საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება გუგუტიანთკარში - დავით ქაცარავა ავრცელებს კადრებს ადგილიდან, სადაც ოკუპანტები "ბორდერიზაციას" აგრძელებენ
რა ხდება გუგუტიანთკარში - დავით ქაცარავა ავრცელებს კადრებს ადგილიდან, სადაც ოკუპანტები "ბორდერიზაციას" აგრძელებენ

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, გამ­ყოფ ხაზ­თან მდე­ბა­რე სო­ფელ გუ­გუ­ტი­ანთკარ­თან, რუ­სუ­ლი სა­ჯა­რი­სო და­ნა­ყო­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მე­ო­რე დღეა ე.წ. ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის პრო­ცესს აგ­რძე­ლე­ბენ.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი, მათ შო­რის სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა „ძალა ერ­თო­ბა­ში­ას“ ლი­დე­რი და­ვით ქა­ცა­რა­ვა, რო­მე­ლიც ად­გი­ლი­დან ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლას ავ­რცე­ლებს. მი­სი­ვე თქმით, გუ­შინ ოკუ­პან­ტებ­მა და­ა­მონ­ტა­ჟეს ღო­ბე­ე­ბი და დღეს კვლავ გა­აგ­რძე­ლეს მუ­შა­ო­ბა.

"ჩვენ გუ­გუ­ტი­ანთკა­რის მი­სად­გო­მებ­თან ვდგა­ვართ. ვდგა­ვართ ასე­ვე 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ატოც­ში და ვცდი­ლობთ შე­ვა­ჩე­როთ ოკუ­პან­ტი. ატოც­ში, ჩორ­ჩა­ნა­ში და ხურ­ვა­ლეთ­ში გა­მოგ­ვი­ვი­და. აქ კი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მკა­ფი­ოდ ეხ­მა­რე­ბა ოკუ­პან­ტებს გუ­გუ­ტი­ანთკა­რის ოკუ­პა­ცი­ა­ში.

მუ­შა­ო­ბენ ოკუ­პან­ტე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სოფ­ლის და­ტო­ვე­ბას აპი­რე­ბენ. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებს არ გვიშ­ვე­ბენ. სა­ვა­რა­უ­დოდ არ უნ­დათ რომ ოკუ­პან­ტებს ხელი შე­ვუ­შა­ლოთ. რას აკე­თებს ამ დროს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა?" - წერს და­ვით ქა­ცა­რა­ვა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბის თქმით, ერთი კვი­რის წინ გან­თავ­სე­ბუ­ლი ბო­ძე­ბის გარ­და, სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დი­ლი­დან და­მა­ტე­ბით ამონ­ტა­ჟე­ბენ ლი­თო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ებს, რომ­ლებ­ზეც ე.წ. სა­სა­ზღვრო ბა­დე­ებს ამაგ­რე­ბენ.

"ძალ­ზე ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ. მე­ო­რე დღეა, აქ­ტი­უ­რად გაჰ­ყავთ ე.წ. სა­ზღვა­რი, ახა­ლი პე­რი­მეტ­რი საკ­მა­ოდ შე­მოჭ­რი­ლია ჩვენ­სკენ და ბა­ღე­ბის დიდი ნა­წი­ლი უკონ­ტრო­ლო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რჩე­ბა. აღარ ვი­ცით, რა ვქნათ. 7 აგ­ვის­ტოს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლის გარ­და, ახა­ლი ბო­ძე­ბიც მო­ი­ტა­ნეს და ახლა ამაგ­რე­ბენ.

ვთხოვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ყვე­ლა ბერ­კე­ტი გა­მო­ი­ყე­ნოს ამ პრო­ცე­სის შე­სა­ჩე­რებ­ლად", - გა­ნა­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სო­ფელ გუ­გუ­ტი­ანთკა­რის მცხოვ­რებ­მა თი­ნა­თინ გუ­გუ­ტიშ­ვილ­მა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

ავტორი:

რა ხდება გუგუტიანთკარში - დავით ქაცარავა ავრცელებს კადრებს ადგილიდან, სადაც ოკუპანტები "ბორდერიზაციას" აგრძელებენ

რა ხდება გუგუტიანთკარში - დავით ქაცარავა ავრცელებს კადრებს ადგილიდან, სადაც ოკუპანტები "ბორდერიზაციას" აგრძელებენ

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკართან, რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები მეორე დღეა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს აგრძელებენ.

ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც ადგილიდან ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს. მისივე თქმით, გუშინ ოკუპანტებმა დაამონტაჟეს ღობეები და დღეს კვლავ გააგრძელეს მუშაობა.

"ჩვენ გუგუტიანთკარის მისადგომებთან ვდგავართ. ვდგავართ ასევე 24-საათიან რეჟიმში ატოცში და ვცდილობთ შევაჩეროთ ოკუპანტი. ატოცში, ჩორჩანაში და ხურვალეთში გამოგვივიდა. აქ კი, ხელისუფლება მკაფიოდ ეხმარება ოკუპანტებს გუგუტიანთკარის ოკუპაციაში.

მუშაობენ ოკუპანტები. ადგილობრივები სოფლის დატოვებას აპირებენ. სამოქალაქო აქტივისტებს არ გვიშვებენ. სავარაუდოდ არ უნდათ რომ ოკუპანტებს ხელი შევუშალოთ. რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება?" - წერს დავით ქაცარავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ერთი კვირის წინ განთავსებული ბოძების გარდა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დილიდან დამატებით ამონტაჟებენ ლითონის კონსტრუქციებს, რომლებზეც ე.წ. სასაზღვრო ბადეებს ამაგრებენ.

"ძალზე ცუდ მდგომარეობაში ვართ. მეორე დღეა, აქტიურად გაჰყავთ ე.წ. საზღვარი, ახალი პერიმეტრი საკმაოდ შემოჭრილია ჩვენსკენ და ბაღების დიდი ნაწილი უკონტროლო ტერიტორიაზე რჩება. აღარ ვიცით, რა ვქნათ. 7 აგვისტოს დამონტაჟებულის გარდა, ახალი ბოძებიც მოიტანეს და ახლა ამაგრებენ.

ვთხოვთ ხელისუფლებას, ყველა ბერკეტი გამოიყენოს ამ პროცესის შესაჩერებლად", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებმა თინათინ გუგუტიშვილმა.

ხელისუფლებას აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო