­ტი­ანთკარ­ში სახ­ლს აღარ აი­შე­ნებს, რად­გან ოკუ­პან­ტე­ბის მიერ მცო­ცა­ვი ანექ­სი­ის გაგ­რძე­ლე­ბის საფრ­თხე მუდ­მი­ვად არ­სე­ბობს.

"გუ­გუ­ტი­ანთკარ­ში მხო­ლოდ ომის დროს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ეს სახ­ლი გვქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, რო­მე­ლიც იქით ჰყვე­ბა. მი­წაც მეტი აღარ გვაქვს და ამი­ტომ, თუ ვინ­მე დამ­ხმა­რე გა­მოჩ­ნდე­ბა, ხა­ზა­რა­ძე იქ­ნე­ბა თუ სხვა ვინ­მე, იქ სახ­ლის აშე­ნე­ბა­ზე აღარ ვი­ფიქ­რებთ და იმ სახ­ლს მი­ვა­მა­ტებთ, რო­მელ­შიც ახლა ვცხოვ­რობთ.

2009 წელს, როცა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვე­ღარ შევ­დი­ო­დით, გუ­გუ­ტი­ანთკარ­ში არ­სე­ბუ­ლი სახ­ლის სა­ნაც­ვლოდ კომ­პენ­სა­ცია მოგ­ვცეს - 15 000 დო­ლა­რი და გორ­ში, წმინ­და წყლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ბა­რა­კე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში ავი­შე­ნეთ სახ­ლი, ამი­ტომ, თუ დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა, მი­ვი­ღებთ იმ დახ­მა­რე­ბას და მირ­ჩევ­ნია, ამ სახ­ლს მი­ვა­მა­ტო" - გა­ნა­ცხა­და გივი რაზ­მა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, სო­ფელ გუ­გუ­ტი­ანთკარ­ში სა­ო­კუ­პა­ციო ხაზს იქით რაზ­მა­ძე­ე­ბი­სა და გუ­გუ­ტიშ­ვი­ლე­ბის სახ­ლე­ბი მოხ­ვდა. ომის დროს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი­დან ნივ­თე­ბის გა­სა­ტა­ნად სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, რაზ­მა­ძე­ე­ბის და გუ­გუ­ტიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხებს სამდღი­ა­ნი ვადა მის­ცეს.

ავტორი:

მამუკა ხაზარაძე გუგუტიანთკარში მცხოვრებ ოჯახს სახლის აშენებაში დაეხმარება - რას პასუხობს გივი რაზმაძე ბიზნესმენს

მამუკა ხაზარაძე გუგუტიანთკარში მცხოვრებ ოჯახს სახლის აშენებაში დაეხმარება - რას პასუხობს გივი რაზმაძე ბიზნესმენს

გუგუტიანთკარის მკვიდრს, გივი რაზმაძეს, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, მამუკა ხაზარაძე ახალი სახლის მშენებლობას სთავაზობს. ამის შესახებ ხაზარაძე ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.

„რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს - იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას.

დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა. ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები.

ჩვენი მოვალეობაა, მათთან ერთად ვიდგეთ. ამიტომ, გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს - დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს. ქართული კერა არ მოიშლება, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ, საქართველო გაერთიანდება!“ - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

გუგუტიანთკარის მკვიდრი, გივი რაზმაძე მზადაა, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის დახმარება მიიღოს.

თუმცა, როგორც რაზმაძემ, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ხვდება, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გუგუტიანთკარში სახლს აღარ აიშენებს, რადგან ოკუპანტების მიერ მცოცავი ანექსიის გაგრძელების საფრთხე მუდმივად არსებობს.

"გუგუტიანთკარში მხოლოდ ომის დროს დაზიანებული ეს სახლი გვქონდა დარჩენილი, რომელიც იქით ჰყვება. მიწაც მეტი აღარ გვაქვს და ამიტომ, თუ ვინმე დამხმარე გამოჩნდება, ხაზარაძე იქნება თუ სხვა ვინმე, იქ სახლის აშენებაზე აღარ ვიფიქრებთ და იმ სახლს მივამატებთ, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ.

2009 წელს, როცა ამ ტერიტორიაზე ვეღარ შევდიოდით, გუგუტიანთკარში არსებული სახლის სანაცვლოდ კომპენსაცია მოგვცეს - 15 000 დოლარი და გორში, წმინდა წყლის ტერიტორიაზე, ბარაკების დასახლებაში ავიშენეთ სახლი, ამიტომ, თუ დახმარება იქნება, მივიღებთ იმ დახმარებას და მირჩევნია, ამ სახლს მივამატო" - განაცხადა გივი რაზმაძემ.

შეგახსენებთ, სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს იქით რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ