პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზები, პრევენცია და სკრინინგი
საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზები, პრევენცია და სკრინინგი

საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს იწ­ვევს ადა­მი­ა­ნის პა­პი­ლო­მა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია, რო­მე­ლიც რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის ინ­ფექ­ცი­ებს შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რია. სქე­სობ­რი­ვად აქ­ტი­ურ ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბა, ცხოვ­რე­ბის რო­მე­ლი­მე პე­რი­ოდ­ში, ინ­ფი­ცირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის პა­პი­ლო­მა ვირუ­სით (აპვ) და ნა­წილ­ში შე­საძ­ლოა ხე­ლა­ხა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბაც მოხ­დეს.

აპვ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტის და­წყე­ბი­დან მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ინ­ფი­ცირ­დე­ბა. ამ ინ­ფექ­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა ძი­რი­თა­დად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ მას შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კიბო, რო­მე­ლიც ქა­ლებ­ში კი­ბოს­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლო­ბის მე­ო­რე მი­ზეზს წარ­მო­ად­გენს მკერ­დის კი­ბოს შემ­დეგ.

პა­პი­ლო­მა­ვირუ­სე­ბის 100-ზე მეტი ტიპი არ­სე­ბობს, რო­მელ­თა­გან 40 აინ­ფი­ცი­რებს ლორ­წო­ვან ზე­და­პი­რებს, მათ შო­რის ანო­გე­ნი­ტა­ლურ ეპი­თე­ლი­უმს (საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის, სა­შოს, ვულ­ვის, სწო­რი ნაწ­ლა­ვის, ურეთ­რის, ასოს და ანუ­სის). მათ­გან 14 მი­ე­კუთ­ვნე­ბა ე.წ. "მა­ღა­ლი რის­კის" ტი­პებს (ონ­კო­გე­ნურ, ანუ სიმ­სივ­ნეს­თან ასო­ცი­რე­ბულ), და­ნარ­ჩე­ნი კი "და­ბა­ლი რის­კის" (არა­ონ­კო­გე­ნუ­რი) ტი­პე­ბია.

პა­პი­ლო­მა­ვირუ­სის ონ­კო­გე­ნურ ტი­პებს შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რია მე-16 და მე-18 ტიპი. საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს შემ­თხვე­ვა­თა 70% სწო­რედ ამ 2 ტიპ­ზე მო­დის.

რაც შე­ე­ხე­ბა მე-6 და მე-11 ტი­პებს, რომ­ლე­ბიც პა­პი­ლო­მა­ვირუ­სე­ბის ძა­ლი­ან ხში­რი და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტი­პე­ბია, ისი­ნი არ იწ­ვე­ვენ სიმ­სივ­ნე­ებს და ასო­ცი­რე­ბუ­ლი არი­ან გე­ნი­ტა­ლუ­რი მე­ჭე­ჭე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან. გე­ნი­ტა­ლუ­რი მე­ჭე­ჭე­ბის 90% გა­მოწ­ვე­უ­ლია სწო­რედ პა­პი­ლო­მა­ვირუ­სის მე-6 და მე-11 ტი­პებ­თან.

პა­პი­ლო­მა­ვირუ­სის დი­აგ­ნოს­ტი­კა ხდე­ბა დნმ-ის გან­სა­ზღვრით ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის უჯრე­დებ­ში. პა­პი­ლო­მა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა სა­დღე­ი­სოდ არ არ­სე­ბობს.

ქა­ლებ­ში, სიმ­სივ­ნურ და­ა­ვა­დე­ბებს შო­რის, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კიბო სიხ­ში­რით მე­ო­თხეა მსოფ­ლი­ო­ში. ამ და­ა­ვა­დე­ბის ახალ შემ­თხვე­ვა­თა რი­ცხვმა, 2018 წელს, შე­ად­გი­ნა 570 000 მსოფ­ლი­ო­ში.

რო­გო­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ახა­სი­ა­თებს პა­პი­ლო­მა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ას?

პა­პი­ლო­მა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­თა დიდი ნა­წი­ლი სრუ­ლი­ად უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს და ხში­რად თვით­გან­კურ­ნე­ბით მთავ­რდე­ბა ისე, რომ პა­ცი­ენ­ტის­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი რჩე­ბა. ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ან­თა ერთ ნა­წილს კი შე­იძ­ლე­ბა გა­ნუ­ვი­თარ­დეს გე­ნი­ტა­ლუ­რი მე­ჭე­ჭე­ბი, პა­თო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ნი­ტა­ლუ­რი ტრაქ­ტის ლორ­წო­ვან გარსში ან, უფრო იშ­ვი­ა­თად, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კიბო. ვირუ­სის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ ერთ-ორ წე­ლი­წად­ში ხდე­ბა ვირუ­სის გა­მო­დევ­ნა შემ­თხვე­ვა­თა 90%-ში. და­ნარ­ჩენ 10%-ს უვი­თარ­დე­ბა პერ­სის­ტენ­ტუ­ლი (მუდ­მი­ვი) პა­პი­ლო­მა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია. ასეთ დროს თუ ადა­მი­ა­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ე.წ. მა­ღა­ლი რის­კის ვირუ­სით, ლორ­წო­ვან გარსში ვი­თარ­დე­ბა საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს წი­ნა­მორ­ბე­დი ცვლი­ლე­ბე­ბი და კიბო.

მა­მა­კა­ცებ­ში მა­ღა­ლი რის­კის პა­პი­ლო­მა­ვირუ­სე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ასოს და ანუ­სის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბა. თუმ­ცა ეს ბევ­რად უფრო იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა, ვიდ­რე საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბა ქა­ლებ­ში.

იშ­ვი­ა­თად, სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის პა­პი­ლო­მა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ცეს დე­დი­დან ბავ­შვზე, რაც იწ­ვევს ბავ­შვის სა­სუნ­თქი გზე­ბის პა­პი­ლო­მა­ტოზს (მე­ჭე­ჭე­ბი სა­სუნ­თქი გზე­ბის ლორ­წო­ვან გარსზე).

არ­სე­ბობს თუ არა პა­პი­ლო­მა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია?

სა­დღე­ი­სოდ არ­სე­ბობს ვაქ­ცი­ნა პა­პი­ლო­მა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის საპრო­ფი­ლაქ­ტი­კოდ. ეს არის ინაქ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვირუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც იცავს ადა­მი­ა­ნის პა­პი­ლო­მა­ვირუ­სის 4 ძი­რი­თა­დი ტი­პი­სა­გან: მე-16, მე-18, მე-6 და მე-11.

ვაქ­ცი­ნა იცავს მთე­ლი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­მა ქალ­მა არ უნდა ჩა­ი­ტა­როს საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის სიმ­სივ­ნე­ზე პე­რი­ო­დუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, ვი­ნა­ი­დან ვაქ­ცი­ნა არ იცავს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ტი­პის პა­პი­ლო­მა­ვირუ­სი­სა­გან და შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თი ტი­პე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბის მცი­რე რის­კი მა­ინც რჩე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­პი­ლო­მა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა 9 წლის გო­გო­ნე­ბის­თვის უფა­სოა.

რო­გორ ხდე­ბა საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს სკრი­ნინ­გი?

საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს სკრი­ნინ­გი ხდე­ბა პაპ ტეს­ტით, რო­მე­ლიც გუ­ლიხ­მობს ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ისე­თი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნას, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გენს საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის წი­ნა­მორ­ბედს და რო­მელ­თა მკურ­ნა­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა არ მოხ­დეს ამ ცვლი­ლე­ბე­ბის პროგ­რე­სი და სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა.

გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს მა­სობ­რი­ვი სკრი­ნინ­გის და­ნერგვით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და ქალ­თა სიკ­ვდი­ლო­ბა ამ და­ა­ვა­დე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს სკრი­ნინ­გის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს სკრი­ნინ­გულ გა­მოკ­ვლე­ვას 25-60 წლის ქა­ლებ­ში და მო­ი­ცავს:

  • პაპ-ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბას
  • პა­თო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კოლ­პოს­კო­პი­ას
  • სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბი­ოფ­სი­უ­რი მა­სა­ლის აღე­ბას და ჰის­ტო­ლო­გი­ურ გა­მოკ­ვლე­ვას

საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს სკრი­ნინ­გი სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ტარ­დე­ბა 3 წე­ლი­წად­ში ერთხელ. დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა კი­ბოს და­მარ­ცხე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა!

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზები, პრევენცია და სკრინინგი

საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზები, პრევენცია და სკრინინგი

საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია, რომელიც რეპროდუქციული სისტემის ინფექციებს შორის ყველაზე ხშირია. სქესობრივად აქტიურ ადამიანთა უმეტესობა, ცხოვრების რომელიმე პერიოდში, ინფიცირდება ადამიანის პაპილომა ვირუსით (აპვ) და ნაწილში შესაძლოა ხელახალი ინფიცირებაც მოხდეს.

აპვ ინფიცირებულთა უმრავლესობა სქესობრივი კონტაქტის დაწყებიდან მოკლე პერიოდში ინფიცირდება. ამ ინფექციის მნიშვნელობა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც ქალებში კიბოსთან ასოცირებული სიკვდილობის მეორე მიზეზს წარმოადგენს მკერდის კიბოს შემდეგ.

პაპილომავირუსების 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, რომელთაგან 40 აინფიცირებს ლორწოვან ზედაპირებს, მათ შორის ანოგენიტალურ ეპითელიუმს (საშვილოსნოს ყელის, საშოს, ვულვის, სწორი ნაწლავის, ურეთრის, ასოს და ანუსის). მათგან 14 მიეკუთვნება ე.წ. "მაღალი რისკის" ტიპებს (ონკოგენურ, ანუ სიმსივნესთან ასოცირებულ), დანარჩენი კი "დაბალი რისკის" (არაონკოგენური) ტიპებია.

პაპილომავირუსის ონკოგენურ ტიპებს შორის ყველაზე ხშირია მე-16 და მე-18 ტიპი. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 70% სწორედ ამ 2 ტიპზე მოდის.

რაც შეეხება მე-6 და მე-11 ტიპებს, რომლებიც პაპილომავირუსების ძალიან ხშირი და გავრცელებული ტიპებია, ისინი არ იწვევენ სიმსივნეებს და ასოცირებული არიან გენიტალური მეჭეჭების განვითარებასთან. გენიტალური მეჭეჭების 90% გამოწვეულია სწორედ პაპილომავირუსის მე-6 და მე-11 ტიპებთან.

პაპილომავირუსის დიაგნოსტიკა ხდება დნმ-ის განსაზღვრით ლორწოვანი გარსის უჯრედებში. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ანტივირუსული მკურნალობა სადღეისოდ არ არსებობს.

ქალებში, სიმსივნურ დაავადებებს შორის, საშვილოსნოს ყელის კიბო სიხშირით მეოთხეა მსოფლიოში. ამ დაავადების ახალ შემთხვევათა რიცხვმა, 2018 წელს, შეადგინა 570 000 მსოფლიოში.

როგორი მიმდინარეობა ახასიათებს პაპილომავირუსის ინფექციას?

პაპილომავირუსული ინფექციის შემთხვევათა დიდი ნაწილი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება ისე, რომ პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება. ინფიცირებულ ადამიანთა ერთ ნაწილს კი შეიძლება განუვითარდეს გენიტალური მეჭეჭები, პათოლოგიური ცვლილებები გენიტალური ტრაქტის ლორწოვან გარსში ან, უფრო იშვიათად, საშვილოსნოს ყელის კიბო. ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ერთ-ორ წელიწადში ხდება ვირუსის გამოდევნა შემთხვევათა 90%-ში. დანარჩენ 10%-ს უვითარდება პერსისტენტული (მუდმივი) პაპილომავირუსული ინფექცია. ასეთ დროს თუ ადამიანი ინფიცირებულია ე.წ. მაღალი რისკის ვირუსით, ლორწოვან გარსში ვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბოს წინამორბედი ცვლილებები და კიბო.

მამაკაცებში მაღალი რისკის პაპილომავირუსებით ინფიცირებას შეიძლება მოჰყვეს ასოს და ანუსის კიბოს განვითარება. თუმცა ეს ბევრად უფრო იშვიათი მოვლენაა, ვიდრე საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარება ქალებში.

იშვიათად, სასქესო ორგანოების პაპილომავირუსული ინფექცია შეიძლება გადაეცეს დედიდან ბავშვზე, რაც იწვევს ბავშვის სასუნთქი გზების პაპილომატოზს (მეჭეჭები სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე).

არსებობს თუ არა პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

სადღეისოდ არსებობს ვაქცინა პაპილომავირუსის ინფექციის საპროფილაქტიკოდ. ეს არის ინაქტივირებული ვირუსული ვაქცინა, რომელიც იცავს ადამიანის პაპილომავირუსის 4 ძირითადი ტიპისაგან: მე-16, მე-18, მე-6 და მე-11.

ვაქცინა იცავს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინირებულმა ქალმა არ უნდა ჩაიტაროს საშვილოსნოს ყელის სიმსივნეზე პერიოდული გამოკვლევები, ვინაიდან ვაქცინა არ იცავს აბსოლუტურად ყველა ტიპის პაპილომავირუსისაგან და შედარებით იშვიათი ტიპებით ინფიცირების მცირე რისკი მაინც რჩება.

საქართველოში პაპილომავირუსის ვაქცინა 9 წლის გოგონებისთვის უფასოა.

როგორ ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი?

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ხდება პაპ ტესტით, რომელიც გულიხმობს ლორწოვანი გარსის ისეთი ცვლილებების გამოვლენას, რომლებიც წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის წინამორბედს და რომელთა მკურნალობა აუცილებელია, რათა არ მოხდეს ამ ცვლილებების პროგრესი და სიმსივნის განვითარება.

განვითარებულ ქვეყნებში საშვილოსნოს ყელის კიბოს მასობრივი სკრინინგის დანერგვით მნიშვნელოვნად შემცირდა ქალთა სიკვდილობა ამ დაავადებით.

საქართველოში მოქმედებს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სკრინინგულ გამოკვლევას 25-60 წლის ქალებში და მოიცავს:

  • პაპ-ტესტის ჩატარებას
  • პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში კოლპოსკოპიას
  • საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ გამოკვლევას

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 3 წელიწადში ერთხელ. დროული დიაგნოსტიკა კიბოს დამარცხების საუკეთესო საშუალებაა!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი