პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რადგან ვეგანია, ხინკალს ვერ შევთავაზებდით და ფხალი და ლობიო ვურჩიეთ" - რას ყვება ქართველი გოგონა, რომელიც ჯარედ ლეტოს პირისპირ შეხვდა
"რადგან ვეგანია, ხინკალს ვერ შევთავაზებდით და ფხალი და ლობიო ვურჩიეთ" - რას ყვება ქართველი გოგონა, რომელიც ჯარედ ლეტოს პირისპირ შეხვდა

მთელ მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ბენ­დი, უპ­რე­ცე­დენ­ტოდ გაზ­რდი­ლი სცე­ნა, ათა­სო­ბით ფა­ნის ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა, ოს­კა­რო­სა­ნი მსა­ხი­ო­ბი ჯა­რედ ლეტო სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით ხელ­ში - ეს ყვე­ლა­ფე­რი 13 აგ­ვის­ტოს შეკ­ვე­თილ­ში „ბლექ სი არე­ნას“ სცე­ნა­ზე მოხ­და.

კონ­ცერ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯა­რედ ლე­ტომ ბენ­დის ათო­ბით თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი აიყ­ვა­ნა სცე­ნა­ზე, მაგ­რამ მა­ნამ­დე გა­ცი­ლე­ბით პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ­ნი აღ­მოჩ­ნდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც კონ­ცერ­ტის და­ა­ნონ­სე­ბის­თა­ნა­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი ბი­ლე­თე­ბი შე­ი­ძი­ნეს, რომ საყ­ვა­რელ ბენდთან უფრო ახ­ლოს ყო­ფი­ლიყ­ვნენ. მე­ტიც, ამ იღ­ბლი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ კუ­მი­რებ­თან პი­რის­პირ ესა­უბ­რათ და სა­მახ­სოვ­რო, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი გა­და­ე­ღოთ.

რო­გორც წესი, კონ­ცერ­ტის და­ა­ნონ­სე­ბის შემ­დეგ როკ-ჯგუ­ფი თა­ვად სთა­ვა­ზობს მსმე­ნელს სპე­ცი­ა­ლურ ბი­ლე­თებს, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 350 დო­ლა­რია. ამ „ჯა­დოს­ნუ­რი“ ბი­ლე­თე­ბის მქო­ნე­ებს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვთ ად­გი­ლი სცე­ნას­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს და კონ­ცერ­ტის და­წყე­ბამ­დე ერ­თსა­ა­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რა ბენ­დის წევ­რებ­თან.

იღ­ბლი­ან გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა რა­ო­დე­ნო­ბა წი­ნას­წარ არის გან­სა­ზღვრუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი 10 ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. მათ შო­რის ერთ-ერ­თია თა­თია ჯა­ჯა­ნაშ­ვი­ლი, რომ­ლის­თვი­საც ეს "მარ­სე­ბის" არც პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი იყო და არც პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა. რო­გორც თა­თი­ამ AMBEBI.GE-ს უამ­ბო, საყ­ვა­რელ ბენდთან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა 2014 წელს შედ­გა, როცა 30 Seconds To Mars-ს კონ­ცერ­ტი პა­რიზ­ში ჰქონ­და. იმა­ვე წელს მათ მე­ო­რედ შეხ­ვდა კან­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტის წინ და რო­გორც იხ­სე­ნებს, ჯა­რედ ლე­ტომ იცნო კი­დეც პა­რი­ზის შეხ­ვედ­რი­დან.

"ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, სა­ქარ­თვე­ლო­შიც თუ ჩა­მო­ვი­დოდ­ნენ და კონ­ცერ­ტის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გე, მივ­ხვდი, ეს შან­სი ხე­ლი­დან არ უნდა გა­მეშ­ვა. კონ­ცერ­ტის წინ 10 ადა­მი­ა­ნი შევ­ხვდით ბენ­დს. წინა ორი შეხ­ვედ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ცოტა ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ამან უფრო მყუდ­რო, ინ­ტი­მუ­რი გა­რე­მო შექ­მნა.

შეხ­ვედ­რა კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში იყო და­გეგ­მი­ლი. წი­ნას­წარ გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, რომ პი­რა­დუ­ლი ხა­სი­ა­თის შე­კი­თხვე­ბი არ უნდა დაგ­ვეს­ვა. ფაქ­ტობ­რი­ვად, დი­ა­ლო­გი გა­მოგ­ვი­ვი­და, არა­ერთ თე­მა­ზე ვი­სა­უბ­რეთ. ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებ­და სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, გვკი­თხა ჩვე­ნი ქვეყ­ნის, შავი ზღვის, სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­სა­ხებ... მირ­ჩი­ეთ, რა გავ­სინ­ჯო ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­და­ნო. ვი­ნა­ი­დან, ჯა­რე­დი ვე­გა­ნია, ხინ­კალ­სა და ხა­ჭა­პურს ვერ შევ­თა­ვა­ზებ­დით, ამი­ტომ ქარ­თუ­ლი ფხა­ლი და ლო­ბიო შევ­თა­ვა­ზეთ“ - იხ­სე­ნებს თა­თია AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ფა­ნებ­მა კუ­მირს კი­თხვე­ბი ახალ მუ­სი­კა­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე და­უს­ვეს. რო­გორც ჯა­რედ ლე­ტომ თქვა, 30 Seconds To Mars-ის გეგ­მებ­ში, პირ­ველ რიგ­ში, მსოფ­ლიო ტურ­ნეს დას­რუ­ლე­ბა და Camp Mars-ის მო­წყო­ბაა, რო­მელ­საც ბენ­დი მა­ლი­ბუ­ში აწყობს და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით თა­ვის გულ­შე­მატ­კივ­რებს უყ­რის თავს.

შეხ­ვედ­რის იღ­ბლი­ან მო­ნა­წი­ლე­ებს ავ­ტოგ­რა­ფე­ბი და სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბი გა­და­ე­ცათ. ამას­თა­ნა­ვე, თა­ვის კუ­მი­რებ­თან ფო­ტო­ე­ბი ბენ­დის პი­რად­მა ფო­ტოგ­რაფ­მა გა­და­უ­ღოთ. შემ­დეგ კი მათ კონ­ცერ­ტზე, დარ­ბა­ზის წინა რი­გებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს და საყ­ვა­რე­ლი ბენ­დის მუ­სი­კით ისი­ა­მოვ­ნეს.

ჯა­რედ ლე­ტომ კონ­ცერ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან კარ­გი მსმე­ნე­ლი დახ­ვდა და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აქ კვლავ დაბ­რუნ­დე­ბა.

ავ­ტო­რი: მა­რი­ამ ტუ­რ­ძი­ლა­ძე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"რადგან ვეგანია, ხინკალს ვერ შევთავაზებდით და ფხალი და ლობიო ვურჩიეთ" - რას ყვება ქართველი გოგონა, რომელიც ჯარედ ლეტოს პირისპირ შეხვდა

"რადგან ვეგანია, ხინკალს ვერ შევთავაზებდით და ფხალი და ლობიო ვურჩიეთ" - რას ყვება ქართველი გოგონა, რომელიც ჯარედ ლეტოს პირისპირ შეხვდა

მთელ მსოფლიოში პოპულარული ბენდი, უპრეცედენტოდ გაზრდილი სცენა, ათასობით ფანის ახდენილი ოცნება, ოსკაროსანი მსახიობი ჯარედ ლეტო საქართველოს დროშით ხელში - ეს ყველაფერი 13 აგვისტოს შეკვეთილში „ბლექ სი არენას“ სცენაზე მოხდა.

კონცერტის განმავლობაში ჯარედ ლეტომ ბენდის ათობით თაყვანისმცემელი აიყვანა სცენაზე, მაგრამ მანამდე გაცილებით პრივილეგირებულნი აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც კონცერტის დაანონსებისთანავე სპეციალური ბილეთები შეიძინეს, რომ საყვარელ ბენდთან უფრო ახლოს ყოფილიყვნენ. მეტიც, ამ იღბლიანებს საშუალება მიეცათ კუმირებთან პირისპირ ესაუბრათ და სამახსოვრო, ინდივიდუალური ფოტოები გადაეღოთ.

როგორც წესი, კონცერტის დაანონსების შემდეგ როკ-ჯგუფი თავად სთავაზობს მსმენელს სპეციალურ ბილეთებს, რომელთა ღირებულება დაახლოებით 350 დოლარია. ამ „ჯადოსნური“ ბილეთების მქონეებს გარანტირებული აქვთ ადგილი სცენასთან ყველაზე ახლოს და კონცერტის დაწყებამდე ერთსაათიანი შეხვედრა ბენდის წევრებთან.

იღბლიან გულშემატკივართა რაოდენობა წინასწარ არის განსაზღვრული. საქართველოში ასეთი 10 ადამიანი აღმოჩნდა. მათ შორის ერთ-ერთია თათია ჯაჯანაშვილი, რომლისთვისაც ეს "მარსების" არც პირველი კონცერტი იყო და არც პირველი შეხვედრა. როგორც თათიამ AMBEBI.GE-ს უამბო, საყვარელ ბენდთან პირველი შეხვედრა 2014 წელს შედგა, როცა 30 Seconds To Mars-ს კონცერტი პარიზში ჰქონდა. იმავე წელს მათ მეორედ შეხვდა კანში გამართული კონცერტის წინ და როგორც იხსენებს, ჯარედ ლეტომ იცნო კიდეც პარიზის შეხვედრიდან.

"ვერ წარმოვიდგენდი, საქართველოშიც თუ ჩამოვიდოდნენ და კონცერტის შესახებ რომ გავიგე, მივხვდი, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა. კონცერტის წინ 10 ადამიანი შევხვდით ბენდს. წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, ცოტა ვიყავით, მაგრამ ამან უფრო მყუდრო, ინტიმური გარემო შექმნა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში იყო დაგეგმილი. წინასწარ გაგვაფრთხილეს, რომ პირადული ხასიათის შეკითხვები არ უნდა დაგვესვა. ფაქტობრივად, დიალოგი გამოგვივიდა, არაერთ თემაზე ვისაუბრეთ. ყველაფერი აინტერესებდა საქართველოს შესახებ, გვკითხა ჩვენი ქვეყნის, შავი ზღვის, სამზარეულოს შესახებ... მირჩიეთ, რა გავსინჯო ქართული სამზარეულოდანო. ვინაიდან, ჯარედი ვეგანია, ხინკალსა და ხაჭაპურს ვერ შევთავაზებდით, ამიტომ ქართული ფხალი და ლობიო შევთავაზეთ“ - იხსენებს თათია AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ფანებმა კუმირს კითხვები ახალ მუსიკასა და სამომავლო გეგმებზე დაუსვეს. როგორც ჯარედ ლეტომ თქვა, 30 Seconds To Mars-ის გეგმებში, პირველ რიგში, მსოფლიო ტურნეს დასრულება და Camp Mars-ის მოწყობაა, რომელსაც ბენდი მალიბუში აწყობს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავის გულშემატკივრებს უყრის თავს.

შეხვედრის იღბლიან მონაწილეებს ავტოგრაფები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ამასთანავე, თავის კუმირებთან ფოტოები ბენდის პირადმა ფოტოგრაფმა გადაუღოთ. შემდეგ კი მათ კონცერტზე, დარბაზის წინა რიგებში გადაინაცვლეს და საყვარელი ბენდის მუსიკით ისიამოვნეს.

ჯარედ ლეტომ კონცერტის განმავლობაში რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან კარგი მსმენელი დახვდა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში აქ კვლავ დაბრუნდება.

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე

მონიკა ბელუჩის 16 წლის ქალიშვილის ახალი ფოტოები და მონიკას წერილი შვილს - "იყო და არა იყო რა, ერთ დროს პატარა გოგონა იყო.."

თორნიკე ოქრიაშვილის მეუღლე, შვილები და ცხოვრება მოედანს მიღმა - "ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.. სულ ამბობდა, შევძლებ, ყველაფერს გავუმკლავდეო"