პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეს პაციენტმა საკუთარ უფლებებზე, როცა ექიმთან მიდის - წაიკითხეთ, სანამ სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხავთ
რა უნდა იცოდეს პაციენტმა საკუთარ უფლებებზე, როცა ექიმთან მიდის - წაიკითხეთ, სანამ სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხავთ

ხში­რად ექიმ­თან ვი­ზი­ტის დროს, პა­ცი­ენ­ტმა არ იცის სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ და ის, თუ რო­გორ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ექი­მი, მხო­ლოდ მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და კე­თილ­გან­წყო­ბის ხა­რისხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

დიახ, უმე­ტე­სად არ ვი­ცით, თუნ­დაც ოჯა­ხის ექიმს ჩვენ­თვის რა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, ან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რა უნდა მო­ვი­თხო­ვოთ სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­დის­გან და არც ის ვი­ცით, ექი­მის არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბის გამო და­ზა­რა­ლე­ბულ­მა პა­ცი­ენ­ტმა სა­მარ­თა­ლი რო­გორ იპო­ვოს.

ამ სა­კი­თხებ­ზე სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE-მ სა­მე­დი­ცი­ნო სა­მარ­თლის მკვლე­ვარს, ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვიცე-რექ­ტორს და ასის­ტენტ-პრო­ფე­სორს თა­მარ კერ­ძა­ი­ას მი­მარ­თა.

- რა უფ­ლე­ბე­ბი აქვს პა­ცი­ენტს ექიმ­თან ვი­ზი­ტის დროს და რა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვოს მის­გან?

- პირ­ველ რიგ­ში, პა­ცი­ენტს უფ­ლე­ბა აქვს სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გამ­წე­ვი­სა­გან მი­ი­ღოს სრუ­ლი, ობი­ექ­ტუ­რი, დრო­უ­ლი და გა­სა­გე­ბი ინ­ფორ­მა­ცია სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ. სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა უნდა გა­ნუ­მარ­ტოს პა­ცი­ენტს არამ­ხო­ლოდ მის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ში­ნა­არ­სი, არა­მედ ყვე­ლა სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, თუნ­დაც მო­ცე­მუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ვერ სთა­ვა­ზობ­დეს მკურ­ნა­ლო­ბის აღ­ნიშ­ნულ მე­თო­დებს პა­ცი­ენტს, შე­სა­ბა­მი­სი აპა­რა­ტუ­რის თუ კად­რე­ბის არ­ყო­ლის გამო.

პა­ცი­ენტს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ნე­მარ­ტოს და­გეგ­მი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ყვე­ლა თან­ხმლე­ბი რის­კი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა დად­გეს, თუნ­დაც ძა­ლი­ან მცი­რე ალ­ბა­თო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი არ­სე­ბი­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან პა­ცი­ენტს შე­სა­ბა­მი­სი რის­კის (გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნის) ცოდ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, სა­ერ­თოდ უარი ეთ­ქვა შე­თა­ვა­ზე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე. თუ ექი­მი წი­ნას­წარ­ვე არ მო­ახ­დენს რის­კე­ბის შე­სა­ხებ პა­ცი­ენ­ტის ინ­ფორ­მი­რე­ბას და ასე­თი რის­კი დად­გე­ბა, ექი­მი პა­სუხს აგებს იმის მი­უ­ხე­და­ვად, სწო­რად გა­უ­წია თუ არა სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა.

მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ შემ­თხვე­ვა­ში, სა­სა­მარ­თლომ ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნა იმის გამო, რომ 74 წლის პა­ცი­ენტს ინ­ტრა­ვე­ნუ­რი ინექ­ცი­ით მი­ე­წო­და პე­ნი­ცი­ნი­ლის შემ­ცვე­ლო­ბის მქო­ნე წა­მა­ლი, რომ­ლი­თაც გა­მოწ­ვე­უ­ლი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის შე­დე­გად პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. აქ მთა­ვა­რი დარ­ღვე­ვა ის გახ­ლდათ, რომ პა­ცი­ენტს არ მი­ე­წო­და ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნუ­ლი წამ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლო რის­კებ­ზე, რისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც ექიმს ჰქონ­და.

ხში­რად, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­ღვე­ვენ პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბას, გა­ეც­ნოს მის შე­სა­ხებ არ­სე­ბულ ნე­ბის­მი­ერ სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­ნა­წერს. პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის ან­გა­რიშ­ში ხში­რა­დაა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტის მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­უ­რე­ბის გამ­წე­ვი არ აწ­ვდის ან დაგ­ვი­ა­ნე­ბით აწ­ვდის პა­ცი­ენტს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ ჩა­ნა­წე­რებს.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ დად­გე­ნი­ლი პრაქ­ტი­კით, თუ ექიმ­მა ვერ უზ­რუნ­ველ­ყო სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბის სწო­რად წარ­მო­ე­ბა ან არ გა­დას­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია პა­ცი­ენტს, სა­სა­მარ­თლო­ში მტკი­ცე­ბის ტვირ­თი სწო­რედ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გამ­წე­ვის მხა­რეს გა­და­დის, რაც იმას ნიშნვს, რომ არა პა­ცი­ენ­ტმა, არა­მედ ექიმ­მა უნდა ამ­ტკი­ცოს, რომ შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­უ­რე­ბა პა­ცი­ენტს სწო­რად და კვა­ლი­ფი­კა­ცი­უ­რად გა­ე­წია.

უმ­ნიშ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე გა­აჩ­ნია ექიმს პა­ცი­ენ­ტის წი­ნა­შე, ნე­ბის­მი­ე­რი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის წინ, პა­ცი­ენ­ტი­სა­გან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი თან­ხმო­ბის მი­ღე­ბაა. ხოლო, თუ პა­ცი­ენ­ტი მცი­რე­წლო­ვა­ნი ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უნა­რის არმ­ქო­ნეა, მისი კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის თან­ხმო­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

თუმ­ცა, პრაქ­ტი­კა­ში ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი მცი­რე­წლო­ვა­ნია ან უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და მისი ნა­თე­სა­ვი უარს აცხა­დებს მის­თვის შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა­ზე, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად.

მა­გა­ლი­თად, იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა: სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­მო­იყ­ვა­ნეს მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა, რო­მელ­საც გა­და­უ­დებ­ლად ესა­ჭი­რო­ე­ბო­და ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა, რა დრო­საც შე­საძ­ლოა დას­ჭირ­ვე­ბო­და სის­ხლის გა­დას­ხმა. პა­ცი­ენ­ტის მშობ­ლებ­მა ამა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­დეს მათი მრწამ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე - იე­ღო­ვას მოწ­მე­ე­ბი იყ­ვნენ.

ექი­მე­ბი გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდენ - ერთ მხა­რეს იყო მშობ­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი სის­ხლის გა­დას­ხმა­ზე, ხოლო მე­ო­რე მხა­რეს - პა­ტა­რა გო­გო­ნას სი­ცო­ცხლე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ექი­მებ­მა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს და მშობ­ლე­ბის უა­რის მი­უ­ხე­და­ვად, გო­გო­ნას შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წი­ეს, რის შე­დე­გა­დაც იგი გა­დარ­ჩა. ასეთ დროს, რო­გორც შიდა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ე­ბით ცალ­სა­ხა­დაა დად­გე­ნი­ლი, რომ გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად მისი კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის უა­რი­სა.

- რა იგუ­ლის­ხმე­ბა ხა­რის­ხი­ან სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში და კონ­კრე­ტუ­ლად რა უნდა მო­ი­თხო­ვოს პა­ცი­ენ­ტმა?

- ხა­რის­ხი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ქვე­ყა­ნა­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი და და­ნერ­გი­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი და სა­მომ­სა­ხუ­რეო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა. მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დით ან აპა­რა­ტუ­რით მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა ვერ იქ­ნე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი ახა­ლი აპა­რა­ტუ­რის სიძ­ვი­რით ან ექი­მის მიერ თა­ნა­მედ­რო­ვე, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი და ახ­ლე­ბუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მიდ­გო­მე­ბის არ­ცოდ­ნით.

თა­ვის მხრივ, სა­ხელ­მწი­ფოს აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, აკონ­ტრო­ლოს, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ხა­რი­ხი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბას აწ­ვდიდ­ნენ მო­ქა­ლა­ქე­ებს.

სწო­რედ ამ მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტო აწარ­მო­ებს ექიმ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბას, შე­ი­მუ­შა­ვებს გა­იდ­ლა­ი­ნებს და პრო­ტო­კო­ლებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ყა­ნა­ში ხში­რია უხა­რის­ხოდ გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­დე­გად დამ­დგა­რი ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი.

მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი ქალ­ბა­ტო­ნი სამ­შო­ბი­ა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დას­ხმუ­ლი სის­ხლის შე­დე­გად აივ ინ­ფექ­ცი­ით და­ინ­ფი­ცირ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ თავი იმარ­თლა იმით, რომ მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით, სის­ხლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­მო­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ე.წ. ფან­ჯრის (ინ­კუ­ბა­ცი­ის) პე­რი­ო­დის გამო.

სა­სა­მარ­თლომ მა­ინც და­ა­კის­რა და­წე­სე­ბუ­ლე­ბას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან, დად­გინ­და, რომ იმ დრო­ის­თვის არ­სე­ბობ­და დო­ნო­რის შიდსის ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის უზუს­ტე­სი მე­თო­დით დად­გე­ნის აპა­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც მო­ცე­მულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას არ გა­აჩ­ნდა. მარ­თა­ლია ეს მო­წყო­ბი­ლო­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და, მაგ­რამ ეს არ იყო სა­პა­ტიო მი­ზე­ზი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

- რა უნდა იცო­დეს პა­ცი­ენ­ტმა, როცა სახ­ლში იძა­ხებს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას?

- სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბი­სას ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა არის ის, რომ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფს თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბით გა­დაჰ­ყავს პა­ცი­ენ­ტი კონ­კრე­ტულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რაც ცალ­სა­ხად არ­ღვევს პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბებს.

პა­ცი­ენ­ტთა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, პა­ცი­ენ­ტმა და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა აირ­ჩი­ოს, თუ რო­მელ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სურს მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა. ამი­სათ­ვის, მას სწო­რად და ამომ­წუ­რა­ვად უნდა მი­ე­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რო­მელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შე­უძ­ლი­ათ მისი მი­ღე­ბა. გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე დრო­ის ფაქ­ტო­რი, კერ­ძოდ, ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ ტე­რი­ტო­რი­უ­ლად ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მდე­ბა­რე რო­მე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა შეძ­ლებს პა­ცი­ენ­ტის მი­ღე­ბას.

პრაქ­ტი­კა­ში იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი, მის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის გა­რე­შე, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა გა­და­იყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში, რო­მე­ლიც ტე­რი­ტო­რი­უ­ლად უფრო შორს მდე­ბა­რე­ობ­და, ვიდ­რე სხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თაც ასე­ვე შე­ეძ­ლოთ მსგავ­სი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა. ამის გამო, პა­ცი­ენ­ტის­თვის შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა დაგ­ვი­ან­და, რა­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია. ასეთ დროს, ბუ­ნებ­რი­ვია, დგე­ბა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

- შე­უძ­ლია თუ არა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, პა­ცი­ენ­ტის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მენ­ტარ­ში და­ა­სა­ხე­ლოს პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი? თუ არა, მა­შინ ინ­ფორ­მა­ცია რო­გორ უნდა მი­ე­წო­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, როცა საქ­მე ეხე­ბა გახ­მა­უ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებს?

- პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მო­ნა­ცე­მებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მისი დაც­ვის მა­ღალ სტან­დარ­ტებს ად­გენს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პა­ცი­ენ­ტის გა­ცხა­დე­ბუ­ლი თან­ხმო­ბის გა­რე­შე, არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, გა­ამ­ჟღავ­ნოს ინ­ფორ­მა­ცია, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამომ­წუ­რა­ვად ად­გენს იმ სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო შემ­თხვე­ვე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, როცა ამ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბა შე­საძ­ლოა, პა­ცი­ენ­ტის თან­ხმო­ბის გა­რე­შე მოხ­დეს. მა­გა­ლი­თად, ეს ის შემ­თხვე­ვე­ბია, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მა შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის­თვის.

ამას­თან, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ვერ ჩა­ით­ვლე­ბა ლე­გი­ტი­მურ მიზ­ნად, რო­მე­ლიც გა­ა­მარ­თლებს პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბას, თუ ამ მო­ნა­ცე­მე­ბის გა­უმ­ჟღავ­ნებ­ლო­ბა საფრ­თხეს არ უქ­მნის მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას ან ჯან­მრთე­ლო­ბას. ასე­თი დარ­ღვე­ვე­ბი ძა­ლი­ან ხში­რია პრაქ­ტი­კა­ში.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი სა­ხის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა პა­ცი­ენ­ტის თან­ხმო­ბის გა­რე­შე სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მენ­ტა­რი­სას გა­აჟ­ღე­რა. დი­აგ­ნო­ზის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პა­ცი­ენ­ტმა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბით უმ­ძი­მე­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრამ­ვა მი­ი­ღო, და­ენგრა ოჯა­ხი და დას­ჭირ­და ინ­ტენ­სი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა სრუ­ლად გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად.

ამ­დე­ნად, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მიერ პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ, მისი თან­ხმო­ბის გა­რე­შე გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მენ­ტა­რი წარ­მო­ად­გენს პა­ცი­ენ­ტის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა და კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის უფ­ლე­ბის მძი­მე დარ­ღვე­ვას.

- სად და რო­გორ უნდა იპო­ვოს სა­მარ­თა­ლი არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის­გან და­ზა­რა­ლე­ბულ­მა პა­ცი­ენ­ტმა?

- პირ­ველ რიგ­ში, პა­ცი­ენტს უფ­ლე­ბა აქვს, დას­ვას ექი­მის პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და მი­მარ­თოს სა­ჩივ­რით სსიპ "სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს". თუმ­ცა, საქ­მე ის არის, რომ სა­ა­გენ­ტოს არ გა­აჩ­ნია უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და­ა­კის­როს ექიმს ან სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნის, მათ შო­რის, პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის ან მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა. სა­ა­გენ­ტოს შე­უძ­ლია მხო­ლოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სან­ქცია გა­მო­ი­ყე­ნოს ექი­მის წი­ნა­აღ­მდეგ, კერ­ძოდ, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს გაფრ­თხი­ლე­ბა, საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა, ექი­მის სერ­ტი­ფი­კა­ტის გა­უქ­მე­ბა და სხვა. ამ­დე­ნად, ასე­თი სა­ჩივ­რის შე­დე­გად, ექი­მი შე­საძ­ლოა, და­ი­სა­ჯოს, მაგ­რამ ამით პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ვერ გა­მოს­წორ­დე­ბა.

შემ­დე­გი გზა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­კენ მი­დის და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ექი­მის ქმე­დე­ბა­ში გა­მო­იკ­ვე­თა ბრა­ლე­უ­ლო­ბა, შე­საძ­ლოა, მოხ­დეს მის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თაც. ამას­თან, აქაც, რო­გორც წინა შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა არ ხდე­ბა.

ერ­თა­დერ­თი გზა, რი­თაც პა­ცი­ენტს შე­უძ­ლია უკვე სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გამ­წევს მოს­თხო­ვოს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ქო­ნებ­რი­ვი ანა­ზღა­უ­რე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო და­ვე­ბის გან­მხილ­ველ სა­სა­მარ­თლომ­დე მი­დის. ეს კი გრძელ და რთულ პრო­ცე­სებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ზო­გი­ერ­თი პრო­ცე­სი წლო­ბით გრძელ­დე­ბა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბი­სას, დრო­ულ სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და დრო­ში გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ისევ პა­ცი­ენ­ტის ინ­ტე­რე­სებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ამას­თან, პა­ცი­ენტს უწევს ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვაც, ვი­ნა­ი­დან პრო­ცე­სის წარ­მო­ე­ბა კარ­გი ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე, ფაქ­ტობ­რი­ვად, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რაც თა­ვის მხრივ, კი­დევ ერთი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბაა პა­ცი­ენ­ტის დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბის აღ­დგე­ნის გზა­ზე.

- გა­მო­დის, მი­უ­ხე­და­ვად კა­ნო­ნით პა­ცი­ენ­ტის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ამ­დე­ნი უფ­ლე­ბი­სა, მათი დაც­ვის ეფექ­ტი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ არ­სე­ბობს. რო­გორ უნდა გა­მოს­წორ­დეს ეს პრობ­ლე­მა?

- აქ უკვე სა­ჭი­როა პრობ­ლე­მის კომ­პლექ­სუ­რი გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, რაც შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბერ­კე­ტე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გორც ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, ისე მთავ­რო­ბის სტრა­ტე­გი­ის შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის გა­დაჭ­რა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია და სა­ჭი­როა დრო­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა.

ამი­სათ­ვის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ერთი მხრივ, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გაზ­რდა და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის ეფექ­ტი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და იმპლე­მენ­ტა­ცია, ხოლო მე­ო­რე მხრივ, სა­მე­დი­ცი­ნო და­ვე­ბის გან­ხილ­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა.

ავტორი:

რა უნდა იცოდეს პაციენტმა საკუთარ უფლებებზე, როცა ექიმთან მიდის - წაიკითხეთ, სანამ სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხავთ

რა უნდა იცოდეს პაციენტმა საკუთარ უფლებებზე, როცა ექიმთან მიდის - წაიკითხეთ, სანამ სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხავთ

ხშირად ექიმთან ვიზიტის დროს, პაციენტმა არ იცის საკუთარი უფლებების შესახებ და ის, თუ როგორ მოემსახურება ექიმი, მხოლოდ მის პროფესიონალიზმსა და კეთილგანწყობის ხარისხზეა დამოკიდებული.

დიახ, უმეტესად არ ვიცით, თუნდაც ოჯახის ექიმს ჩვენთვის რა ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება აქვს, ან სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევაში, რა უნდა მოვითხოვოთ სამედიცინო ბრიგადისგან და არც ის ვიცით, ექიმის არაკვალიფიციურობის გამო დაზარალებულმა პაციენტმა სამართალი როგორ იპოვოს.

ამ საკითხებზე სასაუბროდ AMBEBI.GE-მ სამედიცინო სამართლის მკვლევარს, ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს და ასისტენტ-პროფესორს თამარ კერძაიას მიმართა.

- რა უფლებები აქვს პაციენტს ექიმთან ვიზიტის დროს და რა შეიძლება მოითხოვოს მისგან?

- პირველ რიგში, პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების შესახებ. სამედიცინო პერსონალმა უნდა განუმარტოს პაციენტს არამხოლოდ მის მიერ შეთავაზებული სამედიცინო მომსახურების შინაარსი, არამედ ყველა სხვა ალტერნატიული მკურნალობის საშუალება, თუნდაც მოცემული სამედიცინო დაწესებულება ვერ სთავაზობდეს მკურნალობის აღნიშნულ მეთოდებს პაციენტს, შესაბამისი აპარატურის თუ კადრების არყოლის გამო.

პაციენტს აუცილებლად უნდა განემარტოს დაგეგმილი სამედიცინო მომსახურების ყველა თანხმლები რისკი, რომელიც შესაძლოა დადგეს, თუნდაც ძალიან მცირე ალბათობით. აღნიშნული საკითხი არსებითად მნიშვნელოვანია, რადგან პაციენტს შესაბამისი რისკის (გვერდითი მოვლენის) ცოდნის შემთხვევაში, შესაძლოა, საერთოდ უარი ეთქვა შეთავაზებულ მკურნალობაზე. თუ ექიმი წინასწარვე არ მოახდენს რისკების შესახებ პაციენტის ინფორმირებას და ასეთი რისკი დადგება, ექიმი პასუხს აგებს იმის მიუხედავად, სწორად გაუწია თუ არა სამედიცინო მომსახურება.

მაგალითად, ერთ-ერთ შემთხვევაში, სასამართლომ ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა იმის გამო, რომ 74 წლის პაციენტს ინტრავენური ინექციით მიეწოდა პენიცინილის შემცველობის მქონე წამალი, რომლითაც გამოწვეული ალერგიული რეაქციის შედეგად პაციენტი გარდაიცვალა. აქ მთავარი დარღვევა ის გახლდათ, რომ პაციენტს არ მიეწოდა ინფორმაცია აღნიშნული წამლის გამოყენების შესაძლო რისკებზე, რისი ვალდებულებაც ექიმს ჰქონდა.

ხშირად, სამედიცინო დაწესებულებები არღვევენ პაციენტის უფლებას, გაეცნოს მის შესახებ არსებულ ნებისმიერ სამედიცინო ჩანაწერს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშში ხშირადაა შემთხვევა, როდესაც პაციენტის მოთხოვნის მიუხედავად, სამედიცინო მომსაურების გამწევი არ აწვდის ან დაგვიანებით აწვდის პაციენტს განხორციელებული სამედიცინო მომსახურების შესახებ ჩანაწერებს.

საყურადღებოა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, თუ ექიმმა ვერ უზრუნველყო სამედიცინო ჩანაწერების სწორად წარმოება ან არ გადასცა ეს ინფორმაცია პაციენტს, სასამართლოში მტკიცების ტვირთი სწორედ სამედიცინო მომსახურების გამწევის მხარეს გადადის, რაც იმას ნიშნვს, რომ არა პაციენტმა, არამედ ექიმმა უნდა ამტკიცოს, რომ შესაბამისი სამედიცინო მომსაურება პაციენტს სწორად და კვალიფიკაციურად გაეწია.

უმნიშნელოვანესი ვალდებულება, რომელიც ასევე გააჩნია ექიმს პაციენტის წინაშე, ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების გაწევის წინ, პაციენტისაგან ინფორმირებული თანხმობის მიღებაა. ხოლო, თუ პაციენტი მცირეწლოვანი ან გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონეა, მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობაა აუცილებელი.

თუმცა, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტი მცირეწლოვანია ან უგონო მდგომარეობაშია და მისი ნათესავი უარს აცხადებს მისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, რომელიც აუცილებელია მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

მაგალითად, იყო ასეთი შემთხვევა: საავადმყოფოში შემოიყვანეს მცირეწლოვანი გოგონა, რომელსაც გადაუდებლად ესაჭიროებოდა ოპერაციული ჩარევა, რა დროსაც შესაძლოა დასჭირვებოდა სისხლის გადასხმა. პაციენტის მშობლებმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადეს მათი მრწამსიდან გამომდინარე - იეღოვას მოწმეები იყვნენ.

ექიმები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდენ - ერთ მხარეს იყო მშობლების კატეგორიული უარი სისხლის გადასხმაზე, ხოლო მეორე მხარეს - პატარა გოგონას სიცოცხლე. საბედნიეროდ, ექიმებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და მშობლების უარის მიუხედავად, გოგონას შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაუწიეს, რის შედეგადაც იგი გადარჩა. ასეთ დროს, როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო კონვენციებით ცალსახადაა დადგენილი, რომ გადაუდებელ შემთხვევებში, სამედიცინო ჩარევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მიუხედავად მისი კანონიერი წარმომადგენლების უარისა.

- რა იგულისხმება ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაში და კონკრეტულად რა უნდა მოითხოვოს პაციენტმა?

- ხარისხიან მომსახურებაში იგულისხმება ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. მოძველებული მეთოდით ან აპარატურით მომსახურების გაწევა ვერ იქნება გამართლებული ახალი აპარატურის სიძვირით ან ექიმის მიერ თანამედროვე, გაუმჯობესებული და ახლებური სამედიცინო მიდგომების არცოდნით.

თავის მხრივ, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, აკონტროლოს, რომ ქვეყანაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები ხარიხიან მომსახურებას აწვდიდნენ მოქალაქეებს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტო აწარმოებს ექიმთა სერტიფიცირებას, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირებას, შეიმუშავებს გაიდლაინებს და პროტოკოლებს. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ქვეყანაში ხშირია უხარისხოდ გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად დამდგარი ფატალური შემთხვევები.

მაგალითად, ერთ-ერთი ქალბატონი სამშობიარო დაწესებულებაში გადასხმული სისხლის შედეგად აივ ინფექციით დაინფიცირდა და გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებამ თავი იმართლა იმით, რომ მის ხელთ არსებული ტექნოლოგიით, სისხლის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციის აღმოჩენა შეუძლებელი იყო ე.წ. ფანჯრის (ინკუბაციის) პერიოდის გამო.

სასამართლომ მაინც დააკისრა დაწესებულებას პასუხისმგებლობა, ვინაიდან, დადგინდა, რომ იმ დროისთვის არსებობდა დონორის შიდსის ვირუსით დაინფიცირების უზუსტესი მეთოდით დადგენის აპარატურა, რომელიც მოცემულ დაწესებულებას არ გააჩნდა. მართალია ეს მოწყობილობა ძალიან ძვირი ღირდა, მაგრამ ეს არ იყო საპატიო მიზეზი დაწესებულებისთვის, პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად.

- რა უნდა იცოდეს პაციენტმა, როცა სახლში იძახებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას?

- სასწრაფოს გამოძახებისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა არის ის, რომ რიგ შემთხვევებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს თავისი შეხედულებით გადაჰყავს პაციენტი კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ცალსახად არღვევს პაციენტის უფლებებს.

პაციენტთა უფლებების შესახებ კანონის თანახმად, პაციენტმა დამოუკიდებლად უნდა აირჩიოს, თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში სურს მომსახურების მიღება. ამისათვის, მას სწორად და ამომწურავად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ რომელ დაწესებულებებს შეუძლიათ მისი მიღება. გადაუდებელი შემთხვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ასევე დროის ფაქტორი, კერძოდ, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ტერიტორიულად ყველაზე ახლოს მდებარე რომელი სამედიცინო დაწესებულება შეძლებს პაციენტის მიღებას.

პრაქტიკაში იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტი, მისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების გარეშე, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა კლინიკაში, რომელიც ტერიტორიულად უფრო შორს მდებარეობდა, ვიდრე სხვა სამედიცინო დაწესებულებები, რომელთაც ასევე შეეძლოთ მსგავსი მომსახურების გაწევა. ამის გამო, პაციენტისთვის შესაბამისი დახმარება დაგვიანდა, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. ასეთ დროს, ბუნებრივია, დგება სასწრაფო დახმარების ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხი.

- შეუძლია თუ არა სამედიცინო პერსონალს, პაციენტის თანხმობის გარეშე, სატელევიზიო კომენტარში დაასახელოს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ დეტალები? თუ არა, მაშინ ინფორმაცია როგორ უნდა მიეწოდოს საზოგადოებას, როცა საქმე ეხება გახმაურებულ შემთხვევებს?

- პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება და კანონმდებლობა მისი დაცვის მაღალ სტანდარტებს ადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტის გაცხადებული თანხმობის გარეშე, არავის აქვს უფლება, გაამჟღავნოს ინფორმაცია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ქვეყნის კანონმდებლობა ამომწურავად ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევების ჩამონათვალს, როცა ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნება შესაძლოა, პაციენტის თანხმობის გარეშე მოხდეს. მაგალითად, ეს ის შემთხვევებია, როდესაც სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის.

ამასთან, საზოგადოებრივი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ მიზნად, რომელიც გაამართლებს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას, თუ ამ მონაცემების გაუმჟღავნებლობა საფრთხეს არ უქმნის მოსახლეობის უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას. ასეთი დარღვევები ძალიან ხშირია პრაქტიკაში.

რამდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ცნობილი სახის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და განხორციელებული ოპერაციული ჩარევების შესახებ მონაცემები სამედიცინო პერსონალმა პაციენტის თანხმობის გარეშე სატელევიზიო კომენტარისას გააჟღერა. დიაგნოზის სპეციფიკიდან გამომდინარე, პაციენტმა ამ ინფორმაციის გამჟღავნებით უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო, დაენგრა ოჯახი და დასჭირდა ინტენსიური მკურნალობა სრულად გამოსაჯანმრთელებლად.

ამდენად, სამედიცინო პერსონალის მიერ პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ, მისი თანხმობის გარეშე გაკეთებული სატელევიზიო კომენტარი წარმოადგენს პაციენტის პირადი ცხოვრებისა და კონფიდენციალურობის უფლების მძიმე დარღვევას.

- სად და როგორ უნდა იპოვოს სამართალი არაკვალიფიციური სპეციალისტისგან დაზარალებულმა პაციენტმა?

- პირველ რიგში, პაციენტს უფლება აქვს, დასვას ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი და მიმართოს საჩივრით სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს". თუმცა, საქმე ის არის, რომ სააგენტოს არ გააჩნია უფლებამოსილება დააკისროს ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას ქონებრივი ზიანის, მათ შორის, პაციენტის მკურნალობის ან მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება. სააგენტოს შეუძლია მხოლოდ ადმინისტრაციული სანქცია გამოიყენოს ექიმის წინააღმდეგ, კერძოდ, ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება, საქმიანობის უფლების შეჩერება, ექიმის სერტიფიკატის გაუქმება და სხვა. ამდენად, ასეთი საჩივრის შედეგად, ექიმი შესაძლოა, დაისაჯოს, მაგრამ ამით პაციენტის მდგომარეობა ვერ გამოსწორდება.

შემდეგი გზა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისკენ მიდის და იმ შემთხვევაში, თუ ექიმის ქმედებაში გამოიკვეთა ბრალეულობა, შესაძლოა, მოხდეს მისთვის თავისუფლების აღკვეთაც. ამასთან, აქაც, როგორც წინა შემთხვევაში, პაციენტის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება არ ხდება.

ერთადერთი გზა, რითაც პაციენტს შეუძლია უკვე სამედიცინო მომსახურების გამწევს მოსთხოვოს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ქონებრივი ანაზღაურება, სამოქალაქო დავების განმხილველ სასამართლომდე მიდის. ეს კი გრძელ და რთულ პროცესებთანაა დაკავშირებული. ზოგიერთი პროცესი წლობით გრძელდება.

მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის დაზიანებისას, დროულ სამედიცინო ჩარევას არსებითი მნიშვნელობა აქვს და დროში გაჭიანურებული სასამართლო პროცესი ისევ პაციენტის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამასთან, პაციენტს უწევს ფინანსური ხარჯების გაწევაც, ვინაიდან პროცესის წარმოება კარგი ადვოკატის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, რაც თავის მხრივ, კიდევ ერთი შემაფერხებელი გარემოებაა პაციენტის დარღვეული უფლების აღდგენის გზაზე.

- გამოდის, მიუხედავად კანონით პაციენტისთვის მინიჭებული ამდენი უფლებისა, მათი დაცვის ეფექტიანი მექანიზმები არ არსებობს. როგორ უნდა გამოსწორდეს ეს პრობლემა?

- აქ უკვე საჭიროა პრობლემის კომპლექსური გაანალიზება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ბერკეტებისა და სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებული მუშაობის გარეშე შეუძლებელი იქნება. მოგეხსენებათ, როგორც ასოცირების ხელშეკრულებით, ისე მთავრობის სტრატეგიის შესაბამისად, აღნიშნული საკითხის გადაჭრა პრიორიტეტულია და საჭიროა დროული მოქმედება.

ამისათვის, აუცილებელია ერთი მხრივ, სამედიცინო დაწესებულებების სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდა და სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება და იმპლემენტაცია, ხოლო მეორე მხრივ, სამედიცინო დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმების შემუშავება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 964 ახალი შემთხვევაა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით

კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა - რას აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში

"თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა - სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს