პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაგრაში რუსმა ტურისტმა და აფხაზმა მილიციელმა იჩხუბეს - კადრები ინტერნეტიდან და სამსახურიდან გათავისუფლებული "გაიშნიკები"
გაგრაში რუსმა ტურისტმა და აფხაზმა მილიციელმა იჩხუბეს - კადრები ინტერნეტიდან და სამსახურიდან გათავისუფლებული "გაიშნიკები"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რო­გორ აკა­ვე­ბენ აფხა­ზეთ­ში ე.წ. მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი რუს ტუ­რისტს. “მი­ლი­ცი­ე­ლებ­მა” მას ჯერ მარ­თვის მოწ­მო­ბა მოს­თხო­ვეს, შემ­დეგ კი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს.

“ერთი-ერთი მათ­გა­ნი უხე­შად ექ­ცე­ვა რუსს და ცდი­ლობს, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩას­ვას ტუ­რის­ტი მან­ქა­ნა­ში. ამის შემ­დეგ, მი­ლი­ცი­ის ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი მა­მა­კა­ცი ცდი­ლობს ის მო­გუ­დოს, მი­წა­ზე და­აგ­დოს... ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა ტრა­სა­ზე, სა­დაც მან­ქა­ნე­ბი მოძ­რა­ო­ბენ და არა­ვინ აჩე­რებს. ვი­დეო და­კა­ვე­ბუ­ლი რუსი ტუ­რის­ტის თა­ნამ­გზავ­რმა გა­და­ი­ღო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნა­თავ­სა..." - წერს Абхаз Авто.

ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, “მი­ლი­ცი­ის” თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გაგ­რის რა­ი­ო­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან არი­ან. მათი გვა­რე­ბი არ ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ, ისი­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

აფხა­ზე­ბი მომ­ხდარს არა­ერ­თგვა­როვ­ნად აფა­სე­ბენ. ერთი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მათი “გაის” თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ყა­ჩა­ღე­ბი­ვით იქ­ცე­ვი­ან და ადა­მი­ა­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, დამ­სვე­ნებ­ლებს, ძარ­ცვა­ვენ... თუმ­ცა, სხვე­ბის თქმით, ეს იმის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა, რომ რუსი ტუ­რის­ტე­ბი აფხა­ზე­თის “კა­ნო­ნებს” არაფ­რად მი­იჩ­ნე­ვენ და “სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს” აგ­დე­ბუ­ლად ექ­ცე­ვი­ან.

“სად გა­მო­იკ­ვე­თა იქ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გა­და­მე­ტე­ბა? “გაის” თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დარ­ღვე­ვის გამო გა­ა­ჩე­რეს, ისი­ნი კი ჩხუბ­ზე გა­და­ვიდ­ნენ. მათ­გან ერთ-ერთი ცხო­ვე­ლი თა­ნამ­შრო­მელ­ზე გა­ი­წია, რად­გან აქ პრი­ვი­ლე­გი­ას გრძნო­ბენ რუ­სე­ბი... ასე­თი შემ­თხვე­ვა რუ­სეთ­ში რომ მომ­ხდა­რი­ყო, ОМОН-ს გა­მო­ი­ძა­ხებ­დნენ და მათ სა­ხით მი­წა­ზე ათ­რევ­დნენ.

იხი­ლეთ ვი­დეო: რუსი ტუ­რის­ტი და აფხა­ზი მი­ლი­ცი­ე­ლი ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ

“გაის” თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კი არ უნდა გა­უშ­ვა, თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და მუნ­დი­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა უნდა აუხ­სნა, რათა თავი არა­ვის და­ამ­ცი­რე­ბი­ნონ და პი­რა­დი გარ­ჩე­ვე­ბის უფ­ლე­ბა არა­ვის მის­ცენ. შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც ჩანს, რას­თან გვაქვს საქ­მე..." - წერს ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი Абхаз Авто-ს სტა­ტი­ის კო­მენ­ტა­რებ­ში.

“თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. სამ­სა­ხუ­რე­ბი­ვი გა­მო­ძი­ე­ბა უნდა და­ი­ნიშ­ნო­სო, ცო­ტაც მო­ვით­მი­ნოთ და მერე გა­მოვ­თქვათ ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი... იქ­ნებ, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა გან­გებ მო­ახ­დი­ნეს, უარი უთხრეს დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­დგე­ნა­ზე, რათა და­ემ­ცი­რე­ბი­ნათ და იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­დეს, “გაის” ძალა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ასე­თი შემ­თხვე­ბე­ბი, რუსი ტუ­რის­ტე­ბის მხრი­დან აგ­დე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ხომ არა­ერ­თხელ გვსმე­ნია...

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნა­თავ­სე­ბენ ვი­დე­ოს და და­ი­წყე­ბა აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბულ უწეს­რი­გო­ბა­ზე ქირ­ქი­ლი, პა­რა­ლე­ლუ­რად, კი, კო­მენ­ტა­რებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყი­რიმ­სა და სოჭ­ში დას­ვე­ნე­ბის მო­წო­დე­ბე­ბი და­ი­წყე­ბა..." - წერს აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

"აბა რა, ჩვე­ნი მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ხომ უბ­რა­ლოდ თეთ­რე­ბი და ფა­ფუ­კე­ბი არი­ან, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კი, ცუ­დე­ბი და “უდა­ნა­შა­უ­ლო რა­ფი­კე­ბის” არა­ფე­რი ეს­მით. დამ­სვე­ნებ­ლე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სწო­რედ “გაის” მი­მართ გა­მო­ხა­ტავს პრე­ტენ­ზი­ას. ეს მი­ლი­ცია კი არა, საგ­ზაო ყა­ჩა­ღე­ბი არი­ან... მათ არა­ვი­სი და არაფ­რის ეში­ნი­ათ. რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ამ სფე­რო­ში ჩვე­ნი აღ­მო­სავ­ლე­ლი მე­ზობ­ლის (აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გუ­ლიხ­მობს) მა­გა­ლი­თი გად­მო­ვი­ღოთ და მსგავ­სი რე­ფორ­მა ჩა­ვა­ტა­როთ?” - კი­თხუ­ლობს კი­დევ ერთი აფხა­ზი.

გაგ­რა­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას, რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ:

“ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი აფხა­ზეთ­ში, გაგ­რა­ში. პლუ­სი არის: ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბა და სუფ­თა ზღვა, თუმ­ცა, ჩა­მოვ­თვლი იმ მი­ნუ­სებს, რაც ამ 10 დღე­ში და­ვი­ნა­ხე: აქ არ არ­სე­ბობს ცი­ვი­ლი­ზა­ცია, პო­ლი­ცია არც ჩანს, რუს გო­გო­ნებს გად­მოც­ვე­ნი­ლი თვა­ლე­ბით უყუ­რე­ბენ... ყვე­ლა მან­ქა­ნით ისე და­დის, რო­გორც სურს, არა­ვი­თა­რი დათ­მო­ბა, გა­ტა­რე­ბა...

გზებ­ზე ვერ გა­დახ­ვალ, ამი­ტო­მაც ქუ­ჩა­ში ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე ძა­ლი­ან ცო­ტაა. მა­ღა­ზი­ა­ში სურ­სა­თი ფრთხი­ლად და დაკ­ვირ­ვე­ბით უნდა შე­არ­ჩიო, რომ არ მო­ი­წამ­ლო... ამას წი­ნათ 4 ადა­მი­ა­ნი მო­ვი­წამ­ლეთ და და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­სუ­ლე­ბი, სახ­ლში ვმკურ­ნა­ლობ­დნენ. ერთი სი­ტყვით, უამ­რა­ვი მი­ნუ­სია და პლუ­სი კი მხო­ლოდ ის ორი, რო­მე­ლიც ზე­მოთ ვთქვი" - წერს ინ­ტერ­ნეტ­ში ერთ-ერთი რუსი.

“რამ­დენ­ჯერ უნდა თქვან და გირ­ჩი­ონ, რომ არ წახ­ვი­დეთ აფხა­ზეთ­ში? მი­უშ­ვით ისი­ნი თა­ვი­ანთ ნე­ბა­ზე და ტუ­რიზ­მის გა­რე­შე ისე­დაც და­ი­ხო­ცე­ბი­ან... იმ სტუმ­რის მი­ღე­ბაც კი არ იცი­ან, რო­მე­ლიც იქ ფულს ხარ­ჯავს. ჰოდა შე­ეშ­ვით - ჭა­მონ ხი­დან ფორ­თო­ხა­ლი..." - წერს ალექს პეტ­რო­ვი.

“ვი­ყა­ვი აფხა­ზეთ­ში და სი­მარ­თლე გი­თხრათ, იქ მძღო­ლებს ძა­ლი­ან რბი­ლად ექ­ცე­ვი­ან. ვნა­ხე მძღო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ვე­ლუ­რე­ბი­ვით იქ­ცე­ოდ­ნენ და ავ­ტო­მან­ქა­ნას ნას­ვა­მი მარ­თავ­დნენ. ბევ­რი მათ­გა­ნი აზ­რზეც არ არის, რომ არ­სე­ბობს სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა და ზებ­რა - ქვე­ი­თე­ბის­თვის...” - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი მაშა ვორ­ბე­რი.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

გაგრაში რუსმა ტურისტმა და აფხაზმა მილიციელმა იჩხუბეს - კადრები ინტერნეტიდან და სამსახურიდან გათავისუფლებული "გაიშნიკები"

გაგრაში რუსმა ტურისტმა და აფხაზმა მილიციელმა იჩხუბეს - კადრები ინტერნეტიდან და სამსახურიდან გათავისუფლებული "გაიშნიკები"

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებენ აფხაზეთში ე.წ. მილიციის თანამშრომლები რუს ტურისტს. “მილიციელებმა” მას ჯერ მართვის მოწმობა მოსთხოვეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს.

“ერთი-ერთი მათგანი უხეშად ექცევა რუსს და ცდილობს, ძალის გამოყენებით ჩასვას ტურისტი მანქანაში. ამის შემდეგ, მილიციის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ცდილობს ის მოგუდოს, მიწაზე დააგდოს... ეს ყველაფერი ხდება ტრასაზე, სადაც მანქანები მოძრაობენ და არავინ აჩერებს. ვიდეო დაკავებული რუსი ტურისტის თანამგზავრმა გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა..." - წერს Абхаз Авто.

ინტერნეტგამოცემის ცნობით, “მილიციის” თანამშრომლები გაგრის რაიონის განყოფილებიდან არიან. მათი გვარები არ ვრცელდება, თუმცა, სამსახურებრივი შემოწმების შემდეგ, ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

აფხაზები მომხდარს არაერთგვაროვნად აფასებენ. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი “გაის” თანამშრომლები ყაჩაღებივით იქცევიან და ადამიანებს, განსაკუთრებით კი, დამსვენებლებს, ძარცვავენ... თუმცა, სხვების თქმით, ეს იმის გამოვლინებაა, რომ რუსი ტურისტები აფხაზეთის “კანონებს” არაფრად მიიჩნევენ და “სამართალდამცველებს” აგდებულად ექცევიან.

“სად გამოიკვეთა იქ სამსახურებრივი გადამეტება? “გაის” თანამშრომლებმა დარღვევის გამო გააჩერეს, ისინი კი ჩხუბზე გადავიდნენ. მათგან ერთ-ერთი ცხოველი თანამშრომელზე გაიწია, რადგან აქ პრივილეგიას გრძნობენ რუსები... ასეთი შემთხვევა რუსეთში რომ მომხდარიყო, ОМОН-ს გამოიძახებდნენ და მათ სახით მიწაზე ათრევდნენ.

იხილეთ ვიდეო: რუსი ტურისტი და აფხაზი მილიციელი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

“გაის” თანამშრომლები კი არ უნდა გაუშვა, თავისი უფლებამოსილება და მუნდირის მნიშვნელობა უნდა აუხსნა, რათა თავი არავის დაამცირებინონ და პირადი გარჩევების უფლება არავის მისცენ. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რასთან გვაქვს საქმე..." - წერს ერთი ინტერნეტმომხმარებელი Абхаз Авто-ს სტატიის კომენტარებში.

“თანამშრომლები გაათავისუფლეს. სამსახურებივი გამოძიება უნდა დაინიშნოსო, ცოტაც მოვითმინოთ და მერე გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები... იქნებ, თანამშრომლების პროვოცირება განგებ მოახდინეს, უარი უთხრეს დოკუმენტების წარდგენაზე, რათა დაემცირებინათ და იძულებული გახადეს, “გაის” ძალა გამოეყენებინა. ასეთი შემთხვებები, რუსი ტურისტების მხრიდან აგდებულ დამოკიდებულებაზე ხომ არაერთხელ გვსმენია...

სოციალურ ქსელში განათავსებენ ვიდეოს და დაიწყება აფხაზეთში არსებულ უწესრიგობაზე ქირქილი, პარალელურად, კი, კომენტარებში საქართველოში, ყირიმსა და სოჭში დასვენების მოწოდებები დაიწყება..." - წერს აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი.

"აბა რა, ჩვენი მილიციის თანამშრომლები ხომ უბრალოდ თეთრები და ფაფუკები არიან, რუსეთის მოქალაქეები კი, ცუდები და “უდანაშაულო რაფიკების” არაფერი ესმით. დამსვენებლების უდიდესი ნაწილი სწორედ “გაის” მიმართ გამოხატავს პრეტენზიას. ეს მილიცია კი არა, საგზაო ყაჩაღები არიან... მათ არავისი და არაფრის ეშინიათ. რატომ არ შეიძლება ამ სფეროში ჩვენი აღმოსავლელი მეზობლის (აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი საქართველოს გულიხმობს) მაგალითი გადმოვიღოთ და მსგავსი რეფორმა ჩავატაროთ?” - კითხულობს კიდევ ერთი აფხაზი.

გაგრაში მომხდარ შემთხვევას, რუსი ინტერნეტმომხმარებლებიც გამოეხმაურნენ:

“ახლა ვიმყოფები აფხაზეთში, გაგრაში. პლუსი არის: ულამაზესი ბუნება და სუფთა ზღვა, თუმცა, ჩამოვთვლი იმ მინუსებს, რაც ამ 10 დღეში დავინახე: აქ არ არსებობს ცივილიზაცია, პოლიცია არც ჩანს, რუს გოგონებს გადმოცვენილი თვალებით უყურებენ... ყველა მანქანით ისე დადის, როგორც სურს, არავითარი დათმობა, გატარება...

გზებზე ვერ გადახვალ, ამიტომაც ქუჩაში ფეხით მოსიარულე ძალიან ცოტაა. მაღაზიაში სურსათი ფრთხილად და დაკვირვებით უნდა შეარჩიო, რომ არ მოიწამლო... ამას წინათ 4 ადამიანი მოვიწამლეთ და დასასვენებლად ჩასულები, სახლში ვმკურნალობდნენ. ერთი სიტყვით, უამრავი მინუსია და პლუსი კი მხოლოდ ის ორი, რომელიც ზემოთ ვთქვი" - წერს ინტერნეტში ერთ-ერთი რუსი.

“რამდენჯერ უნდა თქვან და გირჩიონ, რომ არ წახვიდეთ აფხაზეთში? მიუშვით ისინი თავიანთ ნებაზე და ტურიზმის გარეშე ისედაც დაიხოცებიან... იმ სტუმრის მიღებაც კი არ იციან, რომელიც იქ ფულს ხარჯავს. ჰოდა შეეშვით - ჭამონ ხიდან ფორთოხალი..." - წერს ალექს პეტროვი.

“ვიყავი აფხაზეთში და სიმართლე გითხრათ, იქ მძღოლებს ძალიან რბილად ექცევიან. ვნახე მძღოლები, რომლებიც ველურებივით იქცეოდნენ და ავტომანქანას ნასვამი მართავდნენ. ბევრი მათგანი აზრზეც არ არის, რომ არსებობს სიჩქარის გადაჭარბება და ზებრა - ქვეითებისთვის...” - წერს ინტერნეტმომხმარებელი მაშა ვორბერი.

მოსკოვში აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერი გარდაიცვალა

პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა

პუტინი და მედვედევი ოკუპირებულ ცხინვალთან ურთიერთობების გაძლიერების პირობას დებენ