მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
კონფლიქტები
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ რამდენიმე დღის განმავლობაში პარალიზებული იყო ნიუსრუმი" - რას წერს "იმედზე" განვითარებულ მოვლენებზე პაატა შამუგია
"ამ რამდენიმე დღის განმავლობაში პარალიზებული იყო ნიუსრუმი" - რას წერს "იმედზე" განვითარებულ მოვლენებზე პაატა შამუგია

პო­ე­ტი პა­ა­ტა შა­მუ­გია, რო­მე­ლიც, ამა­ვე დროს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" თა­ნამ­რო­მე­ლია, ამ­ბობს, რომ აგ­ვის­ტოს ომზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ფილ­მის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ ნი­უს­რუ­მი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში "პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო". მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ნიკა ლა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ბოკო ჰა­რა­მის" ტრა­დი­ცი­ებ­ში ჯდე­ბა, სი­ნა­ნუ­ლი კი მის­გან ჟურ­ნა­ლის­ტებს არ მო­უს­მე­ნი­ათ.

"ორ­შა­ბათს Toresa-მ და­პოს­ტა „იმე­დის“ შიდა ჯგუფ­ში ის ავად სახ­სე­ნე­ბე­ლი ფილ­მი და ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რიც მო­ა­ყო­ლა. მეც ვნა­ხე ვი­დეო და მარ­ტი­ვად იყო საქ­მე: როცა აგ­ვის­ტოს ომზე იღებ მავ­ნებ­ლურ „ფილ­მს“ და იქ პუ­ტი­ნის და­ნა­შა­ულ­ზე, სულ ცოტა, გა­დაკ­ვრი­თაც არ ამ­ბობ არა­ფერს, ეს მძი­მე დი­აგ­ნო­ზია. მშვი­დო­ბით ომს მო­ი­გებ კი არა, აგერ, გუ­გუ­ტი­ანთკარ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას სახ­ლე­ბის ზღურ­ბლებ­ზე უვ­ლე­ბენ მავ­თულხლარ­თებს, და ასე­თი დერ­ჟავ­ნი­კუ­ლი აგ­რე­სი­ის გა­მარ­თლე­ბას (რა­გინ­და­რა მი­ზე­ზით) ვინც ცდი­ლობს, ყვე­ლა იდი­ო­ტია ჩემს თვალ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სეთ­თან არ გა­მო­დის არც ომი (ფი­ზი­კუ­რი გან­სხვა­ვე­ბის გამო შე­უძ­ლე­ბე­ლია) და არც მშვი­დო­ბა (მო­რა­ლუ­რი გან­სხვა­ვე­ბის გა­მოა შე­უძ­ლე­ბე­ლი. იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი ლო­გი­კა მხო­ლოდ კო­ლო­ნი­ურ მო­რალს აღი­ა­რებს. აგერ, არ ვე­უბ­ნე­ბით არა­ფერს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მთლად ხე­ლებს უკოც­ნის, მაგ­რამ მა­ინც მო­ი­წე­ვენ და მო­ი­წე­ვენ, მოვ­ლენ თბი­ლი­სამ­დეც, ერ­თბა­შად ჩვენ­მა მხეც­მა გა­ხა­რი­ამ არ აღ­კვე­თოს).

მოკ­ლედ, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა შიდა ჯგუფ­ში­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ვი­თხო­ვეთ, ამ მავ­ნებ­ლუ­რი ანო­ნი­მუ­რი „ფილ­მის“ ავ­ტო­რის გა­მო­ჩე­ნა და პლუს, სა­ჯა­რო მო­ბო­დი­შე­ბაც, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, არხზე ჩვენს დარ­ჩე­ნას აღარ გან­ვი­ხი­ლავ­დით. ამ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო ნი­უს­რუ­მი. პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­მო­ვი­და ნიკა ლა­ლი­აშ­ვი­ლი და ვი­დე­ო­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მე ვი­ღე­ბო (ტექ­სტი იყო „ბოკო-ჰა­რა­მის“ ტრა­დი­ცი­ებ­ში), მაგ­რამ არა­ნა­ი­რი სინ­დი­სის ქენ­ჯნა, თუნ­დაც, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დე­მო­რა­ლი­ზე­ბის გამო, იმის გამო, რომ ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი უდა­ნა­შა­უ­ლო თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ტა­ლახ­ში ათ­რია მთელ­მა ქვე­ყა­ნამ. პი­რი­ქით, იქით მა­მარ­დაშ­ვი­ლის აჩ­რდილს ამო­ე­ფა­რა (ეტყო­ბა, მა­მარ­დაშ­ვი­ლის იმ ჩა­ნა­წე­რე­ბამ­დე ჯერ არ მი­სუ­ლა, სა­დაც რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს), აქეთ - ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სენ­ტი­მენ­ტებს, და ვი­თომც არა­ფე­რი.

„იმე­დი­დან“ წა­მოს­ვლა ყვე­ლა­ზე იოლი და მსუ­ბუ­ქი გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და. ამა­ზე დღე­საც ვი­სა­უბ­რეთ. რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და რე­დაქ­ტო­რე­ბის ასე­თი ერ­თსუ­ლო­ვა­ნი და ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი პრო­ტეს­ტი ვნა­ხეთ, ვფიქ­რობ, ამ ეტაპ­ზე ამ ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ტო­ვე­ბა და ლა­ლი­აშ­ვი­ლის­თვის სივ­რცის მო­სუფ­თა­ვე­ბა არ იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ზე სწო­რი საქ­ცი­ე­ლი. ლა­ლი­აშ­ვილს ამ­წუ­თას ნუ­ლო­ვა­ნი ლე­გი­ტი­მა­ცია აქვს არხზე, „იმე­დის“ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელ­მა სა­ჯა­როდ დაგ­მო ის, რაც გა­ვი­და ეთერ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ტე­ლე­ვი­ზი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლებს, მგო­ნი, ძა­ლი­ან გა­სა­გე­ბი სიგ­ნა­ლი გა­ეგ­ზავ­ნათ და, იმე­დია, მი­ი­ღე­ბენ შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. რაც მთა­ვა­რია, სიგ­ნა­ლი გა­ეგ­ზავ­ნა ყვე­ლას - ის, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში რუ­სო­ფი­ლი­უ­რი გან­წყო­ბის შექ­მნა არის შე­უძ­ლე­ბე­ლი მი­სია, სულ ტყუ­ი­ლად აფი­ნან­სებს კრემ­ლი თა­ვის აგენ­ტებს, წყალ­ში იყ­რე­ბა ეგ ფული, ძვირ­ფა­სე­ბო," - წერს პა­ა­ტა შა­მუ­გია.

პო­ე­ტი AMBEBI.GE-სთან ამ­ბობს, რომ ლა­ლი­აშ­ვილს შე­უძ­ლია "დარ­ჩეს გა­უ­გებ­რო­ბა­ში" :

„ნიკა ლა­ლი­აშ­ვი­ლი თუ არის გა­უ­გებ­რო­ბა­ში, შე­უძ­ლია იყოს და დარ­ჩეს ამ გა­უ­გებ­რო­ბაშ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი იყ­ვნენ ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბი ამ ფილ­მის გაპ­რო­ტეს­ტე­ბა­ში და ეს კარ­გად გა­მოჩ­ნდა“.

ავტორი:

"ამ რამდენიმე დღის განმავლობაში პარალიზებული იყო ნიუსრუმი" - რას წერს "იმედზე" განვითარებულ მოვლენებზე პაატა შამუგია

"ამ რამდენიმე დღის განმავლობაში პარალიზებული იყო ნიუსრუმი" - რას წერს "იმედზე" განვითარებულ მოვლენებზე პაატა შამუგია

პოეტი პაატა შამუგია, რომელიც, ამავე დროს, ტელეკომპანია "იმედის" თანამრომელია, ამბობს, რომ აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ ნიუსრუმი რამდენიმე დღის განმავლობაში "პარალიზებული იყო". მისივე შეფასებით, ნიკა ლალიაშვილის მიერ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე ტერორისტული დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" ტრადიციებში ჯდება, სინანული კი მისგან ჟურნალისტებს არ მოუსმენიათ.

"ორშაბათს Toresa-მ დაპოსტა „იმედის“ შიდა ჯგუფში ის ავად სახსენებელი ფილმი და ძალიან გაბრაზებული კომენტარიც მოაყოლა. მეც ვნახე ვიდეო და მარტივად იყო საქმე: როცა აგვისტოს ომზე იღებ მავნებლურ „ფილმს“ და იქ პუტინის დანაშაულზე, სულ ცოტა, გადაკვრითაც არ ამბობ არაფერს, ეს მძიმე დიაგნოზია. მშვიდობით ომს მოიგებ კი არა, აგერ, გუგუტიანთკარში მოსახლეობას სახლების ზღურბლებზე უვლებენ მავთულხლართებს, და ასეთი დერჟავნიკული აგრესიის გამართლებას (რაგინდარა მიზეზით) ვინც ცდილობს, ყველა იდიოტია ჩემს თვალში. სამწუხაროდ, რუსეთთან არ გამოდის არც ომი (ფიზიკური განსხვავების გამო შეუძლებელია) და არც მშვიდობა (მორალური განსხვავების გამოა შეუძლებელი. იმპერიალისტური ლოგიკა მხოლოდ კოლონიურ მორალს აღიარებს. აგერ, არ ვეუბნებით არაფერს, ხელისუფლება მთლად ხელებს უკოცნის, მაგრამ მაინც მოიწევენ და მოიწევენ, მოვლენ თბილისამდეც, ერთბაშად ჩვენმა მხეცმა გახარიამ არ აღკვეთოს).

მოკლედ, რამდენიმე ადამიანმა შიდა ჯგუფშივე კატეგორიულად მოვითხოვეთ, ამ მავნებლური ანონიმური „ფილმის“ ავტორის გამოჩენა და პლუს, საჯარო მობოდიშებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, არხზე ჩვენს დარჩენას აღარ განვიხილავდით. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში პარალიზებული იყო ნიუსრუმი. პარალელურად, გამოვიდა ნიკა ლალიაშვილი და ვიდეოზე პასუხისმგებლობას მე ვიღებო (ტექსტი იყო „ბოკო-ჰარამის“ ტრადიციებში), მაგრამ არანაირი სინდისის ქენჯნა, თუნდაც, ჟურნალისტების დემორალიზების გამო, იმის გამო, რომ ამ დღეების განმავლობაში მისი უდანაშაულო თანამშრომლები ტალახში ათრია მთელმა ქვეყანამ. პირიქით, იქით მამარდაშვილის აჩრდილს ამოეფარა (ეტყობა, მამარდაშვილის იმ ჩანაწერებამდე ჯერ არ მისულა, სადაც რუსული იმპერიალიზმის შესახებ საუბრობს), აქეთ - ქართველი ხალხის სენტიმენტებს, და ვითომც არაფერი.

„იმედიდან“ წამოსვლა ყველაზე იოლი და მსუბუქი გამოსავალი იქნებოდა. ამაზე დღესაც ვისაუბრეთ. როდესაც ჟურნალისტებისა და რედაქტორების ასეთი ერთსულოვანი და ძალიან ღირსეული პროტესტი ვნახეთ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ამ ღირსეული ადამიანების მიტოვება და ლალიაშვილისთვის სივრცის მოსუფთავება არ იქნებოდა ყველაზე სწორი საქციელი. ლალიაშვილს ამწუთას ნულოვანი ლეგიტიმაცია აქვს არხზე, „იმედის“ უკლებლივ ყველა თანამშრომელმა საჯაროდ დაგმო ის, რაც გავიდა ეთერში, შესაბამისად, ტელევიზიის დამფუძნებლებს, მგონი, ძალიან გასაგები სიგნალი გაეგზავნათ და, იმედია, მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. რაც მთავარია, სიგნალი გაეგზავნა ყველას - ის, რომ ამ ქვეყანაში რუსოფილიური განწყობის შექმნა არის შეუძლებელი მისია, სულ ტყუილად აფინანსებს კრემლი თავის აგენტებს, წყალში იყრება ეგ ფული, ძვირფასებო," - წერს პაატა შამუგია.

პოეტი AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ ლალიაშვილს შეუძლია "დარჩეს გაუგებრობაში" :

„ნიკა ლალიაშვილი თუ არის გაუგებრობაში, შეუძლია იყოს და დარჩეს ამ გაუგებრობაშ მთელი ცხოვრება. ჟურნალისტები იყვნენ ერთსულოვნები ამ ფილმის გაპროტესტებაში და ეს კარგად გამოჩნდა“.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ