პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედის" გენდირექტორის მოადგილე ჟურნალისტებს პასუხობს - რას ამბობს ნიკა ლალიაშვილი ფილმზე, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა
"იმედის" გენდირექტორის მოადგილე ჟურნალისტებს პასუხობს - რას ამბობს ნიკა ლალიაშვილი ფილმზე, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა

"მი­მაჩ­ნია, რომ აგ­ვის­ტოს ომზე ფილ­მი ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო და დრო­უ­ლი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ნა­წი­ლის შე­ხე­დუ­ლე­ბას, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სია" - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ნი­კო­ლოზ ლა­ლი­აშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

ამით ლა­ლი­აშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა „იმე­დის“ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ნა­წი­ლის პრო­ტესტს აგ­ვის­ტოს ომზე მომ­ზა­დე­ბულ ფილმთან და­კავ­ში­რე­ბით. ნი­კო­ლოზ ლა­ლი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტებს უფ­ლე­ბა აქვთ არხზე გა­სულ ნე­ბის­მი­ერ კონ­ტენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­ან­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტონ.

„მე მი­მაჩ­ნია, რომ ეს ფილ­მი ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო და დრო­უ­ლი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ნა­წი­ლის შე­ხე­დუ­ლე­ბას, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სია. ჟურ­ნა­ლის­ტებს უფ­ლე­ბა აქვთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ტენ­ტის მი­მართ, რაც არხზე გა­დის, თა­ვი­ან­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტონ. ნე­ბის­მი­ერ რე­დაქ­ცი­ა­ში ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია.

მე თვი­თონ ვარ ფილ­მის მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რი და ჟურ­ნა­ლის­ტთა ნა­წი­ლის ამ შე­ხე­დუ­ლე­ბას არ ვი­ზი­ა­რებ,“ - გა­ნა­ცხა­და ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, ლა­ლი­აშ­ვი­ლი არ ეთან­ხმე­ბა შე­ფა­სე­ბას, რომ ფილმში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვის გა­მე­ო­რე­ბაა:

„რუ­სე­თის, რო­გორც ოკუ­პან­ტის ნე­გა­ტი­უ­რი როლი ფილმში არა­ნა­ი­რად არ არის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნი­ლი. იქ წარ­მო­ჩე­ნი­ლია მთე­ლი ეს ქრო­ნო­ლო­გია, ყვე­ლა ის მოვ­ლე­ნა, რაც წინ უძღო­და აგ­ვის­ტოს ომს და ყვე­ლა­ფე­რი, რაც იქ არის მოყ­ვა­ნი­ლი, არის წმინ­და წყლის დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა.

ეს არ არის რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვი. ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ ამით ხდე­ბო­და თე­მის ტა­ბუ­ი­რე­ბა. მე ვფიქ­რობ, რომ არა­ნა­ი­რი ტა­ბუ­ე­ბი არ უნდა არ­სე­ბობ­დეს, მი­თუ­მე­ტეს თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ა­ში და სი­მარ­თლე ხმა­მაღ­ლა უნდა იყოს ნათ­ქვა­მი. სი­მარ­თლე არის ის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და მის­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ელი­ტამ გა­ა­კე­თეს ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ უკვე ლე­გი­ტი­მა­ცი­ა­მოკ­ლე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ისი­ნი წა­ვიდ­ნენ აი, ამ ავან­ტი­უ­რა­ზე და გა­წი­რეს ქვე­ყა­ნა,“ - გა­ნა­ცხა­და ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია ”იმე­დის” თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - “ქრო­ნი­კის“ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და imedinews-ის რე­დაქ­ტო­რე­ბი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომზე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთე­რით გა­სუ­ლი ფილ­მის სუ­ლის­კვე­თე­ბას არ იზი­ა­რე­ბენ, რაც “ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

საქ­მე ეხე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დის“ ეთერ­ში 11 აგ­ვის­ტოს გა­სულ ფილ­მს “ჩვენ მშვი­დო­ბით მო­ვი­გებთ სხვის და­წყე­ბულ ომს“, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

ავტორი:

"იმედის" გენდირექტორის მოადგილე ჟურნალისტებს პასუხობს - რას ამბობს ნიკა ლალიაშვილი ფილმზე, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა

"იმედის" გენდირექტორის მოადგილე ჟურნალისტებს პასუხობს - რას ამბობს ნიკა ლალიაშვილი ფილმზე, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა

"მიმაჩნია, რომ აგვისტოს ომზე ფილმი ძალიან სასარგებლო და დროული იყო. რაც შეეხება ჟურნალისტების ნაწილის შეხედულებას, ეს აბსოლუტურად დემოკრატიული პროცესია" - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ლალიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ამით ლალიაშვილი გამოეხმაურა „იმედის“ ჟურნალისტების ნაწილის პროტესტს აგვისტოს ომზე მომზადებულ ფილმთან დაკავშირებით. ნიკოლოზ ლალიაშვილის განცხადებით, ჟურნალისტებს უფლება აქვთ არხზე გასულ ნებისმიერ კონტენტთან დაკავშირებით თავიანთი დამოკიდებულება გამოხატონ.

„მე მიმაჩნია, რომ ეს ფილმი ძალიან სასარგებლო და დროული იყო. რაც შეეხება ჟურნალისტების ნაწილის შეხედულებას, ეს აბსოლუტურად დემოკრატიული პროცესია. ჟურნალისტებს უფლება აქვთ, რომ ნებისმიერი კონტენტის მიმართ, რაც არხზე გადის, თავიანთი დამოკიდებულება გამოხატონ. ნებისმიერ რედაქციაში ეს აბსოლუტურად ნორმალური პროცესია.

მე თვითონ ვარ ფილმის მთავარი პროდიუსერი და ჟურნალისტთა ნაწილის ამ შეხედულებას არ ვიზიარებ,“ - განაცხადა ლალიაშვილმა.

გარდა ამისა, ლალიაშვილი არ ეთანხმება შეფასებას, რომ ფილმში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე საუბარი რუსული ნარატივის გამეორებაა:

„რუსეთის, როგორც ოკუპანტის ნეგატიური როლი ფილმში არანაირად არ არის მინიმუმამდე დაყვანილი. იქ წარმოჩენილია მთელი ეს ქრონოლოგია, ყველა ის მოვლენა, რაც წინ უძღოდა აგვისტოს ომს და ყველაფერი, რაც იქ არის მოყვანილი, არის წმინდა წყლის დოკუმენტური მასალა.

ეს არ არის რუსული ნარატივი. ამდენი წლის განმავლობაში სწორედ ამით ხდებოდა თემის ტაბუირება. მე ვფიქრობ, რომ არანაირი ტაბუები არ უნდა არსებობდეს, მითუმეტეს თავისუფალ მედიაში და სიმართლე ხმამაღლა უნდა იყოს ნათქვამი. სიმართლე არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა ელიტამ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ უკვე ლეგიტიმაციამოკლებული ხელისუფლება. ისინი წავიდნენ აი, ამ ავანტიურაზე და გაწირეს ქვეყანა,“ - განაცხადა ლალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომლები - “ქრონიკის“ ჟურნალისტები და imedinews-ის რედაქტორები რუსეთ-საქართველოს ომზე ტელეკომპანიის ეთერით გასული ფილმის სულისკვეთებას არ იზიარებენ, რაც “ფეისბუქზე“ გააპროტესტეს.

საქმე ეხება ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“, რომელსაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ